19 მარტი, 2015
ბაბე გიორგი ვარდოსანიძესთან მიწერ-მოწერას ასაჯაროებს - დაინგრა თუ არა მსახიობის ოჯახი მის გამო
ბიჭი რეპერია და რამდენიმე წლის წინ საკმაოდ ცნობილი იყო
ერთი თვის წინ ''რეიტინგმა'' სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაშინ წყვილმა ყველაფერი უარყო და, რა თქმა უნდა, ისევ ''ჭორიკანა'' ჟურნალისტებს დაგვბრალდა ''ტყუილების დაწერა'', თუმცა ძალიან მალე ჯერ სალომემ დაადასტურა, რომ ერთად აღარ იყვნენ, მოგვიანებით კი ვარდოსანიძემაც აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა და საერთო ბინასაც ყიდდა. დაშორების მიზეზად სალომეს რთულ ხასიათსა და გიორგის ქალების მიმართ სიყვარულს ასახელებდნენ.

ამბობენ, რომ სალომემ ''ფეისბუქზე'' გიორგის პირადი მიმოწერა
წაიკითხა სხვადასხვა გოგონასთან და ოჯახური სკანდალიც ამას მოჰყვა. ვარდოსანიძემ ესეც უარყო, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სალომემ ნამდვილად წაიკითხა გიორგის ჩატი და მათ შორის ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც გიორგი წერდა, მოცეკვავე მარი ბაბეტა იყო, ჭორის ამბავი მასთან გადავამოწმეთ.

- მარი, როგორ ხარ, რა სიახლეებია შენკენ?
- ბაქოში დავდივარ და ბოლო დროს იქ ვმუშაობ. იქ მენეჯერი მყავს და აპირებს, კარგად გამაპიაროს. ამ ეტაპზე წარმატებას უკვე მივაღწიე, რადგან იქაურ კლუბებში ერთ-ერთი რეიტინგული მოცეკვავე ვარ. ცეკვის სტილში შეზდუღული არ ვარ, აზიური ცეკვებიც ვიცი, შოუებშიც ვმონაწილეობ კატის ან პლეიბოის ფორმაში ჩაცმული და პრივატცეკვებზეც დავდივარ.

- საქართველოდან წასული, სოციალური ქსელით თვალს თუ ადევნებ ქართულ ბომონდურ ჭორებს?
- აუცილებლად, რადგან ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ. რაც შეეხება ჩემზე ჭორებს, ხშირად ვრცელდება, მაგრამ არ ვდარდობ, ენას ძვალი არ აქვს. საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ჭორაობაში. სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამაზე საერთოდ არ მეშლება ნერვები. პირიქით, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კრიტიკა მაინტერესებს.

- გასულ კვირას ერთი საინტერესო ჭორი გავრცელდა შენ შესახებ. მსახიობსა და ტელეწამყვან გიორგი ვარდოსანიძეს თუ იცნობ და რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
- მეგობრები არ ვართ, მაგრამ კოლეგები - კი. ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით. ''ხუთი ნახვით შეყვარებას'' იღებდა ''კომედი ჯგუფი''. შემდეგ ''ფეისბუქზე'' დავიმატეთ ერთ-მანეთი. რამდენიმეჯერ ''რუსთავი 2''-ის შენობაში შევხვდით, ხანდახან სოციალურ ქსელში მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს.

- იცი, რომ სალომეს დაშორდა? იცნობ სალომეს?
- სალომეს პირადად არ ვიცნობ. არც ის ვიცი, მე თუ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაუსწრებლად მიცნობს. არანაირი შეხება არ მაქვს, არც ჩემი მეგობარია და არც კოლეგა, მას ცეკვის თავისი სტილი აქვს. ვიცი, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და როგორც გავიგე, სალომემ გიორგის ''ფეისბუქის'' ჩატი წაიკითხა.

- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, ამბობენ, რომ ნახა შენთან მიმოწერაც, რაც მისთვის არცთუ ისე სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა.
- არ არის გამორიცხული, რომ ჩვენიც წაეკითხა და არ ესიამოვნებოდა, მაგრამ ეს დაშორებაზე რამდენად მოახდენდა გავლენას, არ ვიცი. მე გავხდი თუ არა მათი დაშორების მიზეზი, ამაში დარწმუნებული არ ვარ.

- რას გწერდა გიორგი, რაც შეიძლებოდა, სალომეს არ მოსწონებოდა?
- მომიკითხავდა ხოლმე, მწერდა, რომ კარგი ტატუები მაქვს, კოცნებს მიგზავნიდა. მეგობრული დიალოგები გვქონდა. იქ სხვა ურთიერთობაზე ''ნამიოკი'' არ ყოფილა. ძალიან ღრმა ურთიერთობაც არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს კოცნას ვუგზავნიდით, ეს რა დასამალია.

- ბოლოს როდის ისაუბრეთ სოციალურ ქსელში?
- დაახლოებით ერთი თვის წინ.

- შენახული გაქვს ჩატი?
- დიახ, არასოდეს ვშლი ჩატს. ყველაფერი შენახული მაქვს. თავისუფალი ადამიანი ვარ და გვერდში ისეთი ადამიანი არ მყავს, რომ ჩემი ჩატი წაიკითხოს, რომც მყავდეს, ამის უფლებას არ მივცემ.

- და ვერავინ იტყვის, რომ მოიგონე და ეს სკანდალისთვის გააკეთე?
- ყველას ჩატი შენახული მაქვს, მაგრამ იმისთვის არა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმეს ვაჩვენო, უბრალოდ, ამის წაშლაზე დროს არ ვხარჯავ.

- შენს ჩატში თუ გაქვს სხვა ცნობილ ადამიანებთანაც მიმოწერა, რომლის წაკითხვაც მათ ცოლებს არ ესიამოვნებათ?
- დიახ, არიან (იცინის).

- საბედისწერო ქალი ხარ...
- დაახლოებით ხუთი დღის წინ ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად. ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი მოხდა ჩემი თანდასწრებით და მალე წამოვედი, ისე მოხდა, რომ მისი მეუღლეც გამომყვა. ის გოგო დღემდე მაბრალებს, რომ მე დავაშორე და საშინელებებს მწერს, რომ ოჯახი დავუნგრიე. ბიჭი რეპერია და რამდენიმე წლის წინ საკმაოდ ცნობილი იყო.

- ისე, გიორგი ვარდოსანიძისნაირი ბიჭები თუ ჯდება შენს გემოვნებაში?
- საკმაოდ სიმპათიური ბიჭია, კარგი გარეგნობა აქვს.

- მომავალში გამორიცხავ, რომ თქვენ შორის რაიმე ურთიერთობა იყოს? გიორგი უკვე თავისუფალია.
- არ არის გამორიცხული.

- საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებ, გიორგის გაბრაზების არ გეშინია?
- არა, რადგან ტყუილს არ ვამბობ და ამას სკანდალისა და ინტრიგისთვის არ ვაკეთებ. ყოველთვის გულახდილი ვარ და კითხვებს პირდაპირ ვპასუხობ.

- როგორც ვხვდები, გიორგის მოცეკვავე გოგონები მოსწონს.
- კი, მაგაში თავად გამომიტყდა.

- სალომეს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან რას ეტყოდი?
- ვერაფერს, პირადად რომ ვიცნობდე, ალბათ, რამე რჩევას მივცემდი და ახლა ამის უფლება არ მაქვს. ზუსტად არავინ იცის, მათ შორის რა მოხდა და ეს ყველაფერი ვარაუდების დონეზეა. თუ სიყვარული ნამდვილია, ერთგულებაა ორივე მხრიდან, ალბათ შერიგდებიან. თუ ერთ-ერთი მაინც მოღალატეა, შეიძლება შერიგდნენ, მაგრამ გაბზარულ თეფშს ვერაფერი გაამთელებს და ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
.....
მაგრად ეტყობა ვინ ვის ვისზე ცვლისს:)
22:55 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
იმ რიჯიკაზე სცვლის გიორგის
22:04 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
....
ნინი კარგი რაა შენ რომ იყო სალომეს ადგილას შეძლებდი პატიებას?შენ მოგეწონებოდა შენ ქმარს რომ ვიღაც ქალისთვის კოცნის სმიალიკები გაეგზავნა ეტქვა რა კია ტატუები გაქვსოო?? მოგეწონებოდა და აპატიებდიი??
19:52 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
სალოს უტ-ზე ატასობიტ ნახვა აქვს რასაც უყურებ უფრო სურვილი გაქვს კიდევ უყურო მაგის ცეკვებს უდლიერესია და ულამაზესი ტანი აქვს.მაგის პატრონი.....
17:33 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატი
შენს ცოლს სხვა შენატრის რამდენი ატასობიტ ნახვა აქვს იუტ-ზე უმაგრესია...
17:02 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ქრისტიანი რომ ხარ მიტევება უნდა შეგედლოს.მასე ქარტველობა აქმდე ვერ მოვიდოდა ასე რომ ენგრიატ ოჯახები.ეკლესიური ტუ ხარ უნდა მიუტევოტ ერტმანეტს მასე შეიდლება სხვა ოჯახიც ვერ შეინარუნოტ მასეტ წვრილმანებს რომ გამოეკიდოტ.
16:35 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
გიო კაცურად მოიქეცი და დაიბრუნე ისევ დროს ნუ სჯიმავ მაიბც ერტად იქბებიტ აზრი არა აქვს გაბუტვას ტყუილად ერტიც ნერვიულობს და მეორეც. და ამ ხალხს გაუცინეტ საჯორაო.
16:10 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mar_999
ეჰ სალომეს აშკარად დაუმარცხებელი მეტოქე გამოუჩნდა :DD ომს აზრი აღარ ამ შემთხვვევაში:Dდ
21:22 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მართალი ხარ კატარინა სალომეს ადარებს ეს ვამპირი თავს განსხვავებული სტილი აქვსოო ვაი შენს პატრონს სალომეს დონემდე ვერასდროს მიაღწევ ჭკვიანი შეადარა თავი სალომესD:D:D:Dდა ისეეე ძაან მაინტერესებს ამის პროფესიას ცეკვა ქვია?
17:16 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სალომე არ აყვე პროვოკაციას.
12:16 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS