- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ყველა მომდევნო სეზონი წინა სეზონზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება. ამისთვის ყველა თავდაუზოგავად ვმუშაობთ.
- სოციალურ ქსელში შენს ახალ ვარცხნილობას განხილვა მოჰყვა.
- რატომღაც მიიჩნიეს, რომ ჩემი წინა ვარცხნილობა ერთგვარი საფირმო ნიშანი იყო ჩემთვის და
- ასეთი იმიჯით დიდხანს იქნები, თუ მალე გიხილავთ გრძელ თმაში?
- ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინდება, რომ თმა კიდევ უფრო დავიმოკლო და მერე რა იქნება, არ ვიცი. სერიალის ამ სეზონში ფაქტია, მოკლე თმით ვიქნები. თან, არ მგონია, ანკას ასეთი იმიჯი არ უხდებოდეს.
- რას ფიქრობ შენს გმირზე?
- ადამიანები ხომ ყოველთვის სწორად არ ვიქცევით. როგორც რიგითი ადამიანი, ანკაც ხან სწორად იქცევა, ხან - არასწორად. ეს გოგო ხომ დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. სასაცილო პერსონაჟია. სისულელეებს აკეთებს. რეალურად ჩემზე ხომ არაფერია დამოკიდებუ-ლი. ყველაფერს სცენარისტი წერს. მე, უბრალოდ, როლს ვასახიერებ.
- ანკას მხარეს ხარ ხოლმე?
- ხან მაქვს მის მიმართ პიროვნული სოლიდარობა, ხან ვამბობ, ვაიმე, ეს გოგო რა სულელია-მეთქი.
- მისი ჩადენილი საქციელებიდან, რას არ გააკეთებდი არასდროს?
- ისეთი მიჯაჭვული არ ვიქნებოდი არც ერთი ადამიანზე, როგორც ანკაა ცოტნე ცოტაშვილზე მიჯაჭვული და არც შეპყრობილივით ვეცდებოდი ვინმეს გულის მონადირებას.
- ალბათ, არც წამლებს დალევდი თავის მოკვლის მიზნით...
- ბუნებრივია. ეს ძალიან სასაცილო მომენტი იყო. სინამდვილეში დრამა ვითარდება, მაგრამ კლასიკური ტრაგიკომიკური სცენა იყო, შესასრულებლადაც საინტერესო ჩემთვის, რადგან ამ ეპიზოდს ბევრი შტრიხი ჰქონდა. უნდა მეთამაშა ტრაგედია, როდესაც ადამიანი იქამდე მივიდა, რომ თავი უნდა მოეკლა, მაგრამ მაინცდამაინც არ უნდოდა თავის მოკვლა. როცა შემდეგ ვუ-ყურე, მე, როგორც მაყურებელმა, ბევრი ვიცინე.
- მაყურებელმა გაგიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან''. Oსად უფრო მოგწონდა საკუთარი თავი?
- ძალიან რომ არ მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ, არ გავაკეთებდი. რასაკვირველია, ხშირ შემთხვევაში ბევრი შენიშვნა მაქვს საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივიჩნევ, რომ კარგი პროდუქტი იქმნება. შესაბამისად, ჩემი ორივე პერსონაჟი მეტ-ნაკლებად მომწონს, მაგრამ ბევრი გარემოების გამო ''ჩემი ცოლის დაქალებში'' უფრო მსიამოვნებს თამაში. აქ თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ, რადგან სერიალის შემქმნელებთან უფრო მეტი იდეური თანხვედრა მაქვს. ბევრად საინტერესოა ითამაშო ისეთი გმირი, რომლის ტყავში ყოფნასაც ვერასდროს წარმოიდგენდი. ჩემი აზრით, ანკას თამაში ბევრად უფრო საინტერესოა.
- გადაცემა ''სელფიში'' თქვი, რომ სექსზე საუბარს არ გეგმავდი და ამის გამო ხალხმა ლამის ანათემას გადაგცა. ხალხის რეაქცია მოულოდნელი იყო შენთვის?
- მოულოდნელია ყველაფერი, რაც არაადეკვატურია დროსა და სივრცესთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია ორჯერ ორი ოთხის თემებზე ისტერიკული რეაქცია.
- ხომ არ გინანია, რომ ხმამაღლა თქვი სექსთან დაკავშირებით?
- ერთი კარგი თვისება მაქვს - საერთოდ არაფერს ვნანობ. თან, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არაფერი სანანებელი არ მითქვამს. თუმცა რომც მეთქვა, ალბათ, დიდად არ ვინანებდი.
- დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, იმავენაირად იტყოდი?
- დროის მანქანით უკან დაბრუნებაზე, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, მაგრამ თუ დრომ მოიტანა ისე, რომ სექსი აღარ იქნება საჭირო და რაიმე ეშმაკის მანქანებით იქნება შესაძლებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაშინ ეშმაკის მანქანებზე დაგელაპარაკებით, როგორც მნიშვნელოვან და საჭირო ამბავზე.
- იმავე გადაცემაში აღნიშნე: ''ლამის სექსზე ავიცრუო გული, ისეთი ამბავი მოჰყვა ამ ყველაფერს''.
- ვღადაობ, ვღადაობ (იცინის).
- მესმის, მაგრამ მცირე ხნის წინ კომენტარი წავიკითხეთ სოციალურ ქსელში, რომ შეყვარებულ გიორგი სამხარაძეს დაშორდი.
- დავშორდით. ახლა მეგობრები ვართ. ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადავედით.
- ამ ყველაფრის გამო ხომ არ დაშორდით?
- იმას მეკითხები, შეყვარებულს რომ დავშორდი, სექსი მაინც მაქვს თუ არა (იცინის)?
- ამას არ ვგულისხმობდი, მაგრამ შეგიძლია, უპასუხო ჩვენს კითხვას.Aახლა გყავს შეყვარებული?
- შეყვარებული არ მყავს, რადგან 25 წლის ასაკში ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებით ვარ დაკავებული. შეყვარებული, როგორც ასეთი, ძალიან მეზარება და მარტო თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
- ერთად დიდხანს იყავით.
- ნამდვილად. არაჩვეულებრივი ხუთი წელი გავატარეთ ერთად.
- თქვენი ურთიერთობა შენს თამამ ინტერვიუებს ხომ არ შეეწირა?
- არა, რას ამბობთ. ამ თემაზე ბოლო პერიოდში აღარ გვისაუბრია, რადგან გასარჩევად ძალიან მდარე საკითხია, გიორგისთვის ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიული თემა იყო. უბრალოდ, ცხოვრებაში ორივეს მეტი თავგადასავალი მოგვინდა.
- დაშორების მიზეზი მხოლოდ ეს იყო? მესამე ადამიანი ხომ არ გაჩნდა?
- არა, ასეთი მიზეზები ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა. მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი კონკრეტულ შემთხვევაში.
- მომავალში როგორი ადამიანი გინდა, იყოს შენს ცხოვრებაში?
- ალბათ, მოვკვდები ბევრ კატასთან ერთად. არ ვიცი, ვხუმრობ. არავისთან ერთად ცხოვრება არ მინდა - იქნება ეს დედა, ძმა თუ ბოიფრენდი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მარტო ცხოვრების პირობებში (იღიმის).
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''