29 იანვარი, 2015
ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და ლამაზმანის განქორწინების დეტალები
არ მგონია, რომ თემური ქონების წართმევას მიპირებს 2013 წელს თბილისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოხდა. ბინიდან 80 ათასი ევრო, 20 ათასი ლარი, 10 ათასი აშშ დოლარი და 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაიკარგა.

ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის სახელმაც გაიჟღერა. გაძარცვულ ბინაში, საიდანაც ზემოთ ჩამოთვლილი თანხა და სამკაულები გაქრა, ბექა და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. სახლი მას დროებით ამერიკაში მცხოვრებმა მეპატრონემ ათხოვა.

მოგვიანებით ბექა ამ საქმეზე დაკითხეს კიდეც, რამაც
მისი პროტესტი გამოიწვია. ბინის მფლობელი კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ცოლი ბაია დავითაია აღმოჩნდა. ბაია უგულავას რიგით მეორე კანონიერი მეუღლეა, თუმცა ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობენ.

ბიზნესმენი მსახიობ ეკა ნიჟარაძის უმცროსი შვილის მამაა, თუმცა ნიჟარაძის გარდა, მის სახელს ბევრი ცნობილი ქალბატონი უკავშირდება. მათ შორის იყო ერთ-ერთი პოპულარული ქართველი დიზაინერიც, რომელთან რომანიც ხანმოკლე აღმოჩნდა.

ამბობენ, რომ უგულავა ყოფილ ქალბატონებს ეკონომიკურად უზრუნველყოფილს ტოვებს და ზოგისთვის ბინას ყიდულობს, ზოგსაც ძვირად ღირებული მანქანით ანებივრებს.
უგულავას ეკუთვნის ერთ-ერთი კაზინო, სასტუმრო, ასევე აქვს ხე-ტყის ბიზნესი, ქარხნები. მისი სახელი და გვარი ყოველთვის ხვდება ქართველი მილიონერების სიაში.

ბაია დავითაია შვილის მკურნალობის გამო რვა წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ლუკა ბაიასა და თემურის საერთო შვილია.

Rating

ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე წელში აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაია-უგულავას წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად შორდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობდნენ, აქამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

ბაია დავითაიასთან ინტერვიუ ინტერნეტის საშუალებით ჩავწერეთ. ჩვენს შეკითხვებს მოკლედ უპასუხა, მაგრამ შევეცადეთ, ყველა არსებული ჭორი გადაგვემოწმებინა.

- ბაია, თქვენი სახლი და გვარი პირველად ორიოდე წლის წინ სკანდალური ქურდობის საქმეში გაჟღერდა, როდესაც თქვენი ბინიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს... როგორც ვიცი, ეს საქმე დღემდე არ არის გახსნილი.
- დიახ, მართალია. სამწუხაროდ, ქურდობის საქმე დღემდე გაუხსნელია და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება არანაირ ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს სავარაუდო დამნაშავის გამოსავლენად.
- თქვენ შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის, არასოდეს გილაპარაკიათ ხმამაღლა პირად ცხოვრებაზე, თუმცა თქვენი მეუღლის, თემურ უგულავას სკანდალური პირადი ცხოვრების შესახებ არაერთხელ დაიწერა ყვითელ პრესაში.
- ნამდვილად ასეა, ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გახმაურებისგან და არც მომავალში ვაპირებ ამ წესის შეცვლას. სამაგიეროდ, გაცილებით საინტერესო უნდა იყოს ის, რომ ხშირად ვწერ სტატიებს და ვიძლევი ინტერვიუებს აუტიზმის თემაზე, განსაკუთრებით ბავშვების აუტიზმთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია და ძალიან აქტუალურია უამრავი ადამიანისთვის საქართველოში.
- როგორც ერთხელ ''რეიტინგში'' დაიბეჭდა, თემურ უგულავა ყოველთვის კარგად ასაჩუქრებდა იმ ქალბატონებს, ვისთანაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაუტარებია, თუმცა თქვენ კანონიერი მეუღლე ბრძანდებოდით და როგორც ამბობენ, ''ჰოლიდეი ინი'' მან გაჩუქათ.
- მირჩევნია, თავი შევიკავო თქვენი კითხვის პირველ ნაწილზე კომენტარისგან. რაც შეეხება მეორე საკითხს, ნამდვილად გახლავართ ამ სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი. დამატებითი სამართლებრივი დეტალები, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა თქვენი მკითხველისთვის.
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქის უგულავა ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან ერთად იყო, მასაც დაშორდა და თქვენ ამ პერიოდში ისევ კანონიერ ქორწინებაში რჩებოდით?
- განქორწინების პროცესი ახალი დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე, კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ ჯერ ისევ მეუღლეებად მივიჩნევით.
- ამბობენ, რომ უგულავა ერთი ქალბატონით არის გატაცებული, რომელზე დაქორწინებასაც აპირებს და ამის გამო თქვენთან განქორწინება გადაწყვიტა. ხმა გავრცელდა, რომ ქონების წართმევას გიპირებთ.
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, რომელ ქალბატონს გულისხმობთ. რაც შეეხება განქორწინებას, როგორც მოგახსენეთ, პროცესი შედარებით ახალი დაწყებულია. არ მგონია, რომ თემური ქონების წართმევას მიპირებს, მით უმეტეს, რომ წასართმევი ბევრი არც არაფერი მაქვს. მეტიც, მჯერა, რომ საკუთარი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მე და თემური შევძლებთ რაციონალურად, ჩვენი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაშორების სამართლიან და ცივილიზებულ პირობებზე შევთანხმდეთ.
- თქვენ შვილთან ერთად ცხოვრობთ ამერიკაში, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ქონების გარეშე დარჩებით, როგორ შეძლებთ შტატებში ცხოვრებას?
- ამერიკაში ცხოვრება არც ფუფუნებაა და არც ჩემი ახირება. ჩვენი 11 წლის შვილი ლუკა უგულავა დაავადებულია აუტიზმის მძიმე ფორმით. ნიუ-იორკში არის მისი აღზრდისა და განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, კერძოდ, სპეციალიზებული სკოლა მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. შემოსავლისა და ქონების გარეშე, ბუნებრივია, ამერიკაში კი არა, საქართველოშიც ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არა მგონია, ეს პრობლემა დადგეს. ვერ წარმომიდგენია, თემურ უგულავა ამ გზით წავიდეს. ეს შეუსაბამო იქნება მის ცხოვრებისეულ კრედოსთან, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს კანონმდებლობაზე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
თაკო
თეონა რას ნიშნავს თემურის ფულით ასცავლა, ცუდია რომ ასწავლა? ან მაგის და თემურის ფული რამ გაყო თუ ქორწინებაში იყვნენ,ჯობდა რომ უსწავლელი დარჩენილიყო?!
06:53 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
თანაგიგრძნობ, იმიტომ რომ მეც აუტიზმით დაავადებული შვილი მყავს, უკვე 18 წლისაა საქართველოში მისი მომავალი ისაა რომ სიკვდილს ველოდოთ სახლში, ჩვენნაირი დედები მარტო არ უნდა იყვნენ, გვჭირდება ჩვენი ტკივილის გამზიარებელი ბავშვის მამა გვერდში, თუ იმ კაცს გული აქვს და ადამიანობაზე პრეტენზია- მაშინ ასეთ დედას არ მიატოვებს
23:37 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ვუთანაგრძნობ, იმიტომ რომ მეც ასეთი ბავშვის დედა ვარ, ჩემი შვილი უკვე 18 წლისაადა საქართველოში ჩვენი მომავალი სიკვდილის მოლოდინია სახლში. ასეთი დედის მიტოვება უსინდისობაა ბავშვის მამის მხრიდან. თქვენ არ იცით რამდენს ვუძლებთ ასეთი დედები, გმერთმა მისცეს ძალა
23:35 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
თანაგიგრძნობ, იმიტომ რომ მეც აუტიზმით დაავადებული შვილი მყავს, უკვე 18 წლისაა საქართველოში მისი მომავალი ისაა რომ სიკვდილს ველოდოთ სახლში, ჩვენნაირი დედები მარტო არ უნდა იყვნენ, გვჭირდება ჩვენი ტკივილის გამზიარებელი ბავშვის მამა გვერდში, თუ იმ კაცს გული აქვს და ადამიანობაზე პრეტენზია- მაშინ ასეთ დედას არ მიატოვებს
23:28 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თეონა,თქვენ იცნობთ ბაიას?თემურიმდეც არაფერი უჭირდა და ისეთ ოჯახშია გაზრდილი, ბევრს არ დაესიზმრება.ერთად ცხოვრება რომ შეძლებოდათ, არც გაცილდებოდნენ. საინტერესოა, თქვენ რომ პირველი ქორწინებიდან შვილი გყოლოდათ, არ ასწავლიდით?. ის არც თემურის ფულის გარეშე დარჩებოდა უსწავლელი.სხვის წარსულში კი რას იქექებით. კარგად შეინახა რას ჰქვია, 100 წლისაა?მე მგონი ,უბრალოდ შური გალაპარაკებთ.
17:53 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ხალხნო რა ბოროტება თავისი ეყოფა ესეთი ბავშვის დედას შეიგნეთ ფუფუნება ფული არ არის
13:57 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ieso
ნუ რა უნდა თქვა დედაზე რომელსაც აუტიზმიტ დაავადებული შვილი ყავს .. მე ამას ვერ გაუძლებდი ერთი საათიც ... მაგრამ ფულით ავადმყოფის მომვლელები შეიძლება დაიქირაო - მით უმეთე3ს შენ ასეთ ავადმყოფტან სრულიად ზედმეთი ხარ ... ასEტ ქალს ასეთი ბავშვით მეც გავშორდებოდი -- მივატოვებდი - გავიქცევოდი ... ეს საშინელებააა მშობლისთვის
20:54 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
?
ეძღვნება "!"ს უბრალო ადამიანში რას გულისხმობთ ძალიან მაინტერესებს
17:38 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ისე ამბობენ მაგარი თავხედია და თავში აქვს ავარდნილი კაი ცხოვრება და ბევრი ფულიო, აქ რომ კულტურულად ლაპარაკობს მართლა ესეთი არ გეგონოთო.
16:48 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ბრავო-- ეს გოგო არ არის, ქალია და თანაც არც თუ ახალგაზრდა, კარგმა ცხოვრებამ კარგად შეინახა, არც თუ ისეთი სამაგალითო წარსულით, შესანიშნავად ცხოვრობს , არაფერს არ იკლებს, თავისი პირველი ქმრისგან შვილს ზუსტად თემურის ფულებით დაამთავრებინა ლონდონში უმაღლესი, თბილისში 2 თუ 3 ბინა აქვს, მანქანებზე უკვე აღარაფერს ვამბობ და ესეთი ცხოვრების დაკარგვა და განქორწინება როგორ ფიქრობთ ენდომება, მემგონი ქალი შერიგებაზე ოცნებობდა , ლამაზად ლაპარაკი კი არ ეშლება , მაგაში მაგარია.
16:45 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS