22 იანვარი, 2015
კოსმონავტი, ლამბერსექსუალი და ლელა წურწუმია - სკანდალურად ჩაცმულთა Top-10
ბიუსტჰალტერსა და გრძელ კოსტიუმში გამოსულმა მომღერალმა მაყურებელი დაშოკა უცხოელი ვარსკვლავები სცენაზე ლამის შიშვლები რომ გამოდიოდნენ, კოსტიუმებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი ქართველები გიტარით ხელში მღეროდნენ. კლიპებში კი მთაწმინდიდან ან მეტეხიდან ''მიმართავდნენ ბებერ თბილისს''. ბოლო ათწლეულია, ყველაფერი შეიცვალა და ქართველებიც გათამამდნენ; რაც, პირველ რიგში, ჩაცმულობაში გამოიხატა.

მათ შორის პირველი იყო ლელა წურწუმია. 2000-იან წლებში ფილარმონიის სცენაზე ბიუსტჰალტერსა და გრძელ კოსტიუმში გამოსულმა მომღერალმა მაყურებელი დაშოკა. შემდეგ წლებში ლელამ აღიარა, რომ მის ამ ნაბიჯს მოძღვარი სიხარულით არ შეხვედრია, მაგრამ
ფაქტია, რომ სცენის სკანდალებს შორის პირველად ლელა გვახსენდება.

Rating

არ გაუხდია და სკანდალურიც არაფერი გაუკეთებია, მაგრამ აჩი მეფარიძის კოსმონავტის მსგავსი ჩაცმულობა სცენასა თუ კლიპებში ნამდვილი აღმოჩენა იყო მისი ფანებისთვის. თეთრ ტანსაცმელში კარგად შეფუთული აჩი, როგორც ჩანს, სპეციალურად სცენისთვის გამოეწყო ასე და მაყურებელიც მშვენივრად ''წამოიკიდა'', შემდეგ წლებში იუმორისტული შოუებისთვის კარგი ''საკბილოც'' დატოვა.

Rating

ქართული სცენის მეფე არ ბერდება და არც არასოდეს დაბერდება... იმედია, არწივში არ აგერიათ და თემურ წიკლაური არ გეგონათ. სიას უბერებელი მერაბ სეფაშვილით გავაგრძელებთ. ტყავის ქურთუკი, წაწვეტებული ფეხსაცმელი, თხელი შავი ბრჭყვიალა ზედა, რომელიც მისი კონცერტებისა თუ კლიპების განუყრელი ნაწილია, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ, ერთი რეკლამის არ იყოს, მერაბი მოდას არ ემონება და აშკარად საკუთარი სტილი აქვს.

Rating

მერაბ სეფაშვილისგან განსხვავებით, მოდას ნამდვილად ემონება ანზორი, იგივე ბიჭოლა. დიზაინერი, რომელიც თავისი მრგვალი ფორმებით ყულაბის კეთილ პერსონაჟს მოგაგონებთ, ყოველთვის ახერხებს, რომ ექსტრავაგანტური ჩაცმულობით ხალხის ყურადღება მიიქციოს.

Rating

თავთუხისფერი დალალები არ აქვს, მაგრამ მოშვილდული წარბებით თავს იწონებს მარკუს მეტრეველი. თეთრი სამოსი ძალიან უყვარს, ამიტომ ქუჩაში შემთხვევით თუ შეგხვდათ, არ გესიზმრებათ, ნამდვილად ის არის და არა ალილოს მონაწილეებთან შესახვედრად გამოსული ეკა ბესელია.

Rating

მოდის დედა და მეტრი დალი ჩიტალაძე, რომელთანაც ყველა ინტერვიუ იმით იწყება, რომ წლების წინ ''ვერსაჩესთან'' მუშაობდა, თბილისის მოდის კვირეულზე ისეთი ჩაცმულობით გამოცხადდა, აჩი მეფარიძის ქვედაბოლოც კი დაჩრდილა.

Rating

მოდის ქალიშვილად მიაჩნია თავი მერსი სულხანიშვილს, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რომ მისი კარიერა მხარზე საბურავის შემოგდებით დაიწყო. ერთ-ერთ საღამოზე მელიის ტყავით მისული ტელეწამყვანი ცხოველთა დამცველებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ გოგონამ მელიის ბეწვით ამ შემთხვევაში გემოვნების მწვერვალები ვერ დაიპყრო, თუმცა ეს ის თემაა, რომელზეც არ უნდა იდავო.

Rating

ის ხან გოჩა ჩერტკოევის შვილიშვილია, ხან ფსიქოლოგი, ხან წარსულში ცნობილი მკითხავი, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო ხშირად ეპატაჟურ განცხადებებზე სკანდალურად მისი ჩაცმულობა გამოიყურება. მზესუმზირები, გადაპარსულ თავზე ტატუ, მძივები, ბეჭდები, ცხოველები, ყველაფერი ერთად გია ჯაჯანიძის, იმავე ჯაჯოს იმიჯის ნაწილია.

Rating

ვარცხნილობების შეცვლა, ჟურნალისტიკასთან ერთად, მისი საყვარელი საქმეა. ინგა გრიგოლია მოდას ფეხდაფეხ მისდევს და მართალია, მისი ჩაცმის სტილი არ იცვლება, ვარცხნილობასთან დაკავშირებით სულ სხვა სურათი გვაქვს. იყო დრო, როდესაც თავზე წნული ჰქონდა შემოხვეული. ის დროც გვახსოვს, დაგრძელებული კულულებით ეკრანიდან რომ გვიღიმოდა, მაგრამ ბოლოს დამოკლებულ თმაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

Rating

კახი კალაძეს გასულ კვირას ლამბერსექსუალის ტიტული მიანიჭეს. მამაკაცი შეშის მჭრელის ჩაცმულობით, მაგრამ სუფთა და მოვლილი – ასეთია კახის ახალი სტატუსის განმარტება, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, წითელ შარვალში გამოწყობილი, უწინდებო კალაძე. ფოტო, რომელმაც წლების წინ ხალხს ლამის ''ეროვნული ღირსება შეულახა''.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ელენე
ეს მერსი გულის ასარევად გამოდგება, არ არის სხვა წამალი საჭირო, ფუჰ
17:49 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სოსო
დალი გამყიდვლად იმუშავებდა, აბა მენეჯერად ვინ დანიშნავდა, მაგის ტყუილების ვის სჯერა
17:46 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
milano
Me mgoni Am kals versache DA zaliko bergeri ereva ertmanetshi.
08:38 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოლ
მერსი გამონაყარზე იმკურნალე და სანამ ფეხებს აპლაკავ ბალანი მოიცილე საზიზღრად გამოიყურება ფუუF
07:49 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ავტორს
ინგას ეს ფოტო სად აღმოაჩინეთ?
21:54 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
რეზი
მართლა რამეს მაინც წარმოადგენდნენ ეს გოიმები, არც ერთს არა აქვს დახვეწილი გემოვნება , მარტო ბევრ ფულს გემოვნება არ მოაქვს, ეს თანდაყოლილი ნიჭია, რაც არც ერთს არა აქვს.
18:07 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
busa
მერსის ფეხებშუა რა სჭირს, მეჩვენება თუ ..... ფუუუუუ, სანამ ფეხებს გაშლის, ჯერ იმკურნალოს გამონაყარზე და ელემენტარულად ინტიმურ ადგილებს მიხედოს
18:01 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი მელაძეს
მარკუს მეტრეველის მომშვილდულ წარბებს გაფიცებ, ვინ დაგეხმარა სტატიის დაწერაში?!
16:44 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ისე,გადაცემა გარდერობმა ბევრ ვარსკვლავს და მოდის მეტრს ჩამოხსნა ფარდა :) ხალხს რომ ეგონა,ესენი ყოველ კვირას პარიზში დადიან შოპინგზეო,აღმოჩნდა რომ,5 და 10 წლის წინ შეძენილი ტანსაცმლით გვებლატავებიან.
12:08 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს დალი ჩიტალაძე ღიმილს მგვრის მაგრად.როდესღაც სადღაც გააფაჩუნა და ჩვენი ხამი საზოგადოება უწოდებს მოდის მეტრს :)) ვარცხნილობა შეიცვალოს რა,ცუდად ვხდები რომ ვუყურებ.
12:05 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS