01 დეკემბერი, 2014
ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის მგზნებარე რომანი გამჟღავნდა!..
თუმცა მოგეხსენებათ, თბილისში ძნელია რაიმეს დამალვა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. გულწრფელმა გოგონამ მალე თავისი პირადი ცხოვრება გაასაჯაროვა. გულახდილობის წყალობით სხვადასხვა შოუდან ცნობილი გახდა მარიამის დანგრეული ოჯახისა და მისი ბრაზიანი ძმის შესახებ. ადვოკატი ჰყვებოდა, როგორ მიატოვა ქმარმა.

მანამდე ყველასათვის უცნობი მარიამი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გამარჯვების შემდეგ არაერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. მისი პირადით დაინტერესდნენ სატელევიზიო შოუებიც. ადვოკატიც ჰყვებოდა თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე კი არაფერს ამბობდა.

თუმცა მოგეხსენებათ, თბილისში ძნელია რაიმეს დამალვა. შევიტყვეთ, რომ მარიამ
კუბლაშვილსა და მსახიობ ლევან ხურციას მგზნებარე რომანი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა. წყვილს ერთმანეთი ამ ზაფხულს ერთ-ერთ წვეულებაზე გაუცნია, შემდეგ რამდენჯერმე საერთო მეგობრის ოჯახში შეხვედრიან ერთმანეთს, მსახიობს უაქტიურია და თავიდან ვითომ საქმიანი შეხვედრები ნელ-ნელა ფლირტში, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა. მარიამსა და ლევანს ხშირად ხედავენ ერთად, თბილისის ერთ-ერთ კაფეში.

Rating

ლევან ხურციას საყვარელ ქალებზე მანამდეც ბევრი დაწერილა. დაკვირვებულ მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, რომ ნესტან კირთაძის ქალიშვილმა, ანი რეხვიაშვილმა, ერთ-ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ლევანისა და თავისი სიყვარულის ამბავი გაამხილა. ქალაქში ჭორაობდნენ ლევანისა და მსახიობ მანანა აბრამიშვილის რომანზეც, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად საქმე სერიოზულადაა. წყაროს ინფორმაციით, მსახიობმა ადვოკატი თავისი ოჯახის წევრებს გააცნო. ისე, ლევანი, რომელიც თავადაც ძალიან სიმპათიური მამაკაცია და ქალების სასურველ ''საკბილოდ'' მიიჩნევა, აშკა
რად არ უჩივის გემოვნებას. ყველა ქალი, რომელიც მას დაუკავშირეს, შესაშური გარეგნობით გამოირჩევა.

მარიამისგან განსხვავებით, მსახიობი პრესის ჟურნალისტებს ინტერვიუებით არ ანებივრებს. როგორც გავიგეთ, ლევანი შეყვარებულ ქალსაც სთხოვს, ჟურნალისტებისგან თავი შორს დაიჭიროს, ამიტომაც დაიმალა ამდენ ხანს მათი სიყვარულის ამბავი. თუმცა, ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში ქართველი სასურველი სასიძო აღიარებს, რომ შეყვარებულია.
რასაკვირველია, ამ ინფორმაციის გადამოწმება პირველწყაროებთან გადავწყვიტეთ და მარიამსა და ლევანს დავუკავშირდით.

მარიამ კუბლაშვილი:

- მარიამ, ჟურნალ ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს, თუ გაქვს დრო…...
- გისმენთ.…..
- ჩვენ შენი და ლევან ხურციას რომანის შესახებ გვინდა გკითხოთ.
- ვისი?
- მსახიობი ლევან ხურცია.
- ააა…... რომანი?
- ჰო, ჩვენ სანდო წყაროსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთად ხართ.
- სანდო წყარო რას ნიშნავს?
- გვაქვს ინფორმაცია იმ ადამიანისგან, რომელმაც ზუსტად იცის ხსენებული ამბის თუ ფაქტის შესახებ.
- დაუჯერეთ მაშინ სანდო წყაროს, მე რატომ მირეკავთ?
- რამდენჯერმე ერთადაც გნახეს მარტონი კაფეში…...
- რა მოხდა მერე, ლევანთან ვმეგობრობ, დასამალი არაფერი გვაქვს.

ლევან ხურცია:

- ლევან, ჟურნალ ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, ორი კითხვა მაქვს, თუ გაქვთ დრო.
- მაპატიეთ, სტუდიაში ვარ.
- ეს თქვენს პირადს ეხება, მგონი უკეთესია, გვიპასუხოთ.
- გისმენთ.
- ამბობენ, რომ თქვენ და მარიამ კუბლაშვილს რომანი გაქვთ.…
- უიმე დედა, კიდევ დაიწყეთ ახალი ჭორები?..
- რამდენჯერმე გნახეს ერთად.
- აღარ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს, სისულელეა.

ევა ბურდული
ჟურნალი ''რეიტინგი''

ასევე იხილეთ 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
giga
At grcxveniath xalxo mariamze cuds rom laparakobth? Egeti niwieri da ganatlebuli adamiani rogor unda galanzgoth, romeli xarth masze uketesi? Magram esaa cveni problema swored, ver vitanth warmatebul adamianebs. Thu kaci niwieria, warmatebuli, ekonomiurad zlieri da stabiluri cxovreba aqvs vlanzgavth, seuracxvyofth DA vcdilobth davamciroth sazogadoebis tvalsi RAC zalian cud I da amoraluria, me mogiwodebth yvelas rogorc cem debs a DA zmebs nu davamcirebth ertmanets, piriqith siyvaruli viswavloth ertimeoris DA gverdith davudgeth ertmanets, ase ufro dagvafasebs yvela DA kargadac vigrznobth thavs. Miyvarxarth yvela cemo lamazo, wkviano da saamayo qartvelebo. Me tqveni imedi maqvs, cavkidoth xeli ertmanets DA avasenoth cveni samsoblo, cveni saqartveloooooooooooooooooooooooooooo
00:21 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასუნა
ანასტასია1 ეგ ბოღმა და შური არაფერს კარგა არ მოგიტანს ჯიგაროოოოოოოოოო
12:52 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მიტუა
ხალხო, სად ეტენებით!
10:43 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია1
ეს კუბლაშვილის მეხოტბეები როგორც კი განსხვავებულ აზრს მოისმენენ, ეგრევე, ბოროტს და შურიანს უწოდებენ. ამას რა აქვს ნეტა შესაშური, ერთი პროვინციელი ტვინგამორეცხილი თავქარიანი ქალია, უზომოდ შეყვარებული თავის თავზე, აღარ იცის რა ზომას მიმართოს, ოღონდაც ხალხში გამოჩნდეს. პროფესიაში ვერ ივარგა და რაღაცით ხომ უნდა წარმოჩენილიყო. ხოდა ვინ იცის, რამდენი ლოგინი გამოიცვალა სასურველი მიზნის მისაღწევად. ასე რომ, თბილისი პატრააა და ყველამ ყველაფერი იცის:))))
14:40 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
ამ ქალების ადგილასომ ვიყო ხურციას არ ვენდობოდი სიყვარულში
12:27 / 08-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშიკო
საღოლ ლევან, გემოვნებაში არ გიჭირს აშკარად!
13:32 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანანოოო
მარი კარგი გოგო ხარ, ბიჭიც კარგია. არ აყვე არავის. იბრძოლე შენი სიყვარულისთვის
13:31 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგი
ლევან საღოლ.!!!
22:55 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ნინო შენ დაუთვალე რამდენი ყავდა მარიამს??რამ გაგაბოროტა გოგო???ამას შნო და მარიფათი უნდა ..აი ეს გაბოროტებს ნინო...რაც შეეხება წყვილს მე ძალიან მომწონს...ყოჩაღ ლევან, მომწონს შენი არჩევანი, არამარტო საოცრად ლამაზია მარიამი, სულერება ესაა მასში უფრო დძლიერი რაც შენ ეს არასოდეს გექნება..საერთოდ გაბოროტებულ ადამიანებს მინდა მივმართო ცოტა მეტი პატივისცემა და უფრო მეტი გულიდან ამოსული სიტყვები გმართებთ, ამას ადამიანობა ქვია ...დაბოგმილ ადამიანებს კი შეუძლიათ საერთოდ არ გაეცნოთ ასეთ ინფორმაციებს,,,თქვენი გულები ამდენს ვერ გაუძლებს...
22:48 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაგის მეტები ჰყავს მარიამს. :) :) :)
23:11 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS