29 იანვარი, 2015
ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და ლამაზმანის განქორწინების დეტალები
არ მგონია, რომ თემური ქონების წართმევას მიპირებს 2013 წელს თბილისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოხდა. ბინიდან 80 ათასი ევრო, 20 ათასი ლარი, 10 ათასი აშშ დოლარი და 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაიკარგა.

ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის სახელმაც გაიჟღერა. გაძარცვულ ბინაში, საიდანაც ზემოთ ჩამოთვლილი თანხა და სამკაულები გაქრა, ბექა და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. სახლი მას დროებით ამერიკაში მცხოვრებმა მეპატრონემ ათხოვა.

მოგვიანებით ბექა ამ საქმეზე დაკითხეს კიდეც, რამაც
მისი პროტესტი გამოიწვია. ბინის მფლობელი კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ცოლი ბაია დავითაია აღმოჩნდა. ბაია უგულავას რიგით მეორე კანონიერი მეუღლეა, თუმცა ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობენ.

ბიზნესმენი მსახიობ ეკა ნიჟარაძის უმცროსი შვილის მამაა, თუმცა ნიჟარაძის გარდა, მის სახელს ბევრი ცნობილი ქალბატონი უკავშირდება. მათ შორის იყო ერთ-ერთი პოპულარული ქართველი დიზაინერიც, რომელთან რომანიც ხანმოკლე აღმოჩნდა.

ამბობენ, რომ უგულავა ყოფილ ქალბატონებს ეკონომიკურად უზრუნველყოფილს ტოვებს და ზოგისთვის ბინას ყიდულობს, ზოგსაც ძვირად ღირებული მანქანით ანებივრებს.
უგულავას ეკუთვნის ერთ-ერთი კაზინო, სასტუმრო, ასევე აქვს ხე-ტყის ბიზნესი, ქარხნები. მისი სახელი და გვარი ყოველთვის ხვდება ქართველი მილიონერების სიაში.

ბაია დავითაია შვილის მკურნალობის გამო რვა წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ლუკა ბაიასა და თემურის საერთო შვილია.

Rating

ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე წელში აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაია-უგულავას წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად შორდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობდნენ, აქამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

ბაია დავითაიასთან ინტერვიუ ინტერნეტის საშუალებით ჩავწერეთ. ჩვენს შეკითხვებს მოკლედ უპასუხა, მაგრამ შევეცადეთ, ყველა არსებული ჭორი გადაგვემოწმებინა.

- ბაია, თქვენი სახლი და გვარი პირველად ორიოდე წლის წინ სკანდალური ქურდობის საქმეში გაჟღერდა, როდესაც თქვენი ბინიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს... როგორც ვიცი, ეს საქმე დღემდე არ არის გახსნილი.
- დიახ, მართალია. სამწუხაროდ, ქურდობის საქმე დღემდე გაუხსნელია და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება არანაირ ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს სავარაუდო დამნაშავის გამოსავლენად.
- თქვენ შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის, არასოდეს გილაპარაკიათ ხმამაღლა პირად ცხოვრებაზე, თუმცა თქვენი მეუღლის, თემურ უგულავას სკანდალური პირადი ცხოვრების შესახებ არაერთხელ დაიწერა ყვითელ პრესაში.
- ნამდვილად ასეა, ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გახმაურებისგან და არც მომავალში ვაპირებ ამ წესის შეცვლას. სამაგიეროდ, გაცილებით საინტერესო უნდა იყოს ის, რომ ხშირად ვწერ სტატიებს და ვიძლევი ინტერვიუებს აუტიზმის თემაზე, განსაკუთრებით ბავშვების აუტიზმთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია და ძალიან აქტუალურია უამრავი ადამიანისთვის საქართველოში.
- როგორც ერთხელ ''რეიტინგში'' დაიბეჭდა, თემურ უგულავა ყოველთვის კარგად ასაჩუქრებდა იმ ქალბატონებს, ვისთანაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაუტარებია, თუმცა თქვენ კანონიერი მეუღლე ბრძანდებოდით და როგორც ამბობენ, ''ჰოლიდეი ინი'' მან გაჩუქათ.
- მირჩევნია, თავი შევიკავო თქვენი კითხვის პირველ ნაწილზე კომენტარისგან. რაც შეეხება მეორე საკითხს, ნამდვილად გახლავართ ამ სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი. დამატებითი სამართლებრივი დეტალები, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა თქვენი მკითხველისთვის.
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქის უგულავა ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან ერთად იყო, მასაც დაშორდა და თქვენ ამ პერიოდში ისევ კანონიერ ქორწინებაში რჩებოდით?
- განქორწინების პროცესი ახალი დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე, კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ ჯერ ისევ მეუღლეებად მივიჩნევით.
- ამბობენ, რომ უგულავა ერთი ქალბატონით არის გატაცებული, რომელზე დაქორწინებასაც აპირებს და ამის გამო თქვენთან განქორწინება გადაწყვიტა. ხმა გავრცელდა, რომ ქონების წართმევას გიპირებთ.
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, რომელ ქალბატონს გულისხმობთ. რაც შეეხება განქორწინებას, როგორც მოგახსენეთ, პროცესი შედარებით ახალი დაწყებულია. არ მგონია, რომ თემური ქონების წართმევას მიპირებს, მით უმეტეს, რომ წასართმევი ბევრი არც არაფერი მაქვს. მეტიც, მჯერა, რომ საკუთარი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მე და თემური შევძლებთ რაციონალურად, ჩვენი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაშორების სამართლიან და ცივილიზებულ პირობებზე შევთანხმდეთ.
- თქვენ შვილთან ერთად ცხოვრობთ ამერიკაში, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ქონების გარეშე დარჩებით, როგორ შეძლებთ შტატებში ცხოვრებას?
- ამერიკაში ცხოვრება არც ფუფუნებაა და არც ჩემი ახირება. ჩვენი 11 წლის შვილი ლუკა უგულავა დაავადებულია აუტიზმის მძიმე ფორმით. ნიუ-იორკში არის მისი აღზრდისა და განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, კერძოდ, სპეციალიზებული სკოლა მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. შემოსავლისა და ქონების გარეშე, ბუნებრივია, ამერიკაში კი არა, საქართველოშიც ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არა მგონია, ეს პრობლემა დადგეს. ვერ წარმომიდგენია, თემურ უგულავა ამ გზით წავიდეს. ეს შეუსაბამო იქნება მის ცხოვრებისეულ კრედოსთან, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს კანონმდებლობაზე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნონა
პირადად მე არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ მშვენიერი გოგოა ღმერთმა ყველა ქალი და ყველა დედა ბედნიერი ამყოფოს
16:30 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა --შეიძლება თავისიანებს ეხმარება , მაგრამ მე კარგად ვიცი რომ უცნონენთან ტავხედია და ცინიკოსი, თემურის ფულის გამო თავი ისე მოაქვს თითქოს სულ თავისი შრომით ჰქონდეს ნაშოვნი, ეხლა ეგ ფულიც აგარ ექნება 19 წლის ნინი ნებიერიძე შეეცილა, ეხლა ის გატავხედდა და გრიალებს თემურის ფულებით.
16:28 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
ვინც ბაიას იცნობს, იცის რომ ის ძალიან ხელგაშლილი და კეთილი ადამიანია. ხშირად ეხმარება თავის მეგობრებს და უცნობ, გაჭირვებაში მყოფ ხალხსაც. ეს ბავშვი ორივეს შვილია, მაგრამ პატრონობს მხოლოდ ბაია, თემური კი მხოლოდ ასპონსორებს, არც ურეკავს და არც მოიკითხავს. ფუფუნება კი არა, ეს ქალი ამ სიტუაციის მძევალი და მსხვერპლია. ამდენი ბოღმიანი კომენტარის ხალს შევთავაზებ მასთან ადგილი გაცვალოს და ნახოს როგორია ბაიას ტყავში ყოფნა. ნამდვილად არ მოგინდებათ.
12:46 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზუ
თეონას მივმართავ. ძალიან გაბოროტებული ხართ გეტყობათ კომენტარზე.მგონი შენთვის არაფერი წაურთმევია თუ რამე აქვს.და დარწმუნებული ვარ არც პირადად იცნობ.მე ვიცნობ ამ ადამიანს და არაჩვეულებრივი პიროვნებაა.მიხედე საკუთარ ცხოვრებას ჯობია. "ბოღმიანები კვდებიან ადრე "
11:25 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
რა ბოროტები ხარტ ხალხო.. იგივე დაგემართებათ, გეშინოდეთ
10:11 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS