23 თებერვალი, 2015
რატომ ანერვიულა ქმარ-შვილი მაკა ზამბახიძემ - ''მათთან დარეკვა მიჭირს...''
მომწონს შოუს წამყვანობა, უნიჭიერესი და ფანტასტიკური პარტნიორი მყავს ''იმედის'' ეთერში პროექტ ''ორი ვარსკვლავის'' მეორე სეზონი დაიწყო, სადაც დუტა სხირტლაძის თანაწამყვანად, ლელა წურწუმიას ნაცვლად, მაკა ზამბახიძე გამოჩნდა. მაკასთან ინტერვიუ ამ სიახლეზე ჩავწერეთ.

- როგორ გაჩნდა იდეა, რომ ''ორი ვარსკვლავის'' ერთ-ერთი წამყვანი ყოფილიყავი?
- დამირეკეს ''იმედიდან'' შემოთავაზებით, რასაც, შემიძლია გითხრა, დაუფიქრე-ბლად დავთანხმდი. მართალია, გრანდიოზული და მასშტა-ბური პროექტი ღია ეთერში არ წამიყვანია, მაგრამ როცა მე და რატიმ ''ახალი ტალღა'' მოვიგეთ, ''იმედის დილაში'' ''ნუცას სკოლა'' ღია ეთერში მიგვყავდა. მართალია,
ეს 7 წლის წინ იყო, მაგრამ ყურთან მუშაობა, ლაივში წაყვანა უცხო და მთლად ახალი არ იყო ჩემთვის. როცა ასეთ რაღაცას გთავაზობენ, ე.ი. შენგან რაღაც საინტერესოს ელიან. ჩემთვის მსმენელი და მაყურებელი ძალიან ძვირფასია, ისინი კი ყოველთვის ახალს ელიან, ვიფიქრე, ეს ამპლუაც არ იქნე-ბოდა ურიგო ჩემთვის. თან, სიმღერას ვუთავსებ, პირველი ლაივი სიმღერით გავხსენი და შემდგომშიც შეიძლება, ჩემი პროფესიით წარვდგე მაყურებლის წინაშე. მომწონს შოუს წამყვანობა, უნიჭიერესი და ფანტასტიკური პარტნიორი მყავს – დუტა სხირტლაძე, ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობა მიწევს.
- პირველ ლაივზე ღელავდი?
- საერთოდ, არ მჩვევია ისეთი ღელვა, რომელიც შეიძლება, სხვას გადაედოს, პირიქით, ყოველთვის სხვას ვაწყნარებ, ან თუ ვღელავ, გარეგნულად არ მეტყობა. ამჯერად კი ჩემი ნერვიულობა ყველას გადავდე. ჩემი ქმარი და შვილი ისეთ დღეში იყვნენ, მათ სახეებს რომ ვუყურებდი, არანაირი იმედის მაჩვენებელი აღარ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, ყველაფერი გამოგივაო. კარგა ხანია, ასე არ მინერვიულია. პირველი ლაივი სიმღერით გავხსენი, შემდეგ კი სიტყვა უნდა წარმომეთქვა, როგორც წამყვანს, შესაბამისად, ''ორი ვარსკვლავის'' გახსნა ემოციურად ძალიან დატვირთული გახლდათ.
- ამ ორი ლაივის განმავლობაში თუ გქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა?
- პატარა მომენტები იყო, ტექსტში ცვლილება შეიტანეს და მე და დუტამ სათქმელი ვერ გადავინაწილეთ, ერთ მომენტში დუტამ თქვა ჩემი ტექსტი და მე – მისი, ერთადერთი ეს გადათამაშება იყო, რამაც პატარა პაუზა გამოიწვია. ეს არავის შეუმჩნევია. სხვა მხრივ კი არანაირი ლაფსუსი არ გვქონია. სხვათა შორის, პირველ ლაივთან შედარებით, მეორე გადაცემაზე თავს ამ ამპლუაში უფრო უკეთ ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან ბევრი ვინერვიულე.
- შოუს წაყვანა შრომატევადია? მოითხოვს წინასწარ მზადებას?
- შრომა პირდაპირ ლაივზე იდება, მანამდე მონაწილეების რიგითობა არაა დადგენილი, ასევე სხვა დეტალებიც მუშავდება. ტექსტებს ორი დღით ადრე ვეცნობით, მთელ ჩვენს ენერგიასა და დიდ შრომას ლაივში ვდებთ. წამყვანზე ძალიან ბევრი რამ ყოფილა დამოკიდებული, დინამიკა შოუს დასაწყისიდან ბოლომდე უნდა იყოს აღმავალი, შენი განწყობა გადადის მაყურებელზე, მნიშვნელოვანია, როგორ გამოაცხადებ კონკურსანტებს, როგორი შემართებით, როგორ შეძლებ მათ დამშვიდებას. ამ საქმეში დუტა შეუდარებელია, პროფესიონალია, მაგრამ შოუს ორი წამყვანი ჰყავს და დრაივი, დინამიკა ორივესგან საჭიროა.
- მონაწილეები აღიარებენ, რომ სიმღერა არაპროფესიონალისთვის რთული ყოფილა, ასეა წამყვანობაც?
- ყველა საქმე რთულია. რასაც აკეთებ, მაქსიმალურად კარგად უნდა გააკეთო, შესაძლებლობები ბოლომდე უნდა ამოწურო. ვინც შრომას არ დებს, იმისთვის ყველაფერი ადვილია, თუ არ იშრომე, შედეგს ვერ მიაღწევ.
- თუ უყურებ ხოლმე შოუს ტელევიზიით?
- რა თქმა უნდა, სახლში რომ მივდივარ, აუცილებლად ვახვევ და ვუყურებ. ერთია ის, რომ ყველა გეუბნება, კარგია ყველაფერიო, მაგრამ არ არსებობს, სადღაც რაღაც გამოსასწორებელი არ იყოს, უნაკლო და უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, ამიტომ საჭიროა ყურება, რომ დაინახო ის ნაკლიც კი, რომელიც სხვებმა ვერ შეამჩნიეს და გამოასწორო.
- როგორი შეფასება მოჰყვა ახალ ამპლუას ოჯახის წევრებისგან?
- ჩემი მშობლები ყოველთვის კრიტიკულები იყვნენ. ბავშვობიდან არ მახსოვს, საქებარი ეთქვათ რამე. არადა, არსებობენ ისეთი მშობლები, რომლებიც არ აქცევენ მცირე დეტალებს ყურადღებას და ამბობენ, ყველაფერი კარგი და მისაღებიაო. ჩემს შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა, ძალიან კრიტიკულები არიან და ამის გამო ყოველთვის, ამა თუ იმ გამოსვლის შემდეგ, მათთან დარეკვა მიჭირს, სულ იმას ვფიქრობ, რას მეტყვიან. ყველაზე კრიტიკული და იმავდროულად ობიექტური შემფასებელი დედაა. არ არსებობს, არ მითხრას, რა იყო კარგი და რა - ცუდი, ასე რომ, მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც შეცდომაზე მიმითითებენ. ვახოც კარგი შემფასებელია, შვილი, სალომე, კი უკვე ჩემი თილისმაა, ორივე ლაივს დაესწრო და მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია.
- კრიტიკა არ დაგიმსახურებია, თუნდაც სოციალურ ქსელში?
- კრიტიკის ქარცეცხლში რომ ვიცით ქართველებმა ადამიანის გატარება, ასეთი რამ არ მსმენია და არც წამიკითხავს, რაღაც ნეგატიური რომ ყოფილიყო, ''ფეისბუქზე'' დამიდებდნენ, ან ვინმესგან მაინც გავიგებდი. დრო არ მაქვს, რომ სოციალურ ქსელს ხშირად ვადევნო თვალი, მაგრამ გარშემო მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მეტყვიან, რამე რომ მოხდეს.
- მაკა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წამყვანის ვიზუალურ მხარეს, ვინ ზრუნავს შენს იმიჯზე?
- ჩემი მეგობარი და უმაგრესი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, მართლა უნიჭიერესია, ამ ბიჭს თვალდახუჭული ვენდობი და უკვე მეორე ლაივია, ჩემი კოსტიუმები ძალიან დიდ კომპლიმენტებს იმსახურებს.
- ლელა წურწუმია იყო ამ შოუს პირველი სეზონის წამყვანი, თუ იცი, მოეწონე წამყვანის ამპლუაში?
- ლელა ჩემი ოჯახის წევრია, გამორიცხულია, მას რაღაც ვკითხო და რჩევა არ მივიღო, ლელასა და მამულიჩასთან ვმეგობრობ. რა თქმა უნდა, დავურეკე და ვკითხე აზრი, მისგან კარგი შეფასება მივიღე.
- რჩევები შოუს დაწყებამდე თუ მოგცა?
- ძალიან უცებ გავიგე, რომ წამყვანი უნდა ვყოფილიყავი. იმ პერიოდში ლელა ქალაქში არ იყო, მცირე დრო იყო დარჩენილი ლაივამდე და ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა, ეთერში გასვლის შემდეგ ვესაუბრე და დადებითად შემაფასა, ძალიან მიყვარს ლელა და მის აზრს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პ.ს. ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით გიორგი ცაავას.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანკა
მე ძალიან მომწონს ორივე . განსაკუთრებით მაკა
15:29 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ხუია
უსაქმურები ხართ .დუტა კი პიჯონა საყურებიანი
11:58 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
მაკა ძალინ დახვეწილია და სასიმოვნო საყურებელია რასაც ვერ ვიტყვით პარტნიორზე.ძალინ სამწუხაროა ამ კრიტიკას ყურადგებას რატომ არ აქცევს დამკვეთიც და წამყვანიც.უნდა გაითვალისწინოთ ეს თქვენს ინტერესებშია.რატი მართლაც შერწყმული მეწყვილე იქნებოდა.პატივისცემით ლელი
11:34 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS