07 მარტი, 2015
''დარწმუნებული ვარ, ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი ამ კადრის გამო უხერხულობას გრძნობენ...''
ვიღაცამ თუ მოინდომა ჰოლივუდში წასვლა და წითელ ხალიჩაზე გასეირნება, ეს სახელმწიფოს პრობლემა არ არის ''ოსკარების'' თემა წინა კვირის ყველაზე აქტუალური საკითხი გახლდათ, რასაკვირველია, დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად. კინოჟურნალისტ ია ვეკუას ვთხოვეთ, შეეფასებინა ქართველთა ''ოსკაროსანი'' ლაშქრობა და ის აჟიოტაჟი, რაც მათმა თითოეულმა ნაბიჯმა გამოიწვია.

- ვფიქრობ, კულტურის სამინისტროს ზედმეტი მოსთხოვეს. ეჭვი მეპარება, რომ სხვა ქვეყნებში ასე ხდებოდეს. ვიცით, რომ კულტურის სამინისტრომ მსახიობების გამგზავრებაში მიიღო მონაწილეობა. თურქეთში თოვლის მოსვლა ნამდვილად არ არის კულტურის სამინისტროს ბრალი. ჩაცმულობის სა
კითხი კი თავად უნდა მოეგვარებინათ და პერანგი სამინისტროსთვის არ ეთხოვათ. მთელ მსოფლიოში ასეა, დიზაინერები თავად არიან დაინტერესებულნი, რომ მსახიობებს წითელ ხალიჩაზე მათი სამოსი ეცვათ.

- თუმცა ეს საქართველოა და აქ არც ისე ადვილია კერძო დაფინანსების შოვნა.
- არ არის ცნობილი ის, ესტონეთმა რა მონაწილეობა მიიღო ჩვენი მსახიობებისა და რეჟისორის გამგზავრებაში. ფილმი არა საქართველოს, არამედ ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი ''ოსკარზე'', შესაბამისად, პირველ რიგში, მათი ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოჩენილიყვნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ესტონურმა მხარემ საკმაოდ ბევრი შრომა ჩადო იმაში, რომ ფილმი გადაეღოთ და შემდეგ, ალბათ, წინასაპრომოუშენოდაც დახარჯა გარკვეული თანხა. საბოლოოდ კი ფილმმა ასეთ წარმატებას მიაღწია. ჩვენს მონაწილეობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, უბრალოდ, მთავარი მოთამაშე ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით. სულ სხვა საქმე იქნებოდა, საქართველოს სახელით რომ ყოფილიყო ნომინირებული. ვიღაცამ თუ მოინდომა ჰოლივუდში წასვლა და წითელ ხალიჩაზე გასეირნება, ეს სახელმწიფოს პრობლემა არ არის. ზაზა ურუშაძეს შეიძლებოდა მო-ენდომებინა, რომ თავისი კარის მეზობელი წაეყვანა ლოს-ანჯელესში, მაგრამ ამისი დაფინანსება არ უნდა უზრუნველეყო სახ-ელმწიფოს.

- ძალიან გადამეტებული ხომ არ იყო სოციალურ ქსელში მიშა მესხის დაძინებაზე რეაგირება?
- ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა. იქნებ, მიშა მესხი ცუდად იყო, ან თავი სტკიოდა. თუმცა ვფიქრობ, როცა ასეთ ცერ-ემონიაზე ხვდები და გაქვს პრეტენზია, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ, ბოლომდე უნდა იყო მობილიზებული და პრეზენტაბელური, კავშირები გააბა და ა.შ. წამოწვე და დაიძინო, ეს ძალიან უხერხულია. მიშა მესხის ადგილას მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებოდი, რომ სიამოვნება მიმეღო. ადამიანები სამ და ოთხ ღამეს ათენებენ და თანაც, ქა-რთველთა ჯგუფი იქ სამი დღით ადრე ჩავიდა. უამრავი საშუალება არსებობს, რომ რამდენიმე საათი ფხიზლად გაძლო.

- ზაზა ურუშაძემ რომ პანჩური ამოარტყა მიშა მესხს, ესეც გახდა ქილიკის მიზეზი.
- ტელევიზიას რამდენად უნდა გაეშვა ეს კადრი, არ ვიცი. მე, მაგალითად, არ გა-ვუშვებდი. ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი, დარწმუნებული ვარ, ამ კადრის გამო დიდ უხერხულობას გრძნობენ. ძალიან შინაურული კადრი იყო.

- ჰქონდა ''მანდარინებს'' გამარჯვების შანსი? ''იდას'' და ''ლევიათანს'' უწინასწარმეტყველებდნენ ''ოსკარს''.
- არავინ უარყოფს, რომ ნომინაციაში მოხვედრა უკვე დიდი წარმატება იყო. შანსი კი ყველას ჰქონდა. მე, მაგალითად, 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ''ლევიათანი'' გაიმარჯვებდა. კინოაკადემიის 6000 წევრიდან ვის როგორი გემოვნება აღმოაჩნდება, ვერ გაიგებ, ამიტომაც შანსი ყოველთვის არის. ყველამ ვნახეთ ცნობილი კადრი, როდესაც მაიკლ კიტონი წინასწარ გამზადებულ სამადლობელი სიტყვის ფურცელს ჯიბეში აბრუნებს. მეც მეგონა, რომ ამ ნომინაციას კიტონი აიღებდა. ასეთი არაერთი შემთხვევა გვახსოვს. ამ დაჯილდოებაზე მოულოდნელობები ხდება, ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ''მანდარინებს'' არ ჰქონდა შანსი.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
NNN
ico :)) სალამი :)
13:04 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Nანა
კარგით რაა ხალხო, აღარ მოგბეზრდათ?! დაეძინა და მოკალით ეხლა!ძალიან სახალისოც კი იყო მე მგონი))) და საერთოდ ზოგს ნერვიულობაზე ეგეთი რეაქცია აქვს... მეტი საქმე რატო არ გაქვთ ხალხო?!!! იას კი ვეტყოდი :დაიკიდე რაა, შურიან , ბოღმა და მოცლილ ხალხს რატო აძლევ უფლებას ხასიათი გაგიფუჭოს?მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმა! ( პირველად ვწერ კომენტს ცხოვრებაში)
12:50 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
დაიძინებდა აბა რა იქნებოდა კაიფიდან ვერ გამოდის და საერთოდ რატომ გვაყურებინებენ ტელევიზიით ჩაკაიფებულ ხალხს არ მესმის, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ არ მინდა არც მე, არც პატარებმა და მოზარდებმა უყურონ რას დებილობს უსაშველოდ ჩაკაიფებული კაცი.
12:48 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კიკო
სწორედაცარ უნდადაეძინა რაქართველები განებრიბლებილი ვართ ამ ცერემონიელზე დაცქრებებით მაგრან ამბიციური და უზრდელი ბიჭია იმის მაგივრად ბოდიშიმოიხადოს ცინიკობს ხომ არ ჩავიფსიო
12:03 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნ.მ.
ვეთანხმები თქვენს რესპონდენტს _ ფილმი ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი და ესტონეთს უნდა უზრუნველეყო ყველა ხარჯი. საქართველომ ამჯერად მხოლოდ უნდა იამაყოს, რომ ასეთი ნიჭიერი რეჟისორი და მსახიობები ჰყავს. რაც შეეხება მიშა მესხის ჩაძინებას _ მე მგონი, "ოსკარი" რომ მიგვეღო, ასეთ დიდ ინტერესს მაშინ არ გამოვიწვევდით.
10:54 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია...
დაიძინა და ძალიანაც კარგი ქნა,რა გააწყალეთ გული, არც ოსკარი მისცენ და მაინც ყურადღებით იყოს?! ბიჭია, რა ჩვეულებრივი, წაიღეს ტვინი?! თავს მიხედეთ, რა!
08:29 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS