ამ თემაზე უამრავი ხუმრობაც იყო, რომლებიც დროსთან ერთად გაქრა და მხოლოდ ძველი თაობის წარმომადგენლები თუ გაიხსენებენ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მოეძალებათ.
წლების შემდეგ მოდაში უკრაინელი ქალები შემოვიდნენ. საზღვრების გახსნის მიუხედავად, ქართველი მამაკაცები შორს არ წასულან და
წარმოგიდგენთ ცნობილ მამაკაცებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს უცხოელ ქალებზე გააკეთეს არჩევანი. მათ შორის იყო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მიშას ქართველ ია ფარულავასა და ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს შორის მოუწია არჩევანის გაკეთებამ, თუმცა, როგორც მოგვიანებით ია იხსენებდა, მათ ქორწინებას პოლიტიკოსებმა შეუშალეს ხელი.
გიორგი და ალინა არველაძეები
გიორგი უკვე ცნობილი პოლიტიკოსი იყო, როდესაც ალინა არველაძე უკრაინიდან ჩამოიყვანა. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ არველაძის არჩევანი უკრაინელ ქალზე შეჩერდა. ''იმედში'' არველაძის დირექტორობის დროს ალინა აქტიურად იყო ჩართული გასართობი გადაცემების კეთებაში, ძალიან კარგად ისწავლა ქართული და ინტერვიუებსაც მეუღლის მშობლიურ ენაზე იძლეოდა. წყვილი ბოლო დროს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.
გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი
ჯგუფი ''მგზავრების'' სოლისტი გიგი დედალამაზიშვილიც უკრაინაში გაბედნიერდა. ამაში კი ხელი მეზობელ ქვეყანაში ხშირმა გასტროლმა შეუწყო, სადაც მარინა გაიცნო.
გოგონა პროფესიონალი ფოტოგრაფია და საქართველო ძალიან მალე შეიყვარა. ქართული ისწავლა, თუმცა წყვილი ძირითად დროს უკრაინაში ატარებს და ''მგზავრებს'' იქ კონცერტებიც არ აკლია.
გიორგი მოსიძე და ემილია ხალილოვა
საქართველოში ნომერი პირველი მოაზროვნე ერთ-ერთი პიონერია ცნობილი სახეებიდან, რადგან მან 1999 წელს აზერბაიჯანელ ემილიაზე იქორწინა.
წყვილმა ერთმანეთი სტრასბურგში გაიცნო, ორივე საქართველოს წარმოადგენდა. გიორგი – ქართულ დელეგაციას, ემილია – ეთნიკურ უმცირესობას საქართველოდან. მათმა ქორწინებამ წლებს გაუძლო და დღეს წყვილი სამ შვილს ზრდის.
ლევან როსტოშვილი და იანა კლოჩკოვა
სიმპათიური როსტო ეთერში გამოჩენიდან მალე გაეხვა სკანდალში. სანამ ქართველი გოგონები მისი თვალის ფერით მიბნედილები ლევანს ეტრფოდნენ, ტელესახემ უკრაინაში ცნობილი მოცურავე და ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვა მოხიბლა.
სიყვარულობანა მალე დამთავრდა, იანა დაფეხმძიმდა და როსტომ მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე არ ისურვა. თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ მამობაზე უარი არ უთქვამს და ოჯახთან ერთად არაერთხელ ჩააკითხა სანახავად.
ლექს-სენი და ტატიანა
ერთ დროს საქართველოში პოპულარულმა რეპერმა ქართველ გოგონებს გული დასწყვიტა, როდესაც წლების წინ უკრაინაში ტატიანათი მოიხიბლა. მალე საქართველოში ჩამოიყვანა და იქორწინა.
ტატიანა იმდენად შეეჩვია აქაურ გარემოს, რომ როგორც ქმარი ინტერვიუებში აღნიშნავდა, ხინკლისა და ხაჭაპურის კეთებაც ისწავლა. წყვილს პატარა ბიჭიც ჰყავს და იყო დრო, როცა უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლასაც ფიქრობდნენ, მაგრამ არეულობამ მათ გეგმებს ხელი შეუშალა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''