09 ივლისი, 2013
რისთვის უსწორდებოდა მანანა თოდაძეს ქმარი ფიზიკურად
მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მანანა თოდაძემ საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ სოლოკონცერტი გამართა, ჟურნალისტები კვლავ დაინტერესდნენ მისი პირადი ცხოვრებით.

სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.

პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15
წლის ასაკში მოიტაცა მისმა პირველმა ქმარმა მომღერალი, მას მერე მანანა ''ივერიაში'' მოხვდა და ბორის შხიანს დაუახლოვდა, ან დაუახლოვდა კი?..

როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.

ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის.

ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

''ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო''.

რთული მისახვედრი არ არის, რა მდგომარეობას გულისხმობდა მომღერალი. როგორც ამბობენ, ის მოძალადე ქმარს მოსკოვში გაექცა.

კიდევ ერთი ამონარიდი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუდან: ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.

- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი?
- ორივე ქორწინების დროს ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა... ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, შურის მომენტიც იყო.

- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი, უფრო ბევრს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი. ჩემი შებოჭვა არ შეიძლება. რომ დამაბან, ავფეთქდები.

''რეიტინგის''
საიტზე ინტერვიუს ბოლოს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად მაკა წერდა: ''ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა, თქვენ და ბორის შხიანი შერიგდეთ. მინდა, ისევ ლამაზი ოჯახი გქონდეთ''.

კომენტარს სხვა, როგორც ჩანს, მომღერლის პირად ამბებში ჩახედული ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა, - ''მაკა, საიდან მოიტანეთ, რომ ბორისთან მანანა ბედნიერი იყო? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისგანაც ეს გავიგე.

ბორისთან ქალი კი არა, შინაური ცხოველი ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთი დამსახურება ქალბატონი მანანასი ის არის, რომ ამდენი წელი გაუძლო მაგ არაკაცს. ბორია საერთოდ ვინმეს უყვარს?!''

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც უარვყოფთ. ეს ამბებია, ჭორიც და მართალიც. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ნარგიზი
სირცხვილია ბორია სჰხიანზე ამის დაწერა.ერტ ეზოსჰი გავიზარდეტ ქუტაისსჰი.არაცჰვეულებრივ ოჯახსჰი იზრდებოდა.არაცჰვეულებრივი დედის გაზრდიალია და ვერ დავიჯერებ მის სადისტობას.
13:47 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
რატომ წაშალეთ ჩემი კომენტარი? რის მიხედვით "ფილტრავთ" კომენტარებს იქნებ მიპასუხოთ?!
13:33 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
jorika
რაკი ასე უძვრებით საწოლში, გეკითხათ ბარემღაც, ღალატობდა თუ არა ქალბატონი მანანა ქმარს, ან პირიქით ბატონი ბორისი ღალატობდა თუ არა მას. თუ ღალატობდა რა სიხშირით და ვისთან. ჩვენ ვიცნობთ ამ ხალხს და უხერხული მატზე ასეთი რამეების წერა.
12:38 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ოოო კაით რააა, მასე მამაცემი გარეთ ანგელოზი იყო და ყველა იცნობდა როგორც ძალიან წყნარ და კეთილ და სამართლიან, გულიან კაცს, მაგრამ სახლში ცოცხი რატომ აგდია დაბლა და რატომ არაა მიყუდებულიო ამაზე ჯერ ჩემი და დაალურჯა და მერე დედაცემი, რასქვია ჩაერიე ჩემს "აღზრდის მეთოდსი" და ბავშვი ხელიდან გამომღლიტე, როცა ვამათრახებდიო!!სახლსი იმისთანა მხეცი იყო, რაც არ უნდა ჩუმად დავხვედროდით, ყველაფერი მოგვეწესრიგებინა, მაინც მოძებნიდა მიზეზს და გვირტყამდა ქამრით.მახსოვს ჩემი და შეეპასუხა და წიგნი ესროლა სახესი და ცხვირი გაუტეხა 8 წლის ბავშვს!განათლებული იყო, საზღვარგარეთ ნასწავლი, იმდენი ფული ქონდა 2 სართულიან სახლს ლიფტი გამოაბა, არ იცოდა ფული სად წაეღო,ასეა ბევრი კაცი, გარეთ კარგები არიან, სამაგიეროდ ცოლ-შვილს ატერორებენ.დრეს მარტო აგდია მამაცემი ღორივით სიმდიდრეში და ჩვენს ნახვას ნატრობს.რაც დედაჩემმა თავი მოიკლა სახლიდან წავედით შვილები და არც მისი ფული მინდა და არც მისი დანახვა.ეგდოს მარტო და აყუდოს ეხლა ხოცხი კედელს მილიმეტრებში!!
12:34 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მეცოდება ამის დამწერი,ადამიანი რომელიც ბატონ ბორის შხიანზე ამას საუბრობს მართლაც საცოდავია,არასდროს ვკითხულობ ჟურნალებს მაგრამ რომ გავიგე ეს ამბავი რომ არ წამეკითხა არ შემეძლო,საშინელი ტყუილია რაც აქ წერია .ბატონი ბორია ძალიან გაწონასწორებელი,თბილი ,კეთილი ადამიანი. მე იმაზე მწყდება გული რომ ვინც ბატონ ბორის არ იცნობს ყველა დაიჯერებს ამ საშინელ ტყუილს !!!
12:25 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ამდენი ხანია მანანას ოჯახზე არ უსაუბრია, ჟურნალისტები ბევრს სცოდავთ, რა საჩიროა ამის აFიშირება.უმიზეზოდ არავინ ანგრევს ოჯახს.
12:10 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
???
გეთანხმებით ხათუნა "შესამიშნავი და შესაშური" დონის არიან ზოგიერთები აქ.არა უშავს შეიძლება მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა კაცი რომ ქალს სცემს . მეცინება ამასთან დაკავშიებით მეტი არაფერი.
11:33 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
Княгиня
Калбатоно Нино, шеидзлеба Бориси кетилшобили адамиани икос, маграм калебис мимарт аракетилшобили. ра ар гагигиат егети адамианеби? Самцухароа калебис мхридан асети коментареби -"უმიზეზოდ კიდევ არავის არ სცემენ."икнеб калбатон Нинос мосцонс кидев цема да имитом акетебс асет коментаребс.
10:57 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა არის ეს ოჯახის ამბების გამოტანა და მასზე ჭორაობა, აღარ უნდა გავნათლდეთ ეს ქართველები. ასე სიბნელე და სიბეცე იქნება?ვინ არის ეს ჟურნალისტი, ეს სოფლუშკა, გააგზავნეთ უკან, თავის სოფელში.
10:48 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ეს არის უნიჭო ჟურნალისტის მოგონილი სტატია მსგავსი არასოდეს არ უთქვამს მანანას! სისულელეა
00:30 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS