06 მარტი, 2015
ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ქართველ ქალებს უცხოელები ამჯობინეს
წლების შემდეგ მოდაში უკრაინელი ქალები შემოვიდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ჩვენი მამები 37 მანეთად გადაფრინდებოდნენ ხოლმე მოსკოვში, მოდური გახლდათ რუსი ქალბატონის ცოლად მოყვანა. მამაკაცების ნაწილი რუსეთის ჯარიდან ბრუნდებოდა არაქართველი ცოლით ან საქართველოში ჩამოსული ტურისტებიდან რომელიმე გოგონაზე ქორწინდებოდა.

ამ თემაზე უამრავი ხუმრობაც იყო, რომლებიც დროსთან ერთად გაქრა და მხოლოდ ძველი თაობის წარმომადგენლები თუ გაიხსენებენ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მოეძალებათ.

წლების შემდეგ მოდაში უკრაინელი ქალები შემოვიდნენ. საზღვრების გახსნის მიუხედავად, ქართველი მამაკაცები შორს არ წასულან და
რუსი ქალები უკრაინელებზე გაცვალეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი ან სხვა ეროვნების ცოლები მოიყვანეს და მათი დიდი ნაწილი, მოქალაქეობაშეცვლილი, ცოლის სამშობლოში კომფორტულად ცხოვრობს.

წარმოგიდგენთ ცნობილ მამაკაცებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს უცხოელ ქალებზე გააკეთეს არჩევანი. მათ შორის იყო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მიშას ქართველ ია ფარულავასა და ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს შორის მოუწია არჩევანის გაკეთებამ, თუმცა, როგორც მოგვიანებით ია იხსენებდა, მათ ქორწინებას პოლიტიკოსებმა შეუშალეს ხელი.

გიორგი და ალინა არველაძეები

გიორგი უკვე ცნობილი პოლიტიკოსი იყო, როდესაც ალინა არველაძე უკრაინიდან ჩამოიყვანა. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ არველაძის არჩევანი უკრაინელ ქალზე შეჩერდა. ''იმედში'' არველაძის დირექტორობის დროს ალინა აქტიურად იყო ჩართული გასართობი გადაცემების კეთებაში, ძალიან კარგად ისწავლა ქართული და ინტერვიუებსაც მეუღლის მშობლიურ ენაზე იძლეოდა. წყვილი ბოლო დროს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი

ჯგუფი ''მგზავრების'' სოლისტი გიგი დედალამაზიშვილიც უკრაინაში გაბედნიერდა. ამაში კი ხელი მეზობელ ქვეყანაში ხშირმა გასტროლმა შეუწყო, სადაც მარინა გაიცნო.

Rating

გოგონა პროფესიონალი ფოტოგრაფია და საქართველო ძალიან მალე შეიყვარა. ქართული ისწავლა, თუმცა წყვილი ძირითად დროს უკრაინაში ატარებს და ''მგზავრებს'' იქ კონცერტებიც არ აკლია.

გიორგი მოსიძე და ემილია ხალილოვა

საქართველოში ნომერი პირველი მოაზროვნე ერთ-ერთი პიონერია ცნობილი სახეებიდან, რადგან მან 1999 წელს აზერბაიჯანელ ემილიაზე იქორწინა.

Rating

წყვილმა ერთმანეთი სტრასბურგში გაიცნო, ორივე საქართველოს წარმოადგენდა. გიორგი – ქართულ დელეგაციას, ემილია – ეთნიკურ უმცირესობას საქართველოდან. მათმა ქორწინებამ წლებს გაუძლო და დღეს წყვილი სამ შვილს ზრდის.

ლევან როსტოშვილი და იანა კლოჩკოვა

სიმპათიური როსტო ეთერში გამოჩენიდან მალე გაეხვა სკანდალში. სანამ ქართველი გოგონები მისი თვალის ფერით მიბნედილები ლევანს ეტრფოდნენ, ტელესახემ უკრაინაში ცნობილი მოცურავე და ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვა მოხიბლა.

Rating

სიყვარულობანა მალე დამთავრდა, იანა დაფეხმძიმდა და როსტომ მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე არ ისურვა. თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ მამობაზე უარი არ უთქვამს და ოჯახთან ერთად არაერთხელ ჩააკითხა სანახავად.

ლექს-სენი და ტატიანა

ერთ დროს საქართველოში პოპულარულმა რეპერმა ქართველ გოგონებს გული დასწყვიტა, როდესაც წლების წინ უკრაინაში ტატიანათი მოიხიბლა. მალე საქართველოში ჩამოიყვანა და იქორწინა.

Rating

ტატიანა იმდენად შეეჩვია აქაურ გარემოს, რომ როგორც ქმარი ინტერვიუებში აღნიშნავდა, ხინკლისა და ხაჭაპურის კეთებაც ისწავლა. წყვილს პატარა ბიჭიც ჰყავს და იყო დრო, როცა უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლასაც ფიქრობდნენ, მაგრამ არეულობამ მათ გეგმებს ხელი შეუშალა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მაკა
სისხლს რ მნიშვნელობა აქვს ქართული ოჯახი უნდა შეიქმნას--- ქართულენოვანი და საქართველოს მოყვარული ...ამაშია საქმე,მაგრამ ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ ჩაერევი... უბრალოდ ვმცირდებით ქართველები სამწუხაროდ...ზოგი სულაც მიდის ქვეყნიდან
18:45 / 16-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი მოსიძე
მე, ჩემი თბილისელი ცოლით, ამ კამპანიაში რატომ გამრიეს, ვერ მივხვდი... :-)
12:50 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურაბი
თქვენ უსაქმურებო, მეტი საქმე არ გაქვთ რომ დამჯდარხართ და ჭორაობთ ვინ საიდან მოიყვანა საცოლე, სახლში მეტი ვერაფერი გასწავლეს სიძულვილის გარდა? სად დაკარგეთ სიყვარული რომელიც არასდროს გქონიათ ალბათ, ამ მონდომებულ ქალებთან თავი შემიკავებია მაგრამ აი თქვენ კი კაცუნებო ერთი მაგრად ამოგინაყავდით თავპირს, ჭოროკინებო თწვენ. წარმომიდგენია მათ წინაშე რომ დადგეთ ალბათ შარვალი დაგისველდებათ. წადით და ეკლესიაში ილოცეთ თქვენი შურიანი აზრებისთვის.
09:51 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mancho
ებრაელი ერი გენიოსია ამ საქმესჰი ტვლიან; ცოლი სადაურიცაა ოჯახიც იქაურია და მარტალიცაა რამდენიც არ უნდა ამტკიცოტ უცხოელების ქმრებო არაა მასეო ასეა და ტანაც ისე ოსტატურად ახერხებენ ტქვენი ცოლები ტქვენს მოტყუებას,რომ ყველაზე ქარტული ოჯახი გგონიატ რომ გაქვტ' მახინჯ კაცებს არ ვამტყუნებ ტუკი ლამაზ უცხოელს მოიყვანს ქარტველი ლამაზი არ წაყვება; მაგრამ სიმპატიურებს რა გაცაჯირი გაქვტ ასეტი
04:12 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ქართველ ჯიგიტებს თუ გონიათ რომ ნაშების აგდება იციან ძაან ცდებიან. თუ მოგყავთ ლამაზები მაინც მოიყვანეთ და არაა ყბაჩო, ელამი, მინგრეულ სახის და ვაჟკაცი გარეგნობის კაც-ქალები. მერე იტყვიან მაგრები ვართო ეს ქართველი მამაკაცებიოო. მაგრები ხართ გასაღებაში კიიი. :D
19:52 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS