25 მარტი, 2015
''ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის''?
ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია "ორ ვარსკვლავში" სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც იმღერა. მის გამოსვლას სერიალ ''დეტექტივების'' მსახიობი სალომე ფაღავა გამოეხმაურა: ''მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას. მე ვერ ვეწევი თბილისურტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს''.

სალომეს ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში უპასუხა. ''ნინიზე წერს, საცოდავი გოგონი, შენ
არა მარტო სმენისა და გემოვნების, არამედ, სავარაუდოდ, სხვა ბევრი პრობლემა გაქვს. საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის''.

სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ სალომე ფაღავას დავუკავშირდით.

- სალომე, ხათუნა ჟორდანია, როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა თქვენმა სტატუსმა.
- ისეთი რამ დავწერე, რაც არავისთვის უცხო არაა. ნინი ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს დავწერდი. თუ ეწყინა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რა ეგონა, აბა? მე პირადად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ზოგადად ქალაქში საშინელება ხდება. არანაირი გადაცემა და კონცერტი რომ ჯანსაღი არაა, ეს თქვენც ხომ კარგად იცით. პირადი ანგარისწორება არავის მიმართ არ მამოძრავებს. ამხელა გა-მოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს სტატუსს, ნამდვილად არ მეგონა.

- თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული...
- რითია აღშფოთებული? ჩემნაირად წერს ათასი ადამიანი. ჩემს პოსტს რა ამბავიც მოჰყვა, მეც და ჩემი სამეგობროც გაოგნებულები ვართ.

- იცნობთ ხათუნასა და ნინის?
- თქვენ ჟურნალისტი ხართ და ალბათ არ გჯერათ, რომ მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად ამხელა სკანდალი რას მოჰყვა, ვერ ვხვდები. ნინი ქარსელაძე რომ ვერ მღერის, ახალი ამბავია? ნინიზე ორჯერ დიდი ადამიანები რომ ვერ მღერიან და არ უნდა იდგნენ სცენაზე, ახალი ამბავია? გაბოროტებულმა ხალხმა ჩემს სტატუსს გამოსავალი მოუძებნა, თურმე მე რომ შვილი გავაჩინე და სახლში ჩავჯექი, ასე იმიტომ დავწერე. სახლში არ ვზივარ, ხალხო, უბრალოდ, საქართველოში არ ვმოღვაწეობ, ასე აეწყო, მაგრამ სახლში რომც ვიჯდე და რომ ვზივარ ხანდახან, ყველაზე ძვირფას და ყველაზე კარგ საქმეს ვემსახურები.

ასეთ თემაზე ხმას ყოველთვის ვიღებდი, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მუსიკალური გემოვნება მაქვს და შემიძლია, პროტესტი გამოვხატო, ფონოგრამით რომ გამოხვალ და კიდევ ასე იმღერებ, შოკირებული შეიძლება იყო ადამიანი. ''ფეისბუქის'' ჩემს გვერდზე 70 კომენტარია ჩემს სტატუსზე, რომლებიც მეთანხმებიან და მათგან არც ერთს არ ვიცნობ. ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის? იმ პროექტში არაპროფესიონალი მომღერლები, თუნდაც მანიკა ასათიანი უფრო ღირსეულად მღერის, ვიდრე პროფესიონალები რომ ჰქვიათ.

- საქართველოში არ ვმოღვაწეობო, თქვით, და რას საქმიანობთ?
- ფაქტია, რომ ეკრანზე არ ვჩანვარ, სერიალში პატარა როლი თუ მექნება, მხოლოდ ესაა ჩემი დაკავებულობა. მაგრამ სურვილი მაქვს, დიდ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რატომაც არა? თუ დამაკავეს რაიმე პროექტში, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია. მე არ გამოვალ და გამოფენას არ მოვაწყობ. კარგად ვერ ვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული.

ცხოვრებაში არასოდეს გავაკეთებ გამოფენას. არავისთან პირადი ინტერესები არ მაქვს, სტატუსიც დავწერე, ხალხო, მე მიჭირს გემოვნებაში თუ თქვენ-მეთქი. ნინი ქარსელაძე ძალიან ლამაზი ბავშვია, გამოვიდა ლამაზადშემოსილი და უბრალოდ, პირს აღებს. თუ გამოდიხარ კონცერტზე, ცოცხლად იმღერე. ტაში რაზე დავუკრა? ზოგიერთები ამბობენ, გადართე სხვა არხზეო. რომელ არხზე გადავრთო? საქართველოში რომელი არხია ისეთი, რომ ძალიან ვისიამოვნო ან მე ან სხვა მოქალაქემ?

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ბლა
მართალს ამბობს ეს გოგო, რას ჩაქოლეთ. ფული არ ჰქონდეთ ჟორდანიებს, კი ვიცი რა მომღერლებიც იქნებოდნენ გინდა ნინი და გინდა ხათუნა. მასე მთელი საქართველო ღიღინებს.
16:15 / 21-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
დიახ, სამწუხაროდ, აჯობებს, ნინიმ საიჯახო წვეულებებზე იმღეროს. გასაბრაზებელი აქ არაფერია, ქალბატონო ხათუნა, ჩვენ მსმენელები ვართ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება და გთხოვთ, ნუ ილანძღებით!
12:27 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
რა გინდათ გენაცვალე კი გავარდნენ პეჩო და მაგდა და ხათუნა კი ისე პროექტშია. ტაკ შტო... ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიწუწუნოთ ასეა საქმე მააააშშშშ
04:59 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
ვერც ნინი მღერის და ვერც დედამისი :) ცნობისთვის არც ბოღმა მალაპარაკებს და არც შური, უბრალოდ მართლა ყრუ უნდა იყო ადამიანი ეს რომ ვერ მიხვდე.
16:13 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეჰ ჩემო სალო, საქართველოში და არა მარტო,ფული თუ გაქვს ვარსკვლავად გაქცევენ.ეგ ჟორდანიას შვილია და მტლად მუნჯი და ყრუც რომ იყოს ისეთპიარს გაუკეთებენ რომ მარია კალასიც კი საცოდავად გამოცჰნდება ქარსელაძის ფონზე,ისე მგონია ვირები უსმენენ ქარსელადზეს და კომპლიმენტს კი ს..... ეუბნებიან
19:01 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომეს
სალომე, არც შენ დაგიმთავრებია თეატრალური, მაგრამ ხომ გქონია როლები? მაგალითად დეტექტივებში. სამხატვრო აკადემია რომ დამთავრე და ხან მსახიობად, ხან ფოტომოდელად გვევლინებოდი, გიკითხავს სხვისთვის გამოგდიოდა თუ არა ეს საქმე? რო მიდექი ნინის და მწარე სიმართლეს ვამბობო გაიძახი, დაგინახავს ნინი რომელიმე კონცერტზე ბოლო რამდენიმე წელი? ის ბავშვობაში მღეროდა და თავისი მსმენელი ყავს, რომელიც ყოველთვის მოუსმენს. ასე, რომ ნუ დაიბოღმები, ვისაც სად შეუძლია იქ ჩნდება, მათ შორის შენც. :) თხა თხაზე ნაკლებიო გამოგივიდა, ესა შენი მწარე რეალობა, სადაც შენ მსახიობი იქ ნინის მომღერლობა, რატო გიკვირს? მით უფრო რო ნინის მაგ კუთხით გამოცდილებაც აქვს და საკუთარი მსმენელიც ყავს :)
09:24 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იიი
ლანძღვა არ არის საჩირო ,მაგრამ ნინი რომ ვერ მღერის ყველამ ვიცით.
20:07 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გიხაროდენ
ხათუნა ჟორდანიაც ხო ქართული ესტრადის ვარსკვლავია,და ვარსკვლავი,ისა სჯობია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასა....ეგენი თუ გადაარჩენენ ქართულ შოუ ბიზნესს ეხლა საქართველოში....მიეცით ნიჭსა გზა ფართო
23:04 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
lana
Es fagava martla smena daqveitebulia.(sheumchnevia kidec tavistvid.)ashkarad bogmiani statusia.tan ro ambobs tundac mteli saqartvelo rom damipirispirdes mainc unda vtqvao.ese igi icoda zustad rac mokveboda mis sityvebs da mainc tqva.gaugonari borotebaa da shuri.icnobs ki vinme mag qals?albat ase unda yuradgeba miiqcios.
13:30 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე შენზე რომ თქვან უნიჭო მსახიობიაო ხო გეწყინება?.ცუდი კომენტარის დაწერას სულ არ დაწერო ჯობია .
11:25 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS