- შეგიძლიათ, გაიხსენოთ ძმასთან შეხვედრის ბოლო დღე და როგორ განწყობაზე იყო?
- ბოლოს რომ შევხვდი, დიდი იმედი ჰქონდა, რომ უახლოეს დღეებში გაიხსნებოდა ზურას საქმე. იმედიანად იყო და განწყობაც შედარებით გამოუკეთდა ბოლო დროს.
- თქვენ იცით, ვინ უნდა ყოფილიყო მოწმე, რომელიც საქმეს მთლიანად შეცვლიდა?
- ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე არ ვარ საქმის კურსში.
- იური ვაზაგაშვილის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები თქვენთვის ცნობილია?
- არა. ბოლო დროს იური ძალიან დაკავებული იყო და მასთან არც მისაუბრია. მისი გარდაცვალების საბედისწერო დღესაც ვნახე, მაგრამ არ გვილაპარაკია. შეხვედრისას გადავკოცნე და მოვიკითხე. არ დაგვცალდა, რომ გავსაუბრებოდი.
- ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა?
- არა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვე-დრის შემდეგ კარგ განწყობაზე იყო - ძალიან დაიმედებული, რომ ამ დღეებში საქმე გაიხსნებოდა. ეს დეტალები გად-მოცემით ვიცი. მასთან ამ ყველაფერზე არ მილაპარაკია.
- ბატონი იური ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც სამართლიანობისთვის ბრძოლაში ჩაება?
- ჩემი ძმა იყო ძალიან კარგი და ხალისიანი ადამიანი, მაგრამ ზურიკოს სიკვდილის შემდეგ შემართება აღარ ჰქონდა. ძალით დადიოდა. ძალიან მძიმე დღეები აქვს გადატანილი. ზურას სიკვდილი დიდი ტრაგედია იყო არა მარტო იურისთვის, არამედ ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც. ტრაგედიას იური არ გაუბოროტებია. სამშაბათს, როდესაც თავისი შვილის საფლავზე მივიდა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. პირველი ის რომ არ მისულიყო, ბევრი დაიღუპებოდა. სო-ფელში ყველა დაკრძალვის შემდეგ ხალხი ზურიკოს საფლავთან გროვდება ხოლმე. ყველას ეცოდება და ყველა ტირის მისი ბედის გამო. იური ისეთი მებრძოლი ადა-მიანი იყო, რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა. ბრძოლას აუცი-ლებლად გააგრძელებდა.
- როდისმე დაცვის აყვანაზე უფიქრია? ანუ იმის განცდა, რომ შეი- ძლება მოეკლათ, როდისმე ჰქონია?
- იურის არასდროს შეშინებია. ჩემი ძმა უშიშარი ადამიანი იყო. გარდა ამისა, ქალებთან ასეთ რაღაცებზე არ ლაპა-რაკობდა. იური იყო კაცი და კაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან.
- როგორც ვიცი, მათ ოჯახში ზურას ძმაც დაიღუპა, ექიმის შეცდომის გამო.
- წლისა და ორი თვის იყო, როდეს-აც დაიღუპა. კასპში ექიმებმა დროული დახმარება არ გაუწიეს.
- იურის ჰყავს მესამე შვილიც, რომელიც არასდროს ჩნდება კამერების წინ.
- ჯაბა ძმებს შორის ყველაზე უფრო-სია. მას ჰყავს თერთმეტი წლის გოგონა, მარიამი. ჯაბა ძალიან მორიდებულია. ყოველთვის ერიდება კამერების წინ რაიმეს თქმას. ზურას სიკვდილის შემდეგ ძალიან შეიცვალა. ტრაგედიის მერე ზოგი ტირის და ამით გამოდის მდგომარეობიდან, ის კი საკუთარ თავში ჩაიკეტა და გულში იხვევს ყველაფერს. ახლა ძალიან რთულ მდგო-მარეობაშია.
- მამის სიკვდილის შემდეგ ხომ არ გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთოს ბრძოლაში, რომელსაც მამამისი შეეწირა?
- უთქმელი ბავშვია და კამერების წინ დებატებს არ გამართავს.
- კლუბ ''ჯაზუში'' ძველებურად შეიკრიბებიან სამართლიანობისთვის მებრძოლი მშობლები?
- ''ჯაზუ'' ეკუთვნოდა იურის და ის თავისი შრომით შექმნა, მოპარული ფუ-ლებით კი არ აქვს გაკეთებული. შვილე-ბის, ჯაბასა და ზურას გაერთიანებული სახელი ჰქვია. შეიკრიბებიან თუ არა იქ ძველებურად დაღუპული ბიჭების მშო-ბლები, ამას ოჯახი გადაწყვეტს.
- ოჯახი რას ფიქრობს, ვის შეეძლო, მსგავსი სისასტიკით იური ვაზაგაშვილის სიკვდილის დაგეგმვა და განხორციელება?
- კონკრეტულ სახელებსა და გვარე-ბს ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, იურის მკვლელობა ზურას საქმის გაგრძელებაა. ზურას საქმეში დევს, ვინ არიან ამ ამბის მონაწილეები. ბევრისთვის ყველაფერი ნათელია და იმ ადამიანების სახელები და გვარები ტრიალებს პრესასა და ტელევიზიაში. მე ვერ დავაკონკრეტებ.
- ბატონი იურის მიერ დადანა- შაულებული ადამიანები ზურას კრი-მინალად მოიხსენიებენ. თქვენ რო-გორ დაახასიათებდით ზურას?
- მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ჯერ მხოლოდ 22 წლის იყო, უნი-ვერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობ-და, როცა მოკლეს. იური რომ კარგი კაცი იყო, ეს ყველამ იცის. იური ზურაში თავის თავს ხედავდა.
- იურის მეუღლეზე ამბობენ, რომ სახლში ჩაიკეტა და არავისთან კონტაქტი არ უნდა.
- დღეს შევხვდი ჩემს რძალს და მართლა ძალიან ცუდადაა. დეპრესიულ მდგომარეობაშია. როგორია, შვილი ექიმებმა მოუკლეს, მეორე შვილი საშინლად დაეღუპა და ახლა მეუღლეც ასე სასტიკად მოუკლეს. სტრესულ მგომა-რეობაშია. მის ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''