11 თებერვალი, 2015
დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე - ''გადაცემამდეც ვცხოვრობდით''
ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს ''მარაო რუსთავი 2-'' ზე ახალი სეზონიდან ვეღარ ვნახავთ ''ცეკვის გაკვეთილებს'', რომელიც თბილისში, როგორც თავად ამბობდნენ, ყველაზე შეყვარებულ წყვილს, სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძეს მიჰყავდათ. იმავდროულად ის ამბავიც გავრცელდა, რომ გიორგი და სალომე ერთმანეთს დაშორდნენ.

- გიორგი, რამდენიმე ამბავი გავიგეთ შენ შესახებ და გვინდა გადავამოწმოთ.
- გისმენთ ყურადღებით.

- ამბობენ, ''მარაო რუსთავი 2''-ზე შენი და სალომე ჭაჭუას გადაცემა, სადაც თქვენ მოწვეულ სტუმრებს ცეკვებს ასწავლიდით, დაიხურა.
- გადაცემა დაიხურა. ამ არხზე
რაღაცები იცვლება. ჩემი გადაცემაც დაიხურა. ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს. არ ვიცი, ვნხოთ. 

- შენს გადაცემაზე რას იტყვი? მოგწონდა?
- გადაცემა ძალიან მომწონდა და გადაღებებზე კარგად ვერთობოდით. იმედია, მარტო მე არ მომწონდა და სხვებსაც მოსწონდათ, რადგან რეიტინგი ჰქონდა. ეს გადაცემა ამ სახით შეიძლება, არ გაგრძელდეს და შესაძლოა, ცოტა სხვა ფორმატი ჰქონდეს. რაღაცები ლაგდება და რაღაცები იგეგმება.

- ფორმატის შეცვლაში რას გულისხმობ. შესაძლოა, წამყვანები სხვები იყვნენ, ან რომელიმე შეიცვალოთ?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს ყველაფერი დასაგეგმია. არ მაქვს ინფორმაცია, რას შემომთავაზებენ ''მარაოდან''.

- ''რუსთავი 2''-ზე რჩები ''გააცინე და მოიგეს'' წამყვანად?
- ''რუსთავი 2''- ზე და ''კომედი არხზე'' ძველებურად ვარ.

- შენ შესახებ კიდევ ერთი ამბავი გავიგეთ. ამბობენ, რომ შენ და სალომე დაშორდით და გადაცემის დახურვის მიზეზი ეს იყო.
- არა, არანაირად არაა მართალი. უბრალოდ, გადაცემები როგორც იწყება, ისევე იხურება, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- ე.ი. შენ და სალომე ძველებურად ერთად ხართ?
- მე და სალომეს შორის არაფერი შეცვლილა, ასე რომ, გადაცემის დახურვის მიზეზი ეს ნამდვილად არაა.

- მიზეზიც დაასახელეს, რატომაც დაშორდით.

- რას ამბობენ? მეც მაინტერესებს, გამაგებინეთ.

- თქვენი საახლობლო წრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დიდი ხანი არაა, რაც დაშორდით. შენ მექალთანეობა ''გბრალდება'' და სალომეზე კი ამბობენ, რომ სულ ცეკვებზეა გადართული, ძალიან დაღლილია და ამის გამო ხშირად უხასიათოდაა.

- (იცინის) შეგიძლია დაწერო, რომ ამ ამბავზე ბევრი ვიცინე. არც ვიცი, რა გითხრათ. ათას რამეს ამბობენ.

- ანუ ერთად ხართ და კარგად ხართ?

- კი, გადაცემა ცხოვრებას არ წყვეტს. გადაცემამდეც ვცხოვრობდით და გადაცემის გარეშეც ვიცხოვრებთ როგორმე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვცადეთ სალომე ჭაჭუასთან დაკავშირებაც, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. როდესაც მივწერეთ, რომ მისი და გიორგის დაშორების ამბავი გავიგეთ და გვინდოდა, ეს ინფორმაცია მასთან გადაგვემოწმებინა, მოგვწერა, რომ არავინ არავის დაშორებია და ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა არ სურდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
სალომე-ს
MAMENტ მოკეტე.
15:26 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე-ს
MAMENტ მოკეტე.
15:26 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
Am xalxis bogma maocebs ai ras ver vxdebi iciiii ratom gixarit mament is rom vigacas ojaxi daengra an am bavshvebs ras erchit mteli saukune rom gamoifinet enaze da micastan ascoret orive dzalian sayvareli da kargiaa da imsaxureben bednierebas tqven ki dabogmvas sheshvit iqneb tqvenc gagimartlot cxovrebashi
08:23 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
სულ არ მაინტერესებს მართლა დაშორდნენ თუ არა, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანდა რო საერთო ბევრი არაფერი ქონდათ და უბრალოდ ვნება ამოძრავებდათ
23:52 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
სამწუხაროა, მაგრამ მართლა დაშორდნენ სალომეს გადატვირთული გრაფიკისა და უხასიათობის გამო.
12:05 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სოპიკო სტეფანიშვილი
ზალიან გამიხარდა რომ შენ და სალომეს შორის არაფერი შეცვლილა და ისევ ერთად ხართ.გმერთმა ქნას რომ სულ ერთად იყოთ.
20:56 / 15-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჭორი არ არიიიის
18:51 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან მიყვარს ეს წკვილი. ბოროტების გულებს ნუ გაახარებთ. გაუფრთხილდით ერთმანეთს.
21:00 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
პიპინია გეტყობა ძალიან გეჩქარება სალომეს და გიორგის ცუდი. დარსმუნებული ვარ მტელი ცხოვრება ერტად უბედნიერსები იქნებიან. ადამიანმა მარაო ახსენა რუსთავი2 და გააცნიე და მოიგე რა შუაშია. გაიხარეთ გიო და სალო... ძალიან უხდებით ერთამნეთს. გვერდზე ბოღმიან-შურიანი ხალხი. ნამდვილად ბევრს დაუდასტურეთ ნამდვილი სიყვარულის არსებობა თვქნეი ერთად ყოფნით. გაიხარეთ.
20:08 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
არ დაიგალეთ თქვე ნაგვებო?!!!!!!!!!!!!
16:46 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS