09 ივლისი, 2013
რისთვის უსწორდებოდა მანანა თოდაძეს ქმარი ფიზიკურად
მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მანანა თოდაძემ საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ სოლოკონცერტი გამართა, ჟურნალისტები კვლავ დაინტერესდნენ მისი პირადი ცხოვრებით.

სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.

პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15
წლის ასაკში მოიტაცა მისმა პირველმა ქმარმა მომღერალი, მას მერე მანანა ''ივერიაში'' მოხვდა და ბორის შხიანს დაუახლოვდა, ან დაუახლოვდა კი?..

როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.

ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის.

ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

''ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო''.

რთული მისახვედრი არ არის, რა მდგომარეობას გულისხმობდა მომღერალი. როგორც ამბობენ, ის მოძალადე ქმარს მოსკოვში გაექცა.

კიდევ ერთი ამონარიდი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუდან: ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.

- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი?
- ორივე ქორწინების დროს ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა... ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, შურის მომენტიც იყო.

- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი, უფრო ბევრს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი. ჩემი შებოჭვა არ შეიძლება. რომ დამაბან, ავფეთქდები.

''რეიტინგის''
საიტზე ინტერვიუს ბოლოს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად მაკა წერდა: ''ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა, თქვენ და ბორის შხიანი შერიგდეთ. მინდა, ისევ ლამაზი ოჯახი გქონდეთ''.

კომენტარს სხვა, როგორც ჩანს, მომღერლის პირად ამბებში ჩახედული ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა, - ''მაკა, საიდან მოიტანეთ, რომ ბორისთან მანანა ბედნიერი იყო? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისგანაც ეს გავიგე.

ბორისთან ქალი კი არა, შინაური ცხოველი ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთი დამსახურება ქალბატონი მანანასი ის არის, რომ ამდენი წელი გაუძლო მაგ არაკაცს. ბორია საერთოდ ვინმეს უყვარს?!''

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც უარვყოფთ. ეს ამბებია, ჭორიც და მართალიც. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ნინო
ეს არის სრული სიცრუე.ბორიას და მანანას საუკეტესო,ბედნიერ ოჯახი ქონდატ. ბორია საუცხოო ადამიანია,წარმოუდგენელია ის ფაქტები.ისინი ყველა ტყუილია
01:37 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მანანიკო ხომ გვიკვარდი სიხარული და კიდევ უფრო შეგვიკვარდი ჩენო საყვარელი ულამაზესო და უკეთლესო.შენ არაფერზე ინერვიულო ჩვენო სიამაყევ. ინერვიულოს იმან ვისაც შენნაირი ღვთისნიერი ადამიანის წინაშე ცოდვა მიუძღვის.
21:08 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
მართლა გამეცინა გამეცინა შენს კომენტარზე, როგორ შეიძლება მანანაზე და მის თაობაზე რომლებიც ნამდვილი პროფესიონალები არიან არ ისაუბროს ქართველმა ერმა. რაც შეეხება ბორიას მას ივერიელები არ ემეგობრებიან იმდენად არაკაცურია , ეგეთი არაკაცური კაცი არ დაბადებულა , კაცებს რას გაუბედავდა ჩმორი და ქალები დაცაგრა, ლალი უკვე გვიანია მისთვის ციხე, უკვე კი შეულახა ორივე ცოლს ცხოვრება ანდა ციხეში ეგეთი ბებერი ვიღას უნდა თავისდროზე უნდოდა ეგ. ღმერთის წყალობით მანანა პოპულარულია და ეგ ბოღმა ვის ახსოვს ან რა გასახსენებელია. ქალებო ერთად დავდგეთ და არ დავაჩაგრინოთ თავი არაკაცებს არ გაგვიუბედურონ შვილები
13:54 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამი
არავინ არ იცის ოჯახში ვინ როგორია და რა სიტუაციაა.
13:54 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გამეცინა
მართლა რაგაღადროს მანანა ნატო მეტონიძე ეკა მამალაძე ლიზი ნუკრი და ასე შემდეგ,შეხედეთ ბავშვებს როგორ მღეიან,მათ ფონზე ამათი სიმღერა სირცხვილია უკვე.ხო ანსამბლი ფორტე დამავიწყდა :))))))
12:35 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჭკუის დამრიგებელი
ხალხო, რაღა დროს მანანა თოდაძეა და მითუმეტეს ბორის შხიანი.მეტი საქმე არა გაქვთ??????????
23:54 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლერი ფურცხვანიძე.
მოვუწოდებ,სტატიის ავტორს,ბორის შხიანს,ბავშვობიდან ვიცნობ,და ძალიან ცუდია,როცა სტატიის ავტორი,ასე ტენდენციურია.ოჯახის საქმეში ჩარევა,ძალიან ცუდია,ჩემის აზრით.
23:22 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეს ქალი საერთოდ ვის აინტერესებს. დაილია საინტერესო ხალხი იმათზე რომ წეროთ?
18:16 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,,,,,,
ხალხნო აქ რომ გამოდიხართ და ასეთი იყო და ისეტი იყოო ბორისიო,შეიძლება ქუჩაში ყველასთან კარგი იყო,მაგრამ სახლში მონსტრი. ნუ მასწავლით რაა,მე მაინც მაქვს ჩემს თავზე გამოცდილი. მამაჩემი ქუჩაში ყველას უყვარდა, პატიოსანი ,ალალი კაცის სახელი ჰქონდა,სახლსშ კი ნამდვილი მონსტრი ყო,მთელი ბავშვობა გამიმწარა.
15:59 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ბორის ამ მესიჯს შენ გიგზავნი პირადად, რას მოვესწარი ვენაცვალე ამ სტატიის დამწერს, მე მანანას არ ვიცნობ პირადად მაგრამ მე ბორიას აწ გარდაცვლილი კოლეგის მეუღლევარ და ვიცით რა დღში ყავდა პირველი ცოლი, როგორ ცემდა, ორივე ეგრედწოდებული ცოლები თავის დროზე რომ შეკრებილიყავით ამ ქალების მოძალადის წინაადეგ დგეს ბორია ციხეში იჯდებოდა და იქ ქალებზე მოძალადეებს როგორ ექცევიან ყველამ კარგად იცის თუმცა შე სატანავ ისიც ვიცით რომ შენთვითონ იყავი ძალადობის მსხვერპლი და მაგ ძალადობა წესიერი ქალების დაცაგვრაზე გადაატარე. ძალიან ბევრი რამ ვიცით შენზე შეარაადამიანო მე და ჩემმა მეგობრებმა და თუ მოითხოვა სიტუაციამ კველას მივცემთ ინტერვიუს. მოძალადებ არცერთი შვილი ქალის ნებით არ გაგიჩენია.ჯოჯოხეთო
15:22 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS