29 დეკემბერი, 2014
კაცი გამოძახებით ცნობილ და ქმრიან ქალებს სექსმომსახურებას უწევს
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ, ისე გავიზარდე, რომ არასოდეს არაფერი დამიმალავს 22 წლის გიორგი ქარქიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გადაცემა ''სხვა რაკურსიდან'' გაიცნო. ის პირველი ქართველი მამაკაცია, რომელიც კამერებს არ მოერიდა და ღიად ილაპარაკა თავისი საქმიანობის შესახებ. როგორ მივიდა ამ გზამდე და სხვა უამრავ თემაზე ჩვენთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა მანამდე გამოგვიტყდა, რომ გამოძახებაზე მისულს ხშირად ცნობილი ქალებიც დახვედრიან.
კლიენტებს არ ითვლის, მაგრამ ფიქრობს, რომ შეიძლება, ამ საქმიანობას მალე თავი დაანებოს, რადგან ამის გამო საყვარელი
ადამიანი დაკარგა და თან, ფინანსური პრობლემები არ აქვს, რადგან ერთ-ერთ ცნობილ კლუბში მენეჯერად მუშაობს.

- ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ, ისე გავიზარდე, რომ არასოდეს არაფერი დამიმალავს. ჯერ კიდევ თინეიჯერობისას ჩემი თანატოლებისგან განვსხვავდებოდი. უფრო თამამი ვიყავი, თუნდაც ჩაცმულობით, პირსინგებიც მქონდა და ხალხის აზრის არ მეშინოდა. ვცხოვრობდი დედასა და სამ დასთან ერთად. მამა ცალკე ცხოვრობს. პატარა ვიყავი, რომ წავიდა. ახლა მე და დედა ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ ბინა ცალკეც მაქვს. ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე, სპორტსაც ჩამოვშორდი და ვერც სწავლა გავაგრძელე უმაღლესში.
- მამაკაცი გამოძახებით – ასე გაგიცნო საზოგადოებამ. ეს საქმიანობა როდის დაიწყე?
- ერთ-ერთ სააგენტოში მოდელად ვმუშაობდი. ჩვენებაზე გამოვდიოდი, რომლის შემდეგაც ერთ ქალბატონს ჩემი გაცნობა მოუნდა. მაშინ 19 წლის ვიყავი, ის – 51-ის. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ ეს ურთიერთობა ფიზიკურ სიახლოვემდეც მივიდა. საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონია. საჩუქრებით მანებივრებდა, კიდევ იყო რაღაცები... ახლაც ვმეგობრობთ, მაგრამ როგორც პარტნიორები, ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით და ისეთი ურთიერთობა აღარ გვაქვს.
- როგორ გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში სხვა ქალები?
- მისი სამეგობრო წრიდანაც იყო მოწონება. ერთ მეგობარს ამის გამო დაშორდა კიდეც, ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, მასაც უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. სურდა, მარტო მისი ვყოფილიყავი. მალე სხვა ქალებიც გამოჩნდნენ...
- დედამ და დებმა რომ გაიგეს შენი საქმიანობის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდათ?
- ამ თემაზე არ გვისაუბრია, არც შეუმჩნევიათ.
- თავზე რამდენიმე ნაიარევი გაქვს...
- ეს ჩემი ცელქი ბავშვობის შედეგია, საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
- გიორგი, რა შეგიძლია მოგვიყვე შენს საქმიანობაზე, რომელსაც ახლა ეწევი?
- გამოძახებისას საკმაოდ მოვლილი ქალბატონები მხვდებიან, ბევრი ახალგაზრდა გოგონასგან განსხვავებით, რომლებიც ფეხის მხოლოდ იმ ნაწილს იპარსავენ, რომელიც დახეული ჯინსიდან უჩანთ. გამოძახების შემდეგ იმდენ ხანს ვრჩები, რამდენიც მე მინდა. შეიძლება, დღეში რამდენიმე გამოძახებაც მქონდეს. არასოდეს აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში, რომ ვინმე თავზე დაგვდგომოდეს.
- ახალმისულს რაზე გესაუბრებ­იან?
- მეუბნებიან, რომ თავს მარტო გრძნობენ. ქართველი მდიდარი მამაკაცები ფულის კეთებით არიან დაკავებული და ავიწყდებათ, რომ ქალს სითბო და ყურადღება სჭირდება.
- და ამას შენგან იღებენ, ნახევარი საათის გაცნობილი ადამიანისგან?
- დიახ, იღებენ. ჩემთვის ეს სამსახურია. ერთმანეთს პირდაპირ კი არ ვეხვევით, ჯერ ვსაუბრობთ, ღვინოს ვსვამთ.
- როგორ გხვდებიან?
- ყოველთვის სექსუალურად აცვიათ. არ ერიდებათ ჩემი, ალბათ იმიტომ, რომ ასაკით პატარა ვარ. მიყვებიან, რა აკლიათ და რისი განცდა უნდათ.
- იმ პერიოდში პოლიტიკურად აქ­ტი­ურ თემებზე ან ლარის კურსზე თუ საუბრობთ?
- (იღიმის) არა, რაღაცებს ჩემზე მეკითხებიან, ასევე, მომეწონა თუ არა და კიდევ გამოძახების შემთხვევაში თუ მივალ. სიყვარულს ნამდვილად არ ვუხსნით ერთმანეთს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ კლიენტს შევყვარებივარ.
- მეტსახელების დაძახებას თუ გთხოვენ?
- (იცინის) ძირითადად, ქალებს მოსწონთ, ფისოს რომ ვეძახი. ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩემი მომსახურება კონფიდენციალურია. მეორე დღეს არასოდეს ვიტყვი, რომ მასთან ვიწექი. მეორედ იშვიათად მივდივარ ერთსა და იმავე ადამიანთან. მხოლოდ მაშინ, თუ მომეწონა. მე ჩემი პრინციპები მაქვს.
- ასე ხომ მალე ამოწურავ კლიენტ ქალბატონებს, დავიჯერო, ამდენს აკლია ქმრის სითბო?
- რა გითხრათ, ერთი ის ვიცი, რომ ჩემი საქმიანობის გამო ერთი გოგონა ძალიან გავაბრაზე და მინდა, ბოდიში მოვუხადო. ერთმანეთი მოგვწონდა და არ იცოდა, რას ვაკეთებდი. ყველაფერი გია ჯაჯანიძის გადაცემიდან გაიგო და მხოლოდ ამიტომ ვნანობ, რომ ეთერში ვაღიარე. არადა, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს. იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცი.
- მამას რა რეაქცია ჰქონდა შენს გამოსვლაზე?
- არ ვიცი, ხომ გითხარით, პატარა ვიყავი, სახლიდან რომ წავიდა და ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით, არ გვაქვს კარგი ურთიერთობა.
- დედა მუშაობს?
- არა, არ ვამუშავებ (იღიმის). კარგი ურთიერთობა გვაქვს, რჩევას ყოველთვის ვეკითხები, მაგრამ არა ამ თემაზე. ჩემი დები გათხოვილები არიან. 18 წლიდან ფული არავისთვის მითხოვია, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ.
- შენი ორივე საქმიანობიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი გაქვს, მეორე ბინა შენი ფულით იყიდე?
- დიახ, მანქანაც მყავდა, მაგრამ დავამტვრიე და შემდეგ გავყიდე. ახლა ტაქსით დავდივარ.
- ყველაზე მეტი რამდენი აგიღია სექსუალურ მომსახურებაში?
- ერთხელ მთელი ღამე დავრჩი და 500 დოლარი გადამიხადეს. დღეში შეიძლება, ორი გამოძახებაც მქონდეს, მაგრამ ხასიათი ხშირად მეცვლება და შეიძლება მოვიგონო, რომ დაკავებული ვარ და გამოძახებაზე უარი ვთქვა. როდესაც კლუბში ვმუშაობ, იმ დღეებში გამოძახებისგან თავს ვიკავებ.
- გამოძახებაზე მისულს ორი ქალბატონი თუ დაგხვედრია?
- კი, კარგად მახსოვს ეგ დღე. ძალიან გავბრაზდი. პრინციპული ვარ და რაც ჩემთვის მიუღებელია, იმას არასოდეს გავაკეთებ. დაღლილი ვიყავი, ცოტა ნასვამიც. ავედი და ორი ქალი დამხვდა, ბოდიში მოვუხადე და დავემშვიდობე. თან, იმაზე გავბრაზდი, რომ წინასწარ არ გამაფრთხილეს, რადგან დეტალებზე ტელეფონზე ვთანხმდებით ხოლმე.
- მამაკაცს არასოდეს დაურეკავს?
- საბედნიეროდ, არა, არ შემიძლია, მიუღებელია ჩემთვის.
- შენმა მეგობრებმა იციან შენი საქმიანობის შესახებ?
- ცნობილი მეგობრებიც მყავს, დიზაინერები, მაგრამ მათ სახელებს ვერ გეტყვით, იქნებ, არ უნდათ მათ ამის თქმა. ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ ჩემს აღიარებაზე, მგონი, მანამდეც ხვდებოდნენ, მაგრამ დეტალები არ იცოდნენ.
- ამ საქმიანობაში კონკურენტები თუ გყავს?
- კი, ვიცი, რომ რამდენიმე ნამდვილად არის, მაგრამ საქართველოა და ხალხი სხვანაირად იღებს ყველაფერს, ამიტომ არ აღიარებენ. მეც ბილწ კომენტარებს მიწერდნენ. რატომ, არ იცნობ ადამიანს და არ იცი მისი შინაგანი სამყარო და როგორ წერ ასეთ საშინელებებს?
- ამბობ, რომ ამ პროფესიამ საყვარელი ადამიანი დაგაკარგვინა... შესარიგებლად თავს ხომ არ დაანებებ?
- არ ვიცი, ვფიქრობ. ჩემთვის ის გოგონა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ეს საქმიანობა. სამსახური მაქვს, სახლიც, თუ სმას თავს დავანებებ, მალე მანქანასაც ვიყიდი. ძალიან ბევრს ვსვამ, მხოლოდ კარგი ხასიათისთვის.
- თუ ის გოგონა ასეთი მნიშვნელოვანი იყო შენთვის, რატომ წახვედი გადაცემაში აღიარებით?
- მანამდეც ხვდებოდა, მესიჯები ნახა ჩემს ტელეფონში, უბრალოდ, დეტალები არ იცოდა. მითხრეს, რომ გადაცემის ნახვის შემდეგ ბევრი იტირა. ხასიათით ზუსტად ჩემნაირია, მუშაობს, საკუთარი ბინა აქვს და მშობლებზე დამოკიდებული არ არის. თან, ორივე კირჩხიბები ვართ ზოდიაქოთი, თბილები.
- დასასრულ გკითხავ, მომავალში რამე სერიოზულ საქმეს რომ მოჰკიდო ხელი, ყველას გაახსენდება, რომ ოდესღაც კაცი გამოძახებით იყავი, როგორ ფიქრობ, ეს ხელს არ შეგიშლის?
- გავიჩალიჩე, მაგრამ ხალხის აზრს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკოსობას მე არ ვაპირებ. ნელ-ნელა მივდივარ მწვერვალებისკენ და ვიცი, ლამაზი მომავალი მექნება და ბევრი შვილი მეყოლება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ჯემალა
მე კი ზუსტად ვიცი რომ ასეთ ბიჭებს არათუ ფულს უხდიან ქალები სექსში , არამედ ასეთი ბიჭები ნძრევით კვდებიან და აქეთ ეძებენ ფულით შესაყოფს
17:39 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
ფფფფფფ
18:22 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
18:21 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ბალთაზარ კოსა
,ვიღაცას მართალი ეგონება,დედაშენის პადრუგები ხომ არ გაწუხებენ "მარუსია?ბ6ცყქაჩალმა წამალი რომ იცოდეს თავის თავს მიხედავდაო.
17:32 / 29-12-2014
გამოხმაურება / 0 /
tina
ეჰ-ს ნუ გეცოდება.ახლა ამ ბიჭს მიიწვევენ ყველა შოუში, გადაიღებენ კინოში, ამღერებენ. ერთი სიტყვით გახდება ძალიან ცნობილი სახე. მერე ჩვენ ყველაფერი გვეცოდინება:როგორი ფეხსაცმელი აცვია, როგორ ყავას ანიჭებს უპირატესობას.ის გახდება ეტალონი. მერე მე და შენ ლანძღვას დაგვიწყებენ, რომ ვართ შურიანები, ბოღმიანები, რომ მან ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია და ა.შ
17:28 / 29-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
მეცოდება ეს ბიჭი. თან ძალიან. როგორ დაინგრია ცხოვრება და სულს რა უყო რაც მთავარია
11:39 / 29-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგი
რატომ ჰქვია ქალს ბოზი და ამას კაცი გამოძახებით? არის მათ შორის რაიმე სხვაობა?
10:56 / 29-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS