- ბევრად ადრე ვიცოდი მანქანის ტარება, ვიდრე მანქანა მეყოლებოდა და ბევრად ადრე მყავდა საკუთარი მანქანა, ვიდრე მართვის მოწმობა მექნებოდა. არასდროს მივლია მასწავლებელთან, პირდაპირ საჭესთან დავჯექი და გავატარე, დავდიოდი ჩემი მეგობრების ან ოჯახის
- თავად დაგყავს მანქანა პროფილაქტიკაში?
- კი, მაგრამ თუ არის ადამიანი, რომელიც წაიყვანს, ხომ კარგი, თუ არადა მე დამყავს, ყველა ხელოსანს ვიცნობ.
- სისწრაფე თუ გიყვარს?
- რისკის ქვეშ არც საკუთარ სიცოცხლეს არ დავაყენებ და არც სხვისას, მაგრამ მოგეხსენებათ, ქალაქში დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა და კიდევაც რომ გინდოდეს, ძალიან სწრაფად ვერ ივლი. თავიდან, ღვედის გაკეთება რომ გახდა აუცილებელი, მიუჩვეველი ვიყავი, მიჭირდა. მერე კამერები რომ დააყენეს, ამასთან შეგუება გამიჭირდა, როცა მეჩქარება, სანაპიროზე სიჩქარის კონტროლი პრობლემაა, ბევრჯერ გადაჭარბების გამოც მომივიდა ჯარიმა, მაგრამ ახლა უკვე დავიმახსოვრე. არ მინდა დავარღვიო, კანონი კანონია.
სისულელეები, ''გონკაობა'' და მსგავსი რაღაცები არ მომწონს, ცუდი ტონია ჩემთვის ქალაქში შეჯიბრება. ძალიან ადრე, როცა ''ბმვ'' მყავდა, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან გამოსულს ვიღაც სრულიად უცნობი მელოდებოდა გარეთ, მეც ''ბმვ'' მყავს და მოდი, დავდგეთ, ფულზე შევეჯიბროთო, ეტყობა, დამინახა, რომ ამ მარკის მანქანით ვიყავი და ეგონა შევე-ჯიბრებოდი. მივხვდი, რომ ხალხი ძალიან აფრენს, მაღაზიებთან ხვდებიან ერთმანეთს და ასეთ რაღაცებს სთავაზობენ, რასაკვირველია, უარი ვუთხარი.
ზოგადად, ვერ ვიტან მძღოლის გვერდით ჯდომას, როგორი გამოცდილი ადამიანიც გინდა მართავდეს მანქანას, ძალიან ვიძაბები, ეს, როგორც ვიცი, მძღოლების ჩვევაა, თუ საჭესთან სხვა ზის, სიჩქარეს რომ მოუმატებს, ცუდად ვხდები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიყვარს ძალიან სწრაფად სიარული. როცა საზღვარგარეთ მივდივარ, იქ ყველაზე მეტად მანქანის მართვა მენატრება, ერთადერთი, რის გამოც მიხარია დაბრუნება, საჭესთან ჯდომაა.
- პატრული რამდენად ხშირად გაჩერებს?
- ახლა აღარ, მაგრამ ადრე ყველაფერზე მაჩერებდნენ, შეიძლება ვარღვევდი, მაგრამ მგონი, უფრო მამოწმებდნენ, ახლა პატრულებსაც გაუიოლდათ საქმე ვიდეოკამერების გამო, მეც ვიდეოჯარიმები უფრო მომდის. ზოგადად, პატრულის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ქალაქში, სადაც პოლიციელები პატრულირებენ, მეც დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს.
- თუ გცნობენ?
- როგორ არა. ადრე მქონდა მანქანის ნომერი ეკო, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ახლა სხვა ნომერი მაქვს, მაგრამ მაშინ ის-ედაც იცოდნენ ჩემი ნომრიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი, თუმცა მცნობდნენ კიდეც. ერთხელ გამაჩერა პატრულმა, არადა, დიდად არაფერი დამიშავებია, ჩემი საბუთები წაიღო გადასამოწმებლად, იმ პატრულის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი სვანი ყოფილა, რომ ნახა ჩემი საბუთები, გადმოხტა და იქვე დავმეგობრდით.
- პირველი მანქანა შენი შემოსავლით იყიდე?
- ყველა მანქანა ჩემი შემოსავლით მაქვს ნაყიდი, შეიძლება, კრედიტის დამატება დამჭირვებია, მაგრამ ძირითადად ჩემი შემოსავლით ვყიდულობ, არ მიყვარს ასეთი რაღაცების მამაჩემისთვის თხოვნა. სულ სამი მანქანა მყავდა, დიდხანს ვიცი ხოლმე ერთი და იმავე მანქანის დატოვება, პირველი იყო ''ბმვ'', დანარჩენი ორი კი ''აუდი'', ''ბმვ'' კარგი მანქანაა, მაგრამ სედან ''ბმვ''-ს აღარ ვიყიდი. ''აუდიზე'' ამბობენ, რთულად შესანახიაო, მაგრამ ყველაფერი კარგი რთულად შესანახია, სამაგიეროდ, კარგად დადის, ზამთარში, თოვლში (იღიმის).
- ქალ მძღოლებზე გავრცელებულ მოსაზრებას ეთანხმები?
- ზოგადად, სტერეოტიპებს არ ვეთანხმები, ქვეყანაზე ყველაფერი ინდივიდუალურია. ერთი მანქანა რომ ჰყავს ქალს და კაცს, უმეტესწილად მას ყოველთვის კაცი აფუჭებს. ზოგადად, მანქანას შორიდან ვამჩნევ, რომელ მხარეს აქვს საჭე, ვინ მართავს, ქალი, მოხუცებული თუ კაცი.
- მაკიაჟი საჭესთან...
- თუ ძალიან მეჩქარება, მაკიაჟს საჭესთანაც ვიკეთებ, თვალის ფანქარიც წამისვამს, პომადაც, ტანსაცმელსაც ვიცვლი, ფეხსაცმელსაც. მანქანაში პატარა სახლი მაქვს, ელექტროჭიქაც კი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ვარჭობ სანთებელას შესაერთებელში და შიგნით ყავას ჩაასხამ თუ ჩაის, აცხელებს, სიცივეში რომ ვჯდები მანქანში, ვაერთებ და ცხელ ყავას ვსვამ, კარგი საშუალებაა.
- როგორია შენი რეაქცია, როცა მძღოლი ცუდად იქცევა და საშინლად არღვევს წესებს.
- თუ შემაფერხა და საშიშროება შემიქმნა, ვუსიგნალებ, ხომ არ შევაგინებ და საშინელებებს ხომ არ ვეტყვი?! თუ დავინახე, რომ თავადაც პრეტენზიით გამოდის და ხელებს იქნევს, მივდევ, ოღონდ მარტო კაცებს, ქალებს - არა. რომ დავეწევი, ფანჯარას ჩავუწევ ხოლმე და ვარცხვენ, ვუმტკიცებ, რომ არ იყო სწორი. ერთი კაცი მიხვდა იმდენს, რომ დამნაშავე იყო და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამასაც ვერ ხვდებიან. ასეთი შემთხვევაც მქონდა, დარღვევით შემოდიოდა ქუჩაზე, მე ვაპარკინგებდი, ისე მომიყენა, დავუძახე, გაიწიე, ვეღარ ვმოძრაობ-მეთქი, ეტყობა, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, ცოლმა გააბრაზა ან სხვა ვინმემ, გადმოხტა მანქანიდან, ფანჯარა ჩამოწეული მქონდა, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ხელი შემოგვიყო ჩხუბით, ვუთხარი, ახლავე პატრულს გამოვიძახებ-მეთქი და მერე წავიდა.
- ამდენწლიანი მძღოლობის მიუხედავად, მაინტერესებს, არასდროს გქონია თუნდაც მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა?
- მცირეე?!. პირველი ჩემი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პატრულს დავეჯახე, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მაშინ ახალი შემოსული იყო პატრული, ჩემ უკან რაღაც ხდებოდა, ასეთ ვითარებაში პატრულს აქვს უფლება, დაარღვიოს წესები და თუ საჭიროა, შუა ქუჩაში მოატრიალოს მანქანა. მე ჩემს გზაზე მივდიოდი, ვერ მოვასწარი დამუხრუჭება და დავეჯახე, მე დამბრალდა, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან გამწარებული ვიყავი, ჩასაბერებიც კი არ იყო იმ დროს, ნარკოლოგიურში წამიყვანეს, ცუდად მახსენდება. ეტყობა, დაზღვევაც არ ჰქონდათ, პატრულის მანქანაც მე გამაკეთებინეს, ჩემიც ხომ თავისთავად გავაკეთე, მაგრამ დღესდღეობით ის პატრული ჩემი მეგობარია, გაჭირვებაში დავმეგობრდით. ერთხელ გია გუმბერიძეს დავეჯახე, ოღონდ ოდნავ. მამაჩემი მამშვიდებდა, ერთი-ორი თუ არ მიარტყ-მოარტყი, მანქანის ტარებას ვერ ისწავლიო და მეც პატრულით დავიწყე, რომ პირველივე ჯერზე დიდი გამოცდილება დამგროვებოდა და მეტი აღაფერი შემმთხვეოდა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''