01 დეკემბერი, 2014
ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის მგზნებარე რომანი გამჟღავნდა!..
თუმცა მოგეხსენებათ, თბილისში ძნელია რაიმეს დამალვა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. გულწრფელმა გოგონამ მალე თავისი პირადი ცხოვრება გაასაჯაროვა. გულახდილობის წყალობით სხვადასხვა შოუდან ცნობილი გახდა მარიამის დანგრეული ოჯახისა და მისი ბრაზიანი ძმის შესახებ. ადვოკატი ჰყვებოდა, როგორ მიატოვა ქმარმა.

მანამდე ყველასათვის უცნობი მარიამი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გამარჯვების შემდეგ არაერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. მისი პირადით დაინტერესდნენ სატელევიზიო შოუებიც. ადვოკატიც ჰყვებოდა თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე კი არაფერს ამბობდა.

თუმცა მოგეხსენებათ, თბილისში ძნელია რაიმეს დამალვა. შევიტყვეთ, რომ მარიამ
კუბლაშვილსა და მსახიობ ლევან ხურციას მგზნებარე რომანი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა. წყვილს ერთმანეთი ამ ზაფხულს ერთ-ერთ წვეულებაზე გაუცნია, შემდეგ რამდენჯერმე საერთო მეგობრის ოჯახში შეხვედრიან ერთმანეთს, მსახიობს უაქტიურია და თავიდან ვითომ საქმიანი შეხვედრები ნელ-ნელა ფლირტში, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა. მარიამსა და ლევანს ხშირად ხედავენ ერთად, თბილისის ერთ-ერთ კაფეში.

Rating

ლევან ხურციას საყვარელ ქალებზე მანამდეც ბევრი დაწერილა. დაკვირვებულ მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, რომ ნესტან კირთაძის ქალიშვილმა, ანი რეხვიაშვილმა, ერთ-ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ლევანისა და თავისი სიყვარულის ამბავი გაამხილა. ქალაქში ჭორაობდნენ ლევანისა და მსახიობ მანანა აბრამიშვილის რომანზეც, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად საქმე სერიოზულადაა. წყაროს ინფორმაციით, მსახიობმა ადვოკატი თავისი ოჯახის წევრებს გააცნო. ისე, ლევანი, რომელიც თავადაც ძალიან სიმპათიური მამაკაცია და ქალების სასურველ ''საკბილოდ'' მიიჩნევა, აშკა
რად არ უჩივის გემოვნებას. ყველა ქალი, რომელიც მას დაუკავშირეს, შესაშური გარეგნობით გამოირჩევა.

მარიამისგან განსხვავებით, მსახიობი პრესის ჟურნალისტებს ინტერვიუებით არ ანებივრებს. როგორც გავიგეთ, ლევანი შეყვარებულ ქალსაც სთხოვს, ჟურნალისტებისგან თავი შორს დაიჭიროს, ამიტომაც დაიმალა ამდენ ხანს მათი სიყვარულის ამბავი. თუმცა, ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში ქართველი სასურველი სასიძო აღიარებს, რომ შეყვარებულია.
რასაკვირველია, ამ ინფორმაციის გადამოწმება პირველწყაროებთან გადავწყვიტეთ და მარიამსა და ლევანს დავუკავშირდით.

მარიამ კუბლაშვილი:

- მარიამ, ჟურნალ ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს, თუ გაქვს დრო…...
- გისმენთ.…..
- ჩვენ შენი და ლევან ხურციას რომანის შესახებ გვინდა გკითხოთ.
- ვისი?
- მსახიობი ლევან ხურცია.
- ააა…... რომანი?
- ჰო, ჩვენ სანდო წყაროსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთად ხართ.
- სანდო წყარო რას ნიშნავს?
- გვაქვს ინფორმაცია იმ ადამიანისგან, რომელმაც ზუსტად იცის ხსენებული ამბის თუ ფაქტის შესახებ.
- დაუჯერეთ მაშინ სანდო წყაროს, მე რატომ მირეკავთ?
- რამდენჯერმე ერთადაც გნახეს მარტონი კაფეში…...
- რა მოხდა მერე, ლევანთან ვმეგობრობ, დასამალი არაფერი გვაქვს.

ლევან ხურცია:

- ლევან, ჟურნალ ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, ორი კითხვა მაქვს, თუ გაქვთ დრო.
- მაპატიეთ, სტუდიაში ვარ.
- ეს თქვენს პირადს ეხება, მგონი უკეთესია, გვიპასუხოთ.
- გისმენთ.
- ამბობენ, რომ თქვენ და მარიამ კუბლაშვილს რომანი გაქვთ.…
- უიმე დედა, კიდევ დაიწყეთ ახალი ჭორები?..
- რამდენჯერმე გნახეს ერთად.
- აღარ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს, სისულელეა.

ევა ბურდული
ჟურნალი ''რეიტინგი''

ასევე იხილეთ 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ნინიკოო
ასე პირად ცხოვრებაში რომ ძვრებიან ეს ჟურნალისტები იმიტომაა ჭორიკნებს რომ ეძახიან და სწყინთ მერე,დაანებე კაცო თავი შენ გამოაჭენებ შენს პირადულს საქვეყნოდ რომ იჭორაონ?
20:19 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მელ
რას ქექავთ თვითონ წერთ რომ ბრაზიანი და ეჭვიანი ძმა ყავსო რა გინდათ დაანებეთ თავი. ვინ გკითხავთ. სხვისი ცხოვრების გამოაშკარებას.
18:56 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნ.მ.
რას შეაწუხეს გული! ადამიანს თავის გემოზე ვერ გაუვლია და ვერავის დალაპარაკებია! რომელი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ეგენი მყვანან, ჟურნალისტების გარეშე ნაბიჯი ვერ გადადგან! აცალეთ ხალხს ცხოვრება! უნდათ, დაქორწინდებიან, უნდათ, იმეგობრებენ, უნდათ, დაშორდებიან... ვინ გეკითხებათ, შეეშვით რა!
17:27 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თეთა
თუ გიყვარს ადამიანი, რატომ უნდა დამალო....ორივე დაახლოვებით რა სისულელეაო იძახის, თუ იტყუებიან კარგი ცრუპენტელები ყოფილან და ეს საშინელებაა...
17:18 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსო-ს
იმერელი ვარ და მაგრა გამაცინე.იმერელი ქალები ყველაზე მაგრები ვართ ყველაფერში,თუ საჭირო იქნა მგელსაც მოვახტებით და ვეფხვსაც ხელით გავგუდავთ.რაც შეეხება მარიამს,ის ხომ ახმეტელია.კახელი და დედით ქისტი,ბებია ჩეჩენი ყავს.მასში შერწყმულია ქართულ-ჩეჩნური სილამაზე და შეუპოვრობა.ნამდვილი კავკასიელი ქალია და მე აღფრთოვანებული ვარ მისით.
15:09 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
რუსო, სენ რა საბუთით ამტკიცებ რომ იმერელი ქალები თავშეუკავლები არიან, რომელი კუთხის ქალები არიან თავშეკავებულები? მე ცოტა იმერელი ვარ, ციტა გურული და ცოტაც მეგრელი, არცერთმა კუთხემ არ მომცა თავშეუკავლობის ნიჭი, ალბათ თბილისში რომ დავიბადე და გავიზარდე იმიტომ. ახლა მთავარი, არ მოგბეზრდათ ამ კუთხეების ნიხედვით ხალხის დახასიათება? როდის უნდა მიხვდეთ რომ იმერეთი ეს ადგილს ჰქვია და არა ადამიანს, ქალი თუ ჭკვიანი არ დაიბადა გინდა იმერელი იყოს და გინდა ზიმბაზველი, ამას კი კარგი ოჯახი და კარგი აღზრდა უნდა.
12:42 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სალო
არც ერთმა რესპოდენტმა დაგიდასტურათ და მაინც გამჟღავნდა რომანიო რას ნიშნავს გამაგებინეთ ერთი... ვაი თქვენს პატრონს მართლა რაა...
12:13 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსო
დედა დედა ეს რა გავიგეთ, გადაირევა კაცი, ხო ხო ხო რა მომხდარა, უყურე შენ! ეხ ევა ევა, ვითომ რაღაც სკანდალური იპოვნე რა, ვაი შენს პატრონს! არიან და იყვნენ ერთად, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოთ , ისე ლევანს გავაფრთხილებ- იმერელი ქალები ცოტა თავშეუკავებლები არიან, თუ დასჭირდებათ ყველაფერზე წავლენ!!!! თავის მოჩვენება შეუძლიათ, ვითომ ჭიანჭველას არ ადგამენ ფეხს, სინამდვილეში მამალ მგელს მოახტებიან :) გაითვალისწინე!
10:02 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სასაცილოები ხართ ასე რომ იქექებით ადამიანების პირად ცხოვრებაშ, აი ქორწილი რომ იქნებ ამერე მესმის თქვენი გააქტიურება, ისე მშვენიერი წყვილი იქნება
09:35 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
მგზნებარე :):):)
09:04 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS