- სტრიპტიზი გიცეკვია?
- არა. სამაგიეროდ ჩემთვის უცეკვიათ.
- როგორი კაცის დანახვა იწვევს შენში სექსუალურ სურვილს?
- არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა. მე კაცი მისი ვიზუალიდან გამომდინარე არ მინდება. ლტოლვას სიყვარული აჩენს.
- კი, ჩემს მეგობარ გიორგისთან ერთად.
- პოლიტიკოსთან რომანი გქონია?
- არა, საერთოდ არ ვიცნობ პოლიტიკოსებს.
- განათლებულ ქალად მიგაჩნია საკუთარი თავი?
- კი. შეიძლება, ადამიანს ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ ვერ ავლენდეს თავის ცოდნას, ან არ იყოს დიდად ნაკითხი, თუმცა ადვილად ითვისებდეს მისთვის საჭირო ინფორმაციას, სწრაფად ამუშავებდეს და იყენებდეს მას. განათლებულად მეორე ტიპის ხალხს მივიჩნევ.
- შენი შვილი რომ არატრადიციული ორიენტაციის აღმოჩნდეს, ამ ფაქტს როგორ მიიღებ?
- მივიღებ ისეთს, როგორიც არის.
- როგორია შეყვარებული თამუნა?
- არაადეკვატური. სიურპრიზების გაკეთება და საყვარელი მამაკაცის გახარება მსიამოვნებს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში იმავეს ვერ ვიღებ. ადვილად მიყვარდება კაცი, მაგრამ ასევე მარტივად მინელდება გრძნობა.
- მეგობარი ანგარებით აგირჩევია?
- არასდროს. მეგობრობაში ჩემთვის პრიორიტეტულია არა ფული ან პიროვნების პოპულარობა, არამედ თვისებები. ინდივიდში, პირველ რიგში, ვაფასებ ერთგულებას. აგრეთვე, მას უნდა ესმოდეს ჩემი და საერთო ინტერესები უნდა გვამოძრავებდეს.
- როგორ დაახასიათებდი თავს?
- ჯიუტი ვარ, მაგრამ თუ ადამიანი კარგად მიცნობს და სწორად მომიდგება, ყველაფერზე დამიყოლიებს. არასდროს ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და შედეგებზე, რომელთანაც რაიმე ნაბიჯმა შეიძლება მიმიყვანოს. ხანდახან ვიცი, შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მაინც არ ვიხევ უკან. ასევე, ძალიან მომთხოვნი ვარ აბსოლუტურად ყველას მიმართ. არ მეტყობა, მაგრამ მორცხვობაც მახასიათებს. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ კეთილიც ვარ.
- ქალისთვის გიკოცნია?
- კი, ჩემი დაქალისთვის.
- აბორტის მომხრე ხარ?
- არავითარ შემთხვევაში არ ვარ აბორტის მომხრე, თუმცა არსებობს გარემოებები, როდესაც სხვა გზა არ არსებობს. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ შეყვარებულმა მიგატოვა ან ქმარს დაშორდი, ვგულისხმობ ნაყოფის ანომალიებს ან დედის სიკვდილის საშიშროებას.
- კაცთან არაოფიციალურად გიცხოვრია?
- არა... უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს არჩევანზე საზოგადოების აზრს არ მოუხდენია გავლენა, თუმცა პირველ ქმართან ხელი მოწერილი არ მქონდა, ასე რომ, შეიძლება არაოფიციალურად ჩაითვალოს. მასთან გაშორების მერე დიდი ხანი აღარავისთან მქონია ურთიერთობა. მეორე მეუღლე რომ გავიცანი, მალევე გავყევი ცოლად. მასთან გაყრის შემდეგ ძალიან ფრთხილი გავხდი. ვცდილობ, ჩემს შვილს არ გავაცნო მამაკაცები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს. არ მინდა, ჩემმა შვილმა სტრესი მიიღოს, შეიყვაროს კაცი, შეეჩვიოს მასთან ერთად ცხოვრებას, ერთ დღეს კი გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ ის ადამიანი ჩემ გვერდით აღარ არის.
- როგორ გგონია, უცხოელები უკეთესები არიან სექსში თუ ქართველები?
- არ ვიცი. უცხოელთან ინტიმური კავშირი არ მქონია.
- ვინმეს ოჯახი დაგინგრევია?
- არასდროს! ძალიან ეგოისტი ვარ, ვერ შევეგუები, რომ კაცი, რომელიც მიყვარს, სხვა ქალთან იწვეს. მინდა, როცა დავურეკავ, მიპასუხოს, დამელაპარაკოს და ცოლს არ დაემალოს. დაოჯახე-ბულ მამაკაცებთან საქმეს არ ვიჭერ.
- უახლოეს დაქალს კაცის წართმევას აპატიებ?
- არა.
- გინდა, შვილი დაგემსგავსოს?
- არა. ისეთი თვისებები მაქვს, რაც არ მომწონს.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''