09 ივლისი, 2013
რისთვის უსწორდებოდა მანანა თოდაძეს ქმარი ფიზიკურად
მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მანანა თოდაძემ საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ სოლოკონცერტი გამართა, ჟურნალისტები კვლავ დაინტერესდნენ მისი პირადი ცხოვრებით.

სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.

პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15
წლის ასაკში მოიტაცა მისმა პირველმა ქმარმა მომღერალი, მას მერე მანანა ''ივერიაში'' მოხვდა და ბორის შხიანს დაუახლოვდა, ან დაუახლოვდა კი?..

როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.

ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის.

ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

''ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო''.

რთული მისახვედრი არ არის, რა მდგომარეობას გულისხმობდა მომღერალი. როგორც ამბობენ, ის მოძალადე ქმარს მოსკოვში გაექცა.

კიდევ ერთი ამონარიდი ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუდან: ქალი რომ გათხოვდება, ქმრის გვერდით უნდა იყოს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. თუ პოპულარული ხარ, ეჭვიანობის სცენებიც იწყება. ვინ შემოგხედა, ყვავილი რატომ მოგართვა, ვინ არის?.. მომღერალ ქალს ან ყვავილს მოგართმევენ, ან კომპლიმენტს გეტყვიან. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ, რომ პოპულარული ქალის ქმრობას ეს სირთულეები ახლავს.

- თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი?
- ორივე ქორწინების დროს ასე დამისვეს საკითხი - ან ოჯახი, სადილების კეთება, სამზარეულო, ან კარიერა, სცენა. მე ავირჩიე სცენა... ვფიქრობ, რომ ხელოვანი ხელოვანს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, შურის მომენტიც იყო.

- ამდენი წლის შემდეგ არც ერთი ოჯახის დანგრევას არ ნანობთ?
- იცით რას ვნანობ? უფრო ადრე რომ არ დავანგრიე ოჯახი, უფრო ბევრს მივაღწევდი კარიერაში. შებოჭილი ვიყავი. ჩემი შებოჭვა არ შეიძლება. რომ დამაბან, ავფეთქდები.

''რეიტინგის''
საიტზე ინტერვიუს ბოლოს ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად მაკა წერდა: ''ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა, თქვენ და ბორის შხიანი შერიგდეთ. მინდა, ისევ ლამაზი ოჯახი გქონდეთ''.

კომენტარს სხვა, როგორც ჩანს, მომღერლის პირად ამბებში ჩახედული ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა, - ''მაკა, საიდან მოიტანეთ, რომ ბორისთან მანანა ბედნიერი იყო? ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისგანაც ეს გავიგე.

ბორისთან ქალი კი არა, შინაური ცხოველი ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთი დამსახურება ქალბატონი მანანასი ის არის, რომ ამდენი წელი გაუძლო მაგ არაკაცს. ბორია საერთოდ ვინმეს უყვარს?!''

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც უარვყოფთ. ეს ამბებია, ჭორიც და მართალიც. დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
გოჩა
მივმართავ იმ ქალბატონს, რომელიც წერს, ბორიას არსად არ ეძახიან და მარტოობაშიაო. მე მისი ახლო მეზობელი ვარ და არაფერში ტყუილი ამ მჭირდება ამ შემთხვევაში, მითუმეტეს. ბორიასთან ცხოვრობს მანანას და ბორიას საერთო შვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. და იშვიათად ნახავთ ასეთ თბილ მამას და ბაბუას, როგორიც ბატონი ბორისია. ასე რამ გაგამწარათ ხალხო, წარმოუდგენელია ამ ადამიანს ასეთი საშინელება ჩაედინოს, რასაც თქვენ წერთ, ან თუ თქვენ მართლები ხართ, მაშინ რადიკალურად შეცვლილა ეს კაცი. მთელი ვარანცოვის მეზობლები უდიდეს პატივს ვცემთ. ღმერთმა გაგარკვიოთ სიმართლეში და დაგიფაროთ!!!
01:52 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
გიგა შენ ქუთაისელი კიარა მემგონი საერთოდა საიდანახარ შენთვითონ არიცი, ქუთაისელი ვაჟკაცი შენაირ კომენტარებს არ დაწერდა და საერთოდა კომენტარსაც არ გააკეთებდა, თუმცა მაკამ სწორედ აღნიშნა ეგეთი მოდგმაგაქვთ და ბორიასაც კარგად ვიცნობ და მის ორივე ცოლსაც და ყვერებით შენი ნათესავი ჩამოკიდე რომ არიცის როგორ გამოეყენებინა ის თავის დროს მოძალადე ეგ! რა კაცობაზე ლაპარაკობთ საერთოდ თქვენი მოდგმა ვერიტანს ვერცერთი ხელოვანი შხიანს და არსადაც არ ეძახიან და კიდეც კვდება მარტოობაში, უფალი დიდია , დედაშენს და შენს დებს და შენი ოჯახის ქალებს შეახვედროს ღმერთმა ეგეთი სადისტი! შე არაკაცო შე , ბორიას მცველი აბა რაიქნები, გამოდიხარ და რასიტყვებს წერ , აგეწვათ უნამუსო ნამუსი რომ ხალხმა კიდევ ერთხელ გაიგო რა ნაგავიცაა ბორია, შენ ქუთაისელი კიარა კუტა ისელიხარ, კარგად ვიცნობ ქუთაისლებს საიდან მოხვდით ვაბშე მანდ და რარჯულისახართ არავინ დღემდე არიცის ან ვის რაში აინტერესებთ, და აი მანანა ყველას დღემდე აინტერესებს, და ხალხს გული ტკივა ეგეთმა არაკაცმა როგორ დაიმონა და დააშინა.შენ რაგეტყობა ქუთაისლის აქ რომელი ქუთაისელი დაწერს მაგას რაც შენ დაწერე , არც გვიკვირს თქვენი ჯიშიდან ეგეთი რამ , შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რა დონისახართ შენ და ბორია ხო ვაბშე კაცი კიარა ეშმაკის მოციქულია
01:03 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
"სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს". იმედია ეს შეცდომაა
03:25 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგა
ქალბატონო მაკა საერთოდ არ გიცნობთ ,არც თქვენი შვილო არ ვარ და კიდევ პირადად შეურაჭყოფა ჩემ კომენტარში არავისთვის მიმიყენებია...რაც შეეხება ბორის შხიანის პატიოსნებაზე და კაცობაზე მე პირადად პასუხისმგებელი ვარ...ქალების ჭორაობას და ამ საიტის რეიტინგს თუარ მივაქცევთ ყურადღებას,ნებისმიერმა კაცმა აიგოს თავის თავზე და თქვას ბორიას არაკაცობა და მე გავცემ საკადრის პასუხს.რაც შეეხება ციხეს,რომ დაემსახურებია თავის დროზე გაცემდნენ საკადრის პასუხს..და კიდევ ყველამ თავის ჩათლახ მოდგმას მიხედოს და ჩვენ ჩვენს მოდგმას დავიცავთ რამენაირად....და ვინც გლახად მოგვადგება ყვერებითაც დავკიდებთ.ეხლა არაფერი მაქვს თქვენთან სასაუბრო,საერთოდ არ გიცნობთ,და იმ ოჯახში საერთოდ არ მინახიხართ.ასე რომ ქბ.მაკა მოდი რა ნუ განვსჯით სხვას,ჩვენთვის მაგის უფლება უფალს არ მოუცია...
00:49 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
გიგა შენ ეხლა ბიძაშენი რაც არუნდა დაიცვა აზრი არააქ შვილო, მანანა "ბიცოლა" კიდე თქვენი ბიცოლა იძულებით ტერორის გამო იყო, და მშვენივრად იცი , რომ სურვილიც არასოდეს წამით არ ქონია შხიანების რძლობის, რათქმაინდა გაგაოცათ მანანამ თავისი გამძლეობით იმასაც ვერ ხვდებით იმდენატ უტვინო მოდგმახართ რომ შვილების გამო ითმენდა ამ არაკაცისგან დამცირებას,რაც შეეხება შენს აქ გამოსვლებს ვის რად ჭირდება გნახოს და არაკაც ბორიაზე გესაუბროს, იქნებ შენც მოგინდა მანანას ხარჯზე ცნობადობა, და ამ სტატიაში მანანა რაშუაშია ჯერ აზრის გამოტანა ისწავლე კითხვისას შვილო,თუმცა ნეტა ორივე ცოლს ხმა თავის დროზე ამოეგო და შენ თუ ნამდვილი ქუთაისელიხარ მასეთ კაცებს ციხეზე რას უშვებიან გეცოდინება...რაგა აზრიაქ ბორიას აქ ლანძღვას კი შეიწირა ამ ხალხის წლები და მთელი მსოფლიოს ქაღალდი არ გეყოფათ მთელსაგვარეულოს ნამუსი რომ გამოუწმინდოთ.
13:45 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგა
ჰეი თქვენ ქალბატონო მელაძე,ჯერ ერთი უფლება არ გაქვთ ადამიანს არ იცნობდეთ და აკრიტიკებდეთ.მინდა გითხრათ ბატონ ბორის შხიანზე რომ ის კაცი კიარა კაცების კაციააააა.მე ვარ გიგა ჩოგოვაძე ქუთაისელი და თუ გნებავთ მომძებნეთ და მე გაგაცნობთ ბორის შხიანს და გაგაგებინებთ ის რა კაცია. რაც შეეხება მანანა ბიცოლას,მაგარი გამაოცა:)
12:07 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გივი
კოტე დედობას აშკარად გაუწევდა ლეილას მაგაში ეჭვი არავის ეპარება ))) მამობაზე რა მოგახსენოთ ))) ან შენ კაციხარ რომ აკომენტარებ სტატიას ეჭვს ბადებ აშკარად რომ ბორიახარ და რომ დაწერილი სიმართლეა, ორივე ცოლს და ყველა ქალს ვინც ეგრედწოდებული ვითომ კაცებიდან ძალადობა განიცადა ქედს ვიხდი და ბოდიშს ვუხდი ნამდვილი მამაკაცების სახით, ყველა კაცი კაცი როდია, არარსებობს დაფარული, რომ არ განცხადეს...
23:22 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
შვილო კოტე ნასვამიხარ? შენ შეიძლება საერთოდ თვითონ ბორიახარ, გვჯერა აბა არ გვჯერა , მთელ თბილის გული შეგვტკიოდა ყოველთვის რადგან პირველ ცოლს ვიცოდით რა დღეში აგდებდა და შენ ეხლა ერთს გინდა ღვთისნიერის როლი ითამაშო??? როგორ გისურვო და დაგწყევლო რომ ეგეთი სიძე შემოგივიდეს ოჯახშითქო. შენ გვასწავლე ეხლა ჩვენ ბორიას აფერისტობები და ძალადობები. ვაბშე რაშუაშია ლეილა შვილო? რომელი მოძალადე ანახებს თავის ძალადობას. ლეილამ რომ იცოდეს მისი მამობილის რეალური სახე გამარჯობასაც არ ეტყოდა. ვფიქრობ ამ კომენტარებით მიხვდება დედამისმა შვილების სიყვარულისთვის რას გაუძლო. ხალხი ბრბო არარის ეს სტატია თქვენთვისაა სიახლე.
23:13 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
შვილო კოტე ნასვამიხარ? შენ შეიძლება საერთოდ თვითონ ბორიახარ, გვჯერა აბა არ გვჯერა , მთელ თბილის გული შეგვტკიოდა ყოველთვის რადგან პირველ ცოლს ვიცოდით რა დღეში აგდებდა და შენ ეხლა ერთს გინდა ღვთისნიერის როლი ითამაშო??? როგორ გისურვო და დაგწყევლო რომ ეგეთი სიძე შემოგივიდეს ოჯახშითქო. შენ გვასწავლე ეხლა ჩვენ ბორიას აფერისტობები და ძალადობები. ვაბშე რაშუაშია ლეილა შვილო? რომელი მოძალადე ანახებს თავის ძალადობას. ლეილამ რომ იცოდეს მისი მამობილის რეალური სახე გამარჯობასაც არ ეტყოდა. ვფიქრობ ამ კომენტარებით მიხვდება დედამისმა შვილების სიყვარულისთვის რას გაუძლო. ხალხი ბრბო არარის ეს სტატია თქვენთვისაა სიახლე.
23:10 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კოტე
სიმართლე თუ გაინტერესებთ გეტყვით და შეწყვიტეთ ცილისწამება. მაგ ოჯახის ახლო მეზობელი და კოლეგა ვიყავი წლების განმავლობაში. ბორისმა როცა მანანა შეირთო მას უკვე ყავდა შვილი ლეილა. რომელიც ბორისმა საკუთარი შვილივით მიიღო და გაზარდა, თუ გადახედავთ ლეილა თოდაძის იმტერვიუებს, კარგად დაინახავთ, როგორი სიყვარულით საუბრობს ის შხიანზე. ყველაზე უკეთ შვილს ეცოდინებოდა როგორ ექცეოდა მამობილი დედამისს, დედას როცა სცემენ საკუთარი მამებიც კი შესძაგდებათ-ხოლმე შვილებს, არათუ მამინაცვალი. ახლაც კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ბორიასა და ლეილას. დღემდე სიმღერებსაც უწერს და მამაშვილურ ურთიერთობას აგრძელებენ. ჩვენს კორპუსში ისეთ ახლო ურთიერთობაში ვიყავით, გამორიცხულია ასეთი ცემა-ტყეპა ყოფილიყო და ერთხელ მაინც არ გამოეჟონა ამ ამბავს. ცფიქრობ და ვერ გამიგია ასეთ კარგ ადამიანზე, უწყინარ და თავმდაბალ კაცზე, რატომ წამოვიდა ასეთი აგრესია. თანაც მანანა რომ მოსკოვში წავიდა 11-12 წლის დატოვა თავიანთი გოგონა და ბორიამ გაზარდა, დედობასაც უწევდა და მამობასაც. ეს მთელმა თბილისმა იცის. გულწრფელად მაინტერესებს, მართლა გჯერათ რასაც წერთ ბორიაზე, თუ ამით მანანას გული გინდათ მოიგოთ? თუმცა არამგონია მანანას ავტორიტეტს ალამაზებდეს ეს ტყუილი!!! დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიცნონ ბორის შხიანი და თვითონვე დარწმუნდებიან რა პიროვნებაცაა იგი. ალბათ ამ ვითომ ჟურნალისტს მაგარი გონია თავი, ამდენ ხალხს რომ გული ატკინა. მათ ხომ შვილები, შვილიშვილები და ახლობლები ყავთ. ეს ხომ საქართველოა, ცოტა დაფიქრდით, ასე განუკითხაობა არ შეიძლება. ღმერთი ყველაფერს ხედავს და აფასებს. უფალს ებარებოდეთ!!!
19:48 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS