09 ივლისი, 2013
რისთვის უსწორდებოდა მანანა თოდაძეს ქმარი ფიზიკურად
მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მანანა თოდაძემ საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ სოლოკონცერტი გამართა, ჟურნალისტები კვლავ დაინტერესდნენ მისი პირადი ცხოვრებით.

სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.

პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15
წლის ასაკში მოიტაცა მისმა პირველმა ქმარმა მომღერალი, მას მერე მანანა ''ივერიაში'' მოხვდა და ბორის შხიანს დაუახლოვდა, ან დაუახლოვდა კი?..

როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.

ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის.

ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

''ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო''.

რთული მისახვედრი არ არის, რა მდგომარეობას გულისხმობდა მომღერალი. როგორც ამბობენ, ის მოძალადე ქმარს მოსკოვში გაექცა.

კიდევ ერთი ამონარიდი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუდან: ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.

- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი?
- ორივე ქორწინების დროს ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა... ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, შურის მომენტიც იყო.

- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი, უფრო ბევრს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი. ჩემი შებოჭვა არ შეიძლება. რომ დამაბან, ავფეთქდები.

''რეიტინგის''
საიტზე ინტერვიუს ბოლოს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად მაკა წერდა: ''ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა, თქვენ და ბორის შხიანი შერიგდეთ. მინდა, ისევ ლამაზი ოჯახი გქონდეთ''.

კომენტარს სხვა, როგორც ჩანს, მომღერლის პირად ამბებში ჩახედული ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა, - ''მაკა, საიდან მოიტანეთ, რომ ბორისთან მანანა ბედნიერი იყო? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისგანაც ეს გავიგე.

ბორისთან ქალი კი არა, შინაური ცხოველი ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთი დამსახურება ქალბატონი მანანასი ის არის, რომ ამდენი წელი გაუძლო მაგ არაკაცს. ბორია საერთოდ ვინმეს უყვარს?!''

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც უარვყოფთ. ეს ამბებია, ჭორიც და მართალიც. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
ნანული
მაგნაირი კაცი უნდა ჩაქოლოთ, მიკვირს ამდენი ძალადობა რატო შეარჩინეთ.
14:57 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ხალხნო ეგ ტყვილები ბორიაზე აჭამეთ თქვენს ახლობლებს, და ღმერთმა ეგეთი ქმრები შეგახვედროთ თქვენ და თქვენ შვილებს ასე , რომ იცავთ სადისტს იმიტომ, რა დღეში ყავდა პირველი ცოლიც წადით გაიკითხეთ! გამომიხვედით აქ მოძალადის ნამუსის მწმენდელები, ან რა სიმღერებს წერდა ან უწერდა , წითწლი მზე შავი ზღვა? მაგას ბოლოდონის მუსიკოსი არ დაწერს მაგნაირს ნინო ჩხეიძე არ იმღერებს, და დიახაც რტყმევა რტყმევაში ამღერებდა მის უნიჭო ნაწარმოებს! მე როივე ცოლის ადგილზე ციხეში გაუშვებდი მაგ ბებერძაღლს!გაამწარა ხალხი, ანათემას უნდა გადაცენ ეგეთი ადამიანები!არაუსავს ცხვირიდან ამოუვა სუყველა კაცს ქალზე ძალადობა.
12:37 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ლელა ნუ ნერვიულობ სიხარულო ესენი მისი შინაურები არიან რომლებმაც სუყველაფერი კარგად იციან მაგრამ სხვა რაგზააქვთ ვიგაცამ ხო უნდა უწმინდოს ნამუსი, მაგრამ ბორიას ნამუს რა გამოწმენდს??? ხუთი კაცის კომენტარი კიარა ხუთიათასი მღვდლის ლოცვა ვერ გაწმენდს მაგ არაკაცს! მე ამ სტატიის ავტორისაც მესმის , წლების მანძილზე იმალებოდა ეს ყველაფერი და რატომ არ უნდა იცოდეს ხალხმა სიმართლე , აქ პირადზე კიარარის საუბარი ჩუმალა ძალადობაზე რომელსაც შხიანი იყენებდა თავის ცოლებზე ეგ არაკაცი,ბოროტი და ბოღმა.დარწმუნებულივარ ამ სტატიის ავტორი მანდილოსანია , რომელსაც გული მანანაზე და ბორიას პირველ ცოლზე კიარა ყველა მამაკაცისგან ცხოვრება დასახიჩრებულ ქალზე ტკივა....
12:36 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ხალხნო ეგ ტყვილები ბორიაზე აჭამეთ თქვენს ახლობლებს, და ღმერთმა ეგეთი ქმრები შეგახვედროთ თქვენ და თქვენ შვილებს ასე , რომ იცავთ სადისტს იმიტომ, რა დღეში ყავდა პირველი ცოლიც წადით გაიკითხეთ! გამომიხვედით აქ მოძალადის ნამუსის მწმენდელები, ან რა სიმღერებს წერდა ან უწერდა , წითწლი მზე შავი ზღვა? მაგას ბოლოდონის მუსიკოსი არ დაწერს მაგნაირს ნინო ჩხეიძე არ იმღერებს, და დიახაც რტყმევა რტყმევაში ამღერებდა მის უნიჭო ნაწარმოებს! მე როივე ცოლის ადგილზე ციხეში გაუშვებდი მაგ ბებერძაღლს!გაამწარა ხალხი, ანათემას უნდა გადაცენ ეგეთი ადამიანები!არაუსავს ცხვირიდან ამოუვა სუყველა კაცს ქალზე ძალადობა.
12:29 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვეფხო
რა სისულელეებს როშავთ ხალხო აზრზე ხაართ..?? თქვენ ხომ მხოლოდ ყურმოკვრით იცით მაგ ადამიანებზე რამე..ან ყურმოკვირთ - "ჩემმა ახლობელმა" ასე თქვააო... მე 15 წელი ვიცხოვრე მაგ ადამიანების მეზობლად ვაკეში,იმავე კორპუსში და იმავე სართულზე და ვერავინ ვერ იტყვის რომ ბორია მანანას ხელით შეეხო კი არა - ხმას აუწია და შეაგინაო..რამ დაგბოღმათ თქვე საცოდავებო..არც მანანა არ იყო მაგის მთქმელი..უნიჭო ჟურნალისტის "გამძაფრებულია" სტატია - ვინმემ ზედ რომ დახედოს, ძაღლად ჩააგდოს და იყოდის ეგ საცოდავი ჟურნალი..(((
12:28 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
იშვიათად ნახავთ ბორისისნაირ კეთილშობილ ადამიანს. ძალიან ახლოს ვიცნობ მაგ ადამიანებს, მათ შვილებს და ორივე ცალ–ცაკე შესანიშნავი ადამიანია, ალბათ ოჯახი არ გამოუვიდათ ერთად, რაც არცთუ იშვიათია. როგორ შეგიძლიათ ასეთი აბსურდის დაკერება– თუ ბორისი სცემდა მანანას ამდენი წლები როგორ გაუძლებდა? მერე ნაცემი გამოდიოდა სცენაზე და მღეროდა? მითუმეტეს, უმრავლესობა მანანას სიმღერების შხიანის დაწერილია. ალბათ სულ რტყმევა–რტყმევაში უწერდა სიმღერებს. უხერხულია ასეთი ცილისწამება. გირჩევნიათ დაფიქრდეთ და მიხვდებით, რომ ეს ვაიჟურნალისტის ნაბოდვარია. ასეც რომ ყოფილიყო, ქალები ამ თემაზე ასე საქვეყნოდ არ ლაპარაკობენ
20:03 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
....
ავტორმა შეიძლება არც იცის, რომ მანანას და ბორიას საერთო ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ.როცა ცოლი ქმარს შვილს დაუტოვებს და თვითობ გასტროლზე წავა ქმარმა რომ უსაყვედუროს საქართველოში გასაკვირი არაა.ვინც ბორიას იცნობს მისთვის წარმოუდგენელია ბორია ქალს ფიზიკურად შეეხოს.ესენი მხოლოდ ჰაერზე მოტანილი სიტყვებია, საქმეში ჩაუხედავებს მიზეზი მიეცათ სალაპარაკოდ
15:20 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
Mariami
ქართველების სენია ეს რაც აქ ხდება , რაღაცას მოვკრავენ ყურს და კუდებს ვაბამთ. როგორ შეიძლება ადამიანზე ილაპარაკო როცა მას არ იცნობ. ვინც ბორია იცნობა გამორიცხულია მასზე ასეთი რაღაც დაიჯეროს , არა არის ბორია ამ ტიპის კაცი და ამ ცილისწამების ღირსი
14:51 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
111
ჩემთვის ყველა მამაკაცი ძალადობასთან ასოცირდება
13:31 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
აუ ნინოხარ თუ ვიგაც ფსევდონიმი ალბათ მაგ ეშმაკის მოციქულის ნათესავი, ღმერთმა მაგნაირი ქმარი შენ და შენ სანათესაოს და Mოდას შეახვედროს, რტყმევაში და ძალადობაში ამოეხადოს სული! ქალი კიარა ჩვენი მტერიხარ მოძალადე არაკაც ბორიას რომ იცავ,ვენაცვალე ამ სტატიის ავტორს ისედაც ვიცოდით ყველამ და გულშევმატკივრობდით მანანას და ეს არაკაცი კიდევ თურმე პირველ ცოლსაც ურტყავდა. სადისტოოოო ყველამ ვიცით სადაა შენი ადგილი ჯოჯოხეთიდან მოვლენილო
09:32 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS