12 მარტი, 2015
ლიზა ბაგრატიონის წარმატებული საყვარელი მამაკაცები
ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში, თუმცა ის არასოდეს მოიაზრებოდა პოპესტრადაში და ნაკლებად ითქვიფებოდა ბომონდურ საღამოებზე. მისი მშვიდი რეპერტუარიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იქცევდეს საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ პირადი ცხოვრების გამო მომღერალი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

სამ მამაკაცს, რომლებიც მის გვერდით ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები, მიუხედავად იმისა, რომ სამივე თავისი საქმის პროფესიონალია.

ზაზა და ლიზა

გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე ლიზა ბაგრატიონის მეორე მეუღლეა. პირველი
ქმარი ტელესფეროს წარმომადგენელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. სინაურიძესთან ლიზას ერთადერთი ვაჟი- ირაკლი ჰყავს. მათი ქორწინების შემდეგ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ცოლ-ქმრის საერთო, გულახდილი ინტერვიუები და გინეკოლოგ სინაურიძის შესახებ ყველამ გაიგო.

Rating

ცხადია, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ბაგრატიონების სიძე გახდა, პოპულარობამაც არ დააყოვნა. სინაურიძესთან იმშობიარეს მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და სხვა ცნობილმა სახეებმა, რაც, ცხადია, ყოველთვის ყვითელი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზეც ხვდებოდა.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სინაურიძე კიდევ დაოჯახდა, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ, რომ მას ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმრად მოიხსენიებენ.

დათო და ლიზა

მესამედ ბედი მომღერალმა ანსამბლ ''შვიდკაცას'' წევრ დათო ნოზაძეს დაუკავშირა. მათი რომანი საკმაოდ სკანდალურად მიმდინარეობდა. დათოს მეუღლესთან ურთიერთობა არეული ჰქონდა, ლიზასთან კი მუსიკამ დააკავშირა. ცოლთან განშორების შემდეგ ნოზაძე-ბაგრატიონის წყვილმა იქორწინა და საზოგადოებაში თამამად ჩნდებოდნენ. ლიზა ძალიან ბედნიერი ჩანდა. წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

Rating

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ფოლკლორული ჯგუფების წევრებს სახელებითა და გვარებით ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ნოზაძეს გაუმართლა. დათო ნოზაძე უდავოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ლიზას ქმრობამ ისიც განაპირობა, რომ საზოგადოებამ პირადად გაიცნო.

მესამე ქორწინების შემდეგ ლიზამ პრესას კარი ჩაუკეტა. ამ სიყვარულზე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია და შესაბამისად, არც ნოზაძის კომენტარი მოგვისმენია.

მათი დაშორების მიზეზის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ დათომ უღალატა და ლიზამ ეს არ აპატია. თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, დაშორების ინიციატორი პირიქით, ცოლი იყო და ამისთვის მიზეზი ჰქონდა, მის ცხოვრებაში მეოთხე მამაკაცი გამოჩნდა.

გიორგი და ლიზა

სანამ ლიზას ცხოვრებაში შეაბიჯებდა, ხალხი თითქმის არ იცნობდა 28 წლის სიმპათიურ ალტისტ გიორგი ცაგარელს. ლიზამ არჩევანი ამჯერადაც მუსიკოსზე შეაჩერა.

გიორგის, როგორც პროფესიონალს, ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დღეს უკვე ყველა იცნობს და ლიზასთან ერთად სცენაზეც ხშირად დგას. ლიზას პირადი ამბები ისევ ჭორაობის საბაბად იქცა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

Rating

ამის მიუხედავად, სრულიად მშვიდად გაავრცელეს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოები ვერონასა და ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე. ეს იყო მათი პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მას შემდეგ კი ლიზასა და გიორგის ხშირად ნახავთ თბილისის კაფეებში. ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან და ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ.

ერთი შემთხვევა მაინც იყო, როდესაც გიორგიმ ვერ მოითმინა, დაბადების დღე მიულოცა საყვარელ ქალს და სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ აუხსნა სიყვარული.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
Hoo
ლიზა და გიორგი ცაგარელი მალე დაშორდებიან ერთმანეთს.
13:28 / 08-05-2019
გამოხმაურება / 0 /
მე
ეს ბიჭი,გიორგი ამ ქალის შვილი მეგონა
22:21 / 30-11-2015
გამოხმაურება / 0 /
naTia-s
გაჭენება კი არა გადაჭენებამ არ მოგიწიოს ცხოვრებაში. არ იცი რა გელის და სხვის ჩაგვრას თავი დაანებე!
16:55 / 28-04-2015
გამოხმაურება / 1 /
XOO
შენ რა იცი, იქნებ შენ სხვებზე უარესი გელის ცხოვრებაში. რას იწყევლები? შე ბოღმის ბუკეტო.
19:48 / 25-05-2018
ნათია
ეს მე არ მითქვამს, ეს ქართული სიბრძნეა, არ ვიცი ოღონდ როდის ნათქვამი" პირველი ბედი ბედია, მეორე მონაგონია, მესამე ვირზე ჯდომაა და მეოთხე გაჭენაბააო"">ხო და დავანებოთ ლიზის ტ\თავი. აჭენოს და იყოს. ჩვენ გვიშლის რამეს? ჩემი ქმარი რომ შეეყვარებია , ახლა ერთი ღერი თმა არ ექნებოდა თავზე, თანაც ისე მე საერთოდ არ გავეკარებოდი.
22:54 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასო
რა თავს იგიჟებთ ნეტავ,გააფრენ არა იხვი.ჩემი დედამთილიც ხტებოდა მე-9 სართულიდან და გადმოხტა??? ეხლა საყვარელი რძალი ვარ და ჩემს მზეს ფიცულობს!!! 2წლით და 8 თვით ვარ დიდი,თანაც განათხოვარი.ვინც აუგად მომიხსენიოს ჩემი წარსული ბედი გაიზიაროს :) არავინ იცის რა და როგორ ხდება სინამდვილეში.
17:16 / 17-04-2015
გამოხმაურება / 1 /
ტასო-ს
ხოდა თავში ქვა გიხლია..... რას იწყევლები? შე ორღობის დედაკაცო. ხომ იცი, რომ წყევლა მაწყევრისაა.
19:50 / 25-05-2018
katerina
ბიჩის დედა ვარ და ხო გავაფრენ ჩემმა ბიჩმა მასზე გაცილებით უფროს ქალზე რო იქორწინოს..... გააჩნია კიდევ ასაკს ესენი საერტოდ შეუდარებლები არია.....დედა შვილივით არიან....გაახილე ბიჩო თვალი რო დაახელ მერე უკვე გვიანი იქნება აღარ იქნები ესეთი მომხიბვლელი
16:13 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
ლიზა---მიდი..დედა..მიდი შვილო.. გიორგი მამაშენს გამზრდელი წააკითხე...შენც არ გექნება წაკითხული..
14:27 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატ
ეს ბებრები როგორ რყვნიან ახალგაზრდებს და მერამდენეჯერ თხოვდებიან ეს სამარცხვინოები.
16:05 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
SOS
ბავშვთა უფლებების დამცველებო...ხმა ამოიღეთ,სად ხართ.თინეიჯერებს რყვნიან მსუქანა დეიდები....
00:15 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
niki-s
ხო მარა სიყვარული თუ მოგაფრინდა ,მისი მოშორება ზნელია,ის ან გაგამწარებს,ან გაგახარებს.ღმერთმა ქნას ლიზა მაგრად გაეხარებიოს ამ სიყვარულს! "ბრძენთა უთქვამთ სიყვარული,ბოლოს მისი არ წახდენა".
20:45 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS