19 დეკემბერი, 2014
ლელა წურწუმიას საახალწლო გალა-კონცერტზე არ დაუძახეს - ''ეტყობა, ხალხს მაძღარი ვგონივარ...''
გურული ეკითხება თავის მეგობარს, შენი ბიჭი როგორია შეხედულებითო ჩვენს შეკითხვას, ურჩევს თუ არა პოპულარობისკენ სწრაფვას ახალგაზრდებს. საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალი ლელა წურწუმია ანეკდოტით პასუხობს:

''გურული ეკითხება თავის მეგობარს, შენი ბიჭი როგორია შეხედულებითო. გადასარევი, ძალიან ლამაზი ბიჭიაო, პასუხობს. ისე, ჯანზე როგორ არისო. აგერ მუხის ხეს ხომ ხედავ, მაგას ფესვიანად ამოიღებს, მაგრამ მერე სად წაიღოს, არ იცისო... ასეა პოპულარობის ამბავიც. დღეს სხვადასხვა ტელეარხზე ბევრი საინტერესო მუსიკალური პროექტი გადის და ახალი სახეები და ხმები გავიცანით, მაგრამ მერე სად
მიდიან? საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი მომღერალია, მაგრამ ბაზარი მწირია. ვერავის ვურჩევ, წადი, სხვა საქმე მონახე-მეთქი, მაგრამ ერთი მთავარი რამ არის ის, რომ ჰყავდეთ პროდიუსერი. ეს არ არის ჩემი მოგონილი. მამულიჩამ ძალიან ბევრი რამ შემიმსუბუქა... კარგი იქნება, თუკი შეიქმნება კომპანია, რომელიც რამდენიმე ახალგაზრდა მომღერალს მეურვეობას გაუწევს...''

- ბავშვობაში ოცნებობდით, რომ გამხდარიყავით პოპულარული, ცნობილი ადამიანი?
- მართალი გითხრათ, ოცნებაც ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ხუთი წლიდან დედაჩემმა პიონერთა სასახლეში მიმიყვანა, ქალბატონ შურა ჯანელიძესთან. ფაქტობრივად, იმ წლებიდან სცენაზე ვდგავარ. შესაძლოა, ასეთი სერიოზულობით მაშინ არ აღვიქვამდი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მიუხედავად ასაკისა, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვღელავდი და ეს დღემდე გრძელდება.
სკოლის დამთავრება სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდში მომიწია, 80-იანი წლების ბოლოს ვგულისხმობ. საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე, თუმცა მანამდე ვფიქრობდი სამხატვრო აკადემიაზე, მამას ძალიან უნდოდა, რადგან თვითონ ხატავდა. რაღაც პერიოდი ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ სიმღერამ მაინც სძლია, რადგან სხვა გატაცება მას ვერ მოერეოდა, სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო...
შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე, ჩვენი ჯგუფი გაიყო და მე დავრჩი დრამის სამსახიობოზე. ასევე დავასრულე ასპირანტურა ვოკალის განხრით ქალბატონ ციცინო ციცქიშვილთან და დადგა 1996 წელი. ხომ ხვდებით, როგორი პერიოდის შესახებ მოვყევი? გაჭირვება, არა შუქი, არა წყალი, კაცის კვლა და შიმშილი. აქ საუბარი იყო თავის გადარჩენაზე და არა პოპულარობის მოპოვებაზე. იმ პერიოდში დიდი პრაქტიკა მივიღე რესტორან ''ევროპაში''ცოცხალ ბენდთან მუშაობით, მონაწილეობა მივიღე კონკურსში ''იალტა-მასკვა-ტრანზიტი~. ამით იმას ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაც ხდებოდა.
- ამას თავად გეგმავდით თქვენი კარიერის განსავითარებლად?
- ვერ გეტყვით, რომ მთლად დაუგეგმავი იყო. ამას თავად ვაკეთებდი, მიზანდასახულად. მინდოდა, სიმღერა ყოფილიყო ჩემი პროფესია, თუმცა ვიცოდი, რომ ადვილი გზა არ ამირჩევია. გაცნობიერებული მქონდა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლებოდა ჰქონოდა პოპულარობას.
- ამდენი წელია, პოპულარული ხართ. ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ საკუთარ თავზე...
- ამისთვის მზად უნდა იყო. თუკი ნერვული სისტემა დაგენგრა, ამას ვერ გაუძლებ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ ჩვენმა თაობამ ისეთ რაღაცებს გაუძლო, რომ ეს, ასე ვთქვათ, ''ყვავილებია~. არ უნდა გეშინოდეს. ცხოვრება მიდის და მეტწილად ადამიანები ქმნიან თავიანთ ცხოვრებას. ბევრი მოდის, ბევრი მიდის, ჩვენ კი სხვა ხვედრი გვაქვს, სხვა ფუნქცია. სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, ბევრად დიდ ქვეყანაში, ალბათ, უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდი. ასე რომ, გვინდა თუ არა, ჩვენს კისერზე გადადის პოლიტიკური ცვლილებები. ''ჩვენში''ხელოვანებს ვგულისხმობ. რაც არ მომწონს ამ ყველაფერში, ის, არის, რომ პოლიტიკოსები სხვის ნაშრომს ძალიან კარგად ითვისებენ.
- რას გულისხმობთ?
- აღარ ვარ იმ ასაკში, რომ ვიღაცამ რაიმე მაიძულოს. ყველაფერი, რაც მაქვს, ჩემი წვალებითა და შრომით არის მოპოვებული. არავის მივცემ მისი ხელყოფის საშუალებას, თუმცა პოლიტიკურ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ბევრჯერ მოისმენთ, ეს იმის მომხრეა და ამის მომხრეაო. ამას ისე ადვილად ამბობენ, გეგონება, სულ იმ პოლიტიკოსების შექმნილია ესა თუ ის ხელოვანი. სულ არ მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვინ იყო ამა თუ იმ მინისტრის მოადგილე და სულაც არ მინდა, მათი ვინაობა ვიცოდე. მინდა, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე. ნორმალური ადამიანები ასე აზროვნებენ და ნორმალური ქვეყანა ასეთი უნდა იყოს. ცხოვრება არც ისეთი დიდია და ვფიქრობ, თუ ადამიანებს საშუალებას მისცემენ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ, ქვეყანაში გაცილებით კარგი ცხოვრება იქნება.
- რა არის კიდევ მიუღებელი პოპულარულ ადამიანებთან დაკავშირებით თქვენთვის?
- არ მომწონს, როცა პირად ცხოვრებაში იქექებიან. ამისი უფლება დედამიწის ზურგზე არავის აქვს. პირადი იმიტომ ჰქვია, რომ ეს ტაბუდადებულია. თუკი მე მინდა, თავად დაგელაპარაკები.
- რა აქვს დადებითი პოპულარობას?
- ესეც შენს ხელშია, როგორ წარმართავ შენს კარიერასა და პროფესიას და როგორ გაითვალისწინებ ყველა ნიუანსს. როცა პოპულარული ხარ, ყველა გამადიდებელი შუშით გაკვირდება. არაპოპულარულ ადამიანს შეუძლია რაღაცაზე იჩხუბოს, მე ამას ვერ გავაკეთებ, რადგან თავი უნდა შევიკავო. ამაში ცუდი ნაკლებად არის, რადგან როცა ცდილობ, იყო გაწონასწორებული, ალბათ, ნაკლებ შეცდომასაც უშვებ. პოპულარობის დადებითი მხარე ისაა, რომ ხალხს უყვარხარ. მინდა, გულწრფელი ვიყო და შვილს ვფიცავარ, ამას ძალიან ხშირად ვგრძნობ, ქუჩაში, სადმე დაწესებულებაში თუ სხვაგან. პურის გამყიდველი იქნება თუ მეყვავილე, პატივისცემას ყველა გამოხატავს, მაგრამ ეს ბუმერანგია, შენ როგორც მოექცევი ადამიანებს, იგივე დაგიბრუნდება. ყველას ვერ მოეწონები, ყოველ შემთხვევაში, თავს ვიცავ და არც ერთ სოციალურ ქსელში არ ვარ, მიმაჩნია, რომ არ მჭირდება და ნეგატივი ძალიან ბევრია. არ მომწონს სტატუსები. ''წავედი, დავიძინე, დედა, მამა, მიყვარხარ''(იღიმის).
- ამბობენ, რომ ლელა წურწუმია აკეთებს საქართველოში შოუბიზნესს.
- ბიზნესს ცოტა გაუჭირდა (იცინის)...
- თუ არის პოპულარობით ფულის შოვნა შესაძლებელი?
- იყო ამის საშუალება, ახლა აღარ არის. მე საზღვარგარეთ დავდივარ და ესაა ჩემი შემოსავლის წყარო. საქართველოში ბოლოს კონცერტი მქონდა სახელმწიფოს დაფინანსებით გაკეთებულ ახალი წლის საღამოზე. ამის შემდეგ არ მქონია შემოთავაზება არც თბილისობაზე და არც ამ ახალი წლის ღონისძიებაზე.
- რატომ?
- სიაში ვერ მოვხვდი (იღიმის).
- მიზეზით არ დაინტერესდით?
- ვის უნდა ვკითხო? თვითონ არ იციან, რა უნდათ. ჯერ არ მახსოვს, რომ ახალი წლის ღამეს ქუჩის კონცერტზე არ მემღეროს. მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პოპულარობისა, წელს არავის დაურეკავს.
- ისევ პოპულარობას დავუბრუნდეთ. დღეს გაიხდი და პოპულარული ხარ...
- რომ ჩაიცვამ, მერე ''გერხევა''(იცინის).
- გვახსოვს, ლელა პირველი იყო, ვინც სცენაზე შილიფად შემოსილი გამოვიდა. დღეს როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?
- გადასარევად. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ბევრი ამბობს, რომ ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი კონცერტი და ვფიქრობ, ახალი სიტყვა ჩვენს მაშინდელ რეალობაში. რაც შეეხება გაშიშვლებას, ყველა თავისუფალია თავის ქმედებაში, მაგრამ გაშიშვლებას თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს, უბრალოდ რომ გაიხადო, ეგრე არ არის.
- აუცილებლად მინდა გკითხოთ საახალწლო გეგმებსა და ტრადიციებზე.
- რამდენიმე კერძო ღონისძიებაზე გამოვდივარ. რაც შეეხება ტრადიციას, სადაც უნდა ვიყო, ახალი წლის დადგომამდე შვიდგზის ლოცვას ვკითხულობ. ჩემს გულში რაღაცას ვფიქრობ, უფალს რაღაცას ვთხოვ და თითქოს მსუბუქად ვხვდები ახალ წელს.
- გისრულდებათ სურვილები? ალბათ, ვიღაც იკითხავს, რა აქვს ლელას სანატრელიო.
- ჰო, ასე ფიქრობენ. პატარა რომ ვიყავი, მეც მეგონა, რომ ჩემი სკოლის დირექტორი ტუალეტში არ დადიოდა (იცინის). ამას წინათ ''დაუპატიჟებელ სტუმარში''ხალხი გამოკითხეს, რა ექნება ლელა წურწუმიას მაცივარშიო და პასუხობდნენ, გოჭი, ღომი... მაინც ეტყობა, ხალხს მაძღარი ვგონივარ. ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამისთვის. მაცივარი რომ გამოაღეს, ''შპროტი''იდო. წუწუნი არ მიყვარს. ხან ''შპროტი''მაქვს, ხან სხვა რამ, მაგრამ საახალწლოდ არც გოჭი მქონია არასდროს და არც საცივი, ჩვენს ოჯახში ამას არავინ ჭამს. მიყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ ჩემი პროფესია არ მაძლევს ამის საშუალებას და აი, კიდევ ერთი მინუსი.
- ლელა, ინტერვიუს განმავლობაში იმედგაცრუებული თუ სევდიანი მეჩვენებით.
- ეს სწორი შთაბეჭდილებაა. ამას ვერ დავმალავ, რადგან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ბევრ რამეზე ვფიქრობ, წლები რომ გემატება, ირგვლივ ბევრი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ჩვენი ცხოვრება სხვანაირად ჩანს, ჩვენც გვაქვს ჩვენი პრობლემები, დარდები და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ ბრწყინავს, როგორც გარედან ჩანს. ზოგადად, შექმნილი სიტუაცია მაწუხებს. სხვათა შორის, ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მაგრამ ხანდახან მაქვს ჩავარდნებიც. არა უშავს, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ano
Araperi ar xar
21:42 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
სხვებს რომ არ ეძახდნენ და შენ ვითომ მღეროდი,რატომ მაშინ რატომ არ აპროტესტებდი და სოლიდარობას არ უცხადებდი შენს კოლეგებს...შენს რეპრტუარიდან რომ გამღეროთ ცოცხლად ნამდვილად ვერ იმღერებ,შოუ ბიზნესმენი შენც არ მყავდე ჯო ქოქერი
16:16 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გეგა
შენი დრო წავიდა დიდი ხანია ლელა შეეგუე, აღარ არიან ბაიათების მოყვარულები ქართველები მორჩა.
15:37 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
kaxelo
ეეეეეეეეეეეე ლელა ლელა ცავიდა მიშა და ცავიდა შენი დროც შენ არიკავი რომ იზახდი მიშას გულისტვის ტუ ვიმგერეპო ვაი ვაი
11:16 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
rati
აბა რა ხარ მიშასგან გამზგზრი შენ არიკავი რომ იზახდი ერტი კაცია ვისტვისაც ვიმგერეპო მიშა ტუ მეტკვისო მატხოვრებო ტქვენ
08:52 / 31-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS