11 თებერვალი, 2015
დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე - ''გადაცემამდეც ვცხოვრობდით''
ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს ''მარაო რუსთავი 2-'' ზე ახალი სეზონიდან ვეღარ ვნახავთ ''ცეკვის გაკვეთილებს'', რომელიც თბილისში, როგორც თავად ამბობდნენ, ყველაზე შეყვარებულ წყვილს, სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძეს მიჰყავდათ. იმავდროულად ის ამბავიც გავრცელდა, რომ გიორგი და სალომე ერთმანეთს დაშორდნენ.

- გიორგი, რამდენიმე ამბავი გავიგეთ შენ შესახებ და გვინდა გადავამოწმოთ.
- გისმენთ ყურადღებით.

- ამბობენ, ''მარაო რუსთავი 2''-ზე შენი და სალომე ჭაჭუას გადაცემა, სადაც თქვენ მოწვეულ სტუმრებს ცეკვებს ასწავლიდით, დაიხურა.
- გადაცემა დაიხურა. ამ არხზე
რაღაცები იცვლება. ჩემი გადაცემაც დაიხურა. ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს. არ ვიცი, ვნხოთ. 

- შენს გადაცემაზე რას იტყვი? მოგწონდა?
- გადაცემა ძალიან მომწონდა და გადაღებებზე კარგად ვერთობოდით. იმედია, მარტო მე არ მომწონდა და სხვებსაც მოსწონდათ, რადგან რეიტინგი ჰქონდა. ეს გადაცემა ამ სახით შეიძლება, არ გაგრძელდეს და შესაძლოა, ცოტა სხვა ფორმატი ჰქონდეს. რაღაცები ლაგდება და რაღაცები იგეგმება.

- ფორმატის შეცვლაში რას გულისხმობ. შესაძლოა, წამყვანები სხვები იყვნენ, ან რომელიმე შეიცვალოთ?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს ყველაფერი დასაგეგმია. არ მაქვს ინფორმაცია, რას შემომთავაზებენ ''მარაოდან''.

- ''რუსთავი 2''-ზე რჩები ''გააცინე და მოიგეს'' წამყვანად?
- ''რუსთავი 2''- ზე და ''კომედი არხზე'' ძველებურად ვარ.

- შენ შესახებ კიდევ ერთი ამბავი გავიგეთ. ამბობენ, რომ შენ და სალომე დაშორდით და გადაცემის დახურვის მიზეზი ეს იყო.
- არა, არანაირად არაა მართალი. უბრალოდ, გადაცემები როგორც იწყება, ისევე იხურება, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- ე.ი. შენ და სალომე ძველებურად ერთად ხართ?
- მე და სალომეს შორის არაფერი შეცვლილა, ასე რომ, გადაცემის დახურვის მიზეზი ეს ნამდვილად არაა.

- მიზეზიც დაასახელეს, რატომაც დაშორდით.

- რას ამბობენ? მეც მაინტერესებს, გამაგებინეთ.

- თქვენი საახლობლო წრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დიდი ხანი არაა, რაც დაშორდით. შენ მექალთანეობა ''გბრალდება'' და სალომეზე კი ამბობენ, რომ სულ ცეკვებზეა გადართული, ძალიან დაღლილია და ამის გამო ხშირად უხასიათოდაა.

- (იცინის) შეგიძლია დაწერო, რომ ამ ამბავზე ბევრი ვიცინე. არც ვიცი, რა გითხრათ. ათას რამეს ამბობენ.

- ანუ ერთად ხართ და კარგად ხართ?

- კი, გადაცემა ცხოვრებას არ წყვეტს. გადაცემამდეც ვცხოვრობდით და გადაცემის გარეშეც ვიცხოვრებთ როგორმე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვცადეთ სალომე ჭაჭუასთან დაკავშირებაც, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. როდესაც მივწერეთ, რომ მისი და გიორგის დაშორების ამბავი გავიგეთ და გვინდოდა, ეს ინფორმაცია მასთან გადაგვემოწმებინა, მოგვწერა, რომ არავინ არავის დაშორებია და ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა არ სურდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნუნუ
ერთი სული აქვს ხალხს სხვაზე ცუდი გაიგონ.ვითომ რაა,თვითონ უკეთესად იქნებიან თუ სხვას ჭერი თავზე დაექცევა?ბოღმის ნთხევას ჯობია საკუტარი ცხოვრება აიწყონ როგორმე,თორემ ქექვაში წუმპის მეტს ვერეფერს მიაგნებენ.
13:50 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
პიპინიას
:D სოცრად ამაზზრზენი ხალხი ხართ როგორ შეიძელება მთელი ცხოვრება ადამიანს სხვისი ცუდი გახარებდეს. და გასაგებად თქვა ადამიანმა რო უბრალოდ მარაოზე გადაცემა შეწყდა და ეს იმას არ ნიშნავს რო პანჩურით გამოაგდეს . ბოღმიანი ხალხი ხართ თავად არაფრის მიღწევის თავი რომ არ გაქვთ სხვისი მაინც ნუ გშურთ.
13:36 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
ამ რამდნიმე დღის წინ ვარდოსანიძეს კითხეს გადაცემის წამყვანად ბოლო გადაცემებში შენ აღარ იყავი და ხმა გავრცელდა რომ რუსტავი 2 იდან გამოგიშვესო. მან კი ვითომ იღადავა ხო სულ პანჩურის რტყმიათ გამომაგდესო. და ბოლოს დაამატა რას ამბობთ როგორ გეკადრებათო. ეხლა კი იძახის გადაცემა დამიხურესო. ესეიგი მართლა პანჩურით გამოუგდიათ და რა ეღადავებოდა ძალიან მაინტერესებს. ეხლაც ეგრე ღადაობს ვითომ არადა მართლა დაშორდნენ. ვერ ღადაობ ვარდოსანიძე, არ გამოგდის და ჯობია მაიმუნობას თავი დაანებო და სიმართლე თქვა
12:00 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია...
რატომ უნდა დაშორდნენ?! რა ბოროტები, საზიზღრები, შერიანები და უტაქტო ვიგინდარები ხართ!
10:57 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რით არ მოსწყინდა ამ ხალხს სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკი და უაზრო ჭორაობა? დაანებეთ ამ ადამიანებს თავი,მშვენიერი წყვილია! ყველამ საკუთარ ცხოვრებას რომ მიხედოთ უკეთესი იქნება! ჭორიკნების ქვეყანაა რა!...
19:15 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS