08 ივლისი, 2013
ნინა სუბლატის, ნუკა გვალიას და მარიკო ლეჟავას რთული საკონკურსო გზა
ფეხმძიმობის პერიოდში ისეთი სიმღერები შევასრულე, განსაკუთრებით ''დიფ ფარფლის'' ტურზე, ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა, მეგონა, მუცელი მოგეშლებოდაო, მაგრამ გადავრჩი. ''საქართველოს ვარსკვლავის'' სამთვიანი სეზონი დასრულდა და დარჩენილ სამ კონკურსანტს ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე სარეპეტიციო დარბაზში მივაკითხეთ. ნუკა გვალიამ, ნინა სუბლატმა და მარიკო ლეჟავამ საკმაოდ რთული გზა გაიარეს. ნუკა ბევრჯერ იყო აუტსაიდერი. კონკურსის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ნუკა ფეხმძიმედაა. რამდენჯერმე ნინაც მოხვდა აუტსაიდერთა რიგებში და ლამის პირადი ცხოვრებაც დაენგრა. რაც შეეხება მარიკო ლეჟავას, ორი კვირის წინ კინაღამ ლევან მასპინძელაშვილის ფანების ''მსხვერპლი''
გახდა. ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა, მაგრამ ფინალისტები დაღლილები და ნანერვიულები ჩანდნენ.

- გოგონებო, როგორ შეაფასებდით რთულ საკონკურსო პერიოდს?
მარიკო:

- პირადად მე რთული, მაგრამ საინტერესო გზა გავიარე. ისეთ ადამიანებს შევხვდი, როგორებიც არიან დეჟა გომესი და ''დიფ ფარფლი~. იან გილანმა ჩაგვიტარა მასტერკლასი. მნიშვნელოვანი იყო ნინო ქათამაძის ტური. ყველაზე მეტად კი ირაკლი ჩარკვიანის ტურს გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პერფორმანსი მაშინ მქონდა. საკუთარი თავი ვიპოვე. არ ვიცოდი, თუ ამ ჟანრშიც შემეძლო სიმღერა.
ნუკა:
- მიუჩვეველი ვიყავი ასეთ რეჟიმს. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება და ახლა აღარ მიჭირს. ძალიან მიყვარს ძილი და რეპეტიციებზე ადრე მოსვლა მიჭირდა, მერე შევეგუე (იღიმება). ამ კონკურსმა დიდი აღიარება და ხალხის სიყვარული მომიტანა.
ნინა:
- რთული გზა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის. მე აქ ჩემი მისიით მოვედი. მინდოდა, შეხედულება შემეცვალა ქართულ შოუბუიზნესსა და მომღერლებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი, რადგან ჩემი თითოეული გამოსვლა იყო სტერეოტიპების რღვევა, ჩაცმულობითა თუ რეპერტუარით. ისეთ რთულ რაღაცას მოვკიდე ხელი, როგორიც ბოლო გამოსვლის დროს ბიორკის სიმღერა იყო. თამამი გამოსვლა მქონდა პირველივე ტურზე, როდესაც სიმღერა ''თოხიც'' შევასრულე. ბეტ ჰარტის სიმღერის დროს, საზოგადოების ნახევარი ამბობდა, რომ ცუდად შევასრულე და ზუსტად ერთ კვირაში ჰარტმა ''ტვიტერის'' საკუთარ გვერდზე დადო ჩემი გამოსვლა და კარგად შეაფასა. რაც მთავარია, კონკურსის განმავლობაში ხალხის დიდი სიყვარული მოვიპოვე.
- განსაკუთრებით რთულად რა გახსენდებათ ამ სამი თვის განმავლობაში?
ნინა:

- პირველი საკონკურსო დღე, როცა არ ვიცოდი, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩემს სიმღერას. იმის მიუხედავად, რომ აუტსაიდერებში მოვხვდი, ხალხი შოკირებული იყო, რომ სმს-ლიდერი არ გავხდი. ბევრი რაღაცის დათმობა მომიხდა კონკურსის გამო.
- რას გულისხმობ?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა კონკურსია. თითოეული ნიუანსი გათვლილი მაქვს და ძალ-ღონეს არ ვიშურებ. ამ დროს სხვა რაღაცები ხანდახან გვავიწყდება. მაგალითად, პირადი ურთიერთობები.
- შენ საკმაოდ მოწესრიგებული პირადი ცხოვრება გქონდა, ხომ არ აგერია?
- დიახ, იმის გამო, რომ საკმარისი დრო არ მქონდა და პროექტს დიდი ნერვები და გაძლება სჭირდება, მე და პიტოს პრობლემები გვაქვს. ამის გამო ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე სიმღერაა.
- პიტომ ხომ არ იეჭვიანა?
- არა, ამის საბაბი არ მიმიცია. უბრალოდ, რაღაცების გამო უთანხმოება მოგვივიდა. დეპრესია არ მაქვს, ვცდილობ, საქმეზე გადავერთო.
ნუკა:
- არც ერთი ჭორი არ მიმაქვს გულთან და რთულად არაფერი გადამიტანია. თანაც, ხალხის კომენტარებს რომ ვაკვირდები, დადებითი ჭარბობს.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს ტატუს, როდესაც მთელი ზურგი მოიხატე...
- ეს არავის საქმე არ არის. ვისაც თავიდანვე არ მოვწონდი, მათგან მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მათ ჩემი ფეხმძიმობის ტესტზეც უარყოფითი კომენტარები გააკეთეს.
- შენ და ნინასაც გაპირისპირებდნენ...
- არა მარტო ნინას, ბოლოს, ირაკლი რომ გავარდა, მისმა ფანებმა საშინელებები დამიწერეს. არ ვიცი, მე რა შუაში ვიყავი. ის ჩვენთვის პატარა ძმა იყო.
მარიკო:
- ძალიან ვინერვიულე, როდესაც ლევან მასპინძელაშვილის გაგდებას მე მაბრალებდნენ. იმ დროს ჩემ ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, ნებისმიერს დაადებდნენ ვეტოს. ბევრმა ვერ გაიგო და მლანძღავდნენ, რომ ჩემი ბრალი იყო და უნიჭო ვარ. ძალიან მეწყინა ეს კომენტარები, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს. მე და ლევანი ახლო მეგობრები ვართ. ერთხელ ვუთხარი, შენი ფანები მერჩიან-მეთქი და მითხრა, დაიკიდეო. შეგნებული ადამიანია და ესმის, რომ ეს ფორმატის ნაწილი იყო.
- ნიკა გვარამიას ფავორიტობაც დაგაბრალეს.
- დიახ, თქვეს, რომ მას უნდოდა ჩემი დარჩენა და გამარჯვება. კიდევ ვიმეორებ, ჩემს მაგივრად ნებისმიერ კონკურსანტს დაადებდნენ ვეტოს.
- ნუკა და ნინა, თქვენ როგორ შეაფასებდით ვეტოს?
ნუკა:

- პროექტის ფარგლებში ამის გამოყენება შეეძლოთ და ძალიან კარგად მოიქცნენ. გამიხარდა, რომ მარიკო დარჩა, ვმეგობრობთ და ჩემი ემოციები ვიდეოშიც ჩანს.
ნინა:
- მეც გამიხარდა, იმიტომ, რომ მარიკო ლეჟავა ჩემი დაქალია. პირველ რიგში, მინდა, მე გავიმარჯვო და შემდეგ, მარიკომ. მისი გამარჯვება იგივე ჩემი გამარჯვება
იქნება. ვეტო კარგი იყო, ვფიქრობ, ვინც ვართ ფინალში, ისინი უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, ვისაც ძალიან გვინდოდა ფინალში გადასვლა და მიხარია, რომ ასე მოხდა.
- ყველაზე მეტად რომელ კონკურსანტზე დაგწყდათ გული?
ნინა:

- ლევან მასპინძელაშვილსა და ლუკა მეტრეველზე.
მარიკო:
- ლევან მასპინძელაშვილზე. ძალიან საინტერესო ადამიანია. საქართველოში მსგავსი ხმის ტემბრი არ მომისმენია. ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო.
ნუკა:
- ოთხ ადამიანზე - ირაკლი ქიმერიძე, ლუკა მეტრეველი, ლევან მასპინძელაშვილი და ლაშა მაღლაფერიძე. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.
- ნუკა, პროექტის მიმდინარეობისას მოულოდნელად გაიგე, რომ ფეხმძიმედ ხარ...
- მოულოდნელად არა, ძალიან მინდოდა. წელიწადზე მეტია, რაც დაოჯახებული ვარ. მე და ჩემი ქმარი, ნიკუშა კობახიძე, უკვე შვიდი წელია ერთად ვართ. ახლა გადავწყვიტეთ, რომ უკვე დრო იყო. ბევრმა მირჩია, კონკურსის პერიოდისთვის არ დამემთხვია, რადგან პროექტში გამიჭირდებოდა, მაგრამ არა უშავს, ძლიერი ადამიანი ვარ. ფეხმძიმობის პერიოდში ისეთი სიმღერები შევასრულე, განსაკუთრებით ''დიფ ფარფლის'' ტურზე, ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა, მეგონა, მუცელი მოგეშლებოდაო, მაგრამ გადავრჩი. ფინალშიც ეს სიმღერა უნდა შევასრულო. საკუთარი თავის და ღმერთის მჯერა.
- რთული ფეხმძიმობა გაქვს?
- როგორც ყველას, მეც მაქვს სისუსტეები, ზოგჯერ დაბალ სიცხეს მაძლევს, მაგრამ წამლები და ვიტამინები მაქვს დანიშნული და ენერგიას მმატებს. ფეხმძიმობის ამბავი დედას ღამის ოთხ საათზე გავაგებინე, ძალიან გაუხარდა, შოკში იყო. მეუღლეს ზოგ მომენტებში ჩავარდნები აქვს, ვერ ითავისებს. ძალიან გვინდოდა, ახალგაზრდა მშობლები ვყოფილიყავით.
- დედა და მეუღლე ძალიან ნერვიულობდნენ კონცერტებზე.
- ყველა კონცერტის შემდეგ ეკა სიხარულისგან აცრემლებული თვალებით მხვდებოდა, მაგრამ როგორც ჩემი მეუღლე ნერვიულობს, ასე ალბათ არასოდეს არავის უნერვიულია.
- როგორ გივლიან ოჯახის წევრები?
- ყველანაირად გვერდში მიდგანან. მეუღლემ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო (იცინის). ეკას რაც უნდა ვუთხრა, მჭირდება-მეთქი, მაშინვე ჩემთან ჩნდება და მოაქვს. პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ხასიათი მეცვლება. ვბრაზდები და მერე ვწყნარდები. ადრე ასეთი რაღაცები არ მჭირდა.
- ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ...
ნუკა:

- ყველა მგულშემატკივრობს. ქუჩაში მცნობენ და მეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი ვარ.
ნინა:
- ზოგისთვის პოპულარობა ის არის, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ჩემთვის სხვა რამეა მთავარი, კარგ საქმეს ვაკეთებ და საყვარელ საქმეს ვემსახურები. თაყვანისმცემელს იმდენად დიდ პატივს არ ვცემ, როგორც გულშემატკივარს, რადგან შრომას გიფასებენ და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.
- ნინა, ახლა მაინც გაგვიმხილე გვარი...
- რეალურად სულაბერიძე ვარ (იღიმება).
Rating
მარიკო:
- ცხოვრების თანამგზავრი არ მყავს, მაგრამ ხშირად მგონია, რომ შეყვარებული ვარ. უცბად ვიღაცაზე გავგიჟდები და რამდენიმე დღეში ვხვდები, რომ არ მყვარებია. ალბათ ეს ასაკის ბრალია, ჯერ 18 წლის ვარ და ალბათ ნელ-ნელა ჩამოვყალიბდები. კონკურსის მეორე ტურის დროს სცენასთან ვიღაც ბიჭი მოვიდა ყვავილებით, ამოსვლა უნდოდა, მაგრამ დაცვამ არ მისცა ამის საშუალება, არ შეიძლებოდა. ''ფეისბუქზეც'' ხშირად მწერენ. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ალეკო ბერძენიშვილმა რომ მომწერა, ძალიან კარგი გოგო ხარო. ჯერ კიდევ ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' მომწონდა და ძალიან ვაფასებ, როგორც მუსიკოსს.
- ნინასთან ერთად ბერას სტუდიაში დადიოდი. სცენაზე რომ დგახართ, გეტყობათ, რომ კარგი სკოლა გაქვთ გავლილი.
- ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ბევრ კარგ მასწავლებელთან გვქონდა ურთიერთობა და საინტერესო დეტალები გვასწავლეს. მარტო კარგად სიმღერა არ არის საქმე, მთავარია, რომელიმე დაუგეგმავ დეტალს ნომერი არ გააფუჭებინო.
- როგორ აპირებთ კონკურსის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას, ნებისმიერ შემთხვევაში, გაიმარჯვებთ თუ არა...
ნინა:
- კარიერის გაგრძელებას ვაპირებ, თან დიდი სტიმულია, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო და ბევრი ელოდება, რას გავაკეთებ ახალს. არ მეგონა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი, მაგრამ კონკურსისგან ადამიანების უსაზღვრო სიყვარული მივიღე.
- ნინა, კონკურსმა შენი პირადი ცხოვრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამ კუთხით თუ გიფიქრია, რამდენად ღირდა?
- როდესაც ადამიანს ნიჭი გაქვს, სახლში თაროზე არ უნდა შემოდო. ძალიან გამიხარდება, თუ მოგვარდება ჩემი პირადი ურთიერთობა. გულდასაწყვეტია, რაც მოხდა. მაინც მგონია, რომ მოგვარდება, სერიოზულიც არაფერია, მაგრამ მაინც არაფერს ვნანობ.
- მახსოვს, ერთხელ ინტერვიუში მითხარი, რომ შენი ცხოვრების ყველა ეტაპს ტატუებით გამოხატავ სხეულზე. პროექტის განმავლობაში ახალი ტატუ ხომ არ გაგიკეთებია?
- კოჭზე ფრთიანი კატა დავიხატე და კონკურსი რომ დამთავრდება, მინდა, ციფრი სამი დავიწერო. ხომ არის ყველას ცხოვრებაში საყვარელი ციფრები, მეც ასე ვარ. მესამე კასტინგზე მოვედი პროექტში, მესამე ჯგუფში შევედი. ხშირად მესამე გამოვდიოდი კონკურსზე, ან მესამე ბლოკში ვხვდებოდი. ახლაც სამეულში მოვხვდი და მგონი, ფინალშიც მესამე გამოვდივარ. საბოლოოდ მესამე ადგილზე თუ არ გავედი, მართლა დავიწერ სამიანს (იღიმება).
მარიკო:
- სხვა არაფრის ნიჭი არ მაქვს. ბავშვობიდან ჩემი ჰობი და ცხოვრების ნაწილი სიმღერაა. მაქსიმუმს ვაკეთებ, როცა ვმღერი. რასაც ვერ ვამბობ, სიმღერაში ვდებ. ძალიან მინდა, ჩემი კარიერა უცხოეთში გავაგრძელო და რამდენად ამბიციურადაც უნდა ჟღერდეს, ამის დიდი იმედი მაქვს.
ნუკა:
- კონკურსით არ იწყება და არ მთავრდება ყველაფერი. ჩემთვის რეპეტიცია დამღლელი არასოდეს ყოფილა, რთული ის იყო, რომ ჩემი მეგობრები აღარ არიან პროექტში. ყველაზე მძიმედ ეს გადავიტანე. ვერ ვეგუებოდი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსებში ასე ხდება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
გოგა
ძალინ ცუდი ნიკაპი და ყბა აქვს მარიკოს.
15:18 / 24-07-2013
გამოხმაურება / 0 /
xoo momgerali silamazit gansajet, magaliti: Nina Simone xo amshvenebs tavisi silamazis scenas? mara dedis mucels ar tynavs ise ar mgeris? mariko unichieresi gogoa , nina iseti tipshaa kakras saq. showbusinesshi unda iyos : )) mara amsterdamshi vcxovrob da nuka visac movasmenine gaaamoylevda sastavi ... da bolos mekitxebodnen raze ver gavida 1 adgilzeo da mere megadavebodnen exla gvesmis saqartvelodan raze gamoiqecio :D yvelapershi usamartlobao :)) nuka imena diva momgerali xar rogoric Beyonce da sxva mciredia , nina gavs Britney kesha da bla bla bla tanci tunci fuchurgadmogdebul momgerlebs :)) es chemi azria da visac ar mogcont makocet 29 wlis yleze.
05:10 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
კაცის გამოხედვა და მიმიკა აქვს მარიკოს.
11:54 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალიკ
მარიკოს ნიკაბი და ყბა არ უვარგა,ხმა მართლა უნიკალური აქვს
09:12 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
მართლა რა ულამაზო ცხენქალაა ეს მარიკო.ხმა კაეგი აქვს,მარა გარეგნულად ტეხავს
11:26 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS