12 დეკემბერი, 2014
ლელა ახვლედიანი ''ცეკვებში'' თავის მეუღლეს გულშემატკივრობს
ჩემი წინაპრები ყაზბეგში როდის დასახლდნენ, არ ვიცი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ცოლ-ქმარი ლევან და ლელა ახვლედიანები ერთმანეთის კონკურენტები არიან. ერთად სამი წელია, ცხოვრობენ, ორი შვილი ჰყავთ, თუმცა პროექტში არსებული კონკურენცია მათ ოჯახურ ცხოვრებაზე არ აისახება.

- ლელა, ოთხი სეზონის განმავლობაში რატომ არ იყავი პროექტში?
- პირველივე სეზონიდან მქონდა ამის სურვილი. ჩემს ქმარს კასტინგში მონაწილეობისას დავეხმარე. ჩემი ცეკვა ყველას ძალიან მოეწონა და მკითხეს, მე რატომ არ მინდოდა პროექტში მონაწილეობა. მიზეზი ორსულობა იყო. მეორე სეზონი მალევე დაიწყო, ახალი ნამშობიარები
ვიყავი და ვერ გამოვიდოდი, მესამე სეზონის დაწყებისას კი მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ.
- ექვსი თვის ბავშვი გყავს და როგორ მოახერხე ასე მალე სასურველ ფორმაში ჩადგომა?
- ფეხმძიმობისას ძალიან არც გავსუქებულვარ. როგორც კი ბავშვი გავაჩინე, მაშინვე ისეთ ფორმაში ვიყავი, როგორშიც ახლა ვარ. ეს, ალბათ, უფრო გენეტიკურია. წონაში მომატება ცოტათი მინდა კიდეც, მაგრამ ვერ ვახერხებ.
- გვარად ბაზალი ხარ, საიდან ხარ წარმოშობით?
- ყაზბეგიდან, ძალიან იშვიათი გვარია. თუ სწორად ვიცი, ეს გვარი წარმოშობით იტალიურია. ჩემი წინაპრები ყაზბეგში როდის დასახლდნენ, არ ვიცი. პროექტი რომ დაიწყო, მეუღლის გვარზე მაშინ გადავედი, ახლა ორი გვარი მაქვს - ბაზალი-ახვლედიანი.
ჩემი თავისთვის იტალიური სისხლი ნამდვილად არ შემიმჩნევია, ისინი უფრო ტემპერამენტიანები და ხმაურიანები არიან. მე წყნარი ვარ.
- სუფთა ქართულით რატომ ვერ ლაპარაკობ?
- დედა მყავს ბელორუსიიდან, ვლადიკავკაზში დავიბადე. მალევე ჩამოვედით თბილისში. რუსული სკოლა დავამთავრე და რუსული აქცენტით ამიტომ ვსაუბრობ.
- როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში ცეკვები?
- ჩემს სკოლაში გაიხსნა სამეჯლისო ცეკვების სტუდია და მაშინვე დავიწყე ცეკვების შესწავლა. მეორე კლასიდან ვცეკვავ. ახლა უკვე მე ვარ პედაგოგი. ჩემს მეუღლესთან ერთად სტუდიაში ვასწავლი.
- სხვა პროფესია გაქვს?
- ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ არა მგონია, როდისმე პროფესიით ვიმუშაო. მგონია, რომ მთელი ცხოვრება ცეკვებს დავუთმობ, მაგრამ გასულ წელს დიპლომი მაინც ავიღე, შეიძლება, ადამიანს ყველაფრის სწავლა გამოადგეს.
- როგორც ვიცი, შენ და ლევანს დიდი სიყვარულის ამბავი გაკავშირებთ.
- ცეკვებისთვის ორი წლის განმავლობაში მქონდა თავი დანებებული. აბიტურიენტობისთვის ვემზადებოდი, თან, ჩემმა მეწყვილემ ცეკვას თავი დაანება და მეწყვილის გარეშე დავრჩი, ამიტომ მომიხდა ორი წელი გაჩერება. ლევანსაც არ ჰყავდა წყვილი, დამირეკა და შემომთავაზა, წყვილში გვეცეკვა. მაშინვე დავთანხმდი.M მალევე სიყვარული ამიხსნა. სამი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ორი ბავშვი გვყავს: ლუკა დაA ანასტასია.
- როგორ ფიქრობ, მშობლების გზას გააგრძელებენ?
- რასაკვირველია, ორივეს შევიყვან ცეკვაზე, მაგრამ მთავარია, მათ უნდოდეთ. ლუკას დაკვრის ნიჭი აქვს. პიანინოზე დაკვრა ძალიან უყვარს და შეიძლება, მუსიკოსიც გამოვიდეს.
- პროექტის განმავლობაში ლევანს ძალიან კარგი მეწყვილეები ჰყავდა. არასდროს გიეჭვიანია?
- არასდროს მიეჭვიანია, პირიქით. სულ დავდიოდი საგულშემატკივროდ. მე რომ მოცეკვავე არ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ამისთვის სხვა თვალით შემეხედა.
- რას იტყვი შენს მეწყვილე თორნიკე ტყემალაძეზე?
- თორნიკე ძალიან ნიჭიერია, ევროპულ პროგრამებში ყველაზე კარგად უჭირავს ხაზი. უბრალოდ, ხასიათში ვერ ცეკვავს, იმიტომ რომ არც მსახიობია და არც მომღერალი. მოდელია, მათ კი პოდიუმზე სიარულისას არტისტიზმი არ სჭირდებათ.
- შენ და ლევანი პროექტში კონკურენტები რომ ხართ, როგორ აისახება თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე?
- ლევანი ძალიან მზრუნველია. ჩვენს ცხოვრებაში არანაირი კონკურენცია არ არსებობს. პირიქით, ლევანი სულ ცდილობს დამეხმაროს და ჩემი და თორნიკეს ცეკვა ძალიან კარგი გამოვიდეს.
- როგორ ფიქრობ, თქვენ ორიდან პროექტში რომელი უფრო წინ წახვალთ?
- ლევანის მეწყვილე მარიამ როინიშვილი ძალიან ნიჭიერი გოგოა და იმსახურებს პირველ ადგილს. პირველი ადგილის პრეტენზია მე ნამდვილად არ მაქვს.
რეალობას ხომ ვუყურებ. ყველაზე სტაბილური წყვილი მარიამი და ლევანია. რა თქმა უნდა, მინდა, ფინალში ერთად ვიდგეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი ადგილი მათ ეკუთვნით.
- პროექტის მიღმა დიასახლისობასაც ახერხებ?
- სახლში ძალიან ცოტა დროს ვატარებთ. პროექტის გარდა მე და ლევანი სტუდიაშიც ვასწავლით და დედაჩემი და ლევანის დედა გვეხმარებიან ბავშვების გაზრდაში. თუ ლევანი ხედავს, რომ ბავშვს ვაჭმევ და სადილის მოსამზადებლად დრო არ მაქვს, ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლელა
მერე რა თუ ებრაელია. ვიღამ იცის ეგენი.(ეგეთები) ვიგულისხმე.
23:53 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მერე რა თუ ებრაელია. ვიღამ იცის ეგენი.(ეგეთები) ვიგულისხმე.
23:53 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენეს
ნენე რა ბოროტი ხარ. ბოროტი და შურიანი.
08:08 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ვიცოდი რო ებრაელი იყავი ჯერ კიდევ იქედან როცა სტუდია ელეგიაში ცეკვავდი
16:40 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS