12 მარტი, 2015
ლიზა ბაგრატიონის წარმატებული საყვარელი მამაკაცები
ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში, თუმცა ის არასოდეს მოიაზრებოდა პოპესტრადაში და ნაკლებად ითქვიფებოდა ბომონდურ საღამოებზე. მისი მშვიდი რეპერტუარიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იქცევდეს საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ პირადი ცხოვრების გამო მომღერალი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

სამ მამაკაცს, რომლებიც მის გვერდით ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები, მიუხედავად იმისა, რომ სამივე თავისი საქმის პროფესიონალია.

ზაზა და ლიზა

გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე ლიზა ბაგრატიონის მეორე მეუღლეა. პირველი
ქმარი ტელესფეროს წარმომადგენელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. სინაურიძესთან ლიზას ერთადერთი ვაჟი- ირაკლი ჰყავს. მათი ქორწინების შემდეგ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ცოლ-ქმრის საერთო, გულახდილი ინტერვიუები და გინეკოლოგ სინაურიძის შესახებ ყველამ გაიგო.

Rating

ცხადია, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ბაგრატიონების სიძე გახდა, პოპულარობამაც არ დააყოვნა. სინაურიძესთან იმშობიარეს მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და სხვა ცნობილმა სახეებმა, რაც, ცხადია, ყოველთვის ყვითელი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზეც ხვდებოდა.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სინაურიძე კიდევ დაოჯახდა, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ, რომ მას ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმრად მოიხსენიებენ.

დათო და ლიზა

მესამედ ბედი მომღერალმა ანსამბლ ''შვიდკაცას'' წევრ დათო ნოზაძეს დაუკავშირა. მათი რომანი საკმაოდ სკანდალურად მიმდინარეობდა. დათოს მეუღლესთან ურთიერთობა არეული ჰქონდა, ლიზასთან კი მუსიკამ დააკავშირა. ცოლთან განშორების შემდეგ ნოზაძე-ბაგრატიონის წყვილმა იქორწინა და საზოგადოებაში თამამად ჩნდებოდნენ. ლიზა ძალიან ბედნიერი ჩანდა. წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

Rating

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ფოლკლორული ჯგუფების წევრებს სახელებითა და გვარებით ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ნოზაძეს გაუმართლა. დათო ნოზაძე უდავოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ლიზას ქმრობამ ისიც განაპირობა, რომ საზოგადოებამ პირადად გაიცნო.

მესამე ქორწინების შემდეგ ლიზამ პრესას კარი ჩაუკეტა. ამ სიყვარულზე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია და შესაბამისად, არც ნოზაძის კომენტარი მოგვისმენია.

მათი დაშორების მიზეზის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ დათომ უღალატა და ლიზამ ეს არ აპატია. თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, დაშორების ინიციატორი პირიქით, ცოლი იყო და ამისთვის მიზეზი ჰქონდა, მის ცხოვრებაში მეოთხე მამაკაცი გამოჩნდა.

გიორგი და ლიზა

სანამ ლიზას ცხოვრებაში შეაბიჯებდა, ხალხი თითქმის არ იცნობდა 28 წლის სიმპათიურ ალტისტ გიორგი ცაგარელს. ლიზამ არჩევანი ამჯერადაც მუსიკოსზე შეაჩერა.

გიორგის, როგორც პროფესიონალს, ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დღეს უკვე ყველა იცნობს და ლიზასთან ერთად სცენაზეც ხშირად დგას. ლიზას პირადი ამბები ისევ ჭორაობის საბაბად იქცა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

Rating

ამის მიუხედავად, სრულიად მშვიდად გაავრცელეს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოები ვერონასა და ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე. ეს იყო მათი პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მას შემდეგ კი ლიზასა და გიორგის ხშირად ნახავთ თბილისის კაფეებში. ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან და ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ.

ერთი შემთხვევა მაინც იყო, როდესაც გიორგიმ ვერ მოითმინა, დაბადების დღე მიულოცა საყვარელ ქალს და სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ აუხსნა სიყვარული.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
levani
Ra usaqmurebi xart,ra geshvelebat?gaixare Liza DA mikvarxar dzalian.
18:46 / 12-03-2015
გამოხმაურება / 1 /
levani-ს
აუფ შენ ხომ ხარ საქმიანი? ნეტა შენ რა გეშველება, შენ? შენი სიყვარული ლიზას სულ ცალ ფეხზე კიდია.
11:13 / 26-05-2018
მანანა
ძალიან დადებითი ქალი და მომღერალია. ყოველთვის სიმპატიას იწვევს საზოგადოებაში, რას იზავთ ყველას არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. ლიზატავისი დიდებული გვარის ღირსეული წარმომადგენელია
18:39 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ვ-ასო
ლიზიკო ბოლოს საქმროს ძებნას ფალიაშვილზე, უნაფქოშვილის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა შორის დაიწყებს!
17:49 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Mაკა
Lიზას მამაკაცების ცვლა ჰობად ექცა სამწუხაროდ!
15:38 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გავაზელი
მესამე უმცროსიაო. თორემ მეორე ხომ შეეფერებოდა ასაკით, იმასაც დედად ეკუთვნოდა. ჭკვიანი ბიჭია ნოზაძე, მიხვდა, რომ რაიონიდან ჩამოსული თბილისში იოლად ვერ "გაიქაჩებოდა" და ცოლების დახმარებით მოახერხა ეს. ახლა ადგება და ვინც მართლა შეუყვარდება, იმას მოიყვანს.
15:24 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ლიზას ასაკი ემატება. საყვარელ მამაკაცებს კი აკლდება
14:59 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
!!!!!
სუყვარულსა და სიძვას შორის დიდი ზღვარიაო "იგი სხვაა,სიძვა სხვაა,შუა უზის დიდი ზღვარი,ნურვინ გარევთ ერთმანეთსა!გესმით ჩემი ნაუბარი?".სიყვარულის და ბედნიერების უფლება ყველა ქალს უნდა ქონდეს! რა გინდათ,თუ კი თითონ ბედნიერია?
14:45 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იმან ესროლეთ ქვა ვინც უცოდველი ხართ. ვინც ლიზას შორიდან მაინც იცნობს,იცის რომ ის კარგი ადამიანია. ასევე კარგი მშობლების შვილია. თითო სისუსტე ყველას გვაქვს :). ბედნიერი იყავი ლიზა!
13:45 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინომართა
ხალხო რა თქვენი საქმეა თუ უნდა მეათე კაციც ეყოლება, თქვენ ცხოვრებას მიხედეთ უკაცოდ და უქალოდ რომ ხართ და გული შურისგან რომ გისკდებათ.ცნობისათვის გეტყვით რომ შურმა დეპრესია იცის,დეპრესიის შედეგად კი ან კიბო დაგემრთებათ ან თვითმკვლელობით დაასრულებთ. ჰოდა ყველაფერს ჯობია რამე ჯანსაგი ინტერესი..ჰობი გაიჩინოთ და შედეგად იმას მიღებთ რომ ბედნიერი გახდებით. სხვის ცხოვრებაზე გული აგარ გაგისკდებათ.
13:14 / 12-03-2015
გამოხმაურება / 2 /
ნინომართა-ს
რა იყო უკვე გაგისკდა გული თუ თავი მოიკალი შენ? დეპრესიაც დაგემართოს და სხვა ყველაფერიც, რაც ჩამოთვალე.
11:16 / 26-05-2018
ნინომართა-ს
ცოტა ფრთხილად იყავი, თორემ კიბო ენაზე გაგიჩნდება!
11:18 / 26-05-2018
ნინომართა
ხალხო რა თქვენი საქმეა თუ უნდა მეათე კაციც ეყოლება, თქვენ ცხოვრებას მიხედეთ უკაცოდ და უქალოდ რომ ხართ და გული შურისგან რომ გისკდებათ.ცნობისათვის გეტყვით რომ შურმა დეპრესია იცის,დეპრესიის შედეგად კი ან კიბო დაგემრთებათ ან თვითმკვლელობით დაასრულებთ. ჰოდა ყველაფერს ჯობია რამე ჯანსაგი ინტერესი..ჰობი გაიჩინოთ და შედეგად იმას მიღებთ რომ ბედნიერი გახდებით. სხვის ცხოვრებაზე გული აგარ გაგისკდებათ.
13:11 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS