22 იანვარი, 2015
კოსმონავტი, ლამბერსექსუალი და ლელა წურწუმია - სკანდალურად ჩაცმულთა Top-10
ბიუსტჰალტერსა და გრძელ კოსტიუმში გამოსულმა მომღერალმა მაყურებელი დაშოკა უცხოელი ვარსკვლავები სცენაზე ლამის შიშვლები რომ გამოდიოდნენ, კოსტიუმებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი ქართველები გიტარით ხელში მღეროდნენ. კლიპებში კი მთაწმინდიდან ან მეტეხიდან ''მიმართავდნენ ბებერ თბილისს''. ბოლო ათწლეულია, ყველაფერი შეიცვალა და ქართველებიც გათამამდნენ; რაც, პირველ რიგში, ჩაცმულობაში გამოიხატა.

მათ შორის პირველი იყო ლელა წურწუმია. 2000-იან წლებში ფილარმონიის სცენაზე ბიუსტჰალტერსა და გრძელ კოსტიუმში გამოსულმა მომღერალმა მაყურებელი დაშოკა. შემდეგ წლებში ლელამ აღიარა, რომ მის ამ ნაბიჯს მოძღვარი სიხარულით არ შეხვედრია, მაგრამ
ფაქტია, რომ სცენის სკანდალებს შორის პირველად ლელა გვახსენდება.

Rating

არ გაუხდია და სკანდალურიც არაფერი გაუკეთებია, მაგრამ აჩი მეფარიძის კოსმონავტის მსგავსი ჩაცმულობა სცენასა თუ კლიპებში ნამდვილი აღმოჩენა იყო მისი ფანებისთვის. თეთრ ტანსაცმელში კარგად შეფუთული აჩი, როგორც ჩანს, სპეციალურად სცენისთვის გამოეწყო ასე და მაყურებელიც მშვენივრად ''წამოიკიდა'', შემდეგ წლებში იუმორისტული შოუებისთვის კარგი ''საკბილოც'' დატოვა.

Rating

ქართული სცენის მეფე არ ბერდება და არც არასოდეს დაბერდება... იმედია, არწივში არ აგერიათ და თემურ წიკლაური არ გეგონათ. სიას უბერებელი მერაბ სეფაშვილით გავაგრძელებთ. ტყავის ქურთუკი, წაწვეტებული ფეხსაცმელი, თხელი შავი ბრჭყვიალა ზედა, რომელიც მისი კონცერტებისა თუ კლიპების განუყრელი ნაწილია, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ, ერთი რეკლამის არ იყოს, მერაბი მოდას არ ემონება და აშკარად საკუთარი სტილი აქვს.

Rating

მერაბ სეფაშვილისგან განსხვავებით, მოდას ნამდვილად ემონება ანზორი, იგივე ბიჭოლა. დიზაინერი, რომელიც თავისი მრგვალი ფორმებით ყულაბის კეთილ პერსონაჟს მოგაგონებთ, ყოველთვის ახერხებს, რომ ექსტრავაგანტური ჩაცმულობით ხალხის ყურადღება მიიქციოს.

Rating

თავთუხისფერი დალალები არ აქვს, მაგრამ მოშვილდული წარბებით თავს იწონებს მარკუს მეტრეველი. თეთრი სამოსი ძალიან უყვარს, ამიტომ ქუჩაში შემთხვევით თუ შეგხვდათ, არ გესიზმრებათ, ნამდვილად ის არის და არა ალილოს მონაწილეებთან შესახვედრად გამოსული ეკა ბესელია.

Rating

მოდის დედა და მეტრი დალი ჩიტალაძე, რომელთანაც ყველა ინტერვიუ იმით იწყება, რომ წლების წინ ''ვერსაჩესთან'' მუშაობდა, თბილისის მოდის კვირეულზე ისეთი ჩაცმულობით გამოცხადდა, აჩი მეფარიძის ქვედაბოლოც კი დაჩრდილა.

Rating

მოდის ქალიშვილად მიაჩნია თავი მერსი სულხანიშვილს, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რომ მისი კარიერა მხარზე საბურავის შემოგდებით დაიწყო. ერთ-ერთ საღამოზე მელიის ტყავით მისული ტელეწამყვანი ცხოველთა დამცველებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ გოგონამ მელიის ბეწვით ამ შემთხვევაში გემოვნების მწვერვალები ვერ დაიპყრო, თუმცა ეს ის თემაა, რომელზეც არ უნდა იდავო.

Rating

ის ხან გოჩა ჩერტკოევის შვილიშვილია, ხან ფსიქოლოგი, ხან წარსულში ცნობილი მკითხავი, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო ხშირად ეპატაჟურ განცხადებებზე სკანდალურად მისი ჩაცმულობა გამოიყურება. მზესუმზირები, გადაპარსულ თავზე ტატუ, მძივები, ბეჭდები, ცხოველები, ყველაფერი ერთად გია ჯაჯანიძის, იმავე ჯაჯოს იმიჯის ნაწილია.

Rating

ვარცხნილობების შეცვლა, ჟურნალისტიკასთან ერთად, მისი საყვარელი საქმეა. ინგა გრიგოლია მოდას ფეხდაფეხ მისდევს და მართალია, მისი ჩაცმის სტილი არ იცვლება, ვარცხნილობასთან დაკავშირებით სულ სხვა სურათი გვაქვს. იყო დრო, როდესაც თავზე წნული ჰქონდა შემოხვეული. ის დროც გვახსოვს, დაგრძელებული კულულებით ეკრანიდან რომ გვიღიმოდა, მაგრამ ბოლოს დამოკლებულ თმაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

Rating

კახი კალაძეს გასულ კვირას ლამბერსექსუალის ტიტული მიანიჭეს. მამაკაცი შეშის მჭრელის ჩაცმულობით, მაგრამ სუფთა და მოვლილი – ასეთია კახის ახალი სტატუსის განმარტება, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, წითელ შარვალში გამოწყობილი, უწინდებო კალაძე. ფოტო, რომელმაც წლების წინ ხალხს ლამის ''ეროვნული ღირსება შეულახა''.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ნიანია
"მოდის დედა"ჩიტალაძე "DDD ვინაა ეგ ქალი? ლელა ყოველთვის გამოზომილად და კონსერვატულად იცმევს ,მე მგონი ტყუილად შეგყავთ ამ სიაში.
23:55 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ეს პიდო მეფარიძე მოსკოვში არავის უნდა და ისევ საქართველოს შეეტენა, რეებს ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე ხომ არ დაავიწყდა, 65 წლისაა და დაბ. მოწმობა გადაიკეთა. რაც არ უნდა ახალგაზრდულად ჩაიცვას მაინც ბებერი რომ არის ნეტა ვერ ხედავს . ისე ცირკის კლოუნივით კი იცმევს ჰაჰაჰააჰა
17:42 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
ეს მერსია თუ ვიღაც ჯანდაბა რა საზიზღრობაა
00:34 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
მერსი შვენ გვაგლახავებს თუ ტავის ტავს რას გავს გავგიჯდი მუწუკებიანია
22:53 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ეს მერსი ამ მუწუკებიან ფეხებს რეკლამას რატო უკეტებს სიმახინჯეს
22:46 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS