20 თებერვალი, 2015
თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''
არაჩვეულებრივი ხუთი წელი გავატარეთ ერთად მსახიობი თინა მახარაძე ყოველთვის გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩევა. ბევრისთვის დახურულ თემაზე გახსნილად ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე, ხშირად აკრიტიკებენ. თინასთან საუბარი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' დავიწყეთ, რომლის ახალ სეზონსაც ბევრი მოუთმენლად ელის.

- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ყველა მომდევნო სეზონი წინა სეზონზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება. ამისთვის ყველა თავდაუზოგავად ვმუშაობთ.

- სოციალურ ქსელში შენს ახალ ვარცხნილობას განხილვა მოჰყვა.
- რატომღაც მიიჩნიეს, რომ ჩემი წინა ვარცხნილობა ერთგვარი საფირმო ნიშანი იყო ჩემთვის და
წერდნენ, როგორ შეველიეო. მაგრამ რეალურად აბსოლუტურად არაფრისადმი არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, მოკლე თმა მქონოდა, მაგრამ ჩემი როლები არ მაძლევდა ამის საშუალებას. გადაღებებისა და სპექტაკლების გამო საჭირო იყო გრძელი თმა. ახლა ნებართვა ავიღე სერიალის პროდიუსერისა და სცენარისტისგან, რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი შემესრულებინა. დიდი ხანი მინდოდა, თმა გადამეხოტრა. ბოლოს მახსოვს, ასე მოკლედ თმა მეათე კლასში მქონდა. რადგან ნებართვა მქონდა, ახალ წელს შევიჭერი და ბედნიერი ვარ. ხალხის აზრი ამ შემთხვევაში 50-50-ზე გაიყო. ზოგი ამბობდა, კარგია, მაგრამ გრძელი თმა უფრო გიხდებოდაო. ზოგი მეუბნება, რომ ეს სტილი ჩემია. მე კი უბრალოდ მოკლე თმაში თავს კარგად ვგრძნობ.

- ასეთი იმიჯით დიდხანს იქნები, თუ მალე გიხილავთ გრძელ თმაში?
- ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინდება, რომ თმა კიდევ უფრო დავიმოკლო და მერე რა იქნება, არ ვიცი. სერიალის ამ სეზონში ფაქტია, მოკლე თმით ვიქნები. თან, არ მგონია, ანკას ასეთი იმიჯი არ უხდებოდეს.

- რას ფიქრობ შენს გმირზე?
- ადამიანები ხომ ყოველთვის სწორად არ ვიქცევით. როგორც რიგითი ადამიანი, ანკაც ხან სწორად იქცევა, ხან - არასწორად. ეს გოგო ხომ დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. სასაცილო პერსონაჟია. სისულელეებს აკეთებს. რეალურად ჩემზე ხომ არაფერია დამოკიდებუ-ლი. ყველაფერს სცენარისტი წერს. მე, უბრალოდ, როლს ვასახიერებ.

- ანკას მხარეს ხარ ხოლმე?
- ხან მაქვს მის მიმართ პიროვნული სოლიდარობა, ხან ვამბობ, ვაიმე, ეს გოგო რა სულელია-მეთქი.

- მისი ჩადენილი საქციელებიდან, რას არ გააკეთებდი არასდროს?
- ისეთი მიჯაჭვული არ ვიქნებოდი არც ერთი ადამიანზე, როგორც ანკაა ცოტნე ცოტაშვილზე მიჯაჭვული და არც შეპყრობილივით ვეცდებოდი ვინმეს გულის მონადირებას.

- ალბათ, არც წამლებს დალევდი თავის მოკვლის მიზნით...
- ბუნებრივია. ეს ძალიან სასაცილო მომენტი იყო. სინამდვილეში დრამა ვითარდება, მაგრამ კლასიკური ტრაგიკომიკური სცენა იყო, შესასრულებლადაც საინტერესო ჩემთვის, რადგან ამ ეპიზოდს ბევრი შტრიხი ჰქონდა. უნდა მეთამაშა ტრაგედია, როდესაც ადამიანი იქამდე მივიდა, რომ თავი უნდა მოეკლა, მაგრამ მაინცდამაინც არ უნდოდა თავის მოკვლა. როცა შემდეგ ვუ-ყურე, მე, როგორც მაყურებელმა, ბევრი ვიცინე.

- მაყურებელმა გაგიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან''. Oსად უფრო მოგწონდა საკუთარი თავი?
- ძალიან რომ არ მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ, არ გავაკეთებდი. რასაკვირველია, ხშირ შემთხვევაში ბევრი შენიშვნა მაქვს საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივიჩნევ, რომ კარგი პროდუქტი იქმნება. შესაბამისად, ჩემი ორივე პერსონაჟი მეტ-ნაკლებად მომწონს, მაგრამ ბევრი გარემოების გამო ''ჩემი ცოლის დაქალებში'' უფრო მსიამოვნებს თამაში. აქ თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ, რადგან სერიალის შემქმნელებთან უფრო მეტი იდეური თანხვედრა მაქვს. ბევრად საინტერესოა ითამაშო ისეთი გმირი, რომლის ტყავში ყოფნასაც ვერასდროს წარმოიდგენდი. ჩემი აზრით, ანკას თამაში ბევრად უფრო საინტერესოა.

- გადაცემა ''სელფიში'' თქვი, რომ სექსზე საუბარს არ გეგმავდი და ამის გამო ხალხმა ლამის ანათემას გადაგცა. ხალხის რეაქცია მოულოდნელი იყო შენთვის?
- მოულოდნელია ყველაფერი, რაც არაადეკვატურია დროსა და სივრცესთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია ორჯერ ორი ოთხის თემებზე ისტერიკული რეაქცია.

- ხომ არ გინანია, რომ ხმამაღლა თქვი სექსთან დაკავშირებით?
- ერთი კარგი თვისება მაქვს - საერთოდ არაფერს ვნანობ. თან, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არაფერი სანანებელი არ მითქვამს. თუმცა რომც მეთქვა, ალბათ, დიდად არ ვინანებდი.

- დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, იმავენაირად იტყოდი?
- დროის მანქანით უკან დაბრუნებაზე, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, მაგრამ თუ დრომ მოიტანა ისე, რომ სექსი აღარ იქნება საჭირო და რაიმე ეშმაკის მანქანებით იქნება შესაძლებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაშინ ეშმაკის მანქანებზე დაგელაპარაკებით, როგორც მნიშვნელოვან და საჭირო ამბავზე.

- იმავე გადაცემაში აღნიშნე: ''ლამის სექსზე ავიცრუო გული, ისეთი ამბავი მოჰყვა ამ ყველაფერს''.
- ვღადაობ, ვღადაობ (იცინის).

- მესმის, მაგრამ მცირე ხნის წინ კომენტარი წავიკითხეთ სოციალურ ქსელში, რომ შეყვარებულ გიორგი სამხარაძეს დაშორდი.
- დავშორდით. ახლა მეგობრები ვართ. ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადავედით.

- ამ ყველაფრის გამო ხომ არ დაშორდით?
- იმას მეკითხები, შეყვარებულს რომ დავშორდი, სექსი მაინც მაქვს თუ არა (იცინის)?

- ამას არ ვგულისხმობდი, მაგრამ შეგიძლია, უპასუხო ჩვენს კითხვას.Aახლა გყავს შეყვარებული?
- შეყვარებული არ მყავს, რადგან 25 წლის ასაკში ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებით ვარ დაკავებული. შეყვარებული, როგორც ასეთი, ძალიან მეზარება და მარტო თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ერთად დიდხანს იყავით.
- ნამდვილად. არაჩვეულებრივი ხუთი წელი გავატარეთ ერთად.

- თქვენი ურთიერთობა შენს თამამ ინტერვიუებს ხომ არ შეეწირა?
- არა, რას ამბობთ. ამ თემაზე ბოლო პერიოდში აღარ გვისაუბრია, რადგან გასარჩევად ძალიან მდარე საკითხია, გიორგისთვის ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიული თემა იყო. უბრალოდ, ცხოვრებაში ორივეს მეტი თავგადასავალი მოგვინდა.

- დაშორების მიზეზი მხოლოდ ეს იყო? მესამე ადამიანი ხომ არ გაჩნდა?
- არა, ასეთი მიზეზები ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა. მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი კონკრეტულ შემთხვევაში.

- მომავალში როგორი ადამიანი გინდა, იყოს შენს ცხოვრებაში?
- ალბათ, მოვკვდები ბევრ კატასთან ერთად. არ ვიცი, ვხუმრობ. არავისთან ერთად ცხოვრება არ მინდა - იქნება ეს დედა, ძმა თუ ბოიფრენდი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მარტო ცხოვრების პირობებში (იღიმის).

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
კატა
მარტოობაში კარგად ვგრძნობ თავსო,შენნაირს მარტოობაში უნდა ამოძვრეს სული,სხვებიც რომ არ დააბინძუროს.
11:43 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ერიხ მარია რემარკს აქვს ესთი რამ ნათვამი არ არსებობს ადამიანი უშეცდომო ბედი ჩვენგან არ მოითხოვს უნიკალური ადამიანის დადგომას ეს რომ შეძლებოდეს ყველანი მუზეუმში ვიქნებოდით ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი მუზეუმში ვერ იქნება რადგან ის ყოველ დღიურად უამრავ შეცდომას უშვებს რომელას არ ნანობს რადგან ის მისითსწავლობს .. თქვნ კიდე ვერც ისე ისწავლით და ვერც ასე რადგან სექსე კამათობთ მერე რაა ?? დღეს რამისაა 14წლის ბავშვი ჩაუგორდეს ბიჭს ლოგინში და 25ი წლის გოგონა თუ ქალიშვილი არაა და თან ამის თქმის არ ცხვენია რადგან მას არ სურს ბოღმიანი გახდეს და გულში რამე ჩიადოს ხალხში უწევს ამაზე ლაპარაკიი ეს ხომ სისულელე არის ეს გოგო ძალიან გამბედავი და ძლიერი გოგონა არის ძნელი არის გყოლოდა მამა რომელიც მთელი საქართველო მასზე ლაპრაკობს და უდიდეს კაცად მიიჩნევდნენ და იყო მისი შვილი რომელიც ამსხვრევს პიარს და არ ცხვენია არაფრის რადგან ის თავისი აზრ თავისუფლეობით და სიტყვა შეუზღუდაობით გაზარდეს რაც ბევრმა დღემდე არ იცის .. ამის გამო დამიჯერეთ მამამისი უფრო იამაყებდა რადგან ეს ყველაფერი საამაყო არის მართლა ..
05:53 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვაიმეე ღმერთო ჩემო ეს რა ხალხი ხართ .. ჯერ რა ენით და რა პირით ჭორაობთ თინაზე ?? ან საერთოდ რატომ კითხვა დამებადა და ვინმე თუ პასუხს გამცემს მადლობას ვიტყვი?? თქვენ ესეთ გოგოზე სალაპარაკო არაფერი გჭირთ რადგან ტელევიზიაში გამოდის დაა რადგან უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ თავისი არ გასჭირვებია რაა !! esrti tinas is pliusi aqvs didi rom tqvenairi adamianebis komenatrebs ar kitxulobs da arcaa sachiroo !! erti rac ar mesmis ratom choravt da ratom utxrit miwas mere kide rom ityvian qristianebi varto da gmertis gvwamsoo vaime!! xalxis garda yvelaferi xart roboti ufro daindobs tavis gamomgonebels vidre tqven tqvenive qveynis moqalaqes raa..aii yvelaze cudi is aris rom shurit skdebit radgan sheidzleba tqven tviton ar gqondet sexsi da amitomac gakicxavt mas.. davijeroo ertxel maincar gqoniat mere ra amshi rame gasatexi aris tu raa ratom gamoiwvia tinas intervium amastan dakavshirebit eseti ajiotaji ? tqven yoooveldge iset bindzur rameebs chasdixart xoo tinam amaze rom ilaparakos xalxshi araferi moxdeba tu mainc da mainc radgan gatxovili araa magis gamo ar unda qondes sexsi .. mere kide ra namusit ityvit evropelebi varto da gamosuli xalxio elementaruli ver shegigniat da sxva ra unda sheignot gamagebinet prosta ? tinas sityvis iseti leqsikoni aqvs tqven rom ert sityvashi mogaketinebt jer unda geamayebodet esedi ganatlebuli da tvitnaswavli gogo qartveli rom aris ... gmerto chemo ogond miwastan gaasworot meti araferi ar gindat da ratom aii risi gshurt sexsiis ar gadamriot vaime mokled raa sul gamagijebt me tqven :D :D mtlad egredacar sheidzleba obi ar daadot .. raicit tinas tqmis ar iyos iqneb tqvenc ar gagisinjiat da magis gamo idzaxit eget ragaceebs .. fuuf mezizgeba eseti laprakii ... yvelaze magari gogo romelic saqartvelos piars fexqvesh telavs da amsxvrevs :D
05:44 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკკკ
ეს გაკორტნილი თავი რო არ გიხდება არაუშავს?
14:07 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია პასუხი:
ცხოვრებაში მარტოსულობა მერე ნახეთ თქვენ რომ თინასავიტ გულწრფეი იყოთ. და ყველა ის ფიქრი თუ ნაჭორევები გამოფინოთ სხვებისადმი, თინას მარტოსულობა მოგონი იქნება. ისე ნიკოლოზ ბარათაშვილიც მარტოსუი იყო-ეს ისე. თინას უამრავი მეგობარი ყავს და ასევე ადამიანებიც, რომლებიც მარტო არ დატოვებენ. და რაღაც პერიოდი მარტო ცხოვვრება მარტოსულობას არ ნიშნავს. თუმცა მეორეს მხრივ თინსნაირი ადამიანი საქართველოში არ მეგულება, ძალიან ძლიერი ადამიანია ჩემი აზრით და ამ მხრივ მარტოსულიცაა შეილება. სინანულს რაც შეეხება, სინანულს აზრი არ აქვს, მთავარია თუ რამე უკეთესად შეგეძლო გაგეკეთებია გამოასწორო. თუმცა თინას რა უნდა ენანა ამ შემთხვევებში ნადმვილად ვერ ვხდები. და კიდე ერთი ძან სასაცილოა ზოგადად ხალხის დამოკიდებულება თინასადმი ნუ რაღაც ნაწილის, მთელი კინომატოგრაფია, ინტერნეტი, თავისუფალ ურთიერთობებს ქადაგებს და ერთი გამაგებიეთ ამაზე ხმას რატო არ იღებთ. თუ თინას სიტყვა ამ ყველაფერზე მეტ გავლენას ახდენს თვქენი აზრით? ეგ ისე.... მართლა ვერ ვგებულობ.
17:55 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მელია ნიკოლოზ ბარათაშვილიც მარტოსული იყო... ეს ისე.. ცხოვრებაში ყველა მარტოსულები ვართ რაღაც მხრივ. თინასნაირი გულახდილობა რომ გამოიჩინო დამიჯერე ნებისმიერი ადამიანი მათ შორის შენც გაცილებით მარტოსული იქნები ვიდრე თინა. აბა დაფიქრდი და მოახსენე ყველა შენს ახლობელ ადამიანს მათ ქცევაზე რაც კი გაგიფიქრებია და გითქვავს რა დაგემართება. თინას პლიუსი კი იმაშია რომ ჯერერთი ყავს ნამდვილი მეგობრები, მეორეც ჩემნარი დამცველები ყოველთვის გამოუჩნდებიან და მესაც თქვენგან განსხვავებით თინასგან ყველამ იცის რას უნდა ველოდოთ. და 100 პროცენტით ვარ დარმწუნებული ეს ადამიანი ცუდს არავის არასოდეს გაუკეთებს. და მის სინანულს რაც შეეხება თვქენი პრობლემაც მაგაშია, ვერ იგებთ მის სიტყვებს ან ძან პირდაპირ იგებთ. სინანულს აზრი არ არ აქვს ცხოვრებაში გაცილებიტ უკეთესია თუ რამე არ მოგწონს შენს თავში გამოასწორო ან შეცვალო. და ასე შემდეგ. ვიდრე თავი ურტყა კედელს. ამის გაკეთებას ჯობია ისწავლო. ისიც სიტყვაზე.... თორე ჩემი აზრით თინას ყველა ჩვენგანზე ნაკლები ,,სანანებელი'' აქვს ცხოვრებაში ჩადენილი....იცით რაზე მეცინება თან მაგრად... მთელი ინტერნეტი, მთელი სერიალები, მთელი უცხოური კინოები, ყველაფერი აბსოლუტურად თავისუფალი სექსის პროპაგანდას ეწევა... და იმაზე სიტყვაზე ხმას რატო არ იღებთ ძან სასაცილოა... თუ თქვენი ჩკუით თინას სიტყვები მეტ გავლენას ახდენს ვიდრე ეგ ყველაფერი? მართლა ძან სასაცილოები ხართ......
15:18 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
ლილი შენი შვილი რომ მოვიდეს გლანდებამდე დასვრილი ასე თბილად მოეფერები.? მიუხედავად ამისა არავის არ აინტერესებს ის რას აკეთებს, მთავარია პროპაგანდას დაანებოს თავი იქნებ შენ ურჩიო. დიახ მიუხედავად ჟურნალისტების მცდელობისა საქართველოში მინეტი ბინძურად ითვლება ,ზოგიერთი ოჯახის გარდა.და ვინც ამას აკეთებს საჭირო ხალხია, ასუფთავებენ სადინარებს.ცუდი ისაა რომ ცდილობენ პროპაგანდას,ოჯახის გარეთ.შენი დაცვა მას არ ჭირდება, და არც თანაგრძნობა.ჩუმად აკეთეთ თქვენი საქმე არასოდეს არავინ არ მოგიკითხავთ.
09:37 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
melia kudigrZelia)))
ნათია, -1-თინას ადვოკატი არა მგონია სჭირდებოდეს,2-10წლის შემდეგ საინტერესოა როგორ ილაპარაკებ, 3- ადამიანი ,რომელიც არასოდეს არაფერს ნანობს,რა ინტელექტსა და მსოფლმხედველობაზე ლაპარაკობს, მტავარ ფუნდამენტალურ კანონთან წინააღმდეგობაშია.თინა არის მარტოსული, თავი მაგარი ჰგონია,თუმც ეს ასე არ უნდა იყოს. უბრალოდ, გაიზრდება და გაუვლის.აი, შერყვნილ იმიჯს კი რაღა ეშველება...
02:16 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თინას ფანებო და თინასნაინო!
გადახედეთ თქვენს კომენტარებს:შემოდგომის მზესმიფიცხებული ორღობის დედაკაცები უკეთესად აზროვნებენ თქვენზე,მადლობა უფალს. უმცირესობაში ხართ და არაფრის გაგებაშიც, ამ დროს. თანაც თავი 32-ე საუკუნისანი რომ გგონიათ?! ხა,ხა და ხახა....
19:54 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
hiugo555-სს ჭორიკანა ხარ საშინელი,რა მოგივიდა,სახელით კაცი მგონიხარ და ასეთი გააფთრებული, მარაზმატიკული მოხუციც არ მინახავს, რა გჭირს,დაანებე ამ გოგოს თავი,არ არის შენი სალაპარაკო მილიონი წელი!!!!! შენ და შენისთანებმა უნდა გვაშინონ ეთიკის კომისიით? მოვკვდი სიცილით.თინა,მიყვარხარ,დედი, ჩემო დახატულო მხატვარო!
18:56 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS