25 მარტი, 2015
''ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის''?
ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია "ორ ვარსკვლავში" სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც იმღერა. მის გამოსვლას სერიალ ''დეტექტივების'' მსახიობი სალომე ფაღავა გამოეხმაურა: ''მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას. მე ვერ ვეწევი თბილისურტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს''.

სალომეს ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში უპასუხა. ''ნინიზე წერს, საცოდავი გოგონი, შენ
არა მარტო სმენისა და გემოვნების, არამედ, სავარაუდოდ, სხვა ბევრი პრობლემა გაქვს. საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის''.

სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ სალომე ფაღავას დავუკავშირდით.

- სალომე, ხათუნა ჟორდანია, როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა თქვენმა სტატუსმა.
- ისეთი რამ დავწერე, რაც არავისთვის უცხო არაა. ნინი ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს დავწერდი. თუ ეწყინა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რა ეგონა, აბა? მე პირადად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ზოგადად ქალაქში საშინელება ხდება. არანაირი გადაცემა და კონცერტი რომ ჯანსაღი არაა, ეს თქვენც ხომ კარგად იცით. პირადი ანგარისწორება არავის მიმართ არ მამოძრავებს. ამხელა გა-მოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს სტატუსს, ნამდვილად არ მეგონა.

- თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული...
- რითია აღშფოთებული? ჩემნაირად წერს ათასი ადამიანი. ჩემს პოსტს რა ამბავიც მოჰყვა, მეც და ჩემი სამეგობროც გაოგნებულები ვართ.

- იცნობთ ხათუნასა და ნინის?
- თქვენ ჟურნალისტი ხართ და ალბათ არ გჯერათ, რომ მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად ამხელა სკანდალი რას მოჰყვა, ვერ ვხვდები. ნინი ქარსელაძე რომ ვერ მღერის, ახალი ამბავია? ნინიზე ორჯერ დიდი ადამიანები რომ ვერ მღერიან და არ უნდა იდგნენ სცენაზე, ახალი ამბავია? გაბოროტებულმა ხალხმა ჩემს სტატუსს გამოსავალი მოუძებნა, თურმე მე რომ შვილი გავაჩინე და სახლში ჩავჯექი, ასე იმიტომ დავწერე. სახლში არ ვზივარ, ხალხო, უბრალოდ, საქართველოში არ ვმოღვაწეობ, ასე აეწყო, მაგრამ სახლში რომც ვიჯდე და რომ ვზივარ ხანდახან, ყველაზე ძვირფას და ყველაზე კარგ საქმეს ვემსახურები.

ასეთ თემაზე ხმას ყოველთვის ვიღებდი, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მუსიკალური გემოვნება მაქვს და შემიძლია, პროტესტი გამოვხატო, ფონოგრამით რომ გამოხვალ და კიდევ ასე იმღერებ, შოკირებული შეიძლება იყო ადამიანი. ''ფეისბუქის'' ჩემს გვერდზე 70 კომენტარია ჩემს სტატუსზე, რომლებიც მეთანხმებიან და მათგან არც ერთს არ ვიცნობ. ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის? იმ პროექტში არაპროფესიონალი მომღერლები, თუნდაც მანიკა ასათიანი უფრო ღირსეულად მღერის, ვიდრე პროფესიონალები რომ ჰქვიათ.

- საქართველოში არ ვმოღვაწეობო, თქვით, და რას საქმიანობთ?
- ფაქტია, რომ ეკრანზე არ ვჩანვარ, სერიალში პატარა როლი თუ მექნება, მხოლოდ ესაა ჩემი დაკავებულობა. მაგრამ სურვილი მაქვს, დიდ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რატომაც არა? თუ დამაკავეს რაიმე პროექტში, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია. მე არ გამოვალ და გამოფენას არ მოვაწყობ. კარგად ვერ ვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული.

ცხოვრებაში არასოდეს გავაკეთებ გამოფენას. არავისთან პირადი ინტერესები არ მაქვს, სტატუსიც დავწერე, ხალხო, მე მიჭირს გემოვნებაში თუ თქვენ-მეთქი. ნინი ქარსელაძე ძალიან ლამაზი ბავშვია, გამოვიდა ლამაზადშემოსილი და უბრალოდ, პირს აღებს. თუ გამოდიხარ კონცერტზე, ცოცხლად იმღერე. ტაში რაზე დავუკრა? ზოგიერთები ამბობენ, გადართე სხვა არხზეო. რომელ არხზე გადავრთო? საქართველოში რომელი არხია ისეთი, რომ ძალიან ვისიამოვნო ან მე ან სხვა მოქალაქემ?

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ანი
დეა,რას ქვია ვის დაკარგვიხარ და ოჯახს მიხედე:)))) სალომე საღოლ ! ყველა კითხვას ძალიან მაგარი და რეალური პასუხები გასცა!ყველა ეს ეფიქრობს რომ სიმღერა არ შეუძლია ამ ადამიანს,მაგრამ აღიარება, ხმამაღლა მითუმეტეს ,არავის შეუძლია და სალომემ რომ რეალური სტატუსი დაწერა (მწარე სიმართლის) იმიტომაც მოჰყვა ამხელა გამოხმაურება. ყველაფერში ვეთანხმები.ყოჩაღ,სალომე!
11:23 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
კი, აბსოლიტურად მართალია ის რომ ნინის სიმღერის ნიჭი არ აქვს,თუმცა მშვენიერი გოგოა და შეიძლება სხვა რამეში მართლაც ნიჭიერია.მარა ნინი ერთადერთი უნიჭო მომღერალი არაა საქართველოში,ასეთებით სავსეა ქართული სცენა.სალომეს ვეთანხმები, თუმცა ასე რომ ლანძღავთ ერთ ან მეორე მხარეს არც ესაა ნორმალური... კორექტულები იყავით, ამით საკუთარ ღირსებას გაუსვამთ ხაზს, თუ ეს ქართველებს აღარ გვჭირდება?!
10:56 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სილამაზის და სიმღერის თაყვანისმცემელი
ეს გოგონა- ნინი,არც სილამაზით გამოირჩევა და არც ხმით! არ მითხრათ ახლა,რომ ვარ დაბოღმილი ''ნიუდაჩნიკი'' :) ჩემს ბიზნესსში რომ მაქვს წარმატებები,ნინისაც რომ ასეთივე წარმატებები ქონდეს მის საქმეში,პირველი მე ვიქნებოდ მისი თაყვანისმცემელი,მაგრამ…… და ქალბატონი დედიკოც- თავმოყვარეობის დეფიციტს განიცდის ალბათ,თორემ სცენაზე ეგ უკვე აღარ უნდა დგებოდეს მისი გაბრიტებიდან გამომდინარე :)
02:33 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
ნელიკო,გენაცვალე,ამიტომაცაა ნეხვში ჩვენი ხელოვნება,რომ წურწუმიას ''დივას'' ეძახით და ფომოგრამაზე რომ ''აღებს პირს''. საშინელება ხდება დღეს ჩვენს შოუბიზნესში! უმეტესობა მდაბალი გემოვნების და ვიზუალის,ყოველგვარი ვოკალური მონაცენების კეკელკები რომ დახუნტრუცობენ სცენაზე და ერთმანეთს აქებადიდებენ- ''დედააა ,რა ლამაზი ხაააარ?! ხო,გოგჩო,დღეს რაღაც ლამაზად გამოვიყურები,არაააა?!'' :) და ასეთი მაინუნობები. მარტო ერთმანეთის ქებადიდებაში და ფონოგრამაზე პირის დაღებაზე არიან გაწაფული. ხოდა .ამიტომაც არის საქართველოს შოუბიზნესი ყელამდე ნეხვში! ამ წკრიალაშვილის ჩამონაოჭებულ და მერე ბოტოქსით დაბერილ სიფათს თუ არ ვუყურეთ,რაა სამშობლო! :) არა და სასაცილოდ არა გვაქვს საქმე.სანამ ჭეშმარიტი მომღერლები(არა მდიდარი მამიკოს გოგჩოები)არ დადგებიან სცენაზე,არაფერი გვეშველება! მერე გვიკვირს ,ევროვიზიიდან რომ გამოაბუნძულებენ ხოლმე ქართველებს!
02:23 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა გჭირთ ხალხო, ღმერთთან იყავით მართლები.სხვის განსჯას უნდებით, მერე წახვალთ და ეკლესიაში მოინანიებთ. ეგ არ გეთვლებათ. ყველამ ჩაიხედეთ თქვენს გულებში. სირცხვილოა უბრალოდ. არ მოგწონს გადართე ან გამორთე საერთოდ. შეურაცხოფა რა საჭიროა.
02:22 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ინა
ეს მომეწონა-''თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული…..' ტოჟე მნე ინგლისის პრინცსა :))))))))
02:13 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ნინი რომ უნიჭოა ამას მტკიცებაც არ სჭირდება, მაგრამ რ. დავაშავეთ ქართველებმა ასეთი? შვილი არ გვეყოფოდა, ეხლა ხათუნა 200 კილოიანი საქონელიც სცენაზე დგას. ეკრანში არ ეტევა. საშინელი სანახავია. ჯერ ფორმაში ჩAდგეს, ადამიანს დაემსგავსოს დA მერE გაგვილამაზოს ეკრანი! ბანძია და უფრო იბანძებს თAვს!!!!!
01:35 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ამ გოგომ თქვა ის, რასაც ყველა მანამდე ამბობდა. განა, ჟორდანია მღერის ისე, რომ სცენაზე გამოვიდეს? ან გიო რას მღერის? ესენი სუფრასთან უნდა ამღერო და არა სცენაზე. ამ ხალხს თავი მართლა მომღერლები ჰგონიათ? ასე ხომ თითქმის მთელი საქართველო მღერის. ასე რომ, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და უნდა მიხვდნწნ სადაა მათი ადგილი. სამწუხაროდ, ახლანდელი „ორი ვარსკვლავი" მართლაც ყველაზე სუსტია ჯიურის ჩათვლით (კონტრიძის გარდა).
01:28 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკო
სალომე რა შუაშია, ნინი რო უნიჭოაა და სამარცხვინოა მთელი ეგ გადაცემა ორი ვარსკვლავი ამას მტკიცება არ უნდა. ფაქტია რო რუსა მორჩილაძის სადაქალო-საძმაკაცო ნავტალინიდან ამოღებული ვაი ვაი მომღერლები და მეგობარი ""სასტავი" "პონტშია", ესეთი დაბალი ხარისხის პროექტი უბრალოდ სირცხვილია
23:43 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ამ ხალხის გამკვირვებია, ტყუილს იტყვი და იაფერისტებ კარგი ხარ და თუ შენს აზრს გამოხატავ, მაშინ "სოფლელი", გაუნათლებელი და შურიანი ხარ. რა თქვა ეხლა ამ გოგომ ისეთი, რომ ვისაც ცოტა ყური აქვს და ცოტა თვალიც უჭრის ლამაზი და სასაცილო, კარგი და ცუდი მომღერალი ვერ გაარჩიოს? მე თუ მკითხავთ ვერც მღერიან ეს დედა-შვილი და ვერც ლამაზებს ვერ დავარქმევდი , უფრო მეტიც, როცა ასეთი გარეგნობის ადამიანებს ულამაზესად მოიხსენიებენ სულ ცოტა უნდა იუხერხულო და არ უნდა შეიფერო იმიტომ, რომ აფერისტობა ზუსტადაც მასეთი საქციელია :)
22:30 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS