14 იანვარი, 2015
სოფო ნიჟარაძიდან ნებაჰათ ჩეჰრემდე- ქართველი ლამაზმანების სია, კესარია აბრამიძის გარეშე
სოციალურ ქსელში სიამ გაღიზიანება გამოიწვია და იუმორნარევი კომენტარებიც არ დაიშურეს
რატომ – 36... ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მხოლოდ რუსულ საიტ top-antropos.com-ის ჟურნალისტს აქვს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში გადაწყვიტა, 38 ქართველ ლამაზმანზე სტატია მოემზადებინა.

ეს მასალა კიდევ დიდხანს დარჩებოდა ქართველების ყურადღების მიღმა, რომ არა ტელეწამყვანი გიორგი მოსიძე, რომელმაც გასულ კვირას სოციალურ ქსელში შემთხვევით ნაპოვნი მასალა გააზიარა და გვანცა დარასელიას პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა.

სია ერთი შეხედვით უცნაურია, ალბათ იმიტომ, რომ გარდა რამდენიმე გამორჩეული ქართველი ქალბატონისა, იქ
ისეთი სახეებიც არიან მოხვედრილი, რომლთა ნაწილსაც ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ასევე მოდელები, რომლებმაც წლების წინ სილამაზის კონკურსებზე გაიელვეს და მას შემდეგ არსად აღარ აქტიურობენ.
სოციალურ ქსელში სიამ გაღიზიანება გამოიწვია და იუმორნარევი კომენტარებიც არ დაიშურეს.

პირველი ადგილი რუსებმა ჟურნალისტ გვანცა დარასელიას მიანიჭეს, ბოლოზე კი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინე მწითურიძე გავიდა.

Rating

საპატიო მე-10 ადგილი ერგო თურქული კინოს მსახიობ ნებაჰათ ჩეჰრეს, რომელსაც მამის მხრიდან ქართული ფესვები აქვს, დედა კი ლაზი გახლდათ. როგორც ჩანს, რუსული მედია აქტიურად ეცნობა ქართულ საიტებს, რადგან რამდენიმე თვის წინ სწორედ მათ ახარეს საზოგადოებას, რომ ''დიდებული საუკუნის'' ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველი იყო.

Rating

მაკა გიგაური, თაკო ლოლუა, ნინო მახარაძე, ანტისა ბუცხრიკიძე, ნონა დიაკონიძე, ელენე წიკლაური- ალბათ, ეს სახელები და გვარები ბევრს არაფერს გეუბნებათ, რადგან მოდელი გოგონები სხვადასხვა წელს ''მის საქართველოს'' კონკურსებში მონაწილეობდნენ, მაგრამ როგორ მოხვდნენ ცნობილი ლამაზმანების სიაში, გაურკვეველია. ისინი 36-ქალიან ჩამონათვალში საპატიო ადგილებს იკავებენ.

27-ე ადგილზე გავიდა მარიამ კილასონია – მის აფხაზეთი 2009. როგორც საიტზეა მითითებული, კონკურსი თბილისში ჩატარდა და გამარჯვებული მეგრელია.
სიაში მოხვდნენ რუსეთში მოღვაწე პრიმადონა თამარ გვერდწითელი, კირა ანდრონიკაშვილი, მედეა ჯაფარიძე, ლიკა ქავჟარაძე, სოფიკო ჭიაურელი, ნატო ვაჩნაძე, გალაკტიონის მუზა- მერი შერვაშიძე, ია ნინიძე, სხვადასხვა დროს რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები ლიდია ცირგავავა და დოდო ჩოგოვაძე.

Rating

მეზობლებმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებიც არ დაივიწყეს და სიაში მოხვდნენ სპორტსმენები ელენე გედევანიშვილი და ანა ჩაკვეტაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ელენე სატინი-სხირტლაძე და დიდი ბრიტანეთის ჩარტების ლიდერი – ქეთი მელუა.

Rating

როგორ ჩანს, ''მის საქართველოს'' კონკურსს ყოველწლიურად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან პირველი გამარჯვებული ირინა ონაშვილიც არ დაივიწყეს.

რუსების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძეც. ნინო გასულ წელს ოპერის ლამაზ მომღერალთა ათეულში მოხვდა.

სიას ამშვენებენ ნანკა კალატოზიშვილი, სოფო ნიჟარაძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა ლანო, ჯანეტ ქერდიყოშვილი, აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე ძიძიგური, ვასო ფხაკაძის მოდელი მეუღლე ლიკა მეტრეველი, თინა კანდელაკი.

ვერა ქობალიას თვალის ფერის ცდუნებასაც ვერ გაუძლეს და სააკაშვილის დროინდელი მთავრობისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, ექსმინისტრი 36 ლამაზმანში მოხვდა.

Rating

რატომ ვერ მოხვდა სიაში მაკა ასათიანი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს თანამედროვე ლამაზ ქალებში? საინტერესოა.

რუსების გული ვერ მოიგეს თაკო ჩხეიძემ, სალომე ღვინიაშვილმა, ია ფარულავამ, შორენა ბეგაშვილმა, თიკა ფაცაციამ, ნინო გაჩეჩილაძემ, რომლებიც ასევე მუდმივად ხვდებიან ლამაზი ქალბატონების სიაში.

სიაში თავისი ადგილი ვერ იპოვა ქეთა თოფურიამ. როგორც ჩანს, ქეთას ქართველად ვეღარ აღიქვამენ, რადგან ის მუდმივად ხვდება ყველაზე ლამაზი და სექსუალური რუსი ლამაზმანების რეიტინგებში.
რეიტინგი.გე-ზე გამოქვეყნებულ ქართველი ლამაზმანების სიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ ყველაზე სახალისო და კრიტიკულ კომენტარებს.

* ჩემი კესარია სადაა, ჩემი კესარია? დამიჩაგრეს გოგო აშკარად.

* ამ სიის კესარია აბრამიძის გარეშე გაკეთება იქნებოდა?

* ამის შემდგენი დაბოლილი იყო თუ საახალწლო პახმელია ჰქონდა, საინტერესოა.

* კიდევ კარგი, სია გააკეთეს რუსებმა, აბა, რა გეგონათ, რუსები ქართული სილამაზის რეალურ სახეს გვაჩვენებდნენ?

* რა ყველაფერი ჩვენ გვიხარია, რა შური, რის შური, დოდო ჭიჭინაძე, მაკა ასათიანი, ლეილა ყიფიანი და ლია ელიავა არ არიან სიაში, იმიტომ ხომ არა, რომ მათ ფონზე სიაში მოხვედრილები დაიჩრდილებოდნენ? (რა თქმა უნდა, რამდენიმეს გარდა). მე პირადად ბევრი მეზობელიც, ნათესავიც, თანამშრომელიც და კიდევ უამრავი ნაცნობიც მყავს ბევრად უფრო ლამაზი!

* ყველა ლამაზია, არც მაგით დაიქცევა ქვეყანა, თუ მაკა ასათიანი გამორჩათ. მასე თუ არის, თიკა ფაცაცია ვისზე ნაკლებია?

პ.ს. ''მთლად პირველ ადგილს არ მგონია ვიმსახურებდე, მაგრამ დიდი მადლობა'',- ასე გამოეხმაურა სიას გვანცა დარასელია. სიაში მოხვედრა ესიამოვნა ლიკა მეტრეველსაც.

მართალია, აქამდე ბევრისთვის უცნობ საიტზე ოქტომბერში გამოქვეყნებული მასალა იანვარში გიორგი მოსიძემ აღმოაჩინა, ფაქტია, 36-ეულმა ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ნათია
იმდენად სასაცილოა ეს სია (9-10 ქალბატონის გამოკლებით) რომ მართლაც კესარია და მისნაირი 10-ჯერ შერემონტებულ და ხელახლა აწყობილ გადაკეთებული- შორენასნაირი "ლამაზმანები" აკლია მარტო
21:39 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნიჟარაძის ღია პირი რა უბედურებაა? თავად მოსწონს ეს ფოტო? :)))
19:10 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ვაი იმის პატრონს ვინც ეს სია შეადგინა, რას გვანან , ვინ არიან , ამათზე ლამაზები გადით ქუჩაში და ასობით გოგოს ნახავთ. მიმიფურთხებია თქვენი სიისთვის.
19:00 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
არ შეიძლება ასეთი კომენტარების კეთება "ფუჰ,რასა ჰგავს" და ა.შ,შემდეგ არ ითვალისწიინებთ ვის მიერეაა ეს სია შედგენილი,რომ ამბობთ ზოგს ხელოვნურად ჩასწორებული ნაკვთები აქვსო,მაინტერესებს სოფო ნიჟარაძეს რა აქვს გაკეთებული,თუ გაკეთებაზე წავიდა საქმე,ბოტოქსი გატეხილი კანის რესტავრაციაა არა?გასაგებია ზოგიერთი ლამაზი ბოტოქსით გატენილი ნარკომანი ქალბატონი რომ გამორჩათ მაგრამ მე მას ადამიანადაც არ ჩავთვლიდი ტელევიზიაში გული კინაღამ წაუვიდა,გავიდა წყალი მიისხა სახეზე და მერე შემოვიდა,სასტუმრო მეტეხში ხალიჩაზე დავარდა და კინაღამ გაიპარა და ხალიჩიანად თავის ნაქნარში გახვეული გაიტანეს და ეს ქალია?რად გინდათ მაგის ბოტოქსიანი სილამაზე,მოკლედ სილამაზე აბსოლუტური ცნბა არ გახლავთ,ჰოლივუდის ფილმები რომ არის წლების მიხედვით დალაგებული,ასე ქართველებსაც შეუძლია შექმნან,ცნობადი,თუ არაცნობადი ქართველების კატალოგი,გაუფრთხილდით ერთმანეთს გულს ნუ ატკენთ ადამიანებს კეთილი სურვილებით
16:55 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ძაან საშინელი სია გაქვთ არ ვეთანხმები, ვაფშე ვინ არიან ზოგი არც გამიგია, მეორესერთი 2-3 სურათზე თუ ლამაზები არიან :)))) ყველაზე მაგრა ფაცაცია მომწონს, ძალიან ბევრი მართლაც ლამაზი ქალია ვინც აქ არ არიან დები ქორქიები, ასათიანი მაკა, ანუკი არეშიძე, ონაშვილი, ნუცა კუხიანიძე მომწონს ძალიან კიდე ჰოლივუდის ვარსკვლავია სხვათა შორის... ვის აპიარებთ ან რა უბედურებაა, ჯერესერთი ესე ვერ დაადგენთ ყველაზე ლამაზებს საქართველოში, საქართველოში ლამაზებს რა დალევს და ბევრი კიდე არცაა ცნობილი, კულისებს მიღმა ძალიან ბევრი ლამაზმანია.
03:18 / 19-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მაკა გიგუაური თუ ლამაზია ფუუუ :@ მაგაზე ლამაზი ბევრი ვიცი და ამ სიაში ვინც არის იმათზე :ნანკა კალატოზიშვილი შორენა Bეგაშვილი კახი კალაძეს ცოლს რა ქვია დამავიწყდა ეგ არის მგონი რავი ძაან ბევრი გამორჩათ და მართლა ვიგაც მახინჯები არიან სიაში
18:24 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
აკო
მოდელები მაგრები არიან, მაღლები და ლამაზები, აბა გედევანიშვილს რა უნდა მაგ სიაში, ნახევარი მეტრია
23:35 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
kate
ლამაზები თუ ცნობილები, ვერ გავიგე... აი, ხომ არაფერია ვითომ, სილიკონის დედა-დედაფლები მიაწყდებიან კლინიკებს და 3 კილოგრამამდე დაიმძიმებენ თავებს, ოღონდ მაგ სიაში მოხვდნენ :)))) ვაი
16:19 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ობიექტური
ბეგაშვილი, ნიჟარაძე, წკრიალაშვილი და ა.შ. ლამაზების სიაში შესაყვანი არაა, იმიტომ, რომ ყველაფერი თუ არა დიდი ნაწილი გაკეთებული და აწყობილი აქვთ
11:37 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მაკა ასათიანი ისე გაბერილია ბოტოქსებით, უკვე მუმიას დაემსგავსა
11:34 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS