როდესაც გიორგიმ მესიჯზე საკმაოდ უცენზუროდ უპასუხა, ბიჭი ამანაც არ შეაშინა და პოზების შეთავაზებაზე გადავიდა. საღამოს ამ ამბის შესახებ რამდენიმე მეგობარს მოუყვა. ბიჭებმა
მოგვიანებით ერთ-ერთ მათგანს გამოუტყდა კიდეც, რომ იკო ერქვა და თავისი მრავალფეროვანი ფანტაზიები გადაუშალა. ამ ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი ის გახლავთ, რომ იკოს „მსხვერპლი“ მხოლოდ ეს ორი ახალგაზრდა არ ყოფილა და ჩვენ დაახლოებით ათი მამაკაცი აღმოვაჩინეთ, რომლებსაც ერთი და იმავე ნომრიდან მამაკაცი სასიყვარულო მესიჯებს სწერდა სექსმომსახურების შეთავაზებით. მამაკაცების ასაკი 25-40 წლამდეა.
როგორც ჩანს, სასურველი მამაკაცის ასაკს ხმის მიხედვით ადგენს და ისე აბამს ფლირტს, რადგან გამორიცხულია, ყველა მათგანს პირადად იცნობდეს ან ის იცოდეს, როგორ გამოიყურებიან. სექსმუშაკის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ქალებს ერიდება. მაგალითად, ერთ-ერთი მამაკაცი მოგვიყვა, რომ როდესაც მას გინებითაც ვერ დააღწია თავი, ბოლოს მისწერა, რომ ეს ქალის ნომერი იყო, რის შემდეგაც იკომ მალევე გადმორეკა და გოგონას ხმის გაგონების შემდეგ ამ ნომერზე მესიჯი აღარ გამოუგზავნია.
იკოსთან დარეკვა ჩვენც ვცადეთ, ექსპერიმენტში ერთ-ერთი თანამშრომელი მამაკაცი ჩაერთო. ორი ზარის შემდეგ გვიპასუხა. მამაკაცის ხმის გაგონებისთანავე, რომელსაც ვითომ ნომერი შეეშალა, საუბარი გაუბა და ჰკითხა, სხვა რამეც ხომ არ სურდა. ტელეფონის გათიშვის შემდეგ კი დაახლოებით ორ წუთში მესიჯი გამოუგზავნა, სადაც დეტალურად და საკმაოდ უცენზუროდ აღწერდა, რა სახის სექსუალური მომსახურების გაწევა შეეძლო.
იკო, რომელმაც თბილისელი მამაკაცები ააფორიაქა, ჯერჯერობით სახეს არ აჩენს. საკმაოდ უცნაურია მისი სატელეფონო ნომერიც, რომელზე დარეკვის შემდეგ სხვა ნომერზე ხდება გადამისამართება და ახალგაზრდა მხოლოდ ამის შემდეგ გპასუხობთ.
გადამისამართებული ზარებით აფერის მსხვერპლი ქართველები არაერთხელ გამხდარან. ამ შემთხვევაში მათ ტელეფონზე საკმაოდ გვარიანი თანხა ეჭრებოდათ, მაგრამ ამ ისტორიაში ესეც გამოირიცხა. ვინ არის, რა უნდა და რის მიღწევას ცდილობს იდუმალი სექსმუშაკი, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.
ან რატომ გადაწყვიტა ამ სახით მამაკაცების შებმა და გინებისა და ჩხუბის მიუხედავად რატომ აგრძელებს სასიყვარულო მესიჯების მიწერას. იკოსთვის, ალბათ, ესეც ერთგვარი გართობაა და დარწმუნებულია, რომ თუ არ გამოუვა ერთთან, ორთან, სამთან, აუცილებლად გამოუვა მეოთხესთან და ამ შემთხვევაში სასიყვარულო და საალერსო სიტყვების დახარჯვა ფუჭად არ მოუწევს.
ქეთი მელაძე
ჟურნალი „რეიტინგი“