საბედნიეროდ, ჩვენს საიტზე გვაქვს იმის საშუალება, რომ თავად ვადევნოთ თვალი, რამდენი ადამიანი კითხულობს სტატიებს, როგორი რეიტინგი აქვს ცნობილი სახეების ინტერვიუებს და შესაბამისად, კონკრეტულად ამ სახეებს. საიტი ძალიან ზუსტი ინდიკატორია იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ყველაზე მეტად რომელი პოპულარული ადამიანები აინტერესებს
ამჯერად 2014 წლის 10 ყველაზე ცნობილ სახეს წარმოგიდგენთ, რომელთა შესახებაცნ reitinge.ge--ზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ წვრილმანს საზოგადოება დიდი ინტერესით ეცნობოდა.
მაკა ზამბახიძე – ერთი შეხედვით, მისი პერსონა ყოველგვარ სკანდალს მოკლებულია, რადგან ''იურმალაზე'' გამარჯვების შემდეგ გათხოვდა, მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა და რატისთან დუეტში მღეროდა, მაგრამ ეს წელი მისთვის რთული აღმოჩნდა. ჯერ დუეტი ''ჯორჯია'' დაიშალა, შემდეგ კი არაერთხელ გავრცელდა ჭორი მეუღლესთან დაშორების შესახებ, თუმცა, საბედნიეროდ, წყვილი ერთად ცხოვრობს.
ია ფარულავა – ყველა სეზონზე პოპულარულია და როდესაც ფიქრობ, რომ შეიძლება, მასზე სიახლეების კითხვა მკითხველს მოჰბეზრდეს, თითქოს დაგეგმილად ისეთი რაღაც ხდება მსახიობის ცხოვრებაში, რომ ჩრდილში არასოდეს რჩება და თავიდან იწყება ტალღა, რომელსაც ხშირად თავად ია ფარულავაც აგორებს.
ეკა კვალიაშვილი- ინტერვიუებში გულახდილად საუბრობს, პირდაპირია და ამიტომ მომღერალი ყოველთვის ხვდებოდა ყურადღების ცენტრში, მაგრამ წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ეკას ფოტოები საიტების მთავარი გვერდებიდან დიდი ხნის განმავლობაში არ ჩამოდიოდა. ეს მხოლოდ ეკას ავადმყოფობის გამო არ მომხდარა, რადგან მკითხველს შევახსენებთ, რომ მის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა, რომ დაავადება მოიგონა, ინტერნეტმედიას მორიგ ტალღად გადაუარა, რასაც ცხადია, ეკას პასუხებიც მოჰყვა.
თაკო ჩორგოლაშვილი- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გასულ სეზონში მონაწილეობდა, მაგრამ 2014 წელს თაკოს პოპულარობის კიდევ ერთი ახალი ტალღა აგორდა. მიზეზი მეუღლესთან დაშორება გახდა. ფეხბურთელისა და ჟურნალისტის იდეალურ წყვილზე პრესა ხშირად წერდა და ალბათ, ამიტომ დაიმსახურა დიდი ინტერესი ცნობამ მათი დაშორების შესახებ.
გიგი გაჩეჩილაძე – ის მხოლოდ სალომესთან ჩაშლილი სიყვარულის გამო არ მოხვედრილა ამ სიაში, რადგან გიგი, როგორც ჩანს, ქართველი გოგონების გემოვნებას აკმაყოფილებს. მისი ინტერვიუები ყოველთვის კარგად იკითხება და მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არ წყდება.
თინა მახარაძე – რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ პირველად ''რეიტინგს'' მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ სიტყვა ''ბოზის'' მნიშვნელობა არ ესმოდა. ჟურნალის გამოსვლიდან ერთ კვირაში ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა და პოპულარობაც მოვიდა. თინას შესახებ წლის განმავლობაში დაწერილი ყველა სიახლე სკანდალური აღმოჩნდა და მკითხველის დიდ დაინტერესებას იწვევდა.
სალომე ტეტიაშვილი – მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კონკია. გოგონა, რომელსაც მეგობრების გარდა არავინ იცნობდა, პოპულარული ერთი ვიდეოთი გახდა და შემდეგ თითქმის ყველა მუსიკალური გადაცემა მოიარა. გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ თაყვანისმცემლების არმია შეიძინა და უამრავი პრიზი მიიღო, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანისგან, რომელმაც შემოდგომაზე ბინა აჩუქა.
ნუნუკა თამაზაშვილი – პირველი ლედი მაკა ჩიჩუაა, მაგრამ პოპულარობით პრემიერის მეუღლემ ამ წელს ნამდვილად გაუსწრო. შეიძლება, ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ პირველი ლედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება და ტელევიზიითაც გულახდილად საუბრობს, რასაც ვერ ვიტყვით ნუნუკაზე, მას არასოდეს მიუცია ინტერვიუ, ალბათ, ამიტომაც მის მიმართ ინტერესი დიდია. პრემიერის მეუღლე ჩაცმულობის გამო წელსაც არაერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში.
სალომე ჭაჭუა გათხოვდა, მაგრამ მისი და გიგი გაჩეჩილაძის ხმაურიანი სიყვარულის ამბავი, როგორც ჩანს, ხალხს არ ავიწყდება. დაოჯახების შემდეგ სალომე ''თელადან'' წავიდა და ცალკე სტუდია გახსნა, რამაც კიდევ ერთხელ მისცა საბაბი ჟურნალისტებს, გიგისა და სალომესთვის ამ თემაზე კითხვები დაესვათ და მათგან საკმაოდ სკანდალური პასუხებიც მიეღოთ.
ნინი ბადურაშვილი – აქტუალობას უკვე მეორე წელია არ კარგავს. მეუღლეს სკანდალურად ბევრი დაშორებია, მაგრამ ნინის შემთხვევაში ამ თემაზე ჭორაობა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. მთელი წლის განმავლობაში საიტზე პერიოდულად ვაქვეყნებდით სიახლეებს მომღერლის ცხოვრებიდან, ვინტერესდებოდით, როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ ქმართან. მამა-შვილის ურთიერთობა და ნინის საკმაოდ გულახდილი და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ხმაურიანი სტატუსებიც ყოველთვის ყველაზე კითხვად მასალებში ხვდებოდა. ამიტომ მან დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''