12 მარტი, 2015
ლიზა ბაგრატიონის წარმატებული საყვარელი მამაკაცები
ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში, თუმცა ის არასოდეს მოიაზრებოდა პოპესტრადაში და ნაკლებად ითქვიფებოდა ბომონდურ საღამოებზე. მისი მშვიდი რეპერტუარიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იქცევდეს საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ პირადი ცხოვრების გამო მომღერალი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

სამ მამაკაცს, რომლებიც მის გვერდით ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები, მიუხედავად იმისა, რომ სამივე თავისი საქმის პროფესიონალია.

ზაზა და ლიზა

გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე ლიზა ბაგრატიონის მეორე მეუღლეა. პირველი
ქმარი ტელესფეროს წარმომადგენელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. სინაურიძესთან ლიზას ერთადერთი ვაჟი- ირაკლი ჰყავს. მათი ქორწინების შემდეგ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ცოლ-ქმრის საერთო, გულახდილი ინტერვიუები და გინეკოლოგ სინაურიძის შესახებ ყველამ გაიგო.

Rating

ცხადია, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ბაგრატიონების სიძე გახდა, პოპულარობამაც არ დააყოვნა. სინაურიძესთან იმშობიარეს მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და სხვა ცნობილმა სახეებმა, რაც, ცხადია, ყოველთვის ყვითელი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზეც ხვდებოდა.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სინაურიძე კიდევ დაოჯახდა, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ, რომ მას ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმრად მოიხსენიებენ.

დათო და ლიზა

მესამედ ბედი მომღერალმა ანსამბლ ''შვიდკაცას'' წევრ დათო ნოზაძეს დაუკავშირა. მათი რომანი საკმაოდ სკანდალურად მიმდინარეობდა. დათოს მეუღლესთან ურთიერთობა არეული ჰქონდა, ლიზასთან კი მუსიკამ დააკავშირა. ცოლთან განშორების შემდეგ ნოზაძე-ბაგრატიონის წყვილმა იქორწინა და საზოგადოებაში თამამად ჩნდებოდნენ. ლიზა ძალიან ბედნიერი ჩანდა. წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

Rating

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ფოლკლორული ჯგუფების წევრებს სახელებითა და გვარებით ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ნოზაძეს გაუმართლა. დათო ნოზაძე უდავოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ლიზას ქმრობამ ისიც განაპირობა, რომ საზოგადოებამ პირადად გაიცნო.

მესამე ქორწინების შემდეგ ლიზამ პრესას კარი ჩაუკეტა. ამ სიყვარულზე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია და შესაბამისად, არც ნოზაძის კომენტარი მოგვისმენია.

მათი დაშორების მიზეზის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ დათომ უღალატა და ლიზამ ეს არ აპატია. თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, დაშორების ინიციატორი პირიქით, ცოლი იყო და ამისთვის მიზეზი ჰქონდა, მის ცხოვრებაში მეოთხე მამაკაცი გამოჩნდა.

გიორგი და ლიზა

სანამ ლიზას ცხოვრებაში შეაბიჯებდა, ხალხი თითქმის არ იცნობდა 28 წლის სიმპათიურ ალტისტ გიორგი ცაგარელს. ლიზამ არჩევანი ამჯერადაც მუსიკოსზე შეაჩერა.

გიორგის, როგორც პროფესიონალს, ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დღეს უკვე ყველა იცნობს და ლიზასთან ერთად სცენაზეც ხშირად დგას. ლიზას პირადი ამბები ისევ ჭორაობის საბაბად იქცა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

Rating

ამის მიუხედავად, სრულიად მშვიდად გაავრცელეს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოები ვერონასა და ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე. ეს იყო მათი პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მას შემდეგ კი ლიზასა და გიორგის ხშირად ნახავთ თბილისის კაფეებში. ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან და ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ.

ერთი შემთხვევა მაინც იყო, როდესაც გიორგიმ ვერ მოითმინა, დაბადების დღე მიულოცა საყვარელ ქალს და სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ აუხსნა სიყვარული.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ნიკი
რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გათხოვდეს ლიზა იქნება თუ სხვა ქალი. მთავარია დედა-შვილივით არ გამოიყურებოდნენ. დათო ნოზაძესთანაც დიდი სხვაობა იკო მაგრამ ეს ნამეტანია უკვე ,,ჩემო ლიზიკო,, გენაცვალეე :D
22:57 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამ ქალს რატომ აპიარებთ? ერთი თავცარიელი ქალია
19:24 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
.irozna-s........
ანზორი !ენას კბილი რომ დააჭირო .ხომ არ აჯობებდა?ვინ ხარ?
23:57 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
უცხვირო
ცხვირი არის სუნთქვის ორგანო,და არა სხვის საქმეში ჩასარევი.
16:43 / 18-03-2015
გამოხმაურება / 1 /
უცხვირო-ს
ხოდა უკან შეირჭე ეგ შენი ცხვირი!
11:02 / 26-05-2018
maia
დიახ!სიყვარულის ენით ლაპარაკობს ჭეშმარიტი ქრისტიანი!და მე არ ვამბობ,რომ ქალბატონმა ლიზამ ცოდვა ჩაიდინა,იმიტომ რომ მისი გული სიყვარულით სავსეა მაგრამ გოეთეს სიტყვებს შეგახსენებთ:"ჯერ არცერთი ცოდვა არ შემხვედრია,რომ შესაფერის გარემოებაში მეც არ ჩავიდინო"!
14:40 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
niako-s
გეთანხმებით! ერთი ქალი სასტიკად აკრიტიკებდა ასთ მდგომარეობაში მყოფ ქალებს,სულ სისინებდა, მერე მისი სამივე გოგო მრავალჯერ გათხოვდა,მერე მოიკუზა ეს ქალი და ჩაიგდო ენა. მართალს გეუბნებით! რატომ არ აჩუმებს ეს ხალხი ენას და ყოფს სხვის საქმეში ცხვირს საინტერესოა. რომ იტყვის ადამიანი; ამას როგორ გავაკეთებო,ზუსტად იმას აკეთებს ხანდახან,არცერთ ქალს არ სურს მრავალჯერ გათხოვდეს!! "ჭეშმარიტი ქრისტიანი ღმერთის მოყვარული ადამიანი,სიყვარულის ლაპარაკობს".
14:10 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ჟორჟ სანდი თუ გსმენიათ, 90-ჯერ უყვარდა და ამდენივე რომანი შექმნა.ლიზას ვულოცავ, რომ ღმერთმა საეთ საინტერესო ქალად დაბადა,სიყვარულები დაანათლა და თქვენ რა გინდათ, ვინ ხართ, რომ ამადლით?!სიყვარული გრძნობაა და ნიჭიც... ორივეთი გაიხარე,ლიზა.მე მას რამდენჯერმე შევხვედრივარ და საოცრად დადებითი პიროვნებაა.
14:08 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
რეალობა-კომენტარის ავტორს მივმართავ, შენ ალბათ კარგად არ იცი ბაგრატიონთა პირადი ცხოვრება,თორემ ამ კომენტარს არ დაწერდი,წადი წაიკითხე და გაიგებ,ვის ვსგან ყავდა შვილები თვითონაც არ იცოდნენ,ყველა ქვეყნის ისტორიას აქვს დადებითი და უარყოFითი მხარეები, თან იმაზე გამეცინა რომ ამ კომენტარის ავტორს 35 ლაიქი აქვს უწიგნურების ))))
12:29 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
ღმერთა ყველა ბედნიერი ამყოფოს.ვინც აკრიტიკებს ლიზას და მისნაირ ცხოვრებას,აქეთ-იქით მიმოიხედეთ,თქვენც გეყოლებათ ოჯახში გოგონა ან ქალი, რომელზეც ჯერ არ იცით მომავალი ბედი, ასე რომ ნუ აკრიტიკებთ სხვის ცხოვრებას, ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს.
12:23 / 17-03-2015
გამოხმაურება / 1 /
ნიაკო-ს
ჩაიგდე ენა და შენს თავს და შენს ჯიშს და ჯილაგს მიხედე!
11:04 / 26-05-2018
manana
რა საყვ არელი ქალბატონი ბრძანდებით ლიზა?სულ მინდა თქვენს სურათს ვუყურო.მიყვარხართ და სიყვარულის დაშლის უფლება არავის არააქვს!
00:16 / 15-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS