17 დეკემბერი, 2014
ლუკა კურტანიძის მეუღლე ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს
ძალიან ვნანობ იმ წლების გამო, როდესაც ლუკას არ ვიცნობდი და ჩემს ცხოვრებაში არ იყო ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე ძალიან დაკავებულია, რამდენიმე სამსახური აქვს. წლების წინ სწორედ საქმემ დააკავშირა თავის მომავალ სიყვარულს - ლუკას. ამბობს, რომ იმ კრიტიკამ და ლანძღვამ, რომელიც ბოლო პერიოდში ლუკას მიმართ გაისმა, მის გულზე გაიარა.

- ალბათ, თქვენთვის რთულია იმ ყველაფრის მოსმენა და ყურება, რაც ლუკასთან დაკავშირებით ხდება.
- მე და ლუკა ერთად დაახლოებით ერთი წელია, ვცხოვრობთ. ძალიან ვნანობ იმ წლების
გამო, როდესაც ლუკას არ ვიცნობდი და ჩემს ცხოვრებაში არ იყო. ლუკას გვერდით ძალიან ძლიერი ვარ, არ მაქვს დაღლის უფლება. როცა ვამბობ, რომ მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, დედას ეღიმება. შვილები და ლუკა ყველაზე ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში.
- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ლუკა კურტანიძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება?
- პირველ რიგში, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო ლუკას წინააღმდეგ აგორებული მართვადი პროცესი.
- ვის აწყობდა ეს ყველაფერი?
- რაც მოხდა, იმასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი მაქვს, არაფერს ვიტყვი. ლუკა და შესაბამისი ორგანოები გამოარკვევენ და ის ყველაფერი უპასუხოდ არ დარჩება.
- ''იმედის კვირაში'' სტუმრობისას მას გამარჯობის შემდეგ ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, რატომ არ წავიდა თავის დროზე ჭიდაობის ფედერაციიდან.
- როდესაც ლუკასთან ეთერს წამყვანი ჟურნალისტი იწყებს საინტერესო ამბით, თუ როგორ უყურებდა რამდენიმე თვის წინ მასზე მომზადებულ სიუჟეტს და ამბობდა, წადი, რააა...… თან იმ ხმის ტემბრით, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია, არის თუ არა ეს იმთავითვე ჟურნალისტის პოზიციისა და ლუკა კურტანიძის მიმართ განწყობის გამოხატვა? ლუკა კურტანიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის და თავისი ერისთვის. ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი რომ ყოფილიყო, არ დასჭირვებია ჰონორარი.
- გადაცემის შემდეგ ლუკამ ინგას ხომ არ უსაყვედურა?
- ლუკა საკუთარ ტკივილზე ნაკლებად ლაპარაკობს. სიხარულს გაგიზიარებს და ბედნიერებაში მაქსიმალურად აგიყოლიებს, მაგრამ გულისტკივილს არაფრით გამოთქვამს. მე რომ ლუკას ადგილზე ვყოფილიყავი, როდესაც ინგამ ხელები გაშალა და თქვა, ''წადი, რა'', იმწუთას ავდგებოდი და წამოვიდოდი. ინგა გრიგოლიას არც ერთ კითხვას არ დავასმევინებდი, მაგრამ ლუკა კარგად აღზრდილი ბიჭია, ადამიანებს ერთმანეთისგან არ ყოფს და უნდა, პატივისცემა ყველას მიმართ მაქსიმალურად გამოხატოს. ასაკსაც არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. ამან შეუშალა ხელი, პირდაპირი ეთერი დაეტოვებინა და დარჩა. ვფიქრობ, ინგამ კარგად იცოდა ლუკას ხასიათი და თავიდანვე ეცადა, ამ კითხვით მასზე ემოქმედა. ინგას არ ეხება, მაგრამ მოდიოდა ამბები, რომ როცა ლუკას წინააღმდეგ მოძრაობები იგეგმებოდა, არაკაცური და არაქართული, იყო მითითებები, ლუკა კურტანიძეს თქვენ ვერ შეაშინებთ, ეცადეთ, მის თავმოყვარეობასა და პირადს შეეხოთო. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ლუკა კურტანიძე მხოლოდ ორი ადამიანის გამო მოითმენდა. თავისი დუმილით და მოთმენით ლუკა მოუფრთხილდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სიცოცხლის ფასად უყვარს და ირაკლი ღარიბაშვილს.
- გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?
- როდესაც ლუკა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, 2012 წლის თხუთმეტ დეკემბერს, ლუკა, როგორც მეგობარს დამიკავშირდა და მითხრა, ხათუნა, ევროპის ჩემპიონატი მოდის და ძალიან მინდა, დამეხმაროო. რადგან ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მეგობრულად დაგეხმარები, ანაზღაურება არ მჭირდება-მეთქი.
- როდის გადაიზარდა თქვენი ურთიერთობა სიყვარულში?
- ევროპის ჩემპიონატის შემდგომ საჭირო იყო ჟურნალისტებთან რაღაც სახით ურთიერთობა. ფედერაციაში ბევრი რამ მოსაგვარებელი იყო და უფრო მეტად ჩავერთე მის საქმიანობაში. იმ პერიოდში ვხვდებოდი, რომ ჩემ თავს რაღაც სხვა ხდებოდა. ლუკასგან არ გჭირდება სიტყვები. თვალებით გეუბნება თავის სათქმელს.
ერთი წლის წინ 29 დეკემბერს კორპორაციული შეკრება გვქონდა. სუფრასთან რამდენიმე თანამშრომელი ვისხედით. სხვა სამსახურებიც მაქვს, ბევრი რამ მქონდა მოსაგვარებელი. მხოლოდ რამდენიმე წუთით მისვლა გადავწყვიტე. საღამოზე რომ მივედი, ლუკას უფროსი ბიჭი, ნოდარიც იქ დამხვდა. გამიკვირდა, რადგან ლუკას არ სჩვევია ოჯახის წევრებთან ერთად თანამშრომლებთან ქეიფი. სუფრასთან იმაზე საუბრობდნენ, რომ ლუკა ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა. მან ყველას მადლობა გადაუხადა და თქვა, თქვენ ხომ ფიქრობთ, რომ მე ძალიან შევიცვალე და ეს მართლაც ასეაო. ის ხუთი წლის განმავლობაში წყნეთში კელიაში ცხოვრობდა, რომელიც ხატებითაა სავსე. ლუკამ თქვა, ჩემს სიცოცხლეში გაჩნდა სინათლე და ეს სინათლე ხათუნამ მოიტანა, რომელსაც მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი ვთხოვოო. ეს წინადადება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მეც და ლუკაც დაახლოებით ერთი პერიოდი ვცხოვრობდით მარტო. ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა, მაგრამ როდესაც გყავს შვილები, საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავთანაც არ ლაპარაკობ.

Rating

- რამდენი შვილი გყავთ?
- მე მყავს ორი შვილი - ანა და ნიკოლოზი, რომელთა მამაც ცოცხალი აღარაა. ლუკას ჰყავს ექვსი შვილი და ორივე ვამბობთ, რომ რვა შვილი გვყავს. ლუკას უმცროსი შვილი, ბარბარე ჩემი ბიოლოგიური შვილი არაა, მაგრამ დღეს იუბილარია და ლუკას დამ მომწერა, გილოცავ ბარბარეს დაბადების დღესო. ბავშვებთან ერთი დღეც არ ყოფილა გაუცხოების მომენტი. ხათოს მეძახიან. ლუკას ყოფილ მეუღლესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ბარბარეს გუშინ საღამოს დავუტოვეთ საჩუქარი და დღეს პირველად ლუკას ყოფილ მეუღლეს დავურეკე, რომ გაიღვიძა, ბარბარეს მოეწონა თუ არა საჩუქარი და როგორი ემოციებით შეხვდა-მეთქი.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკას ჰყავდა ცოლი და შვილი, რომელიც სახლიდან გააგდო.
- ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მტკივნეული იყო. როცა ეს ამბავი გაჟღერდა, ლუკას ყოფილ მეუღლეს, ნანას ჩემზე უფრო მწვავე რეაქცია ჰქონდა. Mიმ პერიოდში ცხრა კვირის ორსული ვიყავი და ლუკას მიმართ ტალახის სროლა არ წყდებოდა, ყველაფერი მაქსიმალურად განვიცადე. ის სალანძღავი სიტყვები და კვერცხები ჩემს გულს ხვდებოდა. ყველაფერს ფიზიკურად ვერ გავუძელი და ბავშვი დავკარგე. ბევრმა დამადანაშაულა ამ ამბავში და მითხრა, დაწოლილიყავი, ქალო და ყოფილიყავი საწოლშიო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ვსუნთქავ ჩემი შვილებით და მე ვსუნთქავ ლუკათი. ვერაფრით დავრჩებოდი საწოლში. როცა გაჟღერდა, რომ ლუკა კურტანიძემ თურმე ცოლ-შვილი სახლიდან გაყარა, ახლა წარმოიდგინეთ, ვარ ქალი, ორი შვილის დედა, რომელიც მასთან ცხოვრობს და ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ იმ ყველაფერში წვლილი მე მიმიძღვის. წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი ქალმა მშვიდად გაატარო. ნანამ უფრო გაბედა იმ დროს ყველაფერზე სახალხოდ საუბარი. ლუკას ბავშვები და დედა ვაკეში, აბაშიძეზე ცხოვრობენ და მე და ლუკა წყნეთში ვცხოვრობთ.
- გეგმავთ ბავშვის გაჩენას?
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს და იმედია, რომ სურვილი ასრულდება. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, შაბათ-კვირას ყველა ბავშვთან ერთად წყნეთში ვართ. ამ დროს ღირს, რომ ვინმემ შემოიხედოს ჩვენს სახლში. ძალიან მაგარი სანახავია, ამდენი ბავშვი როგორ ერთობა ერთად.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
დიანა
ამ გოგოს კურტანიძის გამო იმდენი მტერი გაუჩნდა მტრისაას. რა გაუჭირდა ამისი ფასი ანგელლოზივიტაა ამას რომ გაყვა ცოლად. ყველა ლანძრავს ამ კაცის გამო წადი შვილო რა მიხედე შენ თავს და ამათმა ცოლებმა და ნაბიჭვრებმა დაჭამონ ერთმანეტი
18:55 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
იავა
ლიზა ხარ ტუ ეჰმაკი ბოგმამ დაგაბრმავა
11:27 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
შენ ქალი კი არა დემაგოგი ხარ!რამდენ ტყუილს კადრულობ და არც კი გრცხვენია,რომელ ერთი ჩამოვთვალო აქ...ხალხსაც რომ სჯერა...ღმერთმა დაგსაჯოს ყველაფრისთვის
23:10 / 03-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
უფალი იყოს თქვენი მფარველი.თქვენისთანა ხალხის შვილები უნდა გამრავლდეს ამ ქვეყანაში.იქნება მაშინ გვეშველოს და არ დაიქცეს ეს ლამაზი საქართველო.
13:44 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ჩემო ხათო გამრავლდი და ღმერთმა ლუკას შეგაბეროს, ნუ გეშინია დაღმართს აღმართი მოსდევს.
21:03 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
უფალმა გაგძლიეროოოთ და კიდე ბეეევრი მოგცეთ გასაზრდელი .......ყოჩაგი სიმპატიური და უსაყვარლესი ქალბატონი ხარ
21:03 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ჩემო ბავშვობის ლამაზო მეგობარო ....წარმატებებს და კიდევ უფრო გამრავლებას გისურვებ...შეგაბეროს ღმერთმა შენ ლუკასთან ერთად. დაღმართს აღმართი მოსდევს არაუშავს ხათო.....
20:51 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელკა
ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერები გამყოფოთ..........
12:15 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
iiii
ეს გოგო იცი ვინაა?მთელი ლაგოდეხი მის სახელით ამაყობს...თუკი ვინმეს უჭირს ყველა ხათოს იძახის.ხოდა სანამ რამეს დაწერტ ჯერ პირში წყალი გამოივლეთ,,,ამდენი სიკეთე ცხოვრებაში თუ ექნება ვისმეს გაკეტებული...თუბდაც ერთი
10:44 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ფოტინე
ძალიან სიმპათიური ქალბატონი, უფალი გფარავდეთ!!!
21:11 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS