09 მარტი, 2015
''მისტერ ვალენტინს'' მამაკაცმა ერთ ღამეში 2500 დოლარი შესთავაზა
სიმპათიური ბიჭები იყვნენ, რამდენიმეს გარდა ''მისტერ ვალენტინი 2015'' ლევან სოლოღაშვილი სკოლის მოსწავლეა. კარგად სწავლას ვერ ახერხებს, რადგან დიდ დროს კარიერას უთმობს. კონკურსში გაიმარჯვა და მისდამი ინტერესი გაიზარდა. ქალებთან ერთად, მასთან ახლო ურთიერთობა მამაკაცებსაც სურთ და ამისთვის გვარიან თანხებსაც სთავაზობენ.…

- ლევან, გვიამბე შენ შესახებ.
- თვრამეტი წლის ვარ, გლდანში, 191-ე სკოლაში ვსწავლობ. მომავალში თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. სამოდელო კარიერაში კი ერთწლიანი გამოცდილება მაქვს. ''იმიჯ-ცენტრის'' მოდელი ვარ.

- დატვირთული გრაფიკი სწავლაში ხელს არ გიშლის?
- ყველაფერს
ერთმანეთს ვუთავსებ, თუმცა, რომ არ დაგიმალოთ, სწავლაში ხელი მეშლება. ჩემი აზრით, ცხოვრებაში კარიერა უნდა დააყენო პირველ ადგილას. სკოლაში საშუალო დონეზე ვსწავლობ. გადაღებებისა და ფოტოსესიების გამო გაკვეთილების გაცდენა მიწევს.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, არის საგანი, რომელსაც კარგად სწავლობ?
- უპირატესობას ვანიჭებ ქართულს და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ვცდილობ, რაღაც-რაღაცებს გადავხედო.

- კინომსახიობობას გეგმავ თუ თეტრში აპირებ მუშაობას?
- მე უფრო კინომსახიობობა მიტაცებს. სამსახიობო გამოცდილებაც მაქვს, სამ კლიპში გადამიღეს. ერთ-ერთ კლიპში მთავარი როლი მაქვს. არაბის როლი შევასრულე.

- ''მისტერ ვალენტინის'' კონკურსში უამრავი ბიჭი მონაწილეობდა. ელოდი გამარჯვებას?
- კონკურენცია მართლაც ძალიან დიდი იყო. ბევრი სიმპათიური ბიჭი მონაწილეობდა. ბევრი მეუბნება, კონკურენტის თვალით ვერ გიყურებდითო. სიმპათიური ბიჭები იყვნენ, რამდენიმეს გარდა, რომლებიც არ იყვნენ კონკურსში მონაწილეობის ღირსი. ჟიურიმ გადაწყვიტა, გამარჯვებული მე ვყოფილიყავი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რომც არ გა-მემარჯვა, გული არაფერზე დამწყდებოდა, რადგან მაგრად გავერთეთ და ყველაფერი კარგად დამამახსოვრდა. კარგი მეგობრები შევიძინე.

- სპორტით ხარ დაკავებული?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ სპორ-ტულ დარბაზში ვარჯიშს ვაპირებ. ცხრა წელი ვცეკვავდი. ქართულ ცეკვებზე დავ-დიოდი. მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ცურვაზე შევედი. ცურვას კი დროის უქონლობის გამო დავანებე თავი.

- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვს?
- ექვს მარტს მივემგზავრებით ვარ- შავაში, სადაც თინათინ მაღალაშვილის ახალი ჩვენებაა დაგეგმილი. ჩვენებას ქარ- თული ნაციონალური სამოსით დავხურავ.

- როგორ შეიცვალა შენი პირადი ცხოვრება კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
- შეყვარებული არ მყავს და არც ვაპი-რებ, რომ მყავდეს. დრო ნამდვილად არ მა-ქვს იმისთვის, რომ პირად ურთიერთობებს მივხედო. ვფიქრობ, თვრამეტი წლის ასაკში საქმესა და კარიერას უნდა მიხედო. სიყვა-რულისთვის ჯერ ადრეა. სასაცილო ამბავს გეტყვით, თუ ეს სასაცილოა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიღაც ბიჭმა მომწერა და თანხა შემომთა-ვაზა იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ღამე მასთან დავრჩე.

- რამდენს გთავაზობს?
- 2500 დოლარი შემომთავაზა.

- შემოთავაზებაზე როგორი რეაქცია გქონდა?
- ისტერიკული სიცილი ამიტყდა.

- შეგიძლია, გაგვიმხილო, ამ შემოთავაზებას როგორ უპასუხე?
- შინაურულად რომ გითხრათ, ყველა-ფერი თავზე დავამხე.G სოციალური ქსელის გარდა, ტელეფონზეც მირეკავენ. ბიჭებისა და გოგონებისგან შემოთავაზებები მაქვს.

- გოგონებიც თანხას გთავაზობენ მათთან ღამის გატარებაში?
- კი, მაგრამ, ბიჭებისგან განსხვავე-ბით, დაბალ თანხას მთავაზობენ. როგორც ჩანს, რადგან საქართველოში ეკონომიკური პრობლემებია, ამის გამო გოგონებს ცოტა თანხა აქვთ.

- მამაკაცთან ან ქალთან ფულის გამო ღამეს გაატარებდი?
- რა თქმა უნდა, არა. არც გეი ვარ და არც ფულზე ვიყიდები, თუნდაც მილიონი შემომთავაზონ. რა სისულელეა, ესაა ავადმყოფობა, რაც მაგათ სჭირთ.

- ჰომოფობიური გამონათქვამე-ბისგან, ჯობს, თავი შეიკავო.
- ვინც გეია, შემიძლია, ნებისმიერს დავუმტკიცო, რომ რაც მათ სჭირთ, ავად-მყოფობაა. სანამ ''მისტერ ვალენტინი'' გა-ვხდებოდი, მანამდეც იყო მათგან შემოთა-ვაზებები, მაგრამ ახლა ძალიან გახშირდა და უკვე ყელში ამოვიდა.

- მოდელ ბიჭზე ზოგჯერ ამბობენ, რომ ის შეიძლება, არატრადი-ცული ორიენტაციის იყოს. უკვე ხომ არ ნანობ, რომ სამოდელო კა-რიერა დაიწყე?
- მგონი, საქართველოში ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეულია. არ მესმის, როდესაც გჯერა შენი თავის და შენს ძალებში დარწმუნებული ხარ, კარიერაზე უარი რატომ უნდა თქვა? ყყველას მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ მსგავს კონკურსში.

- როდისმე შეყვარებული ყოფილხარ?
- ალბათ, არ მყვარებია. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილი სი-ყვარული არ მთავრდება. ახლა ვხვდები, რომ ის, რაც ადრე განვიცადე, სიყვარული კი არა, ერთჯერადი გართობა იყო.

- როგორი იყო ერთჯერადად შეყვარებული ''მისტერ ვალენტი-ნი''?
- მაშინ სრულიად სხვა ადამიანი ვიყავი - ბავშვი. მას შემდეგ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი.

- კონკურსის მერე შენზე ბევრი არასასიამოვო კომენტარი დაწერეს.
- ზოგი ჩემზე ამბობს, გამარჯვებას არ იმსახურებდაო. ასეთ კომენ-ტარებს ყურადღება რომ მივაქციო, თავი მექნება ჩამოსახრჩობი. კომენ-ტარების ავტორებს კი ვეტყი, რომ ბოღმა და შური მხოლოდ დაღუპავთ.

- ოჯახის წევრებს მოსწონთ შენი კარიერა?
- ოჯახში მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობთ. შვიდი წლის ვიყავი, რო-დესაც მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დედა მამაკაცების შემოთავა-ზებებზე, რა თქმა უნდა, ღიზიანდება და არ მოსწონს, მაგრამ კარიერაში ხელს ყველანაირად მიწყობს.

- ახერხებ, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით?
- სიგარეტი და დალევა ჩემგან ძალიან შორსაა. სხვები რომ ეწევიან და სვამენ, ისიც კი არ მომწონს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
hahaha
მე მილიარდი შემომთავაზეს და არ დავთანხმდი სოც ქსელში,ტრანსი ვარ და ლეზბო მეჩალიჩებოდა:დ
11:27 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
#
ეს ბიჭი თურქს გავს.არაფრით ქართვეს.
00:17 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დწ
00:57 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
................
რა მისტერ, რის მისტერ, ღლაპუტაა. ფუუუუუუუუუუუ
11:36 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS