21 იანვარი, 2015
ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''
ეკა უნიკალური მომღერალია და მისი იმედები უნდა გამემართლებინა წინა ოთხშაბათს ნუკა კვალიაშვილმა''ერთი ერთში'', არც მეტი, არც ნაკლები, დედა, ეკა კვალიაშვილი განასახიერა. გამოსვლა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ნუკას ისიც ვკითხეთ, ზოგადად როგორ გრძნობს თავს ამ პროექტში და, რასაკვირველია, დედის ჯანმრთელობითაც დავინტერესდით.

- არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც დაამტკიცონ. ამ მხრივ გამოვირჩევი, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ თავად მსიამოვნებს. ამ ტურზე ვნერვიულობდი იმაზე, რომ გაციების შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, ავადმყოფობის გამო ერთი ტური გამოვტოვე.
ეკა უნიკალური მომღერალია და მისი იმედები უნდა გამემართლებინა, მემღერა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. ამ გამოსვლაში ჩემი მაქსიმუმი უნდა ჩამედო. წინა დღეს სიცხე მქონდა, სიმღერისას საშინლად ხრინწიანი ხმა მქონდა და არა ისეთი რბილი, როგორც ამ სიმღერის შესრულებას სჭირდებოდა. ეკას რადგან ვასახიერებდი, მინდოდა, გამეხარებინა. რეპეტიციის დროს გამოვათიშინე სიმღერა და სცენა დავტოვე, ცოტა ხნით მარტო დარჩენა და ფიქრი მინდოდა. საბედნიეროდ, იქ წამლების საკმაოდ კარგი არსენალი აქვთ (იღიმის), ყველაფერი დავლიე, რისი დალევაც გაციების წინააღმდეგ შეიძლებოდა. ვფიქრობ, უშუალოდ გამოსვლის დღეს დედა გავახარე, როგორც შემეძლო, მით უმეტეს, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- რა გითხრა გამოსვლის შემდეგ, პირადად?
- მითხრა, რომ ამაყობს ჩემით, თუმცა ვუპასუხე, რომ მე ვამაყობ მისით.
- საბოლოოდ, კმაყოფილი დარჩი?
- საშუალოდ. ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა, რადგან ეკამ მასწავლა. ეს არ იყო ჩემი მაქსიმუმი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მაინც შევძელი.''ფეისბუქზე'' რომ შევედი, ძალიან დადებითი კომენტარები წავიკითხე. უამრავმა ადამიანმა მომწერა, რა, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მთლიანობაში შევაფასებ, როგორც კმაყოფილების პიკს. ამან ძალიან გამახარა.
- საინტერესოა ის, რომ თქვენი ხმები არც ისე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
- როდესაც ჩახლეჩილი არ მაქვს და არ ვარ ცუდად, მომენტებში ძალიან ჰგავს ჩვენი ხმები.
- დედის ჩრდილქვეშ ყოფნას გრძნობ?
- ამას არასდროს გავქცევივარ, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ შინაგანად მე და ეკა განსხვა-ვებული ადამიანები ვართ. სულ სხვა რაღაცებს ვუსმენთ, რადიკალურად განსხვავებულები ვართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მინდა, ვგავდე დედას. ხმების სრული მსგავსება ისედაც ვერ იქნებოდა, თანაც, მე არ ვუვლი ჩემს ხმას ისე, როგორც ეკა თავისას უვლის. პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ისეთ ცუდს არაფერს გავაკეთებ, რომ თავს ვავნო, მაგრამ სხვა მომღერლებივით თავს მაინც არ ვუვლი (იცინის).
- ზოგადად, პროექტში შენი თავი თუ მოგწონს?
- რაც შეეხება პროექტს, ისეთი შთაბეჭდილებები მაინც არ მაქვს, როგორიც მეგონა, მექნებოდა. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ საქართველოში მუსიკალური კონკურსი სრულყოფილად ვერ შედგება და ეს არაერთხელ დამიწერია სტატუსის სახით. ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისი ძალიან პატარაა და ყველა ყველას ახლობელია. ერთმანეთის ხათრით ხდება ბევრი რამ, რაც ჩემთვის მიუღებელი და არასწორია. კონკურსის ჟიურიში რომ ხარ, უნდა შეაფასო სამართლიანად და არა იმ ნიშნით, ვინმეს რამე არ ეწყინოს. ჯერჯერობით დამწყები მომღერალი ვარ და ჟიურიში ყოფნის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მომავალში, დიდი ხნის შემდეგ, თუკი სადმე დამიძახებენ, ვიცი, რომ მართლა რეალურად შევაფასებ მომღერალს, დამსახურებისამებრ. პირადაპირი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. კარგი იქნებოდა, სხვებისგანაც იმავე მიდგომას ვხედავდე, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.
- უფრო ვერ დააკონკრეტებ, რას გულისხმობ?
- მეტი დაკონკრეტება აღარ მინდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თუკი სოციალურ ქსელში კომენტარებს წაიკითხავთ, მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. პროექტში რეალურად უნდა ფას-დებოდეს, ვინ როგორ გამოვიდა. ვიცი, რომ ჩემს მსმენელს ჩემი ნამღერი აკმაყოფილებს, ახლა ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვსაუბრობ. ჩემთვის კონკურსი მარაზმს დაემსგავსა. უკვე დიდად თავს არ ვდებ და არ ვინდომებ რაღაცების გაკეთებას. უბრალოდ, ამდენი ხალხი მიყურებს, ამიტომაც თავს ცუდად არ წარმოვაჩენ. უნდა გამოვიდე და ჩემი საქმე კარგად გავაკეთო. ამ კონკურსს კი სერიოზულად ვერ აღვიქვამ.
- დადებით მხარეზეც რომ ვილაპარაკოთ, მომღერლისთვის კარგია, როცა საუკეთესო ვოკალისტთან უწევს მუშაობა.
- ჩემთვის ამ კონკურსის დიდი პლუსი დუტა სხირტლაძესთან მუშაობაა, რომელიც ბევრ რამეს მიხსნის და მასწავლის. ვოკალური გაკვეთილები კი დიდი ხანია, გავლილი მაქვს და 20-30-წუთიანი ვოკალის გაკვეთილები არაფერს მმატებს, ეს ყველაფერი დედაჩემმა გამატარა. როდესაც მოსწავლეებს ამეცადინებდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენდი და შემდეგ ჩემს ოთახში ვმეცადინეობდი. გარდატეხის ასაკში მყოფს დასამუშავებელი ხმა მქონდა, მიჭირდა მაღალი ნოტების აღება, მელიზმები, დღეს ჩემს ხმაში რადიკალურ ცვლილებას ვხედავ, მაგრამ ეს პროექტი ამ კუთხით არაფერს ახალს არ მაძლევს. არტისტიზმის მხრივ კი მართლაც ძალიან ბევრი რამ მომცა, სცენაზე გახსნილობა, რაც ყველაზე მეტად მაკლდა.
- ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ალბათ, მისთვის ორმაგად ინდომებ კარგ გამოსვლებს.
- თუ რამეს ვაკეთებ და ვინდომებ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დედაჩემი ამაყობდეს ჩემით და შემდეგ - მსმენელი. იმედია, არ მიწყენენ, რადგან დედა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანია. დედას უხარია ჩემი წარმატება.
- როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- სამწუხაროდ, სტაბილური არასდროსაა. იმედი მაქვს, რომ დასტაბილურდება. შესაძლოა, ერთ დღეს არაფერმა შეაწუხოს, მეორე დღეს კი ცუდად იყოს და სუნთქვა უჭირდეს. ძალიან ბევრ წამალს სვამს, ჩემთან სახლში რომ გადმოდის, ჩანთა მოაქვს, სადაც უამრავი წამალი უწყვია.
- იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. შვილზე მინდა გკითხო, ტელევიზიით გიყურებს?
- ჯერ 11 თვისაა, პატარაა ამისთვის და არა მგონია, რაიმეს აღიქვამდეს.
- მეუღლე რას ამბობს?
- მგულშემატკივრობს. მოეწონა უიტნი ჰიუსტონი, კრისტინა აგილერა, პინკი, ეკა. მაგრამ რაც თავად არ მომეწონა, ეს იყო ტური, სადაც რობი უილიამსი განვასახიერე. მას გარეგნულადაც არ ვგავდი, ვიყავი არა რობი უილიამსი, არამედ მიკი რურკი ფილმიდან''ცოდვების ქალაქი'' (იცინის). ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მომღერალს ასახიერებ და მას გარეგნულად არ ჰგავხარ, ეს შინაგანად''გტეხავს''.
- პროექტის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვს?
- ძალიან კარგი გეგმები მაქვს. მიხარია, რომ მერიამ გამომიყო ძალიან დიდი თანხა პროექტის-თვის, რომელსაც ვგეგმავ. მასზე წინასწარ არ ვისაუბრებ. ვარ ჯგუფში, გვყავს პროდიუსერი, ვაპირებთ ისეთი სერიოზული რაღაცის გაკეთებას, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.''ერთი ერთშის'' დასრულების შემდეგ დავიწყებ მუშაობას ამაზე. სახლში ჯდომა ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა სიმღერა. შინ ვერ გავჩერდები, გავგიჟდები და დეპრესია დამემართება, თავის დაუზოგავად ვაპირებ მუშაობას (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაესტრო
არ შეჭამეს ტვინი ამან და მისმა დედამ ამდენი უკმაყოფილობით?რა დღეში ხართ,ვინ გგონიათ თავი,ძალიან ხომ არ გაუტიეთ?კიდევ კარგი საქართველოს ბევრი ძალიან კარგი მომღერალი ჰყავს,ეტყობა ამას ვერ ინელებთ.ნუ იწვევთ ამ გაბოროტებულ დედა-შვილს ნურსად,მაინც ვერ აფასებენ ხალხს,ავადმყობობაზე როგორ დაეხმარნენ და ესენი კი ისევ ყველაფერში უკმაყოფილოები არიან,რა წყნარად ვიყავით რომ არ სჩანდით.დედაშენს ნუ ემსგავსები,სამწუხაროდ მან ბევრი გადაიმტერა ამდენი უმადურობით.
02:32 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მაესტრო
არ შეჭამეს ტვინი ამან და მისმა დედამ ამდენი უკმაყოფილობით?რა დღეში ხართ,ვინ გგონიათ თავი,ძალიან ხომ არ გაუტიეთ?კიდევ კარგი საქართველოს ბევრი ძალიან კარგი მომღერალი ჰყავს,ეტყობა ამას ვერ ინელებთ.ნუ იწვევთ ამ გაბოროტებულ დედა-შვილს ნურსად,მაინც ვერ აფასებენ ხალხს,ავადმყობობაზე როგორ დაეხმარნენ და ესენი კი ისევ ყველაფერში უკმაყოფილოები არიან,რა წყნარად ვიყავით რომ არ სჩანდით.დედაშენს ნუ ემსგავსები,სამწუხაროდ მან ბევრი გადაიმტერა ამდენი უმადურობით.
02:30 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
იქნება უკმაყოფილოო რადგან მართლა მაგარი მომღერალია და მაგრად გამოდის ჟიური კი ცუდათ აფასებს . ყველაფერს სიმარტლეს ამბობს საქართVელოა და აქ ყველაფერი ნაცნობობით ხდება ნიჭს არ აფასებენ . ეს გოგო მართლა ძალიან ბევრს შრომობს და ცუდია რომ ქართველი ხალხი არ აფასებს მას თუნდაც საქართველოს ვარსკვლავი გავიხენოთ მართლა ღირსი იყო გაემარჯვა . ნუკა ძალიან გულშემატკივრობ! ძალიან მაგარი გოგო ხარ და წარმატებებიიი
16:52 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რა არის მართლა? ეს ახალგაზრდა გოგო მოხუცი, ცხოვრებაზე გაბორტებული ქალივით სულ წუწუნებს!!!
11:19 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიპურწკინა
შენნაირი ვოკალისტი მაგ პროექტში და არა მარტო მანდ არ არის.
10:51 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS