18 დეკემბერი, 2014
''ნაციონალური მოძრაობის'' კონცერტებზე ძალით არავის წავუყვანივარ''
ლბათ მქონდა რაღაც დამსახურება, რის გამოც ამ კონცერტებზე მიწვევდნენ ''თბილისობას ხომ დაგვასვენეთ მომღერლები და ახალ წელს დაგასაქმებთო, ასე ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ ახალ წელსაც ვისვენებთ. არ ვიცოდი, ასეთი დაღლილები თუ ვიყავით ყველა! საერთოდ რა ხდება, ვერ გავიგე?! და როდემდე?! ვის ეხება და ვინ გადაწყვიტა ასე? დიდი მადლობა თბილისის მერიას, ან არ ვიცი, ვინც წყვეტს ამ ყველაფერს! პატივისცემით: თამთა ჭელიძე'' - წერს თამთა საკუთარ ''ფეისბუქგვერდზე''. ჩვენ მომღერალთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- თამთა, დიდი ხანია, მედიაში აღარ ჩანხარ,
რას საქმიანობ?
- დღეს ერთ-ერთი სილამაზის კომპანიის კადრებში ვმუშაობ. აქტიურობის დიდი სურვილი მაქვს, როგორც წლების წინ ვიყავი, მაგრამ არის პატარ-პატარა პრობლემები, რის გამოც არ ხერხდება. როცა არაფერს ახალს არ აკეთებ, საზოგადოების მხრიდან ინტერესს კარგავ. ამ მხრივ საწუწუნო მართლა არ მაქვს. წლები ისე გადიოდა, არაფერს ვაკეთებდი, თუმცა ჟურნალისტები მაინც მირეკავდნენ და ინტერვიუს მთხოვდნენ. იმის განცდა, რომ არავის ვაინტერესებ, ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ, ახლა ტელევიზიებში რეიტინგულ ადამიანებს იწვევენ, კარგად მესმის, თუ რეიტინგი არ გაქვს, ვერც პროექტში მოხვდები და არც შოუში მიგიწვევენ.
- მომღერლის რეიტინგს ახალი სიმღერაც განაპირობებს.
- დღეს ახალი სიმღერა ძალიან ცოტა მომღერალს აქვს. მათ მართლა ვაფასებ, რომ ამ პირობებში არ ჩერდებიან, ნამდვილად იმსახურებენ, იყვნენ პროექტებშიც და სატელევიზიო შოუებშიც. დაბოღმილი ნამდვილად არ ვარ. ისე არ გამიგოთ, რომ ვწუწუნებ, რატომ არ ვარ ტელევიზორში და რატომ არის სხვა.
- რას აკეთებდი ამ ხნის განმავლობაში?
- არაფერს. გამოვდიოდი კონცერტებზე ძველი სიმღერებით.
- თამთა, შენს ფეისბუქსტატუსზე მინდა გკითხო...
- გამოვთქვი პროტესტი იმის გამო, რომ არ მიმიწვიეს საახალწლო-გალა კონცერტზე, სადაც ყოველ წელს გამოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები. ეს იმის გამო არ ხდებოდა, რომ ყოველ წელს ახალი სიმღერა მქონდა. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ალბათ მქონდა რაღაც დამსახურება, რის გამოც ამ კონცერტებზე მიწვევდნენ. ამაში არ იყო ფინანსური დაინტერესება, განსაკუთრებული ჰონორარი არ ყოფილა, სტანდარტულად გვიხდიდნენ. ახლა ძალიან ბევრი იტყვის, ამას რაღა უნდა, რა დროს სიმღერაა, ქვეყანას ასე უჭირსო... ყველა ქვეყანაში აქცევენ ყურადღებას შოუბიზნესს, ეს სფერო პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, ბევრგან ამ ბიზნესით მართავენ ქვეყნებს. საქართველოში რატომ ვერ დაინერგა ეს მიდგომა დღემდე, ვერ ვხვდები. რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც სიმღერის გარდა არაფერი შეუძლია?
- რატომ გაქვს პრეტენზია საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე, გაქვს ახალი რეპერტუარი?
- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ახალი სიმღერა მაქვს. თუ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა ახალი სიმღერებით წყდებოდა, რატომ არავინ დაინტერესდა, მქონდა თუ არა რამე ახალი? დაერეკა ვინმეს მომღერლებთან შეკითხვით, გვქონდა თუ არა ახალი სიმღერა. რა ნიშნით შეარჩიეს მომღერლები, არ ვიცი.
- პოლიტიკური ნიშნით?..
- შეიძლება.
- თავს იმ მომღერლების რიცხვში თუ მოიაზრებ, ვისაც ნაცმომღერლებს უწოდებენ?
- ვმღეროდი მათ კონცერტებზე, თუ ამის გამო ნაცმომღერალს მიწოდებენ, პრობლემა არ არის. ჩემი სურვილით ვმღეროდი მათ კონცერტებზე, ძალით არავის წავუყვანივარ.
- ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მათი პოლიტიკის მხარდამჭერი იყავი?
- პოლიტიკური განცხადებები არ გამიკეთებია.
- ერთ-ერთი ვიდეო მახსენდება, სადაც გიგი უგულავას მერობას ულოცავ.
- ნამდვილად ასე იყო, არ უარვყოფ, მაგრამ არ მგონია, ამის გამო ვიბლოკებოდე. მართლა ვერ ვხვდები, რა ნიშნით დაგვიწუნეს. კარგი, მე არ მაქვს რეიტინგი, არც ნინო ძოწენიძეს აქვს რეიტინგი? მომღერალს, რომელმაც ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტი მოიგო?! მე ამის მერე ხმა როგორ ამოვიღო?
- შენს ახალ სიმღერაზე რას მეტყვი?
- ეს არის ახალგაზრდა ავტორის, გიორგი თორაძის სიმღერა. ბევრმა ადამიანმა იმუშავა მასზე, მათ შორის ბორიკო შხიანმა. ინგლისურენოვანი სიმღერაა და კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ, შემდეგ გავაკეთებ ალბათ პრეზენტაციასაც.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მარინა
თამთა, არ მინდა გული გატკინოთ, რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ჩემი აზრით, თქვენ არ ხართ პროფესიონალური მომღერალი. გირჩევთ, სხვებს დაუთმოთ სცენა.
13:18 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
კი თამთა გქონდა დამსახურება, ალბათ იბრძოდი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის...მოდი შენი დამსახურებები ჩვენ მოგვანდე ქართველ ხალხს და ჩვენ თვითონ განვსჯით ვის რა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება კონცერტებზე მომღერლების მიწვევას, ძალიან ღირსეული მომღერლები ყავდა და ყავს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული ხმის ტემბრით და მონაცემებით და იმათ რომ არ ეძახოდნენ და შენ გეძახოდნენ, მაშინ არ გქონდა შინაგანი პროტესტი???
12:14 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
zizi
სახელმწოფომ რატომ უნდა გარჩინოთ ვითომ მომღერლები, თვითონ გააკეთეთ რაც შეგიძლიათ გააკეთეთ კონცერტები და მიიზიდეთ ხალხი კონცერტებზე,
11:32 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
goimi
Vin aris es Kali?
06:16 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS