11 მარტი, 2015
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''
''ფეისბუქზეც'' დაიწერა და ერთმა მეგობარმაც მკითხა, მართლა ერთად ხართო გიგი გაჩეჩილაძე მუდმივად დაკავებულია, ამჯერად ის ''ორი ვარსკვლავის'' ქორეოგრაფი გახლავთ და მასთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ, თუმცა ისიც ვკითხეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ გაიგო. ყველამ იცის სალომესა და გიგის რვაწლიანი რომანის შესახებ და იმასაც ამბობენ, რომ წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'' დააშორა.

- რამდენიმე პროექტის მთავარი ქორეოგრაფი გახდი, თუმცა ეს სკანდალების გარეშე არ მომხდარა. ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' წასულ ქორეოგრაფებთან გაქვს ურთიერთობა?
-
უკრაინელ ქორეოგრაფებთან დიდი კონტაქტი არც არასდროს მქონია. თუ სადმე შევხვდები, ჩვეულებრივ მივესალმები. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობრის, მზია ორველაშვილის მეუღლეა. მე არანაირი წყენა არ მაქვს მათ მიმართ და იმედი მაქვს, რომ არც მათ სწყენიათ ჩემგან რამე. გადავარჩინე შოუ, საიდანაც მოულოდნელად წავიდნენ. მათი წასვლის მიზეზი არ გამირკვევია და არც მინდა ვიცოდე. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში სულ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული და საერთოდ არ მცხელოდა იმისთვის, რომ ქორეოგრაფად დამეწყო მუშაობა. შოუში რომ ვყოფილიყავი, რამდენიმე მოგზაურობა გადავდე, რომელიც გაცილებით კარგ ანაზღაურებას მომიტანდა, ვიდრე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გადამიხადეს.

- პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო?
- ვცდილობ, პირადმა ცხოვრებამ და საქმემ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს და გამომდის ხოლმე.

- პრესამ შენი ბევრი რომანის შესახებ იცის. მზია ორველაშვილმა ''რეიტინგს'' გაუმხილა, რომ ერთ დროს შეყვარებულები იყავით...
- იყო ასეთი მომენტიც ჩემს ცხოვრებაში. რაც შემიძლია, დავძვრები ხოლმე. სახლში ჩაკეტილი არ ვარ. ბევრი შეყვარებული მყოლია. ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ.

Rating

- შენი ჯანსაღი ცხოვრების წესში ერთგულება არ შედის?
- ძალიან ერთგული შეყვარებული ვარ. თუ არ მყავს, მაშინ არაფერი მიშლის ხელს, რომ ვიყო თავისუფალი და გავშალო ფრთები.

- ყველაზე მეტად შეყვარებული როდის იყავი?
- არ ვიცი, სიყვარულის სიძლიერე როგორ უნდა განისაზღვროს.

- ალბათ, იმით, როცა გინდა, საყვარელ ადამიანს ბევრი რამ გაუკეთო და გული არ ატკინო.
- ჩემ გვერდზე მყოფ გოგონას ყოველთვის ისე ვექცევი, თითქოს მის გარდა სამყაროში არავინაა. ვფიქრობ, საყვარელი გოგონა ხელის გულზე უნდა ატარო და შეუქმნა ყველანაირი პირობა, რომ შენ გვერდით ბედნიერი იყოს. ჩემთან ერთად გატარებული დღეები კარგად უნდა გაახსენდეს. ყველაზე დიდხანს სალომესთან ვიყავი. სალომემდე მყავდა შეყვარებული, ერთად ოთხი წელი ვიყავით. მასთან დაშორება ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს ცხოვრებაში. მას მერე ისე ძალიან გული აღარავისთან დაშორებისას არ მტკენია.

- ვინ იყო შენი პირველი სიყვარული?
- ლუსი ვაილი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი და ვცეკვავდი ამერიკაში.
მას ძალიან შეძლებული ოჯახი აქვს. მისი ძმა და მამა დღემდე ჩემი ახლო მეგობრები არიან. ლუსი ახლა გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს. ამერიკაში მათი ოჯახის შესახებ ბევრმა იცის, ძალიან ბევრი ფული აქვთ.

- ლუსის მშობლები მილიონერები არიან?
- მილიონზე გაცილებით მეტი აქვთ, მილიარდერები არიან. მადლობელი ვარ, რომ ლუსიმ მილიარდერების ცხოვრება მანახვა. კინოში მეგონა თავი. კარგი იყო ლუსისთან ცხოვრება, მაგრამ დაშორებაც კარგად აისახა ჩემს ცხოვრებაზე. ლუსისთან ვეღარ ვვითარდებოდი. დედამიწის ზურგზე თუ რამე მომინდებოდა, ყველაფერი მქონდა. ძალიან გავფუჭდი. არც სწავლა მაინტერესებდა, აღარც მუშაობა და არც ცეკვები.

- რატომ დამთავრდა ლუსისთან ურთიერთობა? იმიტომ, რომ შენ არ გქონდა მილიარდები?
- ოჯახი, სადაც მე ვიყავი, ფინანსებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. ჩვენ ერთად ოთხი წელი გავატარეთ. მაშინ პატარა ვიყავი და გართობა ძალიან მომწონდა. ერთხელ, როდესაც სახლში არავინ იყო, მთელი სკოლის ფართი მოვაწყვე და მაშინ ბევრი რამ მოხდა. ფართის შემდეგ ყველაფერი დავალაგე. ლუდის ბოთლის თავსახურმა გამყიდა, იპოვეს და მერე ყველაფერი გაირკვა.

- როგორც მითხარი, პირველ შეყვარებულთან გაქვს ურთიერთობა, სალომესთან ინარჩუნებ ურთიერთობას?
- სალომესთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა მაქვს, რადგან ერთ საქმეში გვიწევს ყოფნა.

- სალომეს მეუღლესთან დაშორების ამბავი როდის გაიგე?
- ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა ეს ამბავი. მაშინ გავიგე პირველად. არანაირი რეაქცია არ მქონია. არც მაქვს სურვილი, მათ შესახებ რამე ვიცოდე. მათი ცხოვრებით არ ვინტერესდები. რიგითი ადამიანი ვარ, რომლისთვისაც სულერთია - ერთად არიან თუ დაშორდნენ. კარგია, თუ არ დაშორდნენ, მაგრამ თუ დაშორდნენ, მე ეს არანაირად არ მეხება. ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც მე და სალომე დავშორდით და მას შემდეგ, ბევრი რამ მოხდა.

- ''ფეისბუქზე'' წერდნენ, ახლა სალომე და გიგი შერიგდებიანო. როგორ ფიქრობ, ეს შესაძლებელია?
- ''ფეისბუქზეც'' დაიწერა და ერთმა მეგობარმაც მკითხა, მართლა ერთად ხართო? ასეთი კომენტარები ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თითქოს ისეთი სიტუაციაა, რომ ვიღაცამ მიმატოვა, მე კი ვზივარ და ველოდები. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და კარგად ვარ. მათ დაშორებასთან არაფერ შუაში ვარ.

- დღევანდელ შენს პირად ცხოვრებაზე რას იტყვი?
- კარგად და მშვიდად ვარ. მყავს შეყვარებული, მაგრამ არ მინდა მისი ვინაობის თქმა. ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი დაიწერა. მგონია, რომ ცოტა უინტერესო და ბანალური გავხდი. როდესაც ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდება და ქორწილი გვექნება, ისედაც ყველა გაიგებს, ვისზე ვარ შეყვარებული.

- უახლოეს მომავალში გეგმავ დაოჯახებას?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა ხნის წინ ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ჩემთვის ქორწინება არაა ჩვეულებრივი ქეიფი. იმ დონეზე უნდა იყო საკუთარ სიყვარულში დარწმუნებული, რომ არაფერი უნდა გაფიქრებდეს. არ მგონია, ოჯახი, რომელსაც შევქმნი, დამეშალოს. თან ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ასეთი ნაბიჯის გადადგმისას ყველაფერს ბევრჯერ ავწონ-დავწონი.

- რატომ გადაიფიქრე დაოჯახება?
- ორივემ ვიფიქრეთ, რომ ჯერ ცოტა ადრე იყო ოჯახის შექმნა და გადავწყვიტეთ, შე-ყვარებულობის პერიოდი კიდევ გაგვეგრძელებინა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ნატა
ვაი ტკვენს პატრონსს.
21:52 / 28-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
გიორგი ვარდოსანიდზე დზაან მიყვარს ის დზალიან ზრდილობიანი და კეტილი და კარგი პიროვნებაა
13:03 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მერი
გიორგი ვარდოსანიზე სუკეტესო ახალგაზრდაა--ლამაზი--ნიცჰიერი--ხალისიანი-ზრდილობიანი და საერტოდ ზალიან დადებიტი პიროვნებაა-- სალომე არაფერი არაა მაგასტან--ან რა ცოლად მოსაყვანი ეგ იყო!მალე დაიგლება ""კურტუმოს""კნევიტ და მანამდე ვინც ყოლია იმნაირი დებილიც აგარ იტხივს!!რა საზაგლად ცჰესციცინებდა იმ უკრაინელს ტვალებცჰი--!!ცჰენ რა გირსი ხარ გიორგის!!გიგისტანები არ დაგილიოს გმერტმა!!როგორი დაუნდობელი ყოფილხარ!!მე მიხაროდა ტკვენი სიყვარული და ზალიან გული მატკინე --ცჰე კარიერისტო!ან მიაგწევ და ან არა!! გიორგისტანა კმარს ვეგარ ეგირსები!!პუტანკა!!
02:25 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტიკა
გიორგი გადასარევი ბიჭია, ზრდილობის ეტალონი
14:06 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იიი
კარგი გიგი პათოლოგია და სალომე რო ვერ ეწყობა ვერც ერთ კაცს ეგ ვინაა მაშინ ბ---ი? ეგრეა ეგრე!
13:33 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
3535
კომენტარებს როგორ ეტყობა რომ ან სალომე წერს ან სალომეს გამწარებული ნათესავები ძალიან კარგი ქნა რომ გიგიმ სალომე არ მოიყვანა ცოლად ბევრად უკეთესის ღირსია
20:06 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mdaaa ..
ზრდასრული ქალები ამოწურა ერთგულმა და სკოლებს ჩამოუარა ? ნეტა არ რცხვენია მაინც ? ან იმ გოგოს არ ყავს პატრონი ? პათოლოგი თუ არ ხარ რატო უნდა მოგინდეს სკოლებზე გადავლა ?
21:59 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mdaaa ..
ზრდასრული ქალები ამოწურა ერთგულმა და სკოლებს ჩამოუარა ? ნეტა არ რცხვენია მაინც ? ან იმ გოგოს არ ყავს პატრონი ? პათოლოგი თუ არაა რატო უნდა მოგინდეს სკოლებზე გადავლა
21:39 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
პათოლოგი გიგი გაჩეჩილაძე. ესაა მისი ნამდვილი სახელი.
20:01 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლადო
ჩამოყალიბებული პათოლოგია ეგ თქვენი გიგი და ეს მთელმა სტუდიამაც იცის. პატარა გოგოების რა გიათხრათ, მაგრამ მამაკაცები ნამდვილად იზიდავს.
19:55 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS