- ძალიან კარგი მეწყვილე შემხვდა, ზურა მანჯავიძე კარგი პიროვნებაა. ყოველ სეზონში არაჩვეულებრივი პარტნიორები მხვდებიან. ზურა იდეალური ადამიანია და ცეკვისთვის ყველაფერს აკეთებს. 43 წლის გახდა და ისეთი მონდომებულია, ისე
- როგორ გრძნობ თავს იმ პროექტში, რომელიც მეუღლემ, საშა ოხრიმენკომ, სკანდალით დატოვა?
- გული დამწყდა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დიმა, ალიონა და საშა რომ აღარ არიან, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამ პროექტში მე არავინ მკრავს ხელს და ცუდად არ მექცევა. ყოველთვის ცდილობდნენ, თბილად მომპყრობოდნენ. რა თქმა უნდა, მაკლია ის მომენტი, რომ მეუღლე გვერდით არ მყავს და რჩევებს არ ვეკითხები. პროექტის ქორეოგრაფ გიგი გაჩეჩილაძესთანაც მივდივარ და ვეკითხები ყველაფერს, რაც მაინტერესებს. ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ახლაც კარგად ვარ და მაშინაც კარგად ვიყავი. გავბრაზდი იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ვერ წავიდოდი, რადგან კონტრაქტზე მაქვს ხელი მოწერილი. თუ რამეს ხელს ვკიდებ, ბოლომდე ვაკეთებ. ჩემი წასვლა ღალატის ტოლფასი იქნებოდა, რასაც მე ვერ გავაკეთებდი.
- ყველაზე მეტად რამ გაგაბრაზა?
- ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. გული დამწყდა, რომ კარგი ქორეოგრაფები წავიდნენ. მათი ხელი ბევრს მოაკლდა, მათ შორის მეც. მომწონდა, რასაც ისინი აკეთებდნენ. ისინი გვიდგამდნენ ცეკვას და გვაძლევდნენ მუსიკას ცეკვასთან ერთად. პროექტში ყველაფერი სხვანაირად იყო დალაგებული, იმიტომ, რომ მესამე წელი მუშაობდნენ. ახლა გიგი გვეხმარება, რომელიც, თუ რაიმე არ მოეწონება ჩვენს დადგმულში, გადაგვიკეთებს ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც მთლიანად ჩვენ ვდგამთ. სიახლესთან შეგუება გამიჭირდა. მინდოდა, ვინმე მომხმარებოდა, მაგრამ ახლა ალღო ავუღე და პირიქით, მსიამოვნებს, რომ თავად ვდგამ ცეკვებს. რაღაც ახალი ვისწავლე.
- მას შემდეგ, რაც უკრაინელი ქორეოგრაფები პროექტიდან წავიდნენ, გოჩა ჩერტკოევი შენ კარგად გახასიათებს. როგორ ფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მომხდარი სკანდალი გადაფაროს?
- გოჩას ჩემთან დაკავშირებით ადრეც გაუკეთებია კარგი კომენტარი. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება. არ მგონია, გოჩა ამით სკანდალის გადაფარვას ცდილობდეს. ყველამ იცის, რომ პირველი მონაწილე ვარ, რომელიც 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის დამასახელეს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ცუდად მომქცევია უკრაინელ ქორეოგრაფებთან ცუდი ურთიერთობის გამო. ყოველთვის პატივისცემით მომმართავდა. ალბათ, ახლა უფრო მოსწონს, რასაც ვაკეთებ. მე თვითონ ვამჩნევ ჩემს თავს, უფრო გავიხსენი და მგონია, რომ გოჩა ამჯერად ობიექტურია.
- იმ შემთხვევაზე რას იტყვი, რაც მასა და ქორეოგრაფებს შორის მოხდა?
- იმ მომენტში მე მათ გვერდით არ ვყოფილვარ. როგორც ამბობდნენ, გოჩამ ხელი ჰკრა ალიონას, ზოგი ამბობს, რომ ხელი არ უკვრია. თუ გოჩამ ხელი მართლაც ჰკრა, ეს ლამაზი საქციელი არ არის. თუ ისინი იტყუებიან, არც ისაა ლამაზი საქციელი.
- შენ რომელი მხარის გჯერა?
- ყველაზე მეტად ჩემი ქმრის მჯერა, თუმცა ჩემს ქმარსაც არ უნახავს საკუთარი თვალით, რაც მოხდა. მათ შორის მანამდეც იყო დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ მე იმ საკითხში არასდროს ვერეოდი. რაიმე რომც ვიცოდე დაზუსტებით, ვერაფერს ვიტყვი, რადგან ორ ცეცხლს შუა ვარ. ორივე მხარეს პატივს ვცემ.
- როგორც მახსოვს, გიგი გაჩეჩილაძე შენი მეწყვილე იყო.
- გიგისთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი ოთხჯერ მაქვს მოგებული. დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ურთიერთობაში იყო მცირე დაძაბული მომენტები, თავის დროზე, ერთი პერიოდი ძალიან ნაჩხუბრები ვიყავით, მაგრამ მერე ნორმალური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
- როდის იჩხუბეთ?
- 5-6 წლის წინ.
- რატომ?
- თხუთმეტი წლის ბავშვები ვიყავით. მოგვწონდა ერთმანეთი და ხშირად ვჩხუბობდით.
- მეუღლე რას ამბობს შენს პროექტში მონაწილეობაზე?
- თავიდან ვუთხარი, პროექტიდან თუ წახვალ, მეც წამოვალ-მეთქი. ეს ბუნებრივიცაა, მინდოდა, პროექტში მეუღლესთან ერთად მემუშავა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, შენ ეს ჩხუბი არ გეხება, ჩვეულებრივ უნდა გააგრძელო ცეკვაო. მხარს მიჭერს, უყურებს ყველა ჩემს გამოსვლას და რაც მოსწონს და არ მოსწონს, გულახდილად მეუბნება.
- ყოფილი შეყვარებული ახლა შენი ქორეოგრაფი რომაა, ხომ არ ეჭვიანობს?
- ამაზე რეაქცია არ აქვს. მე და საშა ერთმანეთს ძალიან ვენდობით. ახლა რომ იეჭვიანოს, ბავშვობა იქნება.
- შენ და გიგი სალომეს გამო დაშორდით?
- მარტო სალომეს გამო არა. გიგი ძალიან ბევრ გოგოს მოსწონდა, მე ძალიან ეჭვიანი ვიყავი და რაღაც ეტაპზე ერთმანეთს ვერ გავუგეთ. რომ დავშორდით, მერე ჩემი ბავშვის მამა გამოჩნდა, რომელიც მომეწონა და ცოლად გავყევი.
- ლევანი, როგორც ვიცი, მომავალი მოცეკვავეა.
- უკვე საქართველოს ჩემპიონია. ცოტა ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგი მოცეკვავე იყოს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ნელი ვალსი და ჯაივი მოსწონს. ჯერ ერთი წელი არცაა, რაც ცეკვავს. მინდა, ჩემმა შვილმა იმაზე მეტს მიაღწიოს, რასაც მე მივაღწიე.
- საშა ახალ პროექტზე მუშაობს საქართველოში. სად გეგმავთ ცხოვრებას პროექტის დასრულების შემდეგ?
- პროექტი რომ დამთავრდება, არ ვიცით, რას გავაკეთებთ. ყოველდღე ვსაუბრობთ ამის შესახებ, წავიდეთ კიევში, თუ საქართველოში დავრჩეთ. საშას, დიმას და ალიონას, ასევე მეც, რაღაც პროექტებზე სხვა არხიდან გვაქვს შემოთავაზება და ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''