05 ივლისი, 2013
ვინ ზრუნავს ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმულობაზე

საათს ეკატერინე ხვედელიძე მარჯვენა ხელზე ატარებს, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი. ეკლესიაში შესვლის დროს კი მუდმივად უკეთია თავსაბურავი. პოლიტიკოსების ჩაცმულობა, როგორც წესი, მათი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ხშირად ჩნდებიან კამერების წინ და შესაბამისად, მათი ჩაცმულობაც საზოგადოების განხილვის საგანი ხდება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის ჩაცმულობას სხვადასხვა დროს. მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი სააკაშვილი, სპორტულებში, შიშველი ტორსით ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას, ოღონდ ეს უკანასკნელი მაშინ მოხდა, როდესაც ოქტომბერში ბათუმის სანაპიროზე შავ ზღვაში იბანავა, იმის დასამტკიცებლად, რომ აჭარაში საზღვაო სეზონი
შემოდგომაზეც გრძელდება

იუმორის მიზეზი გახდა პეტრე მამრაძეც, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალისტს თეთრ მაისურში გამოწყობილი აძლევდა კომენტარს. ყველა გაახალისა 26 მაისს გუბაზ სანიკიძის ფოტომ, როდესაც დეპუტატი წვიმაში ჯარისკაცებთან ერთად წითელ მაისურში იდგა და ხელში დაკეცილი ქოლგა ეკავა.

ბევრი მსგავსი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული პოლიტიკიდან, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკოსების გარდა ყურადღების ცენტრში მათი მეორე ნახევრების ჩაცმულობაც ექცევა და ხალხი მაშინ უფრო კრიტიკულია, როცა საქმე ქალბატონებს ეხებათ.
პირველი ლედის ჩაცმულობაზე არაერთხელ დაგვიწერია და ფაქტია, რომ სანდრა რულოვსიც ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
Rating
ამჯერად პრემიერ-მინისტრის მეორე ნახევარზე, ეკატერინე ხვედელიძეზე ვისაუბრებთ. მის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი ვიცოდით. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან კი მისი ოჯახის მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად გაიზარდა.

ივანიშვილის ოჯახური ფოტოები მუდმივად იწვევდა ინტერესს, რადგან ბერას გარდა, მისი ოჯახის წევრებიდან პრესასთან არც ერთი არ ურთიერთობს. წინასაარჩევნოდ ივანიშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილი ტელევიზიების მხრიდან საკმაოდ მძიმედ მოსასმენი ინფორმაციების ტალღა წამოვიდა. მუდმივად ჩრდილში მყოფი ბიზნესმენის ოჯახური ცხოვრების შესახებ ბევრს ვერაფერს წერდნენ, რადგან არ იცოდნენ, სამაგიეროდ მეუღლის ვარცხნილობა ლამის ტელევიზიების მთავარ თემად იქცა.
Rating
ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეკა ხვედელიძის ''ჩოლკას'' ვრცელი სიუჟეტიც კი მიუძღვნა და ლამის საქართველოს ყველა სტილისტი დარაზმა, რომ რაც შეიძლება ბევრს ეთქვა, როგორი არამოდურია ვარცხნილობის ეს დეტალი, მაშინ, როცა ქართველი ქალების ლამის 80% ''ჩოლკას'' ატარებს.

ეკატერინე ხვედელიძე მეუღლის გვერდით არჩევნებამდე სხვადასხვა
ღონისძიების დროს ჩნდებოდა, თუმცა იშვიათად. ივანიშვილის გაპრემიერების შემდეგ მისი ოჯახი უფრო ხშირად ხვდება ფოტოობიექტივში და ამ მხრივ პრემიერის ''ფეისბუქის'' ოფიციალური გვერდიც გვანებივრებს.
Rating
ეკატერინე ხვედელიძე შავ, თეთრ, ვარდისფერ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. მისი ჩაცმულობის ვერც ერთ დეტალზე ვერ იტყვით, რომ გამომწვევია. ფაქტია, რომ სადად, მაგრამ გემოვნებით იცვამს. ამას დიზაინერებიც ხშირად აღნიშნავენ, თუმცა ისიც გასარკვევია, რამდენად გულწრფელები არიან, როცა მის ჩაცმულობაზე უკვე პრემიერის მეუღლის რანგში საუბრობენ.

ალბათ ისიც საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს ის სტილისტი, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამტკიცებდა ხვედელიძის ''ჩოლკის'' არამოდურობას.
ბოლო თვეების განმავლობაში, საუბედუროდ, საქართველოში რამდენიმე ღვაწლმოსილი მსახიობი გარდაიცვალა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცებიც მივაბარეთ მიწას. პრემიერი მეუღლესთან ერთად ყველა მათგანის სამძიმარზე მივიდა, ეკატერინეს ყველგან შავი კაბა ემოსა.
Rating
რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში შედარებით ღია ფერები ჭარბობს, ხოლო როცა შავი კაბა აცვია, ორიგინალური გულსაბნევი უკეთია. ოფიციალურ გარემოში მუდმივად უკეთია პატარა ზომის საყურე, ხშირად ბურთის ფორმის, არაოფიციალურში კი დიდი, ორიგინალური საყურეები.

თმას ხშირად ატარებს აწეულს, ხანდახან - გაშლილს, ღონისძიებას გააჩნია. ''ჩოლკა'' მისი გარეგნობის განუყოფელი ნაწილია. საათს ეკატერინე ხვედელიძე მარჯვენა ხელზე ატარებს, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი. ეკლესიაში შესვლის დროს კი მუდმივად უკეთია თავსაბურავი.
Rating
ფოტოებიდან ჩანს, რომ მოსწონს დიდი ზომის ბეჭდები. საქორწინო ბეჭდებს კი ივანიშვილ-ხვედელიძის წყვილი არ ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მუხლამდე ან ორი-სამი სანტიმეტრით მუხლს ზევით ან ქვევით კაბები აცვია, რამდენჯერმე შარვალშიც გამოჩნდა საზოგადოებაში.

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ერთგული მეუღლის სტატუსით სარგებლობს. როგორც პრემიერის ოჯახთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, წყვილს მართლა ძალიან უყვარს ერთმანეთი და ოჯახშიც სრული იდილია აქვთ. ეს ფოტოებზეც ჩანს, როგორი სიყვარულით და პატივისცემით უყურებს ივანიშვილი მეუღლეს. იმის გასარკვევად, თუ ვინ ზრუნავს ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმულობაზე, ივანიშვილის პრესცენტრს მივმართეთ. მოგეხსენებათ, ეკა პრესასთან არ ურთიერთობს და შესაბამისად, ამ კითხვის დასმის საშუალება პირადად არ მოგვეცა.
Rating
როგორც გავარკვიეთ, ის ყოველთვის საკუთარი გემოვნებით იმოსება და ლეგენდები, რომ ივანიშვილმა მეუღლეს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები დაუქირავა, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ინფორმაცია მწირია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ პრემიერის მეუღლის ტანსაცმელი საქართველოში შეძენილს არ ჰგავს და საკმაოდ ინდივიდუალურია.

როდესაც ეკატერინეს ფოტოები რამდენიმე დიზაინერს ვაჩვენეთ, ყველას გაუჭირდა, რომ ჩაცმულობაში რომელიმე ცნობილი ბრენდი ამოეცნოთ. ჩნდება ეჭვი, რომ ხვედელიძეს, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ პირადი მკერავი ჰყავს, რომელსაც საკუთარი გემოვნებით აკერვინებს კაბებსა თუ კოსტიუმებს.

ოფიციალური შეხვედრების გარდა, ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ფოტო ვიპოვეთ, რომლებზეც ეკატერინე ხვედელიძე შვილებსა და მეუღლესთან ერთად ოჯახურ გარემოშია აღბეჭდილი.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
ნინო
დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ეკას! ტრადიციული ქართული ოჯახის შემქმნელი ,კულტურული, განათლებული ქალბატონი, გმერთმა ამრავლოს საქართველოში ასეთი ქალბატონები
16:27 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
ტყუილად ნუ იქექებით პატ. ჟურნალიტებო, სამწუხაროა რომ მა ბავშვობიდან არ იცნობდით, ეკა ყოველთვის განსაკუტრებული პედანტიზმით გამოირჩეოდა და ყველა აოცებდა თავისი ჩაცმულობით, თავადვე ქსოვდა და სხვადასხვა აქსესუარებსაც საკუთარი გემოვნებით აკეტებდა. რაც მტავარია მან კარგად იცის რომ მოდური ისაა რაც ყველაზე მეტად გიხდება, ჰოდა ისიც სწორად ასე იქცევა. კარგი იქნება თუ ხვებიც მიბაძავენ მას.
18:27 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეკას და მთელ ოჯახს დიდ პატივს ვცემ არა მათი ფულების გამო, არამედ მათი დავმდაბლობის, დიდი ადამიანობის გამო, ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანები, ზოგს ეს სიმდიდრე სულ გააგიჟებდა, ესენი კი ისევ დიდ ადამიანებად დარჩნენ, ჩვენთან ზოგმა ცოტა რაღაცა რომ იშოვონ უკვე თავი რა ვიცი რა ჰგონიათ. ყველაფერი კარგი გაქვთ ოჯახიც, ჩაცმაც, შვილებიც, ნეტა მისი მეათედი ბევრ ჩვენგანს ქონდეს, მე ფულს არ ვგულისხმობ, გისურვებთ ყველაფერს კარგს :)
12:19 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენო
ეკა ძალიან მიყვარხარ,ნადვილად მისაბაძი ქალბატონი ბრძანდებით.გაიხარე შენს ტკბილ ოჯახთან ერთად დიდი სახლის პატარა დიასახლისო
08:50 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
"ქართველი" - თქვენ ალბათ არ იცით ეკა 4 შვილის დედაა ( უტა,ბერა, გვანცა, ცოტნე) და არა 3-ის. ნეტა ასეთი იყოს ყველა დედა საქართველოში.
11:59 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელო
ეს ქალბატონი-ჯერ ტრადიციული ქართველი ქალი, კარგი მეუღლე და კარგი დედაა, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. თუმცა მისი გემოვნება, სისადავე, ჩაცმის სტილი და ელეგანტურობა კიდევ უფრო ნათელს ხდის მის მაღალსულიერებას.
05:53 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
max1953-ს,ვერ გავიგე რისი თქმა გსურთ,თქვენც შედიხართ მედროვე პოდხალიმებში?ისე ქალბატონი ეკატერინე ნამდვილად გემოვნებიანი, დახვეწილი,განათლებული და რაც მთავარია კარგი დედა და მეუღლეა.
04:53 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუ
ქ-ნ ეკა არის დახვეწილი ადამიანი, იცის სად და როგორ უნდა წარსდგეს,გაიხარეთ საქართველოს საამაყო ოჯახო
23:13 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
აზა
ირინას შურიანო, შენ ვინ მიგდიხარ ნეტავი, ერთი ბანძი ვინმე იქნები, სხვანაირად ამ ქალზე აუგს არ იტყოდი..... პრემიერს სუფთა და ღირსეული ოჯახი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით სააკაშვილზე, უგულავაზე, მერაბიშვილზე და აშ
23:00 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
მაინტერესებს, რა არ მოგწონთ ქალბატონი ეკას ჩაცმულობაში? იქნებ თქვენი ფოტოები დადოთ, რომ მომავალში გემოვნების სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ! ქალბატონი ეკა ღირსეული ქართველი ქალი, დედა და მეუღლეა. ბატონ ბიძინას, მართლაც ,შესანიშნავი გემოვნება ჰქონია.
20:49 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS