19 მარტი, 2015
ბაბე გიორგი ვარდოსანიძესთან მიწერ-მოწერას ასაჯაროებს - დაინგრა თუ არა მსახიობის ოჯახი მის გამო
ბიჭი რეპერია და რამდენიმე წლის წინ საკმაოდ ცნობილი იყო
ერთი თვის წინ ''რეიტინგმა'' სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაშინ წყვილმა ყველაფერი უარყო და, რა თქმა უნდა, ისევ ''ჭორიკანა'' ჟურნალისტებს დაგვბრალდა ''ტყუილების დაწერა'', თუმცა ძალიან მალე ჯერ სალომემ დაადასტურა, რომ ერთად აღარ იყვნენ, მოგვიანებით კი ვარდოსანიძემაც აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა და საერთო ბინასაც ყიდდა. დაშორების მიზეზად სალომეს რთულ ხასიათსა და გიორგის ქალების მიმართ სიყვარულს ასახელებდნენ.

ამბობენ, რომ სალომემ ''ფეისბუქზე'' გიორგის პირადი მიმოწერა
წაიკითხა სხვადასხვა გოგონასთან და ოჯახური სკანდალიც ამას მოჰყვა. ვარდოსანიძემ ესეც უარყო, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სალომემ ნამდვილად წაიკითხა გიორგის ჩატი და მათ შორის ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც გიორგი წერდა, მოცეკვავე მარი ბაბეტა იყო, ჭორის ამბავი მასთან გადავამოწმეთ.

- მარი, როგორ ხარ, რა სიახლეებია შენკენ?
- ბაქოში დავდივარ და ბოლო დროს იქ ვმუშაობ. იქ მენეჯერი მყავს და აპირებს, კარგად გამაპიაროს. ამ ეტაპზე წარმატებას უკვე მივაღწიე, რადგან იქაურ კლუბებში ერთ-ერთი რეიტინგული მოცეკვავე ვარ. ცეკვის სტილში შეზდუღული არ ვარ, აზიური ცეკვებიც ვიცი, შოუებშიც ვმონაწილეობ კატის ან პლეიბოის ფორმაში ჩაცმული და პრივატცეკვებზეც დავდივარ.

- საქართველოდან წასული, სოციალური ქსელით თვალს თუ ადევნებ ქართულ ბომონდურ ჭორებს?
- აუცილებლად, რადგან ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ. რაც შეეხება ჩემზე ჭორებს, ხშირად ვრცელდება, მაგრამ არ ვდარდობ, ენას ძვალი არ აქვს. საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ჭორაობაში. სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამაზე საერთოდ არ მეშლება ნერვები. პირიქით, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კრიტიკა მაინტერესებს.

- გასულ კვირას ერთი საინტერესო ჭორი გავრცელდა შენ შესახებ. მსახიობსა და ტელეწამყვან გიორგი ვარდოსანიძეს თუ იცნობ და რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
- მეგობრები არ ვართ, მაგრამ კოლეგები - კი. ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით. ''ხუთი ნახვით შეყვარებას'' იღებდა ''კომედი ჯგუფი''. შემდეგ ''ფეისბუქზე'' დავიმატეთ ერთ-მანეთი. რამდენიმეჯერ ''რუსთავი 2''-ის შენობაში შევხვდით, ხანდახან სოციალურ ქსელში მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს.

- იცი, რომ სალომეს დაშორდა? იცნობ სალომეს?
- სალომეს პირადად არ ვიცნობ. არც ის ვიცი, მე თუ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაუსწრებლად მიცნობს. არანაირი შეხება არ მაქვს, არც ჩემი მეგობარია და არც კოლეგა, მას ცეკვის თავისი სტილი აქვს. ვიცი, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და როგორც გავიგე, სალომემ გიორგის ''ფეისბუქის'' ჩატი წაიკითხა.

- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, ამბობენ, რომ ნახა შენთან მიმოწერაც, რაც მისთვის არცთუ ისე სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა.
- არ არის გამორიცხული, რომ ჩვენიც წაეკითხა და არ ესიამოვნებოდა, მაგრამ ეს დაშორებაზე რამდენად მოახდენდა გავლენას, არ ვიცი. მე გავხდი თუ არა მათი დაშორების მიზეზი, ამაში დარწმუნებული არ ვარ.

- რას გწერდა გიორგი, რაც შეიძლებოდა, სალომეს არ მოსწონებოდა?
- მომიკითხავდა ხოლმე, მწერდა, რომ კარგი ტატუები მაქვს, კოცნებს მიგზავნიდა. მეგობრული დიალოგები გვქონდა. იქ სხვა ურთიერთობაზე ''ნამიოკი'' არ ყოფილა. ძალიან ღრმა ურთიერთობაც არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს კოცნას ვუგზავნიდით, ეს რა დასამალია.

- ბოლოს როდის ისაუბრეთ სოციალურ ქსელში?
- დაახლოებით ერთი თვის წინ.

- შენახული გაქვს ჩატი?
- დიახ, არასოდეს ვშლი ჩატს. ყველაფერი შენახული მაქვს. თავისუფალი ადამიანი ვარ და გვერდში ისეთი ადამიანი არ მყავს, რომ ჩემი ჩატი წაიკითხოს, რომც მყავდეს, ამის უფლებას არ მივცემ.

- და ვერავინ იტყვის, რომ მოიგონე და ეს სკანდალისთვის გააკეთე?
- ყველას ჩატი შენახული მაქვს, მაგრამ იმისთვის არა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმეს ვაჩვენო, უბრალოდ, ამის წაშლაზე დროს არ ვხარჯავ.

- შენს ჩატში თუ გაქვს სხვა ცნობილ ადამიანებთანაც მიმოწერა, რომლის წაკითხვაც მათ ცოლებს არ ესიამოვნებათ?
- დიახ, არიან (იცინის).

- საბედისწერო ქალი ხარ...
- დაახლოებით ხუთი დღის წინ ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად. ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი მოხდა ჩემი თანდასწრებით და მალე წამოვედი, ისე მოხდა, რომ მისი მეუღლეც გამომყვა. ის გოგო დღემდე მაბრალებს, რომ მე დავაშორე და საშინელებებს მწერს, რომ ოჯახი დავუნგრიე. ბიჭი რეპერია და რამდენიმე წლის წინ საკმაოდ ცნობილი იყო.

- ისე, გიორგი ვარდოსანიძისნაირი ბიჭები თუ ჯდება შენს გემოვნებაში?
- საკმაოდ სიმპათიური ბიჭია, კარგი გარეგნობა აქვს.

- მომავალში გამორიცხავ, რომ თქვენ შორის რაიმე ურთიერთობა იყოს? გიორგი უკვე თავისუფალია.
- არ არის გამორიცხული.

- საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებ, გიორგის გაბრაზების არ გეშინია?
- არა, რადგან ტყუილს არ ვამბობ და ამას სკანდალისა და ინტრიგისთვის არ ვაკეთებ. ყოველთვის გულახდილი ვარ და კითხვებს პირდაპირ ვპასუხობ.

- როგორც ვხვდები, გიორგის მოცეკვავე გოგონები მოსწონს.
- კი, მაგაში თავად გამომიტყდა.

- სალომეს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან რას ეტყოდი?
- ვერაფერს, პირადად რომ ვიცნობდე, ალბათ, რამე რჩევას მივცემდი და ახლა ამის უფლება არ მაქვს. ზუსტად არავინ იცის, მათ შორის რა მოხდა და ეს ყველაფერი ვარაუდების დონეზეა. თუ სიყვარული ნამდვილია, ერთგულებაა ორივე მხრიდან, ალბათ შერიგდებიან. თუ ერთ-ერთი მაინც მოღალატეა, შეიძლება შერიგდნენ, მაგრამ გაბზარულ თეფშს ვერაფერი გაამთელებს და ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
niania
Ai am dupletis gamo rom ojaxs daangrev shevarcxvine is kaci!
05:04 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ჯერ კიდევ გასარკვევია ვინ ვის უგალატა
23:38 / 29-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვაი შენ პატრონს ამ ტყუილისტვის და შენი პიარისტვის, როგორ მეცოდება ზოგიერტი, რა ცოტა ყოფნიტ რომ ასეთი ქალისგან დაიჯერონ ყველაფერი, მეტი საქმე არ ქონდა ვარდოსანიდზეს ამისნაირისთვის ტავი გაეყადრა, მას ქალები არასოდეს აკლდა, რა გეშველებატ, კიდევ კარგი სალოსაც ვიცნობ და გიორგისაც, ვერასოდეს გაიგებთ ნამდვილ მიზეზს.
23:36 / 29-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მარ
ვარდოსანიდე დაანებე ამ ერტ კვირიან ბოზებს ტავი. სალო დაიბრუნე ყველაპერი იგონე ამისტანა დლიერ ქალს ვეგარ ნახავ.სალოს ხელში რა სიმპო იყავი ყველა ტქვენ დაგნატროდატ ეხლა გიჯს დაემსგავსე ცოდიტ მეტი რომ არ მოგივიდეს მოაგვარე ურტიერტობა. დაუყინე ხალხს დარგვებში სისხლი.ნებისმიერზე სხვაზე არ იქნებოდა ამხელა რეაქცია ტუ გიფქრია ამაზე.
09:48 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარ
ან შემტხვევაში ბაბეტა არ არის ნაგულისხმევი..ბაბეტაზე არც უნდა გააკეტო კომენტარიი.გამგები გაიგებს.
17:30 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარ
ეს გოგო ამატ შუაში რომ დგება გმერტს არ უყურებს ამისტანა ნაგლი როგორ უნდა იყოო.უსინდისოო ტუმცა რა სინდისზეა ლაპარაკიიიიიიიიიიიიიიიიიიი.
16:49 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ვარდოსანიდის გაგონებაზე გული ერევა კაცს უკვე დროს ფუჯად არ ტოვებს, ერტ კვირიან ბ...ა გადასული მალე ცოლადაც დაისვავს.დდდდ
10:06 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ბაბეტა კიარა უარესი უნგრევს ოჯახს.
14:16 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
გიო შვილო,რომ იტყვი ყველაპერი დამტავრდა.მაშინ დაიწყება ისევ ახლიდან.დამიჯერე არ დამტავრებულა.....
11:40 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნჯა
ამის შემდეგ ოჯახი როგორ უნდა შექმნას სალომემ ალბატ მაგ რიჯიკასტან აპირებს დარა სირცხვილია.......
00:06 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS