12 მარტი, 2015
ლიზა ბაგრატიონის წარმატებული საყვარელი მამაკაცები
ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში, თუმცა ის არასოდეს მოიაზრებოდა პოპესტრადაში და ნაკლებად ითქვიფებოდა ბომონდურ საღამოებზე. მისი მშვიდი რეპერტუარიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იქცევდეს საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ პირადი ცხოვრების გამო მომღერალი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

სამ მამაკაცს, რომლებიც მის გვერდით ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები, მიუხედავად იმისა, რომ სამივე თავისი საქმის პროფესიონალია.

ზაზა და ლიზა

გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე ლიზა ბაგრატიონის მეორე მეუღლეა. პირველი
ქმარი ტელესფეროს წარმომადგენელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. სინაურიძესთან ლიზას ერთადერთი ვაჟი- ირაკლი ჰყავს. მათი ქორწინების შემდეგ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ცოლ-ქმრის საერთო, გულახდილი ინტერვიუები და გინეკოლოგ სინაურიძის შესახებ ყველამ გაიგო.

Rating

ცხადია, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ბაგრატიონების სიძე გახდა, პოპულარობამაც არ დააყოვნა. სინაურიძესთან იმშობიარეს მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და სხვა ცნობილმა სახეებმა, რაც, ცხადია, ყოველთვის ყვითელი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზეც ხვდებოდა.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სინაურიძე კიდევ დაოჯახდა, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ, რომ მას ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმრად მოიხსენიებენ.

დათო და ლიზა

მესამედ ბედი მომღერალმა ანსამბლ ''შვიდკაცას'' წევრ დათო ნოზაძეს დაუკავშირა. მათი რომანი საკმაოდ სკანდალურად მიმდინარეობდა. დათოს მეუღლესთან ურთიერთობა არეული ჰქონდა, ლიზასთან კი მუსიკამ დააკავშირა. ცოლთან განშორების შემდეგ ნოზაძე-ბაგრატიონის წყვილმა იქორწინა და საზოგადოებაში თამამად ჩნდებოდნენ. ლიზა ძალიან ბედნიერი ჩანდა. წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

Rating

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ფოლკლორული ჯგუფების წევრებს სახელებითა და გვარებით ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ნოზაძეს გაუმართლა. დათო ნოზაძე უდავოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ლიზას ქმრობამ ისიც განაპირობა, რომ საზოგადოებამ პირადად გაიცნო.

მესამე ქორწინების შემდეგ ლიზამ პრესას კარი ჩაუკეტა. ამ სიყვარულზე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია და შესაბამისად, არც ნოზაძის კომენტარი მოგვისმენია.

მათი დაშორების მიზეზის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ დათომ უღალატა და ლიზამ ეს არ აპატია. თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, დაშორების ინიციატორი პირიქით, ცოლი იყო და ამისთვის მიზეზი ჰქონდა, მის ცხოვრებაში მეოთხე მამაკაცი გამოჩნდა.

გიორგი და ლიზა

სანამ ლიზას ცხოვრებაში შეაბიჯებდა, ხალხი თითქმის არ იცნობდა 28 წლის სიმპათიურ ალტისტ გიორგი ცაგარელს. ლიზამ არჩევანი ამჯერადაც მუსიკოსზე შეაჩერა.

გიორგის, როგორც პროფესიონალს, ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დღეს უკვე ყველა იცნობს და ლიზასთან ერთად სცენაზეც ხშირად დგას. ლიზას პირადი ამბები ისევ ჭორაობის საბაბად იქცა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

Rating

ამის მიუხედავად, სრულიად მშვიდად გაავრცელეს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოები ვერონასა და ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე. ეს იყო მათი პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მას შემდეგ კი ლიზასა და გიორგის ხშირად ნახავთ თბილისის კაფეებში. ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან და ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ.

ერთი შემთხვევა მაინც იყო, როდესაც გიორგიმ ვერ მოითმინა, დაბადების დღე მიულოცა საყვარელ ქალს და სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ აუხსნა სიყვარული.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
mixeili
'არცერთმა ადამიანმა არ იცის რას ჩაიდენს!"
01:01 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იროზნა
ერთი, ორი, სამი, ოთხი ქმარი. მე მიმაჩნია ეს უკვე გათხოვება კი არა ბოზობაა . საზოგადოებაში არ უნდა აკეთებეთ ასეთი ქცევის რეკლამირებას!
15:55 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ზოგი ერთხელ ვერ გათხოვილა და ისინი წერენ შურით.იბედნიერეთ ქალებო.ღმერთი თქვენკენ.
14:44 / 13-03-2015
გამოხმაურება / 1 /
მაია
რა იყო არავის არ სჭირდები და გშურს სხვების? მაგიტო ხარ გამწარებული?
11:06 / 26-05-2018
ნუგზარ
მშვენიერება ხარ ლიზი, ნებისმიერი პრეტენზიული მამაკაცის ოცნების ქალი. უზომოდ სასურველი ხარ!
13:28 / 13-03-2015
გამოხმაურება / 1 /
ნუგზარ-ს
ლიზა შენისთანას ზედაც არ შეხედავს. ამიტომ შორიდან უყურე და ყლაპე ნერწყვები. :დ ოცნება ოცნებად დაგრჩება.
11:07 / 26-05-2018
თამარა
ჯიგარი ხარ ლიზა!!! დადებითი ენერგიის მატარებელი!!! ამიტომაც გყავდა 4 ქმარი!! წარმატებები!!!!
11:33 / 13-03-2015
გამოხმაურება / 1 /
თამარა-ს
და შენ არცერთი, ხო? :დ
11:10 / 26-05-2018
ნინი
ჟურნალისტ ქეთი მელაძეს,შენზე ჭორიკანა თუ არის ვინმე,ლიზას პირადი ამბები ისევ ჭორაობის საბაბად იქცაო რომ წერ,იქცა კი არა აქციე, ორღობის ჭორიკანავ.
00:58 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
?
ყველა ქალს თავის ბედი აქვს,ზოგი ერთთან იქნება ბედნიერი მთელი ცვხოვრება,ზოგის ბედი ასე მიდის,ამიტომ რა ცუდია ლიზა? ენაც გაუხმეს,ვინც ცუდად თქვას რამე მასზე.
22:57 / 12-03-2015
გამოხმაურება / 1 /
?-ს
ენაც გაგიხმეს და ხელებიც!
11:09 / 26-05-2018
უ ც ხ ო
სამ მომდევნო მამაკაცზე რომ დაწვრილებით საუბრობთ, პირველი - გიორგი ლეონიძე - რატომ დარჩა ტექსტში, დოჩანას პერსონაჟის ენით რომ ვთქვათ, როგორც სიტყვა "მაშასადამე"?
22:33 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
irma
Dzalianac kargi.ara ijdes da inerviulos??? Rogorc uscordeba ise icxovros da tqvenc aseve moiqecit
20:11 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
levani
Ra usaqmurebi xart,ra geshvelebat?gaixare Liza DA mikvarxar dzalian.
18:46 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS