ნანუკა ''ნიჭიერის''მეორე ლაივკონცერტზე შესვენების დროს მოვიხელთეთ, მასთან ინტერვიუც სწორედ ამ პროექტით დავიწყეთ და სხვა თემებზეც გადავინაცვლეთ.
- ნანუკა, შენი რეაქცია ვნახე, ძალიან გაბრაზდი მძლეოსანი კორნელის გამოსვლაზე?
- არ გავბრაზდი, უბრალოდ, ასეთ რაღაცებს ვერ ვუყურებ. არა მგონია, რამე ღირდეს სიცოცხლის გარისკვად. აქ იყო რისკი, ამაში მგონი, დამეთანხმებით. საკუთარი სიცოცხლე შოუს გამო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენო.
- მოცეკვავეთა ჯგუფ''ლილეზე''რას
- თავიდან შოუს შემქმნელებმა ჟიურის წევრები არ გაგვაფრთხილეს და ამის გამო იაღლიში დაგვემართა. საოცარი ნიჭია, უმუსიკოდ ასე იცეკვო. ვგულშემატკივრობ ამ სიცოცხლით სავსე გოგონებს. არანაირი დაბრკოლება არ აშინებთ. საოცრად ვაფასებ ასეთ ადამიანებს. ეს გოგონები გადაცემაშიც მოვიპატიჟე.
- გადაცემაში გყავდა ტომას ჯალაკიც...
- ძალიან მაგარი ბიჭია. უნდოდა, პოპულარული გამხდარიყო და ეს მოახერხა კიდეც. ბევრი ცნობილი ადამიანისგან განსხვავებით, ეს აკრძალული გზით არ გააკეთა. ფეხი არავისთვის დაუდია, ცუდი არავისთვის გაუკეთებია. შოუ დადგა და წავიდა. ერთადერთი, რაც ამ ბიჭს ვერ გავუგე, იყო რევანში გარდაცვლილ მამაზე.
- ია ფარულავასთან ფლირტიც გაუპროტესტე.
- გათხოვილ ქალთან ფლირტი როგორ შეიძლება?!
- გადაცემაში გყავდა ტაქსისტი კარუზოც.
- ჰო, ეს ყველაზე სკანდალური გადაცემა აღმოჩნდა, თუმცა დღესაც იმავე აზრზე ვრჩები. მესმის ადამიანების დამოკიდებულება, რომ რელიგიურ თემაზე ხუმრობა არ შეიძლება, თუმცა ჩემი რეპლიკა, მეშინია არ მომადგნენ, ხუმრობა არ ყოფილა. უბრალოდ, თემა იყო აქტუალური და საზოგადოების დამოკიდებულებაც ამის გამო აღმოჩნდა სენსიტიური.
- მართლა გეშინოდა?
- როგორ გითხრა, ზოგჯერ არის გადაცემები, როდესაც ერთი მხარე გყავს მოწვეული, ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ მეორე მხარე უკმაყოფილი რჩება. მერე რეკავენ და პრეტენზიას გამოხატავენ. ეს მათი უფლებაა. სწორედ ამას ვგულისხმობდი, ეს რეაქცია მქონდა კარუზოს შემთხვევაშიც.
- კარგი,''ნიჭიერს''დავუბრუნდეთ, გავიგე, შენს შვილს, საბას, გაუპროტესტებია პავლოვიჩის გადაყვანა ნახევარფინალში.
- ჰო, გაბრაზდა, რატომ გადაიყვანეთ, უზრდელია, ტრაკი თქვაო. მოსწონს''ნიჭიერი~. დაინტერესებული იყო, რა ჰქონდა მკერდში სიუზანს. სილიკონი ვერ ავუხსენი, ვერ გაიგებდა და ვუთხარი, გირები უდევს-მეთქი.
- ნანუკა, ჩვენ გვახსოვს შარშანდელი საახალწლო''ნანუკას შოუ~. რა იქნება წელს?
- წლევანდელი საახალწლო გადაცემა რადიკალურად განსხვავებულია ყველა სხვა საახალწლო გადაცემისგან. ეს გადაცემა ექსკლუზიურია. გვეყოლება 5 თოვლის ბაბუა შენიღბული სახეებით.
- მაყურებლის ოცნებებს აასრულებთ?
- ასე ვერ ვიტყოდი. ვიღაცებს დავასაჩუქრებთ, ოღონდ სხვანაირად.
- მაშინ ასე გკითხავ, ცნობილ სახეებზეა გათვლილი ეს გადაცემა თუ უცნობებზე?
- ორივეზე. პირველად მოვახერხეთ, რომ გადაცემა ყოფილიყო ყველასთვის.
- საბამ რა არჩევანი გააკეთა, სწორედ იმ დღეს, როცა საბავშვო ბაღში თოვლის ბაბუა უნდა ყოფილიყო, მამასთან წასვლას სთავაზობდი.
- მამა არჩია. მიდის და მიჰყავს ძაღლი, ლაბრადორი მამასთან დარჩება. ჩვენთან პოვერანიე შპიცს დავტოვებთ. ირაკლი რომ ჩამოვა, ლაბრადორსაც ჩამოიყვანს.
- ჩამოდის ირაკლი?
- აუცილებლად. ღადაობთ?
- როდის გეგმავს?
- ეგ ჯერ არავინ იცის, მაგრამ ირაკლი რომ საქართველოში ჩამოვა, ამის გარანტიას გაძლევთ.
- ორ ქვეყანას შორის ხარ გახლეჩილი. ეს რთული არ არის შენთვის?
- გახლეჩილი კი არა, გადასარევად ვარ. წარმოიდგინე, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ევროპაში რომ მიფრინავდე. ორ კვირაში ერთხელ ვნიავდები ევროპაში, ჩემს ქმარს რომანტიკულად ვხვდები და ჩამოვდივარ. ასეთ სიურპრიზს, საჩუქარს არავინ გამიკეთებდა, თუ არა''ქართული ოცნება~.
- შეყვარებულები ხართ, ხომ?
- თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. უკვე მობეზრების პირას მყოფი ურთიერთობა გავაცოცხლეთ და გავამრავალფეროვნეთ.
- ამ შეყვარებულობის შედეგია შენი დაკლებული კილოგრამები?
- ვერ ვიტყოდი. დამღალა ამდენი წელი ამაზე ლაპარაკმა.''ნიჭიერმაც''ძალიან იმოქმედა. თუმცა არ ვიცი, რა ხდება, მანამდეც მიშიმშილია და ვერ დამიკლია და დღეს ვიკლებ. დღეს საკმარისია, 5 დღე მოვუკლო ჭამას და უკვე 3 კილოს ვიკლებ.
- მოდი, ვაღიაროთ, ქალებს სტიმული გვჭირდება იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ, ვიშიმშილოთ, ვივარჯიშოთ. შენთვის რა იყო სტიმული?
- ჩემი სტიმული ყოველთვის არის ეკრანი, რომელიც მატებს 10 კილოგრამს. უკვე დავიღალე, ამდენი წელია ეკრანზე ვარ და ამდენი წელია, ამაზე ლაპარაკობენ. მართალიცაა, თავმოყვარე ტელეწამყვანი ქალი წონის გამო ამდენ შენიშვნას არ უნდა იღებდე, მით უმეტეს, როცა უცნაურად, გამორჩეულად გინდა გეცვას.
- წელს შენს უცნაურ სამოსზე აღარ ჭორაობენ.
- მგონი, მიეჩვივნენ.
- თუ აღარ იცვამ უცნაურად?..
- რას ლაპარაკობ, იმდენ გადაცემას გაჩვენებ, სადაც უცნაურად მაცვია, ნიფხავზე შორტი და შორტზე ნიფხავი... მგონი, მაყურებელი ფიქრობს, ნანუკაა და ეპატიებაო.
- ახალ წელს სად გაატარებ?
- საქართველოში არ ვიქნები, ახალ წელს ევროპაში ირაკლისთან ერთად შევხვდები.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''