22 იანვარი, 2015
''ნიჭიერის'' გამარჯვებულს პროექტმა სიყვარული აპოვნინა - ''გვქონდა სიძნელეები, ჩხუბი, დაძაბულობა''
წამყვანებმა, ჟიურიმ, ყველამ გაიზიარა ჩვენი სიხარული და სიყვარულმა გაიმარჯვა ''ნიჭიერის'' ბოლო სეზონის გამარჯვებული 13 იანვარს გამოვლინდა. თემურ არაბიძისა და ქეთი ზაზანაშვილის დუეტმა გულგრილი არავინ დატოვა და ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მათ მიიღეს.
24 წლის თემური რამდენიმე წელია, ეტლს არის მიჯაჭვული. ქეთის პირველი მეწყვილეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რატი იონათამიშვილი იყო. რატის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ სცენაზე თემოსთან ერთად დადგა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

- ქეთი, როგორ გრძნობ თავს გამარჯვების შემდეგ?
- დღემდე შოკში ვარ და მგონია, რომ
კარგად ვერ შევიგრძენი გამარჯვების სიხარული, რადგან ვერ გავაცნობიერე, იმ წუთას რა მოხდა. მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა, რადგან ეს შეცოდების გამო არ მომხდარა. ჩვენ ერთად შევცვალეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ დამოკიდებულება და მიხარია, რომ ამის მონაწილე მეც ვიყავი.
- დარბაზი განსაკუთრებულად შეგხვდათ, თქვენი ნომრის შემდეგ ემოციებს თავადაც ვერ ფარავდი და ატირდი.
- სადღაც სხვაგან ვიყავი, მაგრამ ისიც მიხარია, რომ მონაწილეებიც ძალიან თბილად გვექცეოდნენ. ისეთი სითბო მოდიოდა, გვეხუტებოდნენ, სახეზე ეტყობოდათ, რომ ეს გულწრფელი ემოცია იყო. წამყვანებმა, ჟიურიმ, ყველამ გაიზიარა ჩვენი სიხარული და სიყვარულმა გაიმარჯვა.
- შენზე თუ მოქმედებდა ის მომენტი, რომ შესაძლოა, ვიღაცას იმიტომ დაემესიჯებინა, რომ თემო შშმ პირია.
- ადრე ვბრაზდებოდი, რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ თანასწორებად უნდა მივიღოთ-მეთქი. შემდეგ, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მალავდნენ ოჯახის წევრები და სახელმწიფო ასეთ ადამიანებს, რათა იდეალური საზოგადოება შეექმნათ. არ ვბრაზდები მათზე და ალბათ, იყვნენ ისეთებიც, ვინც ამიტომ დაამესიჯა, გავუგებ მათაც, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ჩვენი მესიჯი მაინც მივიდა ადრესატამდე. ვფიქრობ, მათ გონებაში გარდატეხა მოხდა.
- ამის შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება ისე შეიცვლება, რომ დამალულ ოჯახის წევრებს გარეთ გამოიყვანენ?
- ნელ-ნელა ყველაფერი მოხდება. ეს იყო ერთგვარი ბიძგი. შშმპ-ებს აქვთ გარკვეული პრობლემები და მათ ვიღაც უნდა დაეხმაროს, რომ უბიძგონ. როგორც თემოს შემთხვევაში იყო. სახლი ერთ დღეში არ შენდება, მაგრამ საძირკველი ჩაყრილია და ნელ-ნელა შედეგს მოიტანს.
- თქვენს დუეტს რა ბედი ელის?
- ჩვენ ''ნიჭიერამდეც'' ერთად ვცეკვავდით, რადგან პარასპორტსმენები გახლავართ და საერ-თაშორისო ასპარეზზე ჩაწერილები ვართ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი წყვილი. ძალიან მინდა, რომ ამ წელს რომელიმე ჩემპიონატზე გავიდეთ, მაგრამ მომზადებას 6-8 თვე სჭირდება და რამდენად მოვასწრებთ, არ ვიცი. ორ ევროპულ ცეკვას მოვამზადებთ და სამ სამეჯლისოს.
- ქეთი, შენ გარშემო როგორ უყურებენ შშმ პირთა თემას?
- ცუდი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონიათ. ჩემი მშობლები განათლებული და შეგნებული ადამიანები არიან და ბავშვობიდან მეც ასე გამზარდეს. მაგრამ ჩემს სტუდენტებს, ნაცნობებს, ჰქონდათ კითხვები, რა ცოდოა, როგორ ცეკვავ მაგასთანო. ეს არაფერში არ ჯდება. ერთი მხრივ, შეიძლება, გავუგო მათ, რომ ეს კითხვა გაუჩნდათ, მაგრამ მაინც არ მესმის, რატომ ჩნდება მსგავსი კითხვები.
- თქვენი დუეტი ''ნიჭიერში'' ერთიანი სახით გამოვიდა, თუ აქცენტი მაინც თემოზე იყო და შენ ეხმარებოდი?
- ერთიანი სახელით გამოვედით, მაგრამ რატომღაც აქცენტი თემოზე გააკეთეს. ჩვენ წყვილი ვართ, ერთიანი ორგანიზმი. მე არაფერზე პრეტენზია არ მაქვს, ეს მაინც თემოსთვის კეთდება და იყოს აქცენტი მასზე.
- პრიზები როგორ გადანაწილდება?
- მატერიალური რაღაცებისთვის არ გამოვსულვარ. თემოს უნდა, ყველაფერი თანაბრად გა-ნაწილდეს, მაგრამ რადგან თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, მინდა, ბინა მთლიანად მას მივცე.
- შენი და თემოს ურთიერთობამ რა ეტაპები გაიარა?
- გვქონდა სიძნელეები, ჩხუბი, დაძაბულობა. მისთვის უფრო რთული იყო, რადგან პუბლიკის წინაშე აქამდე არ გამოსულა. ბრაზდებოდა, რაღაც რომ ვერ გამოსდიოდა, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე ცუდი კვალი არ დაუტოვებია.
- თქვენ შორის მართლა არაფერი ხდება?
- არა, ადრე თქვენთან ინტერვიუში თემომ ამაზე იხუმრა (იცინის). მე მყავს შეყვარებული, რომელიც ძალიან მიყვარს და ერთად კარგად ვართ. მასზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ''ნიჭიერმა'' მომიყვანა მისი თავი. ძალიან ამაყობს ჩემით, მეხმარებოდა. ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრისადმი. ჩემნაირია...
- დასასრულ, რას ეტყოდი შენს გულშემატკივრებს?
- მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და გამორჩეულები არ არსებობენ. ჩვენ შორის შეზღუდვა, ბარიერი და განსხვავება არ უნდა იყოს. ყველა თანასწორია.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
გოგონას
მუხლის ქვემოთ რას ვერ ამოძრავებს ნეკათითს? მუხლის ქვემოთ ვინც ვერ ამოძრავებს ისინი დადიან და კალიასკით არ გადაადგილდებიან.და მეტად რომ შეუზლია ალბათ პირადა გაქვს გამოცდილი არა?
23:55 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგონა
პიპინია, წელს ქვემოთ პარალიზებული არ არის თემო. მუხლის ქვემოთ ვერ ამოძრავებს.... და სექსუალური ცხოვრებაც ჩვეულებრივზე მეტად შეუძლია. :დ
16:00 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
ერთი უხერხული შეკითხვა მაქვს , წელს ქვემოთ პარალიზებულები უმეტეს შემთხვევაში სექსუალურ ცხოვრებას ვერ ახერხებენ.ვცდები?
10:46 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაგრები იყავიტ ფინალზე და ყოველთვის მაგრები იქნებით ჩემთვის
14:57 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
Qetii kvelaze satno adamianii mikvarxar
13:26 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS