17 თებერვალი, 2015
გია ბაღაშვილი მესამე გოგოს მამა გახდა - ''ბაბუკა'' მათთვის საცეკვაო კომპოზიციებს ასრულებს გიტარაზე''
ორსულობის პერიოდში იცოდნენ, რომ მათი პატარა დაიკო მყავდა მუცელში გია ბაღაშვილისა და თამუნა ტაბატაძის ოჯახს კიდევ ერთი შვილი – მესამე გოგო, მარიამი შეემატა, წყვილთან ინტერვიუ სწორედ ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ ჩავწერეთ, ფოტოები კი ბაღაშვილების ოჯახმა აკო ხარისთვალაშვილის ''აი სი სტუდიო''-ში სპეციალურად ''რეიტინგისთვის'' გადაიღო.

- საუბარი მარიამით დავიწყოთ. გვითხარით, როდის დაიბადა?
გია:

- მარიამი 12 დეკემბერს, შუადღეს დაიბადა. გულის ფანცქალით ველოდებოდით ამ საოცარ ამბავს და მანამდე ერთი რიგითი, კალენდარული დღე, მთელი ჩვენი ოჯახისთვის დღესასწაულად გადაიქცა.
-
მამა ხომ არ დასწრებია მშობიარობას?
თამუნა:
- ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, გია ამჯერადაც არ დასწრებია მშობიარობას, ჩემი სურვილი ასეთი იყო. ძალიან განიცდიდა, ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდა, ამიტომაც არ მინდოდა, ზედმეტად ენერვიულა.
გია:
- ჩვენ შემთხვევაში უცნაურად არის საქმე. იმის ნაცვლად, რომ მშობიარობის წინ მე დავამშვიდო თამუნა, აქეთ მამშვიდებს (იცინის). ახლაც ასე იყო, მე გარეთ ველოდებოდი, თვითონ თურმე უკვე სამშობიარო ბლოკში იყო გადაყვანილი. დამირეკა და მითხრა, მშვიდად იყავი, ჯერ არაფერი ხდება, არ ინერვიულოო. ხუთ წუთში დამირეკა და მახარა გილოცავ, შენი გოგო უკვე გულზე მაწევსო.

- როგორ შეხვდნენ დები მარიამს? ხომ არ იეჭვიანეს?
- ჩვენდა სასიხარულოდ, ორივე - ნინიც და ლიზაც გადასარევად შეხვდნენ პატარა დაიკოს. არანაირი ეჭვიანობა არ გამოუვლენიათ. პირიქით, ძალიან დიდ ზრუნვასა და სითბოს იჩენენ. სამშობიაროდან მარიამის გამოსაყვანად რომ მივდიოდი, ლიზამ კარებთან გამაჩერა და მითხრა: ,,მამიკო, პატარა დაიკოს რომ მოიყვან, მე უნდა დავბანო!'' (იცინის). ერთადერთი ''გასაჭირი'' აქვთ, ხანდახან დედიკოს ვერ იყოფენ (იცინის).
თამუნა:
- ნამდვილად შევეცადეთ, წინასწარ შეგვემზადებინა პატარები. ორსულობის პერიოდში იცოდნენ, რომ მათი პატარა დაიკო მყავდა მუცელში და დიდი მზრუნველობით ეფერებოდნენ, ამბებს უყვებოდნენ. თან მსჯელობდნენ, რა ფერის კაბა უნდა აერჩიათ მისთვის, როცა გაჩნდებოდა.

- თამუნა, როგორი ორსულობა გქონდათ? აწუხებდით გიას ორსულებისთვის დამახასიათებელი პრეტენზიებით?
გია:

- თამუნას პრეტენზიებით ნამდვილად არასოდეს შევუწუხებივარ. საერთოდ, უპრეტენზიო ბუნება აქვს და ორსულობაშიც ასეთია.
თამუნა:
- საბედნიეროდ, ორსულობის პერიოდმა მშვიდად ჩაიარა. ყველაზე მეტად მამხნევებდა ის, რომ გია მუდმივად გვერდით იყო და მაქსიმალურ დროს ატარებდა ჩემთან.

- როგორ შეხვდით მესამე გოგოს ოჯახში?
გია:

- მარიამს ყველანი უდიდესი სიხარულით შევხვდით. პატარას სქესი თავიდანვე ვიცოდით. ადრე რომ მეუბნებოდნენ, მამისთვის გოგო სულ სხვა სითბო და სიყვარულიაო, - ბოლომდე ვერ ვხვდებოდი ამას, სანამ თავად არ გავხდი გოგოს მამა.

- გია, თუ ეხმარებით თამუნას პატარა მარიამის გაზრდაში, საჭიროების შემთხვევაში თუ შეგიძლიათ ბავშვს გამოუცვალოთ პამპერსი, აჭამოთ საჭმელი და ა.შ.
თამუნა:

- გია არაჩვეულებრივი მამაა, ძალიან აქტიურად არის ჩართული პატარების აღზრდაში, ყოველთვის გვერდში მიდგას. რაც შეეხება მარიამის მოვლას, ამაში გიას ჩართვის აუცილებლობა არ არის, რადგან ისედაც სახლში ვარ და ამას თავადვე ვახერხებ.
გია:
- ბავშვებთან მიმართებით, რაშიც რეალურად ვეშველები თამუნას, ეს პატარებთან თამაშია. დიდი მეგობრობა გვაქვს მე, ნინისა და ლიზას, ახლა მარიამიც შემოგვემატა. სხვადასხვანაირი მხიარული თამაშები გვაქვს - მუსიკალური, სპორტული, ლინგვისტური... თამუნა მართლაც უდიდეს დროსა და ენერგიას ხარჯავს. სამი პატარა ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ თამუნას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ახერხებს, ყველაფრისთვის გამოძებნოს დრო, რაც ხშირად უძილო ღამეების ფასად უჯდება. რაც შეეხება ჩვენს მეგობრებს, ისინი ითვალისწინებენ ჩვენს მდგომარეობას და ძირითადად, აქეთ გვსტუმრობენ, რაც ძალიან გვახარებს.
თამუნა:
- სამი შვილი, პირველ რიგში, უდიდესი ბედნიერებაა. რთულია, სამივეს თანაბრად გადაუნაწილო დრო და სითბო. თუმცა, როდესაც ოჯახში სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, მათი აღზრდა უფრო იოლია. საბედნიეროდ, გიასა და მე ერთნაირი ხედვა გვაქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით.

- მიუხედავად დატვირთული ოჯახური ცხოვრებისა, თუ ახერხებთ გასართობად ერთად წასვლას, რომანტიკისთვის თუ გრჩებათ დრო?
გია:
- ერთად ყოფნისა და განტვირთვისთვის დროის მოძებნას ვახერხებთ. მართალია რთულად, მაგრამ მაინც (იცინის). მთავარი სირთულე ბავშვების დატოვებაა, რაშიც ძალიან გვეხმარებიან ჩვენი მშობლები, განსაკუთრებით თამუნას დედა, ქალბატონი ლია.

- როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, ხანდახან მამაკაცები მათ მიმართ ყურადღების ნაკლებობას გრძნობენ და წუწუნებენ. გია, თქვენ როგორ ''ეგუებით'' ამ საკითხს?
გია:
- არაფერი შესაგუებელი არ მჭირს (იცინის). მეტსაც გეტყვით, ორსულობის პერიოდიდან მოყოლებული, არასოდეს მიგრძნია სითბოს ან ყურადღების დეფიციტი თამუნასგან.

- ბატონი ჯემალი როგორი ბაბუაა?
თამუნა:

- პატარებს ბაბუა გამორჩეულად უყვართ. მიმართავენ ''ბაბუკათი''. განსაკუთრებით უყვართ, როდესაც ''ბაბუკა'' მათთვის საცეკვაო კომპოზიციებს ასრულებს გიტარაზე. ძალიან ანებივრებს ნინის და ლიზას, ხშირად უწყობს სიურპრიზებს.
გია:
- მამაჩემი ჩემთან და თეონასთან, ჩემს დასთან, ურთიერთობაშიც ყოველთვის თბილი იყო, მაგრამ შვილიშვილებთან მთლად დამტკბარია (იცინის).

- ბოლოს გვითხარით, ამჟამად რით ხართ დაკავებული და რას საქმიანობს თამუნა?
- ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს სატელევიზიო პროექტზე, ''სტუმრად იუმორინასთან". გარდა ამისა, ვამზადებთ ''ქუჩის მუსიკოსების'' კონცერტს, ამ ჯგუფის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ამ პროექტების მომზადებაში თამუნაც აქტიურად არის ჩართული. სამეცნიერო კუთხით, ვმუშაობ მონოგრაფიაზე, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის საკითხებს ეძღვნება. ვემზადები რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე გამოსასვლელად. ჩემს კოლეგებთან ერთად ვამზადებ გამოსაცემად ჩემი პედაგოგის, გამოჩენილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის კუკური ჭოხონელიძის მონოგრაფიას, რომელსაც მკითხველი მალე იხილავს.
თამუნა:
- გიას იმდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, რომ, პირველ რიგში, ვცდილობ, მას შევუწყო ხელი. თებერვლიდან კი გავაგრძელებ სწავლას უნივერსიტეტში, მარკეტინგის განხრით.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მაგული
ძალიან კარგები ხართ!გაიხარეთ!
12:23 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გეგი78
მაგარი კაცი ხარ გია! ქართულ საქმეს აკეთებ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
11:25 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
რაც ამ კაცმა აკრიტიკა უხეირო მთავრობები, სიცილ სიცილით ხალხის გულისტკივილს ამბობდა, როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ოჯახი, ვერც კი წარმომიდგენია რომ საქართველოში ვინმეს ეგენი არ უყვარდეს, ერთია ამ ოჯახის წევრმა უნდა იცოდეს ვისი გორისაა, და ტრადიციები გააგრძელოს.
19:14 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ულამაზესი ცოლი ჰყავს ღმერთმა კარგად ამყოფოთ
21:14 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
datos
Ra bogma brdzandebit
00:51 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS