09 იანვარი, 2015
''არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ''
ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, ერთიმეორის აზრს ვისმენთ ''სხვა ქართული ოჯახებისგან განსხვავებული და გამორჩეული საახალწლო ტრადიციები არ გვაქვს. სამზადისი ამ დღესასწაულისთვის ნაძვის ხის მორთვით იწყება, მე და ჩემი უმცროსი შვილი ნიკუშა ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს და ყოველ წელს ახალ მოსართავს ვამატებთ, ვუწერთ წერილს თოვლის ბაბუას და კონვერტით ვდებთ ნაძვის ხესთან. თან, მთელი წელი მეკითხება, მართლა არსებობს თოვლის ბაბუო, მეც ვპასუხობ, არსებობს მათთვის, ვისაც მისი სჯერა, ჰოდა, მე მჯერაო, - ამბობს (იცინის).

რაც შეეხება საახალწლო სამზარეულოს, არაფერი
ორიგინალური, ინდაური, საცივი, გოზინაყი ჩვენთანაც კეთდება. ტრადიციაა ის, რომ თითქმის ყველა ახალ წელს ბავშვები კონცერტზე მიმყავს, ხან ვასწრებთ სახლში დაბრუნებას და ახალი წლის შემობრძანებას სახლში ვხვდებით, ხან - ვერა, მაგრამ მთავარია, ერთად ვართ და სადაც მოგვიწევს იმ დროს ყოფნა, იქ ვეგებებით ახალ წელს. მაგალითად, შარშან მე და ეკა კახიანს შვილებთან ერთად ძველ მერიასთან, დიდ ნაძვის ხესთან მოგვიწია ახალი წლის შეხვედრამ, გავაჩერეთ მანქანა და ბავშვები ისე გაერთნენ, რომ მართლა გამორჩეულად დამამახსოვრდა'', - გვითხრა მაია ჯაბუამ, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც ტრადიციების მიმდევარი ვარ, ზოგი ტრადიცია მომწონს, ზოგი - არა. სუფრის ტრადიცია, თამადა, განსხვავებულები, დიდად არ მხიბლავს, ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. სიმართლე გითხრა, ასეთ სუფრაზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ, თუმცა კი ბევრ ისეთ საინტერესო სუფრაზე ვარ მოხვედრილი, რომელიც ალბათ სამუდამოდ მეხსომება. გააჩნია იმასაც, რა საზოგადოება შეიკრიბება, საინტერესო ხალხთან ყველაფერი საინტერესოა.
- მეზობლობის ინსტიტუტზე გკითხავთ, რომელიც ძალიან აქტუალური იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ თითქოს იკარგება.
- ამ ინსტიტუტს თავისი ხიბლი ჰქონდა, მე ისეთ სახლში გავიზარდე, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სტადიონი ჰქონდა, მთელი უბანი ჩვენს ეზოში იკრიბებოდა და უსასრულოდ ვთამაშობდით. დღეს აშენებენ უდიდეს კორპუსებს და ძალიან პატარა ადგილიც კი არაა იმისთვის, რომ ბავშვმა ითამაშოს. ჩვენს დროს ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, მეტი სიმშვიდე და მეტი თანადგომა იყო, დაცულებიც ვიყავით, დღეს კი ხალხი თითქოს უფრო მეტად ჩაიკეტა, თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, გარდა ამისა, გაიზარდა მოსახლეობა, ბევრი შემოემატა ქალაქს და ნელ-ნელა ხალხი გაუცხოვდა, ერთმანეთს აღარ იცნობენ, შესაბამისად, მეზობლების ურთიერთობაც აღარ არის ისეთი.
- ქალბატონო მაია, თქვენთვის ოჯ­ახის უფროსობა რას ნიშნავს?
- ჩვენს ოჯახში ასეთი თანამდებობები და იერარქია არ დაგვიწესებია. ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, ერთიმეორის აზრს ვისმენთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მშვიდობიანად ვახერხებთ ურთიერთობას.
- რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს…...
- ნიშნობა, ხელის თხოვა, გადაპატიჟება-გადმოპატიჟება არასდროს მომწონდა, თუმცა ვინც ამას იცავდა, არ განვიკითხავდი. არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ამ ყველაფერს ავერიდებოდი. ქორწილებზეც არ ვგიჟდები. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, ახალგაზრდობაშიც და ახლაც, პომპეზურობა არ მომწონს. ვიღაცას უყვარს, ოცნებობს თეთრ კაბაზე და უნდა ჰქონდეს კიდეც, ვისაც როგორ წარმოუდგენია ქორწილი, ისეთი უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს, ვფიქრობ, ძალიან ნორმალური და ორგანულია, ჩემი აზრით, კარგად უნდა იცნობდე ადამიანს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამ ადამიანთან გინდა ცხოვრება და მერე უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ოჯახი ძალიან რთულია, ცხოვრება ბევრ გამოცდას გვიმზადებს, ამიტომ შენ გვერდით მყოფ ადამიანში დარწმუნებული უნდა იყო. მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ მე ამ ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში ქალმა უფრო მეტი უნდა დათმოს?
- ამასაც ვერ გეტყვი კონკრეტულად, სქესის მიხედვით არ მაქვს დაყოფილი, ხან ერთმა უნდა დათმოს, ხან - მეორემ. ქალისა და კაცის ურთიერთობა ერთ დიდ ცეკვას ჰგავს. იმპროვიზაციაზე, ინტუიციაზე, ტაქტის გრძნობაზე, ნიჭზეა დამყარებული. თუ ორივე ნიჭიერია, ურთიერთობა ფანტასტიკურია და დიდხანს ძლებს, ვინც უფრო ნიჭიერი და გონიერია, ის დათმობს, უღირს და ამიტომ, ვინც ვერ თმობს, ალბათ რაღაც აკლია, ან ნიჭი, ან ინტელექტი, ან სიყვარული.
- აქვე მინდა, გკითხოთ ღალატზე.
- ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვი, რომ კაცს ღალატი ეპატიება და ქალს - არა. საერთოდ პატიება, თუნდაც ღალატის პატიება, ძალიან ინდივიდუალურია, ვისაც პატიების უნარი აქვს და შეუძლია, მისი არჩევანია, მაგრამ ვიღაცისთვის იმ ერთი ღალატით მთავრდება ყველაფერი და არც იმ ადამიანს გაემტყუნება. არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა, ეს ძალიან პირადი და ინდივიდუალურია.
- რძალ-დედამთილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით როგორი პოზიცია გაქვთ?
- ვფიქრობ, რძალ-დედამთილს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება უპირველესად სურვილზეა დამოკიდებული. თუ ოჯახში თავიდანვე უარყოფითი განწყობით შეხვალ, ან დახვდები რძალს, მერე ურთიერთობის აწყობა გაგიჭირდება, მთავარი განწყობაა. თუ ერთს უნდა კარგი ურთიერთობა და მეორეს არა, მაშინ დისტანცია ყველაზე კარგი გამოსავალია. მგონია, რომ სურვილის შემთხვევაში ყველანაირ ადამიანს შეიძლება მოუძებნო გასაღები და შესაძლებელია, ააწყო ურთიერთობა, რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. საერთოდ, არ მგონია, რომ დედამთილი მტრის ბანაკიდანაა, ზოგი ამ სიტყვასაც კი ისე გამოთქვამს, რომ აუცილებლად ცუდს გულისხმობს, არასდროს მქონია ასეთი განწყობა, რადგან დედამთილი არის ის, ვინც გაზარდა ადამიანი, რომელიც შენ გიყვარს. მე სულ მადლობას ვუხდიდი ჩემს დედამთილს იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი აღზარდა, რომელიც ჩემ გვერდითაა.
- რაც შეეხება ახალგაზრდა წყვილის ცალკე ცხოვრებას, ზოგს ეს აღიზიანებს და უნდა, საკუთარი შვილი თავისთან ჰყავდეს.
- მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ წყვილმა უნდა იცხოვროს ცალკე, იმიტომ რომ ის უკვე სხვა ოჯახი და სხვა სახელმწიფოა. ეს მათი ურთიერთობისთვისაც კარგია. წყვილმა ოჯახი თავად უნდა ააწყოს, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორი ურთიერთობა უნდათ, როგორ ადგებიან დილას, როგორ ივლიან სახლში, როგორ სადილს გააკეთებენ, სტუმარს რამდენჯერ მიიღებენ, გვიან მივლენ თუ ადრე და ა.შ. როცა ამ ნაბიჯს დგამ, ოჯახი უნდა შექმნა მარტომ.თუ მკითხავენ, ვუპასუხებ, რჩევას მივცემ, შვილებმა იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, მათი კეთილისმსურველები და გულშემატკივრები ვართ, მაგრამ თვითონ უნდა ააწყონ ოჯახი, ასევე, ვფიქრობ, რომ შვილიც თავად წყვილმა უნდა აღზარდოს.
- ანუ ძიძის ინსტიტუტს არ მიესალმებით?
- არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ კარგი ძიძა იპოვო. მე ასე ადვილად ვერ ვანდობ ჩემს შვილს სხვას და, რა თქმა უნდა, როცა მეყოლება შვილიშვილი, აქაც ვერ ვიქნები მშვიდად, ეს ძალიან სერიოზული თემაა. სულ პატარა შეცდომაც კი შეიძლება, სანანებელი გაუხდეს ადამიანს.
- დასასრულ, მინდა გკითხოთ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების შესახებ.
- საერთოდ, არც არაფრის გაფეტიშება მიყვარს და არც განკითხვა. ჩემთვის არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები ჩვეულებრივები არიან, მყავს ასეთი რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც არ გავცვლიდი არც ერთი ტრადიციული ორიენტაციის ადამიანზე. იმდენად კარგი მეგობრობა იციან, იმდენად ერთგულები და საინტერესო ადამიანები არიან, მათი ორიენტაციის გამო ერთი წამით არ გამიჩნდება კითხვის ნიშანი და ამის გამო უხერხული სიტუაცია არც არასდროს შექმნილა. რადგან ღმერთმა დაუშვა ასეთი ადამიანების ამქვეყნად მოვლენა, მათ აქვთ უფლება, იყვნენ ბედნიერები, იცხოვრონ, როგორც მათ უნდათ და იარსებონ ისე, როგორც სხვა ადამიანებმა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
////////
თვენ ცხოვრებას მიხედეთ,რამდენჯერაც არ უნდა გათხოვდეს.მაიამდე ვერ მიხვალთ,ვერც კულტურით,ვერც ნიჭით,ვერც გარეგნობით,ვერც ოჯახით.ნეტა ერთი თქვენი პირადი და წარსული გაქექოს ვინმემ თუ მოგეწონებათ.
20:08 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ძალიან ჭკვიანური ინტერვიუაა... ვისურვებდი ყველა ასე სწორად აზროვნებდეს საქართველოში, გმადლობ, მაია
14:36 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ელი
სრულიად ნორმალურ და კულტურულ მოსაზრებებს გამოთქვამს ეს ადამიანი ინტერვიუში, რაც ძალიან იშვიათია ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის.რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას , მისია და ნიშნავს , რომ არავის საქმე არაა, ისევე როგორც თქვენი პირადი ცხოვრება არის თქვენი პირადი საქმე და არავის განსახილველი. რა ზიზღი და ბოღმა გამოსჭვივის ზოგიერთ კომენტარში ეს არის არანორმალური და უკულტურო. თქვენივე თავის თუ არ გრცხვენიათ, ე.ი.ძალიან ცუდად ცხოვრობთ -ჭაობში.არჩევანი თქვენზეა.
02:21 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დაწერეთ ვინმემ
ჩამოვრჩი ცხოვრებას ვინაა ამის ბოლო ქმარი და რომელიაყარა ცოლს??
23:13 / 16-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნახეთ რა ექსპერტი, რამდენჯერ გათხოვდა ზუსტად არ მახსოვს და რამდენი ნიშნობა და ქორწილი უნდა გადაეხადა ნეტავ?!
15:59 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი
ძალიან საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანია. ვეთანხმები ყველაფერში. :)))
00:06 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
anna
Chven rasac vtesavt imas vimkit.arachveulebrivi moazrovnea qalmatoni maia da titoeuli misi sityva kargad waikitxet.ar aris sachiro egoizmis gamoxatva.im dasmul kitxvas tkvenc upasuxet ki nu akritikebt uxeshad.es ubralod elementaluri zrdilobis da shinagani kulturis gamoxatvaa.gviyvardes ertmaneti.
00:03 / 12-01-2015
გამოხმაურება / 0 /
onise
Sxvis cxovrebas ar ganvixilav da arc mainteresebs,ubralod mis shexedulebas ar davetanxmebi,saqartvelo zaan patara qveyanaa da aq aranairad ar sheizleba sexis tavisufleba,aq dro arafer shuashia,yvela ertmanets icnobs,ubralod sazizgroba iqneba da meti araferi. Rac sheexeba "instituts" yvela winadadebashi nu iyenebt,vitom ganatlebuloba,ara da zaan goimobaaa:-)
23:30 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ხორველის ანგელოზს არა ჰგავს?
რას დამგვანებია ტო....განგრეულ პახმელიაზე კი ვარ...იმედია არაფერი მეჩვენება...
14:35 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
zogzogiertebs-s
თქვენ გაიხარეთ მაგ სიმართლისთვის!
15:03 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS