16 იანვარი, 2015
''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''
სასურველია, ადამიანმა ერთხელ შექმნილი ოჯახი ბოლომდე შეინარჩუნოს სოფო ბედია საქორწილო სამზადისშია ჩართული, თვის ბოლოს მიშა მესხზე ოფიციალურად იქორწინებს. ეს იქნება ტრადიციული ქორწილი ჯვრისწერით, ხელისმოწერითა და ყველა ადათის დაცვით.
''ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ქორწილი იქნება, ბევრი თვალსაჩინო სტუმარი გვეყოლება, რომ არაფერი ვთქვა ჩემს კოლეგებზე. ალბათ, შოუ-ქორწილი იქნება'', - აღნიშნა სოფომ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, თუმცა არის რაღაცები, რაც არ მომწონს. სუფრის ტრადიცია მომწონს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი
ვარგა. თამადის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, თავისი სიტყვაკაზმულობით უნდა წაიყვანოს სუფრა, მაგრამ ზოგიერთი თამადა სუფრის წევრებს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას არ აძლევს და იმაზეა ორიენტირებული, რომ განსხვავებული სასმისებით შესვას დიდი რაოდენობით სასმელი.
- სოფო, ოჯახის შექმნის ტრადიციასა და გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტზე მაინტერესებს შენი აზრი..
- სასურველია, ადამიანმა ერთხელ შექმნილი ოჯახი ბოლომდე შეინარჩუნოს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. არ მინდა, ჩემს წარსულ პირად ცხოვრებას შევეხო, იმიტომ, რომ ძალიან მალე, იანვრის ბოლოს მექნება ტრადიციული ქორწილი, ყველა წესის დაცვით, ჯვრისწერით, ხელისმოწერით. ოჯახს ვქმნი იმ აზრით, რომ მთელი ცხოვრება უნდა გავატარო ამ ადამიანთან და ბოლომდე ბედნიერი ვიყო. ალბათ, ყველა ასეა, თუმცა ხანდახან საპირისპიროდაც ხდება.
ჩვენს რეალობაში ქალი გაძლიერდა, მატრიარქატია, ეს კი იმის მიზეზი ხდება, რომ კაცი თავის ფუნქციას კარგავს, რაც დიდი პრობლემაა. ეს მე არ მეხება, რადგან ძლიერი მამაკაცი მყავს გვერდით და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს სუსტ არსებად. რაც შეეხება, გერლფრენდ-ბოიფრენდობას, მომწონს, იმიტომ, რომ ბევრი ოჯახი ინგრევა ქალიშვილობის ინსტიტუტიდან გამომდინარე. ერთად ცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ვერ უგებენ, ბოლოს კი დაშორებამდე მიდიან. ამიტომ მე არ ვეწინააღმდეგები ქორწინებამდე თანაცხოვრებას, თუმცა, როდესაც პირველად ვქმნიდი ოჯახს, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. მე კი არ მაქვს პრობლემა ამ ინსტუტიტუტთან მიმართებით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ეს ყოველთვის პრობლემური საკითხი და განხილვის საგანი იქნება. ჩემი აზრით, თანაცხოვრება არაა პრობლემა, თუ ის ქორწინებით დასრულდება.
- ქალიშვილობის ინსტიტუტის აქტუალურობასა და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მინდა გკითხო...
- ვერ ვიტყვი, რომ მოვითხოვ, ქალი გათხოვებისას მაინცდამაინც ქალიშვილი იყოს, თუმცა თუ ასე იქნება, მივესალმები. ჩემს შემთხვევაში, როცა მეორედ ვთხოვდები, ეს თემა ყველანაირ მნიშვნელობას კარგავს, ჩვენ შორის მთავარია სიყვარული და შინაგანი სისუფთავე. ვინ როგორ გათხოვდება, ქალიშვილი იქნება თუ არა, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია, ადამიანები იყვნენ ბედნიერები, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ბიჭის დედა ვარ, ჩემმა შვილმა რომ არაქალიშვილი მოიყვანოს, მაგრამ კარგი ადამიანი იყოს, თვითონ გრძნობდნენ ერთმანეთთან თავს კარგად, არ შევეწინააღმდეგები. მიშას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი, სრულიად ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და მოვყავარ განათხოვარი, შვილიანი ქალი, მაგრამ რა მოხდა?!
- პოტენციური დედამთილი ხარ, რას ფიქრობ რძალ-დედამთილობაზე?
- ახლა მე ისეთი მაგარი დედამთილი მყავს, გაცნობის დღიდან დედას ვეძახი. ჯერ ოფიციალურად არ მქვია მიშას ცოლი, მაგრამ ასე მივმართავ. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს ჩემს შვილთან, ჩემს ოჯახთან, ზუსტად ასეთივე დედამთილი ვიქნები მეც, იმიტომ, რომ ხასიათებით ძალიან ვუგებთ მე და ჩემი დედამთილი ერთმანეთს. ისიც მეგრელია, მეც - მეგრელი და სხვანაირი სითბო და ურთიერთგაგება გვაქვს. როცა ქმარი გიყვარს, მისი დედაც უნდა გიყვარდეს, მამაც და პატივსაც უნდა სცემდე.
- სოფო, როგორ უნდა შეინარჩუნოს ცივილიზებული ურთიერთობა დაშორებულმა ცოლ-ქმარმა?
- ჩემს ყოფილ მეუღლესთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მეგობრობა, მის შესაძლო ცოლთან დაქალობა, ან ჩემს ქმართან მისი ძმაკაცობა არ მესმის. როგორც ჩემი შვილის მამას, პატივს ვცემ და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მთავარია, შვილი არ დაზარალდეს ცოლ-ქმრის დაშორებით. ჩემს შვილს თბილი ურთიერთობა აქვს მამასთან, ასევე ჩემს მეუღლესთან, მიშა მესხთან. სულ მეშინოდა და ბევრს ვფიქრობდი იმაზე, როგორ მიიღებდა ჩემი შვილი ახალ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაგარი ურთიერთობა აქვთ.
- სოფო, ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი ღალატის გამო არ დანგრეულა და არ ვიცი, ღალატი რა არის, მაინც ვფიქრობ, რომ უპატიებელია. ღალატი კი არა, ჩემმა მეორე ნახევარმა ჩემ გვერდით სხვასთან უბრალო ფლირტი რომ გააბას, იმასაც კი არ ვაპატიებ. მე ადამიანისგან არაფერს ვითხოვ, გარდა სიყვარულისა, პატივისცემისა, დაფასებისა და უნდა შეიმჩნიოს, რა ქალი ჰყავს გვერდით.
- ბოლოს, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე მინდა გკითხო, მათთან მეგობრობა თუ გიქმნის უხერხულობას?
- არავის ვაკრიტიკებ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვცდილობ, ჩემ ირგვლივ არავის არაფერი ვატკინო, ჩემი აზრი ზედმეტად არავის მოვახვიო. ეს ინტერვიუა, თორემ ამასაც არ ვიტყოდი, რაც ვთქვი. რაც შეეხება მეგობრობას, უხერხული რა არის, თუ ადამიანურად ვუგებთ ერთმანეთს. რაში მაინტერესებს მისი ორიენტაცია? - თუ ის ჩემთვის კარგი მეგობარია, მივიღებ, დანარჩენი რა და როგორც უნდა, ისე აკეთოს. არაკონფლიქტური ადამიანი ვარ, თუ ვინმეს აზრს არ ვეთანხმები, ვჩუმდები და ჩემთვის ვარ. არავის ცხოვრებაში არ ვერევი...

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
mancho
ზოგი მარტლა გირსია დგესჰი 10 ჯერ ცემო დალოცვილო 20 წლის ბიცი მალე ცოლს მოიყვანს და მას დაუწყებს ბედნიერი სახიტ ყურებას და სენ დაგრცჰება ბოლოს ცემა და .......
17:31 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
"მე ადამიანისგან არაფერს ვითხოვ, გარდა სიყვარულისა, პატივისცემისა, დაფასებისა და უნდა შეიმჩნიოს, რა ქალი ჰყავს გვერდით." გემოვნებაზე დავა არაა საჭირო, ადამიანს გონია ასე და ეს ძალიან კარგია მისთვის, ფაქტი სახეზეა. ყველა გოგონას მოგმართავთ, დაიფასეთ თავი თორემ არავინ არ დაგაფასებთ, თქვენზე უზომოდ შეყვარებული კაციც კი დაგამეტებთ თავს როცა დააჯერებთ რომ თქვენი ღირსია. ყოჩაღ სოფო, ბედნიერებას გისურვებთ
17:00 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ხალხო! თქვენს ტაკუცუნებს მიხედეთ ყველამ. სხვისი ცხოვრება თქვენი გასარჩევი ნამდვილად არ არის. ერთადერთი შეგიძლიათ ბედნიერება უსურვოთ ადამიანს, რომელიც ახლახანს გათხოვდა (მეორედ, თუ მერამდენედ, ეს თავისი საქმეა.
12:30 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გურჯი ხათუნი
ერთ ზაფხულს სოფო ბედია ყოფილი ქმრითა და შვილით ზღვისპირა სანატორიუმში იმყოფებოდა. ქმარი თან ჰყვებოდა, საუთოოსაც ქმარი აუთოებდა ფოიეში. საღამოობით ერთად მღეროდნენ ცოლ-ქმარი. სოფო შავ ტარაკანას ჰგავდა, არადა ქმარი ლაქიასავით ჰყავდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთ ოჯახს ნამდვილად არ ვისურვებდი...
18:29 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაბა
მართლა, დამავიწყდა, რომ თქვენში მოდის ბევრჯელ გათხოვება დაქორწინება. ღმერთმა გაბედნიეროს. ესე თუ მოგწონთ, რას იზამ
17:39 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS