23 მარტი, 2015
''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი ია სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს
აგენტმა გამიკეთა აკრედიტაცია, რომელიც 20 თებერვლის ხუთ საათამდე უნდა ამეღო ია სუხიტაშვილი კვლავ ''X ფაქტორის'' წამყვანია, რეზო ესაძე ფილმში იღებს, თეატრშიც დაკავებულია. მოკლედ, როგორც ყოველთვის, საკმაოდ აქტიურია საკუთარ სფეროში და არამარტო. ტელეგადაცემის ჩაწერები უკვე დაწყებულია, სადაც აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად საკმაოდ ბევრს ხალისობს. ამასთან ერთად, მას რამდენიმე შეკითხვა ყბადაღებული ''ოსკარების'' თემაზეც დავუსვით, რომლის შესახებაც ტელეეთერში საკმაო გულის დაწყვეტით ისაუბრა.

- ვფიქრობ, პირველი ''X ფაქტორი'' შედგა და თან ძალიან კარგად. ძალიან განსხვავდებოდა თავად ''რუსთავი 2''-ის პროექტებისგანაც. მინდოდა
შემდეგი სეზონის წამყვანი და თანამონაწილე ვყოფილიყავი. გამიხარდა, როცა დამირეკეს, ხვალ ჩაწერაზე მოდიო. მთელი პროცესებია, სანამ მენტორები თავიანთ კონკურსანტებს შეარჩევენ და გადაღებები მიმდინარეობს.

- აჩიკო სოლოღაშვილს როგორ შეეწყვე?
- ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, როგორც ძალიან ნიჭიერ ადამიანზე და არა მარტო მსახიობზე, კარგად მღერის, ცეკვავს. ჩემთვის კომფორტული ადამიანია. მე და აჩიკო ყოველთვის ვმეგობრობდით, ასე რომ, როგორ შევეწყვეთ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- პირველი ჩაწერები უკვე შედგა. როგორია პირველი შთაბეჭდილებები, ფავორიტი თუ გამოგიჩნდა?
- პირველი შეკითხვა დავსვი, როგორი ტიპები მოვიდნენ-მეთქი და მითხრეს, საკმაოდ ძლიერი გუნდია მოსულიო. გოგონათა ჯგუფი მომეწონა ძალიან. წინა სეზონზეც ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მე მყავდა ორი ფავორიტი, ნიკა კიკნაძე და თორნიკე ყიფიანი, რომელიც კასტინგიდანვე მომეწონა, რადგან ჰარდ-როკზე ვგიჟდები. ძალიან თავმდაბალი და დადებითი ადამიანია და ასეთივე ოჯახი აქვს. ნიჭიერია და მგონია, თუ ნორმალური ხარ, ნიჭიერი ადამიანი უნდა გიყვარდეს (იღიმის). რაც უფრო უნიჭო ადამიანებზე ვიქნებით მომართულები, მით უფრო წავა ქვეყანა, საითკენ, ყველამ კარგად ვიცით (იცინის). ყველაფერს მთავრობას ნუ დავაბრალებთ.…

- ისევ შოუს რომ დავუბრუნდეთ, ჟიურის ანრი ჯოხაძე შემოუერთდა ფრთიანი ფრაზებით. ჟიურის პოლემიკაში წამყვანები არ ჩაერთვებით?
- არა მგონია, რომ ეს წამყვანის საქმე იყოს. ჟიურის წევრებს შორისაც არის კონკურენცია, ყველას უნდა, რომ მისი კატეგორიიდან იყოს გამარჯვებული, ამიტომ ამას პაექრობას უფრო დავარქმევდი. მენტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის და არცაა გასაკვირი. ეს ნორმალური პროცესი მგონია. მე ჩემი მხრივ არ შემიძლია, ვინმეს დავცინო, გავაქილიკო და ა.შ. არ მომწონს ასეთი პოზა და მიმაჩნია, რომ არც მიხდება. აჩიკო აქტიურია და ძალიან ვხალისობთ კულისებში. თუკი ენერგიული სიმღერაა, ბევრს ვცეკვავთ.

- გარდა თეატრისა და ტელევიზიისა, რაიმე სიახლე არის?
- აპრილიდან მეწყება გადაღებები რეზო ესაძესთან. ვფიქრობ, კარგი ფილმი გამოვა. საინტერესოა მუშაობა კლასიკოს რეჟისორთან. ძალიან მიყვარს მისი ფილმები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ''ნეილონის ნაძვის ხე'' მაინც ექნებათ ნანახი. უყვარს ხასიათების ''ამოქაჩვა''. თავადაც არაჩვეულებრივი როლები აქვს შესრულებული. სხვა გეგმებს რაც შეეხება, ვიწყებთ ''ტიფლისის'' მეორე სეზონის გადაღებას და ვფიქრობ, ეს ამბავი მის გულშემატკივრებს გაახარებს.

- ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მსახიობი ხარ და არასდროს გაკლია როლები.
- მესმის, ვიღაცები რატომ ღიზიანდებიან. ზოგს ჰგონია, რომ თვითონ დაიჩაგრება. 27 წლის მერე თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნა. მსახიობის ცხოვრებაში მოდის ასაკი, როცა უფრო სერიოზულ როლებს გთავაზობენ, გარკვეული ეტაპი გაქვს გავლილი და შიდა შეგრძნებები ამ პროფესიაში კიდევ სხვანაირად მუშაობს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყო წარმატებული, თუკი იშრომებ. მე არ მახსოვს არც ერთი წუთი ჩემს ცხოვრებაში შრომის გარეშე. მართლა არსაიდან მოვდივარ. არავისი შვილი არ ვყოფილვარ და არც ვინმეს მაყუთი დახარჯულა ჩემთვის. შური, ღვარძლი და ბოღმა ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაკლას, რადგან არ არსებობს, ცუდი არ მოგიტანოს. არ ვარ ისეთი დიდი, რომ ვინმე დავმოძღვრო, მაგრამ რაღაც გამოცდილება მეც მაქვს და ყველას ვურჩევ, შეეცადონ, თავიანთ პროფესიაში რაღაც გააკეთონ.

- ვუყურე შენს გამოსვლას ''ვანოს შოუში''. ძალიან გულდაწყვეტილი ლაპარაკობდი.
- მართლაც ძალიან დამწყდა გული და ახლაც მწყდება. არ მიხარია ქართველის წაბორძიკება. ვფიქრობ, სოციალურ ქსელებშიც უნდა იყოს ცენზურა, ისეთ რაღაცებს წერენ, რაც მგონია, არ ''მოსულა''. ჩემს კოლეგებსაც მივმართავ, უცენზურო სტატუსებს წერენ. ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა, მისაბაძი იყო. თუკი ცნობილი ადამიანი აკეთებს ამას, სხვას რა უნდა მოვთხოვოთ?!. ისედაც მტკიოდა გული იმის გამო, რომ ვუყურებდი, როგორ ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ ''ოსკარე-ბზე'' გამოხმაურებამ კიდევ უფრო ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მარტივად ვიტყვი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ასპარეზობდეს, ეს იყო ზუსტად ''მანდარინების'' ''ოსკაროსან'' ხუთეულში გასვლა. სრულიად საქართველოს უნდა გახარებოდა, მაგრამ ქართველ ერს ეს ''გაუტყდა''.

- რა იყო გაღიზიანების მიზეზი?
- ვერ ვიტყვი. სტამბოლში სამდღიანი თოვა არც ჩემი ბრალი იყო, არც საქართველოს და არც თურქეთის მთავრობის (იცინის). მიშას რატომ ჩაეძინა, ამასაც ჰქონდა თავისი სერიოზული მიზეზები და დავიწყო ყველაფრის ჩამოთვლა? მიშამ თავისი სათქმელი თქვა და არ სჭირდება ჩემი დაცვა, მაგრამ თავიდანვე იყო გაღიზიანება, სანამ წავიდოდით, ჩაძინებამდე და აეროპორტის ამბებამდე. ''ოსკარზე'' ქართული ფილმის წარდგენა თურმე ყოფილა პირადად ჩემი სიხარული. არა მგონია, რომ ხალხის ასეთი დამოკიდებულება გაჭირვების ბრალი იყოს. ხალხი მიწურებში ცხოვრობდა და ასეთი ბოღმა და შური არ ჰქონიათ ერთმანეთის მიმართ.

- იმასაც ამბობდნენ, იას იქ რა უნდოდაო.
- რას ჰქვია, იას რა უნდოდაო?!. იქ გიო მგელაძეც გაემგზავრა, გიორგი მასხარაშვილი და ა.შ. რას ნიშნავს ეს შეკითხვა? სადაც მინდა, იქ ჩავალ. ვისი რა საქმეა? მე ვეკითხები სხვა ადამიანებს, აქა და აქ რა გინდოდათ-მეთქი?..

- ზაზა ურუშაძემ და ჟურნალისტმა ნინია ახვლედიანმა თქვეს, რომ არ იყავი დაპატიჟებული და ალბათ, ამიტომაც იყო აჟიოტაჟი ამ თემაზე.
- ''ოსკარებზე'' დაპატიჟებული არ ვყოფილვარ. აგენტმა გამიკეთა აკრედიტაცია, რომელიც 20 თებერვლის ხუთ საათამდე უნდა ამეღო, თუმცა დავაგვიანე და შესაბამისად, ვერ გავიარე აკრედიტაცია. ჩვენ რომ ჩავედით, რეპეტიცია უკვე დამთავრებული იყო. აკრედიტაცია რომ არ მქონოდა, როგორ ფიქრობთ, კაბას შევაკერინებდი? მესიჯად რომ მომივიდა მოდის სახლიდან, კაბას შეგიკერავთო, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის არავის არასდროს არ გაუკეთებია მსგავსი საჩუქარი.… ვერ გავიგე, ვინმეს ბიუჯეტიდან გავხარჯე რაიმე თანხა ჩემს წასვლაზე? მინდოდა ლოს-ანჯელესის ნახვა და გავემგზავრე (იცინის). რაც შეეხება დაპატიჟებას, იქ არც მიშა და გიორგი ყოფილან დაპატიჟებული, ზაზა ურუშაძემ გადაწყვიტა, რომ რა ბილეთებიც მისცეს, იმით მსახიობები გამგზავრებულიყვნენ. მოკლედ, ჩვენს თავს საოცრება ხდება (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნინა
კარგიგოგო ჩანს,არც ამის "მსახიობობა"მინახავს სამწუხაროდ,,,ამბობენ ნიჭიერი გოგოა,მაგრამ როგორც წამყვანი -ნოლია...და ამის ქმარი კიდევ :))
14:01 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ია ჩემო კარგო, ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა საერთო შეიძლება ქონდეს შენნაირ განათლებულ და საღად მოაზროვნე ქალს მიშა მესხთან ?! ეს ერთ-ერთი უცხადესი მაგალიათია ალბათ იმის, რომ სიყვარულს ახსნა არ აქვს :) ამბობ სოციალურ ქსელს უნდა ჰქონდეს ცენზურაო, იქნებ საკუთარი ქმრისთვისაც ჩაგეჩურჩულებია ყურში მაგ სიტყვის შინაარსის შესახებ, პირდაპირი ეთერიდან რომ აღარ გვაგინოს ხოლმე. (ვგულისხმობ ეკა ხოფერიას შოუს და არა მარტო) მომიტევე :)
13:32 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რეზი
შენ გიკვირს სხვისი ბოღმიანობა? შენნაირი ბოღმა და შურიანი არის კიდე ვინმე მსახიობებში? დასკვნა ვერ გამოიტანე? არავის არ უყვარხარ რაც არ უნდა როლებით იტრაბახო.
23:50 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ადა
დაიკიდე მაგენის ნატქვამი სუგლი ალაპარაკებტ არ მიაქციო ყურადგება ბოროტებს რა გამოლევს რაც არ იხტუნავონ მაინც ვერ დაგეცევიან
15:53 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ბოღმიანი ადამიანი ხარ და ძალიან ამბიციური
13:29 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS