11 თებერვალი, 2015
დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე - ''გადაცემამდეც ვცხოვრობდით''
ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს ''მარაო რუსთავი 2-'' ზე ახალი სეზონიდან ვეღარ ვნახავთ ''ცეკვის გაკვეთილებს'', რომელიც თბილისში, როგორც თავად ამბობდნენ, ყველაზე შეყვარებულ წყვილს, სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძეს მიჰყავდათ. იმავდროულად ის ამბავიც გავრცელდა, რომ გიორგი და სალომე ერთმანეთს დაშორდნენ.

- გიორგი, რამდენიმე ამბავი გავიგეთ შენ შესახებ და გვინდა გადავამოწმოთ.
- გისმენთ ყურადღებით.

- ამბობენ, ''მარაო რუსთავი 2''-ზე შენი და სალომე ჭაჭუას გადაცემა, სადაც თქვენ მოწვეულ სტუმრებს ცეკვებს ასწავლიდით, დაიხურა.
- გადაცემა დაიხურა. ამ არხზე
რაღაცები იცვლება. ჩემი გადაცემაც დაიხურა. ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს. არ ვიცი, ვნხოთ. 

- შენს გადაცემაზე რას იტყვი? მოგწონდა?
- გადაცემა ძალიან მომწონდა და გადაღებებზე კარგად ვერთობოდით. იმედია, მარტო მე არ მომწონდა და სხვებსაც მოსწონდათ, რადგან რეიტინგი ჰქონდა. ეს გადაცემა ამ სახით შეიძლება, არ გაგრძელდეს და შესაძლოა, ცოტა სხვა ფორმატი ჰქონდეს. რაღაცები ლაგდება და რაღაცები იგეგმება.

- ფორმატის შეცვლაში რას გულისხმობ. შესაძლოა, წამყვანები სხვები იყვნენ, ან რომელიმე შეიცვალოთ?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს ყველაფერი დასაგეგმია. არ მაქვს ინფორმაცია, რას შემომთავაზებენ ''მარაოდან''.

- ''რუსთავი 2''-ზე რჩები ''გააცინე და მოიგეს'' წამყვანად?
- ''რუსთავი 2''- ზე და ''კომედი არხზე'' ძველებურად ვარ.

- შენ შესახებ კიდევ ერთი ამბავი გავიგეთ. ამბობენ, რომ შენ და სალომე დაშორდით და გადაცემის დახურვის მიზეზი ეს იყო.
- არა, არანაირად არაა მართალი. უბრალოდ, გადაცემები როგორც იწყება, ისევე იხურება, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- ე.ი. შენ და სალომე ძველებურად ერთად ხართ?
- მე და სალომეს შორის არაფერი შეცვლილა, ასე რომ, გადაცემის დახურვის მიზეზი ეს ნამდვილად არაა.

- მიზეზიც დაასახელეს, რატომაც დაშორდით.

- რას ამბობენ? მეც მაინტერესებს, გამაგებინეთ.

- თქვენი საახლობლო წრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დიდი ხანი არაა, რაც დაშორდით. შენ მექალთანეობა ''გბრალდება'' და სალომეზე კი ამბობენ, რომ სულ ცეკვებზეა გადართული, ძალიან დაღლილია და ამის გამო ხშირად უხასიათოდაა.

- (იცინის) შეგიძლია დაწერო, რომ ამ ამბავზე ბევრი ვიცინე. არც ვიცი, რა გითხრათ. ათას რამეს ამბობენ.

- ანუ ერთად ხართ და კარგად ხართ?

- კი, გადაცემა ცხოვრებას არ წყვეტს. გადაცემამდეც ვცხოვრობდით და გადაცემის გარეშეც ვიცხოვრებთ როგორმე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვცადეთ სალომე ჭაჭუასთან დაკავშირებაც, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. როდესაც მივწერეთ, რომ მისი და გიორგის დაშორების ამბავი გავიგეთ და გვინდოდა, ეს ინფორმაცია მასთან გადაგვემოწმებინა, მოგვწერა, რომ არავინ არავის დაშორებია და ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა არ სურდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნინი
კარგიტ რა რა სიყვარული 7 წლის ურტიერობა დაანგრიეს
20:00 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ცოტა ხანში ერტად იქნებიან,ეს გვერდე მდგომი ახლობლები ასე რამ გააბოროტა.ტვიტონ ყველაპერი დალხინებული ქონდატ.აქამდე რომ მოვიდნენ.ილიას კომენტარებს სდებენ მივუტევოტ ერტმანეტს.ამ ბავსჰვებს მეორე შანს აგარ უტოვებენ.გმერტის უნდა ეშინოდეს ყველას.ადამიანი რომ მოინანიებს ტყვიას ხომ არ დაახლი შემდეგ კაცია ბოლოს დაბოლოს.არც გოგო იყო უშეცდომო
18:50 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
13
ვისი რა საქმეაა?ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვტ ვის ცხოვრებაში ერევიან?გინდაც დაშორებულიყვნენ ყველამ თავის თავს მიხედონ ურჩევნიატ და სხვის ოჯახებში ნუ ყოფენ ცხვირს
18:15 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დაშორდნენ
დაშორდნენ სალომემ თავი ააარიდა და გიორგი ტყულს ამბობს
19:43 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
არამგონია ასეთი სიყვარული დანგრეულიყო
16:30 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რა გჭირთ
იმაზე მეტი პრობლემები არსებობს ქვეყანაში ვიდრე სხვისი პირადი ცხოვრება, რატო უნდა იყოს სხვისი ან ნებისმიერის გასარჩევი ვერ ვხვდები, დავიჯერო ამაზე მეტი საფიქრალი ქართველებს არ გვაქვს ვიდრე სხვისი დაშორება, შერიგება, ჩაცმა და გავლა-გამოვლაა? შეეშვით რა ერთმანეთს და ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ, ასე გაცილებით მარტივია ცხოვრება დამიჯერეთ..
07:12 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რით ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რომ ცნობადი სახე რომ ხარ,ყოველთვის ისაუბრებენ შენზე! და ეს იმიტო კიარ ხდება რომ ვინმეს უხარია მათი ცუდი,იმიტომ არის ასე,რომ ყოველთვის ინტერესს იწვევს ცნობადი ადამიანების პირადი ცხოვრება! თუ რამე კარგი ხდება მათ ცხოვრებაში ამაზეც ხომ წერენ და საუბრობენ. თუ თქვენ არ გაინტერესებთ მათი პირადი ცხოვრება (მივმართავ იმ კომენტარების ავტორებს,რომლებიც შურიანებად,ბოღმიანებად და ბოროტებად მოიხსენიებს ლამის მთელს ქვეყანას) რატომ მიიქცია სტატიის სათაურმა თქვენი ყურადღება??რატომ შემოხვედით და წაიკითხეთ???
02:08 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატ
ras erchit xalxo am or bednier adamians daacadet bedniereba da tqvenc datkbit sxvisi bednierebit nutu aseti uguloebi xart rom sxvisi ubedureba gindat udides bednierebas imsaxureb ufali gfaravdet da yuradgebas nu miakcevt mat vinc tqveni bedniereba ar uxariat dzalin magari cyvili xart
20:37 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ
არავინარავის არ დაშორებია და ტველამ საკუტარ ქმრებსადა ცოლებს მიხედეტ ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ გხალატობენ ატმებო...ჰაჰაჰაჰაჰა
18:51 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ცქნაფო
აუ რა ცუდია რა მართლა არ მიხარია არავის ოოჯახის დანგრევა მაგრამ ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან და ნამდვილად ვიცოდი რო ესეც იქნებოდა :( მარა რაგას მალავენ რიავიციი რიავიცი
16:33 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS